სასკოლო წრე

სასკოლო წრე


მარტვილის მუნიციპალიტეტი ნოღის საჯარო  სკოლა
სასკოლო წრე:  „პატარა მკითხველები“
წრის შექმნის თარიღი: 2018 წლის 26 სექტემბერი
წრის ლოგო:







წრის კურატორი:  ქართული  ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი ლალი ჩაჩიბაია

 

 

 

 

 

განაცხადი წრის წევრობაზე


                                                                                     მარტვილის მუნიციპალიტეტი ნოღის                                                                                                  საჯარო  სკოლა  სასკოლო კლუბ                                                                                                            „პატარა მკითხველები“      
                                                                                           კურატორს     ლალი  ჩაჩიბაიას
                                                                                            ამავე სკოლის --VI-VII-VIII  კლასის                                                          
                                                                                          მოსწავლის ---------------------------

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


    სურვილი მაქვს გავწევრიანდე სასკოლო წრე „პატარა მკითხველები“-ში.      გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი სურვილი.

                                                                                                  
                                                                                                       განმცხადებელი:
                                                                                                                                 თარიღი:

სასკოლო წრე „პატარა მკითხველები“      
წესდება

1.ზოგადი დებულებები
1.1.მარტვილის მუნიციპალიტეტი ნოღის საჯარო  სკოლის სასკოლო წრე „პატარა მკითხველები“  დაფუძნებულია სკოლის ფარგლებში.
1.2 . წრე დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით.
1.3 წრეს აქვს სახელწოდება და ლოგო.
1.4 წრის იურიდიული მისამართისაქართველომარტვილის მუნიციპალიტეტი სოფელი  ნოღა.
    2. წრის მიზნები და ამოცანები:
2.1.  მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.
2.2. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება;
   2.3. ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
2.4. კითხვის მოტივაციის გაზრდა;
2.5. ასაკობრივი დაინტერესების გათვალისწინებით მხატვრული ტექსტების მიწოდება.
2.6 კითხვის გემოვნების ჩამოყალიბება , სათანადო განწყობისა და ემოციური ფონის შექმნა
2.7 წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივება. დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების შედარება. აქცენტის გაკეთება პერსონაჟის დადებით თვისებებზე. ლინგვისტურ ცნებებზე მუშაობა.

3. წრეში გაწევრიანება :
3.1. წრის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. წრის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის  VI_VII_VIII კლასის მოსწავლერომელიც იზიარებს წრისმიზნებს.
3.3. წრის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს წრე წერილობითი ფორმით(განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
3.4.წრის წევრებზე გაიცემა წრის წევრის მოწმობა.
3.5 წრეში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება წრის კურატორის მიერ.
3.6 წრის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა წრის საქმიანობაშიდაიცვასწესდების მოთხოვნებიშეასრულოს დავალებები და წრის მიერ მიღებულიგადაწყვეტილებები.
3.7.წრე პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზერომელიცდაკავშირებულია წრის საქმიანობასთან.
3.8. წრის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზეასევეწრის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება წრისმიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლისდამთავრების შემდეგ.

4.წრის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1. წრე შედგება წრი წევრებისგანრომელთა რაოდენობაა არაუმეტეს 15 მოსწავლისაა;
4.2. წრე შეიძლება ჰყავდეს კურატორირომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოსწრის საქმიანობასერთპიროვნულად წარმოადგენოს წრე მესამე პირთან/პირებთანურთიერთობისასუხელმძღვანელობს წრის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა დაპროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას. დანიშნოს და გაათავისუფლოს წრისწევრებიმიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.3. ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებშიხელმძღვანელობს წრისსაქმიანობასერთპიროვნულად.
4.4. წრის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით : დამტკიცოს სამოქმედოგეგმადაამტკიცოს წრის წესდებააირჩიოს წრის ლიდერი.
4.5 წრის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
4.6 
ერთი და იგივე კანდიდატი წრის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.
5. წრის მუშაობა
5.1. წრე იკრიბება არანაკლებ თვეში ერთჯერ,
5.2. წრის შეკრებები ფორმდება ოქმით.

6. წრის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
6.1. წრის რეორგანიზაცია (შეერთებამიერთებაგამოყოფა გარდაქმნა)ხორციელდება ამ დებულებით.
6.2 წრის ლიკვიდაცია ხდებასაერთო კრების გადაწყვეტილებით ან მიზნებისმიღწევის შემთხვევაში.

7დასკვნითი დებულება:
7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის წრის ამოქმედებისთანავე.
7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრებისგადაწყვეტილებით.

8. შედეგი: ჩამოყალიბდება კარგ მკითხველად ,მოსწავლეებს განუვითარდებათ ანალიტიკური აზროვნების უნარი. წაკითხულიდან გამოყოფენ დადებით და უარყოფით მომენტებს. გაუჩნდებათ წიგნის კითხვის სურვილი.

ნოღის საჯარო  სკოლა
2018 წლის 26 სექტემბერი







სასკოლო წრე „პატარა მკითხველები“      სამუშაო გეგმა

აქტივობის დასახელება
განხორციელების თარიღი
შენიშვნა
1
წრის წევრების შეკრება და ლიდერის და მისი მოადგილის არჩევა
27.09.2018
ხმათა უმრავლესობით მოსწავლეებმა აირჩიეს წრის ლიდერად ქეთა მუშკუდიანი ხოლო მის მოადგილედ ანი ჩუბინიძე.
2
ნოდარ დუმბაძის კვირეული
17.10.2018
19.10.2018
გაეცნობიან ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას,წაიკითხავენ ნაწარმოებებს და განახორციელებენ პროექტს : ნოდარ დუმბაძე და ბავშვები "
3
რევაზ ინანიშვილის კვირეული
17.11.2018
22.11.2018
გაეცნობიან რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას,წაიკითხავენ ნაწარმოებებს და განახორციელებენ პროექტს : ჩემი საყვარელი ნაწარმოები"
4
შოთა ნიშნიანიძის კვირეული 
05.12.2018
10.12.2018
გაეცნობიან შოთა ნიშნიანიძის შემოქმედებას,წაიკითხავენ ნაწარმოებებს და განახორციელებენ პროექტს : შემი საყვარელი პოეტი "
5
ლადო ასათიანი
20.12.2018
24.12.2018

გაეცნობიან ლადო ასათიანის შემოქმედებას,წაიკითხავენ ნაწარმოებებს და განახორციელებენ პროექტს : 
6
ოტია იოსელიანი 
23.01.2019
25.01.2019
 ბუმბერაზი მწერალი-ოტია იოსელიანი
7
ტერენტი გრანელი
13.02.2019
23.02.2019
ტერენტი გრანელის შემოქმედება
8
ანა კალანდაძე
27.02.2019
5.03.2019
გაეცნობიან ანა კალანდაძის შემოქმედებას,წაიკითხავენ ნაწარმოებებს და განახორციელებენ პროექტს : პოეზიის დედოფალი
9
მირზა გელოვანი
20.03.2019
06.04.2019
გაეცნობიან მირზა გელოვანის შემოქმედებას,წაიკითხავენ ნაწარმოებებს და განახორციელებენ პროექტს :მარად ჭაბუკად დარჩენილი პოეტი"
10
ვაჟა-ფშაველა
17.04.2019
24.04.2019
ბუნების მგოსანი
11
აკაკი წერეთელი
1.05.2019
10.05.2019

12
გალაკტიონ ტაბიძე 
01.06.2019
05.01.2019
სიყვარულის მგოსანი
13
საზაფხულო არდადეგები
14.06.2019






 

საინიციატივო ჯგუფი:
ნოღის საჯარო  სკოლის V I-VII-VIII კლასისი  მოსწავლეები

წრის მეურვე : ლალი ჩაჩიბაია

 

სასკოლო  წრის “  პატარა მკითხველები“ წევრები:


1.აფხაზავა ნანა
2.ქუთელია ვერიკო
3.რუსია დავითი
4.კაკულია ალიკა
5.ჯალაღონია გიორგი
6.ყალიჩავა გიორგი
7.ჯიჯელავა მათე
8.ნარსია ანი
9.ყალიჩავა ლანა
10.გოგია ნინო
11.ფირცხელავა სანათა
12.კაკულია თეა

წრის ლიდერი:   რუსია დავითი
         
ლიდერის მოადგილე:    კაკულია თეა 


27.09.2018
სასკოლო წრის " პატარა მკითხველები "-ის წევრების შეკრება

წრის ლიდერისა და მოადგილის არჩევა
ხმათა უმრავლესობით წრის ლიდერად აირჩიეს  რუსია დავითი,ხოლო მოადგილედ : კაკულია თეა 



17.10.2018----19.10.2018
ნოდარ დუმბაძის კვირეული







ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.
1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.
ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ის სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული „სოფლელი ბიჭი“ გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა მოუტანა. რომანებისა და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია, ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია.
გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.
საქართველოში ცოტა ადამიანია, ვისაც ნოდარ დუმბაძის ერთი მოთხრობა მაინც არ ჰქონდეს წაკითხული. ეს მწერალი გამორჩეულია. მის იუმორზე მკითხველი ცრემლებამდე იცინის. მისი იუმორისგან მკითხველს მწუხარების ცრემლი მოსდის...

ბავშვობიდან მწერლობამდე
ნოდარ დუმბაძეს ლაღი, ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. ის თბილისში დაიბადა 1924 წელს. ამ დროს საქართველოში კომუნისტური წყობა იყო. ბევრ ადამიანს იჭერდნენ, ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ. 10 წლის ასაკში დუმბაძემ მშობლები დაკარგა. მამამისი კომუნისტებმა დახვრიტეს, დედა კი გადაასახლეს. ბიჭუნა ჯერ აფხაზეთში, ბიძასთან გადაიყვანეს. იქ ნოდარმა 3 წელი იცხოვრდა. მოგვიანებით პატარა ნოდარი გურიაში გადაიყვანეს საცხოვრებლად ბებია-ბაბუასთან. მწერალმა სკოლის წლები გურიაში, სოფელ ხიდისთავში გაატარა.
„მთელი ქვეყნიერების ვალი მაქვს, მამა, კეთილი ადამიანები რომ არა, ღმერთმა უწყის, რით დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება. თითო სიკეთე ყველასგან მახსოვს და უფლება არ გვაქვს არც მე და არც ჩემს ნაგრამს სიკეთე არ ვთესოთო“ - ეუბნებოდა ნოდარ დუმბაძე მოგვიანებით თავის ქალიშვილს.

გურიაში გატარებული ბავშვობა და ახალგაზრდობა მწერალმა თავის მოთხრობებში და რომანებში ძალიან ცოცხლად, იუმორით და ხალისით აღწერა.
1945 წელს ნოდარმა სკოლა დაამთავრა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. თავიდან მწერალმა სულ სხვა სპეციალობა აირჩია. ის ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ კი უნივერსიტეტში გააგრძელა მუშაობა.ნოდარ დუმბაძემ თავიდან სამი იუმორისტული მოთხრობების კრებული გამოსცა. კრებულები მაშინვე გახდა პოპულარული. მწერალმა სამსახურს დატოვა და 

მწერლობაზე გადაერთო.
დუმბაძე ჟურნალი „ნიანგის“ მთავარი რედაქტორიც იყო დიდხანს. „ნიანგი“ სატირისტული ჟურნალი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალი ძალიან სასაცილო და ხალისიანი უნდა ყოფილიყო. ჟურნალს დიდი სიამოვნებით კითხულობდა ყველა.
ყოველთვის მხიარულ და ხალისიან მწერალს ცხოვრებაში ბევრი უბედურების გადატანა მოუწია. ჯერ მშობლები დაკარგა, შემდეგ კი 5 წლის ვაჟი დაეღუპა. მოგვიანებით ახალგაზრდა სიძეც გარდაეცვალა. ნოდარ დუმბაძეს ნერვიულობისგან გული გაუსკდა. ის რამდენჯერმე იწვა საავადმყოფოში და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. თუმცა, ამდენმა უბედურებამ ნოდარ დუმბაძე ვერ შეცვალა. ის სიცოცხლის ბოლო წუთამდე ხუმრობდა.
ნოდარ დუმბაძე 1984 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა. მზიანი გულის კაცს ბოლო გზაზე მზე და უამრავი თვალცრემლიანი ადამიანი აცილებდა.
ნოდარ დუმბაძის ცხოვრებიდან
კომუნისტურ წყობამდე დუმბაძეებს ჭავჭავაძეზე დიდი ბინა ჰქონდათ. მამის დახვრეტის შემდეგ კი იმავე სახლში ოჯახს ერთი ოთახი დაუტოვეს. ამ ბინაში ცხოვრობდა ნოდარ დუმბაძის დიდი ოჯახი; თვითონ, მისი მეუღლე, დედამისი ანიკო და ორი შვილი. ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი - მანანა იხსენებს: „ამ ერთოთახიან ბინაში მამაჩემი ყოველ ღამე წერდა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონს“. ერთხელ უთქვამს ნოდარ დუმბაძეს: ეს რომანი მშიერ კუჭზე მაქვს დაწერილი და მაინც ყველას აჯობაო“.
ნოდარ დუმბაძეს ავადმყოფობის დროსაც არ ტოვებდა იუმორის გრძნობა. მისი ქალიშვილი ერთ ასეთ ამბავს იხსენებს: „41 წლის იყო მამაჩემი, როდესაც პირველი ინფარქტი მოუვიდა. ძალიან ცუდად 
კი არ ჰქონდათ იმედი, რომ გადარჩებოდა. ამ დროს მამაჩემის მეგობარი და დიდი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი უცხოეთში უნდა წასულიყო. მამაჩემის ამბავი რომ გაიგო, თბილისში დარჩა. ჯანსუღ ჩარკვიანი საავადმყოფოდან არ გამოდიოდა. რამდენიმე დღეში მამამ თვალი გაახილა. თავთან ჯანსუღი დაინახა და უთხრა: „მე შენ წასული მეგონეო“. ჯანსუღმა ცოტა ხანი ხმა არ გასცა. ცოტა ხანში მიხვდა, რომ ნოდარის ხმა გაიგონა... გახარებული ჯანსუღი იუმორის ხასიათზე დადგა. მან მკვახედ უპასუხა მამაჩემს: „მეც კი მეგონე წასული, მაგრამ აქ ხარ და ფეხის მოცვლასაც არ აპირებო. საავადმყოფოში სიცილი ატყდა.“
საავადმყოფოს ხუმრობები ამით არ დასრულებულა.მეორე დღეს  ნოდარ დუმბაძე უკეთ გახდა. მან საწოლიდან ფანჯარაში გაიხედა. გარეთ მსხვილად თოვდა. მაშინ ის დრო იდგა, როდესაც რუსეთი ქართველებს გადასახლებით ემუქრება). „მგონი უკვე გადაგვასახლეს და გვიმალავენო“, – თავისთვის ჩაილაპარაკა ნოდარმა. პალატაში ისეთი ხარხარი ატყდა, საავადმყოფო აზანზარდა. ამ ამბის შემდეგ ხშირად გაიგონებდით სხვა ავადმყოფების და მათი ახლობლებისგან: „ეს დუმბაძეები ან გიჟები არიან, ან აფერისტები... არ იციან, კაცი გადარჩება თუ არა, ესენი კი სულ სიცილში არიანო!“
პირველი ინფარქტის შემდეგ ნოდარ დუმბაძემ თავისი საუკეთესო რომანები „ნუ გეშინია, დედა“ და „თეთრი ბაირაღები“ დაწერა.

ნოდარ დუმბაძე ყველას უყვარდა. მისი შემოქმედება კი ყველასთვის საყვარელი გახდა. თუმცა, წარმატებას და ხალხის სიყვარულს არ შეუცვლია ნოდარი.
მისი მეუღლე იხსენებდა :" როგორი ნოდარიც გავიცანი ისეთი ნოდარი გარდაიცვალა. ბუნებით იყო ასეთი, თორემ არ ვიცი, მეტი რა დაფასება უნდა მიეღო. ნობელის პრემიას თუ მიიღებდა. ნოდარი ხალხს ძალიან უყვარდა და დღესაც უყვართ. ნოდარი გარდაცვლილი არაა, ის დღემდე ცოცხალია. მწერალი რომელიც აღარ იბეჭდება და აღარ იკითხება, ისაა მკვდარი. ნოდარს დღესაც სიამოვნებით კითხულობს ყველა. მისი ნაწარმოებები თეატრებში იდგმება. მისი გმირები კინოში ცოცხლდება. რადიოს ჩართავ თუ ტელევიზორს, ნოდარის სიტყვები ყოველთვის ისმის... ბავშვები იწყებენ კითხვას ნოდარის მოთხრობებით... ნოდარი არ მომკვდარა“ პირველი ინფარქტის შემდეგ 8 წელი აღარც ეწეოდა და აღარც სვამდა. მერე მისი მეუღლეს რაღაც ავადმყოფობა დაემართა. ქალს ტვინის ოპერაცია დასჭირდა. იმ დღიდან დაიწყო ნოდარ დუმბაძემ სიგარეტის მოწევაც და სმაც. ერთხელ უთქვამს შვილებისთვის „დედათქვენი თუ მოკვდა, მეც სჯობს მოვკვდეო.“ მისი მეუღლე გადარჩა. მას ოპერაცია ცნობილმა პროფესორმა გაუკეთა. მერე ნოდარი ეხუმრებოდა ხოლმე მეუღლეს, „ეტყობა, თავში არაფერი დაგიტოვეს, ყველაფერი ამოიღესო“.

ნოდარ დუმბაძის ახლობლები კიდევ ერთ სასაცილო ისტორიას იხსენებენ. თურმე მისი ქალიშვილი ჩუმად გათხოვდა, გაიპარა.
აი, რას ჰყვებოდა მერე იგი: „მამაჩემმა ჩემი გაპარვა რომ გაიგო, წავიდა მამიდაჩემთან. მამიდაჩემი მსუქანი ქალია, სულ საჭმელს აკეთებს. თვითონაც ძალიან უყვარს ჭამა. თანაც, ომის დროს

ბავშობაში სულ შიოდა,ჰოდა ახლაც ეშინია რომ მოშივდება და სულ საჭმელს აკეთებს... მამაჩემმა მამიდაჩემს უთხრა, „რამე მომიტანე, მშიაო!“. მამიდაჩემმა გამოუტანა დედალი. მამამ ის ერთი დედალი სულ გაათავა. შემდეგ კი, მეორეზე გადავიდა.… მამიდამ დედაჩემთან დარეკა. გამაგებინეთ, რა სჭირს ნოდარს, მეორე დედალზე გადავიდაო. თურმე, უაზროდ ჭამდა. მხოლოდ მერე უთხრა დას, მანანა გაიპარა და გათხოვდაო. მოგვიანებით ნოდარს სიძე ძალიან შეუყვარდა.
სიძე სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. ნოდარ დუმბაძე ამ დროს ამერიკაში იყო წასული. სიძის დაღუპვის შემდეგ მალე დაემართა მეორეჯერ ინფარქტი.
მეორეჯერ ინფარქტი რომ დაემართა, მარტო იყო აგარაკზე აფხაზეთში. შემდეგ მწერალი ხუმრობდა თურმე: „იმდენჯერ მოვკვდი, საიქიოს გზას თვალდახუჭული ვაგნებო...“
საოცარი რომანი „მარადისობის კანონი“ მწერალმა სწორედ მაშინ დაწერა.
ბაბუა და შვილიშვილი
ნოდარ დუმბაძეს განსაკუთრებით თავისი შვილიშვილი - ნოდარიკო უყვარდა.
თურმე ბიჭუნას ძალიან ეშინოდა წყლის,და ზღვაში საბანაოდ არ შედიოდა. არადა, დუმბაძეემს აფხაზეთში აგარაკი ჰქონდათ. ბაბუა ასწავლიდა ნოდარს ცურვას. თურმე ერთხელ მივიდა ბავშვთან და ხელში აიყვანა. „ბაბუ, ხომ წამოხვალ ჩემთანო?“ ჰკითხა და შემდეგ ტანსაცმლით შევიდა ზღვაში. ასე ასწავლა შვილიშვილს ცურვა.
ბაბუა შვილიშვილისთვის თავისი ხელით აკეთებდა სათამაშოებს. ყველა საბავშვო ლექსი, ასე ძალიან რომ უყვართ პატარებს, სწორედ ნოდარიკოს სიყვარულით იწერებოდა.
ნოდარიკო 9 წლის იყო, ნოდარ დუმბაძე რომ გარდაიცვალა. ბავშვმა საერთოდ აიკრძალა ბაბუაზე ლაპარაკი. ხმას არ იღებდა, ნოდარ დუმბაძე საოცარი ბაბუა იყო. 
ნოდარ დუმბაძის დაკრძალვაც განსაკუთრებული იყო...
მისი ქალიშვილი იხსნებს: „დიდი კონსტანტინე გამსახურდია რომ გარდაიცვალა, რუსთაველის პროსპექტზე მისი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს ხმამაღლა გადმოსცემდნენ. ეს პროცესი ძალიან ამაღელვებელი იყო. სახლში რომ დავბრუნდით, უცებ მამაჩემმა თქვა: „თავი არ მომჭრათ და ჩემს გასვენებაზე იგივე არ გაიმეოროთო (საკუთარი ნაწარმოებების კითხვას გულისხმობდა); ჩემი ნაწარმოებები რომ იკითხოთ, ხომ დაიხოცება დაკრძალვაზე ხალხი სიცილითო“!
ნოდარ დუმბაძე შეცდა. მის დაკრძალვაზე რუსთაველის გამზირზე ხმამაღლა დუმბაძის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს გადმოსცემდნენ – ხალხი კი არ იცინოდა... 

17.11.2018
22.11.2018
რევაზ ინანიშვილის კვირეული










ვის შეუძლია თუნდაც ჩვეულებრივი, მარტივი ამბავი ისე მოგვითხროს, რომ მკითხველის გულისგულში ჩააღწიოს? გააღვიძოს ქართული ენის სრულიად წარმოუდგენელი შესაძლებლობები, სხვადასხვა დიალექტის შენაკადებში მოცურავე ოქროს სიტყვები... ყოველ ახალ წაკითხვაზე დაგაჯეროთ, რომ ადამიანად ყოფნა, თავისთავად დიდი ბედნიერებაა, რომ სიყვარული - უმთავრესია, რომ ნამდვილი ჭეშმარიტება - წვრილმანებში, მოსიყვარულე მზერაში, თბილ შეხებაში, პატარა ბიჭის მომლოდინე თვალებში, პატარა გოგოს ოცნებებში, ნეკერჩხლის წითელ ფოთოლშია... ყველაზე მართალი ცრემლის მწერლის, ყველაზე გულწრფელი, გამჭვირვალე და ნათელი სტრიქონების მომგვირისტებლის - რევაზ ინანიშვილის სინათლით სავსე ნაწარმოებები, შესანიშნავი ქართული პროზა ყველასთვის, ვისაც დადებითი ემოციები მოენატრა.
რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი (  20 დეკემბერი, 1926, სოფ. ხაშმი (საგარეჯოს რაიონი) - 26 დეკემბერი, 1991), ქართველი მწერალი. რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში.
1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943-45-ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. მერე სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.
1947 წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო "სამგორის" არხის მშენებლობაზე.
1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.
1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში".
1966 წელს გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში.
1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.
1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ ''დილას" რედაქტორი.
პირველი მოთხრობა ''სახსოვარი" გამოაქვეყნა ალმანახ ''პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული ''პირველი მოთხრობები" - 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
მისი მოთხრობების ძირითადი კრებულები:
  • „მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან" (1958)
  • „წვეთები ფოთლებზე" (1962)
  • „ცოსფერი გორგალი" (1968)
  • „საღამო ხანის ჩანაწერები" (1971)
  • „ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა" (1974)
  • „ჩიტების გამომზამთრებელი" (1978).
მწერალს ეკუთვნის საბავშვო კრებულებიც:
  • „ბედნიერი მთა" (1960)
  • „ბიბო" (1964)
  • „სად ცხოვრობს მეზღაპრე" (1970)
  • „მგლის ლეკვები" (1973)
  • „შორი თეთრი მწვერვალი" (1976), რომელშიაც 1977 წ. მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები:
  • „არდადეგები"
  • „დაბრუნებული ღიმილი"
  • „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"
  • „ფერმა მთაში"
  • „ზაფხული სოფლად" („პასტორალი", თანაავტორი ოთარ იოსელიანი)
  • „ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე)
  • „ქვიშანი დარჩებიანო" (თანაავტორი გ. შენგელაია)
რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რევაზ ინანიშვილი და ჯანი როდარი


ამბობენ, ცხოვრებას წიგნებიდან ვერ ისწავლიო, მე კი პირიქით მგონია და საკუთარ შეხედულებას სხვადასხვა არგუმენტით ვიცავ, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანის მორალურ-ზნეობრივი განვითარება მხოლოდ წიგნის საშუალებით არის შესაძლებელი. მწერალი აღწერს ყველა დასაშვებ თუ დაუშვებელ, შეუძლებელ ფაქტსა და მოვლენას, სურვილს, გონიერ მკითხველს კი თავად გამოაქვს დასკვნები. თუმცა ცხოვრებაც დიდი მასწავლებელია.
როგორც ეგზიუპერი ამბობდა, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. მოვდივართ და მოგვაქვს ჩვენი შეგრძნებები, დადებითი და უარყოფითი ემოციები, შეხედულებები, რომლებსაც გარშემო მყოფებს ვუზიარებთ ისე, რომ არც კი ვიცით, სად არის მათი სათავე. სინამდვილეში ყველაფერი იწყება წიგნით…
მშობლებსა და პედაგოგებს განსაკუთრებული დაფიქრება მართებთ, როდესაც მოზარდს ლიტერატურას ურჩევენ. აუცილებელია, გაითვალისწინონ ბავშვის ასაკი, მისი მზაობა, რა უფრო აინტერესებს და იზიდავს… ერთნი მხატვრულ, სათავგადასავლო წიგნებს ამჯობინებენ, მეორენი – შემეცნებით-ენციკლოპედიურს, მაგრამ არსებობს ლიტერატურა, რომელიც ყველას ერთნაირად უყვარს. წიგნი უნდა იყოს გზამკვლევი, რომელიც მოზარდს სამყაროს აღქმასა და გაცნობაში დაეხმარება. საბავშვო ლიტერატურის შექმნა განსაკუთრებულ სიფაქიზეს მოითხოვს.
არაერთხელ გვითქვამს, რომ ქართული ლიტერატურა ძალზე მრავალფეროვანია, თუმცა საბავშვო მწერალი არცთუ ბევრი გვყავს. ჩვენი კულტურა მდიდარია ხალხური სიტყვიერების ნიმუშებით, ზღაპრებითა და თქმულებებით, რომლებზეც თაობები აღიზარდა. რაც შეეხება საბავშვო მწერლობას, ვფიქრობ, უცხოელი მწერლები უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე ჩვენი თანამემამულენი. მოზარდი საყვარელ გმირებს შორის აუცილებლად დაასახელებს კარლსონს, პეპის, ემილსა და ალისას, ნილსს ან რომელიმე უცხოური ზღაპრის სხვა გმირს. კარგია უცხო კულტურასთან ზიარება, მაგრამ ჯერ საკუთარი უნდა გავიცნოთ. პედაგოგები ცდილობენ, ქართულ ლიტერატურას გაუწიონ პოპულარიზაცია, მოსწავლეებს ჯერ ეროვნული შეაყვარონ და მერე გააცნონ სხვა მწერლები, რათა მოსწავლემ შეძლოს მსგავსებისა თუ განსხვავების დანახვა ერთმანეთისგან თუნდაც ძალზე დაშორებულ ქვეყნებში მცხოვრებ ავტორებს შორის.
ცოტა შორიდან დავიწყე… მწერალი, რომლის შესახებაც მინდა გესაუბროთ, დიდსა თუ პატარას ერთნაირად უყვარს და თავისად მიაჩნია. ეს არის ადამიანი, რომლის შემოქმედება იტევს ზოგადსაკაცობრიო პრობლემას, ბავშვურ გულისთქმას, სიყვარულს, ჰუმანიზმსა და პატრიოტიზმს. მწერალი, რომელსაც მინიატიურებით, მცირე ზომის ნაწარმოებებით შეუძლია შეძრას ადამიანის გრძნობათა ყველაზე ბნელი კუნჭულები, გააცინოს და მწარედ აატიროს მკითხველი, ანდა, უბრალოდ, დაუტოვოს მას საფიქრალი, რათა თავად განსაჯოს და გადაწყვიტოს, რა არის ადამიანის მთავარი მისია მიწიერ ყოფაში, რომელიც ხშირად ტკივილითა და ცრემლით არის სავსე. ეს ავტორი ერთდროულად არის ძალიან ბავშვური და დიდი, მისი ნაწარმოებები გნკუთვნილია ყველაზე პატარებისთვისაც და ზრდასრული ადამიანებისთვისაც.
ერთხელ მოვისმინე, როგორ უწოდა მავანმა მე-20 საუკუნეს სტაგნაციის პერიოდი და ვითომდა დამაჯერებელი არგუმენტებიც მოიყვანა საკუთარი მოსაზრების საბუთად. შეუძლებელია დავეთანხმოთ იმ ადამიანს, რადგან გასულმა საუკუნემ ქართულ ლიტერატურას უამრავი კორიფე აჩუქა, რომელთა ნაკვალევზე სიარული თითოეული ქართველისთვის საამაყოა.
რევაზ ინანიშვილის შემოქმედება შეუძლებელია ერთ წერილში ჩაატიო, ამოწურო და იპოვო ყველა საჭირო სიტყვა ამ მწერლისადმი უსაზღვრო მადლიერების გამოსახატავად. მისი ყველა მოთხრობა თუ ნოველა ცალკე უნდა განიხილო, რადგან ყველაზე მცირე ზომის თხზულებაშიც კი დიდი სათქმელია ჩატეული. მისასალმებელია, რომ ამ ავტორს ასწავლიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში და, რაც მთავარია, როგორც დაწყებით საფეხურზე, ისე მაღალ კლასებში, რაც მკაფიო დასტურია იმისა, რომ ინანიშვილის შემოქმედება მოზარდს პიროვნული სიმწიფის ასაკამდე უნათებს გზას და ასწავლის, როგორ დარჩეს ადამიანად ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, არ დაკარგოს ღმერთი საკუთარ თავში და შეინარჩუნოს ღირსება.
აი, რას წერს რევაზ ინანიშვილის შესახებ თამაზ ჭილაძე: “მას ორი ცხოვრება ჰქონდა. ერთი მისი საყვარელი ოჯახი იყო, მეგობრები და საზოგადოება, სამსახური, მეორე კი მის მიერვე გამოგონილი, თავშესაფარივით საიმედო ქვეყანა. იქ გრძნობდა თავს თავისუფლად, ლაღადაც კი, რამდენადაც იქ ითქვამდა სულს, ყოველდღიური ერთფეროვნებისგან შეწუხებული”. ასეთივე განცდა ეუფლება მკითხველსაც, რომელიც ინანიშვილის შემოქმედებას ღრმად სწვდება. შეეფარება იმ სიკეთის მარცვალს, რომელიც სამუდამოდ ჩაიმარხება გონიერი მკითხველის გულში. რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებები სიხარულისა და სიყვარულის ის თესლია, რომელიც ღრმად გაიდგამს ფესვს.
ამჯერად მისი მოგონებებით დავინტერესდი… ვფიქრობ, მწერალი ყოველდღიურობითა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობითაც იცნობა. საინტერესოა, რომ ინანიშვილის მოგონებებში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით არის აღწერილი შეხვედრა გიორგი ლეონიძესთან, თანაც ეს უბრალო შეხვედრა როდი იყო – ყველაფერი ნამდვილი ქართული სუფრითა და ლხინით დასრულდა. იქვე იგონებს მწერალი იტალიაში მოგზაურობას: 1978 წელს ქართველ ხელოვანთა ჯგუფი ევროპაში გაემგზავრა საბვაშვო წიგნის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. მწერალი მოკრძალებულად შენიშნავს, რა მრავალრიცხოვანი იყო ევროპული ლიტერატურა და მის გვერდით რა ღარიბულად გამოიყურებოდა ქართული (საბჭოთა კავშირის) მხარე. ამაზე საუბარი იმხანად არ შეიძლებოდა – ვინ გაბედავდა ასეთი სიმართლისთვის თვალის გასწორებას, მაგრამ ეს სხვა საკითხია, რადგან ქართული საბავშვო მწერლობა არც მას შემდეგ გამდიდრებულა დიდად – ძირითადად თარგმნილი წიგნები ჭარბობს.
სწორედ იტალიაში, რომში შეხვდა რევაზ ინანიშვილი მწერალს, რომელმაც სახელი და დიდება საბავშვო ნაწარმოებებით მოიპოვა. კარიერა ჟურნალისტობით დაიწყო, მაგრამ მას ყველა “ჩიპოლინოს თავგადასავლის” ავტორად როგორც. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე “ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში”, რომლის ნაწყვეტი დამატებით ლიტერატურაში იყო შეტანილი და მახსოვს, პატარა მოწაფეებს როგორ მოსწონდათ. რევაზ ინანიშვილი იგონებს, რომ ეს წიგნი უყვარდა მთელ მის ოჯახს და მადლიერების ნიშნად მწერალმა იტალიელ კოლეგას ლეკური წინდები უსახსოვრა.
ჯანი როდარის ბიოგრაფიაში გარდამტეხი იყო 1970 წელი, როდესაც მას ანდერსენის სახელობის პრემია გადასცეს. იტალიაში ბევრი სკოლა მისი სახელობისაა. თუმცა საზოგადოება დღესაც ვერ მალავს აღშფოთებას, როცა მისი კომუნისტური შეხედულებების შესახებ შეიტყობს.
საინტერესოა, რომ იტალიაში მოგზაურობისას ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს იქაურმა მოღვაწემ ცენზურის შესახებ ჰკითხა, რაზეც ქართულმა მხარემ არეული პასუხი გასცა – აბა, ვინ გაბედავდა ძლევამოსილი მფარველის საწინააღმდეგოდ რამის თქმას…
ამ მოგონებაში უამრავი ისეთი დეტალია, რომელიც მაშინდელი საზოგადოების მანკიერ თვისებებზე მიგვანიშნებს. დღეს არავის უკვირს ლამაზად გაფორმებული და ილუსტრირებული წიგნები, მაშინ კი ეს უცხო რამ იყო, რაც იტალიელთა გაოცებას იწვევდა.
შეხვედრას ესწრებოდა ჯანი როდარი, რომელიც შეუძლოდ იყო, მაგრამ მაინც მოახერხა, რამდენიმე თბილი სიტყვით მიემართა დამსწრეთათვის. რევაზ ინანიშვილი იგონებს, რომ მან ილაპარაკა მშვიდობასა და ბედნიერებაზე, მსოფლიოს ყველა ბავშვსა და მწერალს უსურვა სიკეთე და ღიმილიანი მომავალი. ის როგორც საბავშვო მწერალი იმედს ალბათ მომავალ თაობებზე ამყარებდა… რევაზ ინანიშვილი იგონებს, რომ ეს იყო უბრალოდ ჩაცმული ჩია კაცი, საინტერესო აზრებითა და ბავშვური სილაღით სავსე, რომელიც გარშემო მყოფებს უშუალო და მეგობრული ღიმილით აჯილდოებდა. როგორც აღმოჩნდა, ის იცნობდა ქართველ ხალხს, კავკასიონის მთებიდან, რომელიც განთქმულია სიკეთითა და ჰუმანურობით. ქართველი მწერლის საჩუქარიც სიხარულით მიიღო და რევაზ ინანიშვილის სახელი უბის წიგნაკში ჩაიწერა. მართალია, ცოტა ხანს ისაუბრეს, მაგრამ ცხელმა და თბილმა ხელმა იპოვა მონათესავე სული – ორივე ხომ ბავშვებზე ფიქრობდა და მათთვის წერდა.
რევაზ ინანიშვილი ამბობდა, რომ ბავშვებს სიყვარული და სიბრალული პატარაობიდანვე უნდა გავუღვივოთ, რათა სხვა ღირებულებები თავისთავად ჩამოყალიბდეს მათ სულში. მისი ყველა მოთხრობა ამ მოსაზრების დასტურია. ჯანი როდარის შემოქმედებაც ამ იდეას ემსახურება.
ჯანი როდარის ბიოგრაფია გულდასმით გადავიკითხე. სამწუხაროდ, ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ვერსად წავაწყდი, რომ გამეგო, რას ფიქრობდა თავად იტალიელი ავტორი ქართველ მწერალზე, მაგრამ თბილი ხელი ყველაფერს უსიტყვოდ ამბობს.

 მუხა
ეს მუხა ტყის პირას დგას, - ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, - ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ: ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოუფრენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, - კივკივო! - ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ...
ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: - აი, ბურთი და აი, მოედანი! - მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, - ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი - წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით.
მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, - თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.
მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.
მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფაა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.
მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.

რევაზ ინანიშვილის გამონათქვამები
,,ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებული ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხვდება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა პირიქით, მიაქვს. და ვაი, რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ორი ხელით, უბით, მთელი კალთით იტაცებენ იმას, რასაც თითო-თითოდ დებდნენ სხვები…“
„ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა შეაჩვიოთ იმ აზრს, რომ იგი განცხრომისთვის არ არის მოსული ამ ქვეყანაზე. მან უნდა ზიდოს მძიმე ლოდები სახლების ასაშენებლად, თხაროს ქვასავით მაგარი მიწა გზებისა და არხების გასაშენებლად, თვალები ჩაიწყალოს მილიარდობით დახვავებულ სასტამბო ნიშნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაჰკარგავს სულიერ წონასწორობას. ეს კი უსაშინლესი დაავადებაა ყველა დაავადებათა შორის.“
„ძალიან ძალიან რომ გაგიჭირდება ადამიანებთან, მიდი მიწასთან ბარით და თოხით, გაუხსენი გული, იმას ელაპარაკე ის დაგიამებს სულის ტკივილს.“
„ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ. დამენანება ჩამოტეხილი ტოტი და იმ წამშივე ყუჩდება სულის ტკივილში რაღაც..“
„ხანდახან ვფიქრობ _ დანაშაულს ხომ არ ჩავდივარ, შვილიშვილებს ტკბილად რომ ვექცევი-მეთქი. მერე გადავავლებ ჩემს ცხოვრებას თვალს, _ სულ დაძაბულობა, სულ პასუხისმგებლობის ქვეშ კანკალი!_ მხოლოდ ბებიას ღიმილი, მისი სათნო დამოკიდებულება ყველაფრისადმი!_ და ისევ განვაგრძობ ჩემსას. მე რომ ბებიას გვერდით არ გამეტარებინა ჩემი ბავშვობის დღეები, რაღა დამრჩებოდა ლამაზი მოსაგონებელი, არ ვიცი..“
,,როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ.“
,,ერიდე სილამაზეს, რომელსაც ყველა ამჩნევს და ყველას წინაშეა გამოფენილი. მას შენ არავინ დაგითმობს უტიფრობითა და სითავხედით აღსავსე ქვეყანაში. შენ იარე, ეძებე და თვითონ აღმოაჩინე-ასეთ სილამაზეს გემოც გაცილებით უკეთესი აქვს.”
“თქვენ შეგიძლიათ თვით ჩემი თანდასწრებით ლანძღოთ ქართველი ხალხი იმის გამო, რომ იგი მარცხენა ხელით მუშაობას არის მიჩვეული და მომხვეჭელობაზე დახარბებულს გაჭუჭყიანებული აქვს სული, მაგრამ მე უფლებას არ მოგცემთ იგივე გაიმეოროთ ერზე, ქართველ ერზე. ხალხი ესაა, რასაც ახლა უყურებ, ერი კი სხვაა. ისაა მთლიანობა ხალხისა და დროისა, რომელიც საუკუნეებით იზომება მხოლოდ და მხოლოდ.“

05.12.2018---10.12.2018

შოთა ნიშნიანიძის შემოქმედება

შოთა ნიშნიანიძე დაიბადა 1929 წლის 18 მარტს, თბილისში. გაიზარდა პლეხანოვზე. დედა _ ქსენია დარისპანის ასული შალამბერიძე, მამა _ გიორგი ნიშნიანიძე.
ბაბუა _ ბიჭია ნიშნიანიძე ქუთაისში საკმაოდ მდიდარი ვაჭარი ყოფილა. ბებია ფეიქრისშვილის ქალი გახლდათ. სამი შვილი ჰყავდათ: კონსატანტინე, თამარი და გიორგი. კონსტანტინე მაღალჩინოსანი სამხედრო პირი, 1937წ. დახვრიტეს. გიორგიმაც, მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამხედრო სამსახური აირჩია.
შოთას მშობლებმა ერთმანეთი გრიგოლ მამაგეიშვილის ოჯახში გაიცნეს და მალე დაქორწინდნენ. ეს იყო შოთას გამზრდელი დეიდის ოჯახი.
5 წლისა იყო როცა გარდაეცვალა მამა. მოულოდნელად დაქვრივებულ დედას სამი ერთმანეთზე მიყოლებული ბიჭი დარჩა. შოთა, ოთარი და გიორგი. ოთარ ნიშნიანიძე შემდგომში სტომატოლოგი გახლდათ, გიორგი კი – ინგლისურის სპეციალისტი.
ოჯახი ტელმანის (ახლანდელი ცაბაძის) ქუჩაზე ცხოვრობდა ერთ ოთახში. სახლს ეზო არ ჰქონდა და სამი ბავშვის გაზრდა ძალიან ჭირდა. ამიტომ ბინა გადაცვალეს გოგებაშვილის ქუჩაზე, ისევ ერთ ოთახიანში, მაგრამ ეზოიან სახლში. დედას რაიმე პროფესია არ ჰქონდა და ნემსსა და ძაფს მოჰკიდა ხელი. ჩითის უბრალო კაბებს უკერავდა მეზობლებს ძალიან იაფად, ამისთვისაც მადლს წირავდა უფალს, პურის ფულს რომ შოულობდა. მერე და მერე ხელი გაიწაფა, მამაკაცის კიტელების კერვა დაიწყო და ცოტა სული მოითქვეს. შვილების გაზრდასა და საოჯახო საქმეებში უფროსი და ეხმარებოდა. ვერა დეიდას განსაკუთრებით უყვარდა შოთა, რომელისც ასეთივე სიყვარულით პასუხობდა დეიდას.
9 წლის შოთა ვერა დეიდამ იშვილა და თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად ნაკაშიძის ქუჩაზე. დეიდა მამაგეიშვილზე იყო გათხოვილი. მეცხრე კლასამდე ნიშნიანიძე იყო შოთა. მერე კი ბიძამ თავის გვარზე გადაიყვანა. საბუთები მამაგეიშვილზე ჰქონდა, მაგრამ სკოლაში ყველა ნიშნიანიძედ იცნობდა. ლექსებზეც ნიშნიანიძის გვარს აწერდა და ამ გვარით აქვეყნებდა.
ბიძას რომ გული არ დასწყდომოდა სახლის კარზე ორივე გვარი ეწერა ნიშნიანიძე _ მამაგეიშვილი.
მეოთხე კლასამდე ფრიადოსანი იყო შოთა, მერე თანდათან უკლო სწავლას და სიცელქეს უმატა.
შოთა ვაჟთა 37-ე სკოლაში სწავლობდა. ფიზიკურად მეტად ძლიერი იყო და სპორტსაც ეტანებოდა. განათლების სამინისტროს ფეხბურთის გუნდში თამაშობდა ცენტრალურ მცველად. დიდხანს იყო მისი სურათი სკოლის სპორტულ კუთხეში. ერთხანს ჭიდაობაზე დაჰყავდა ბიძას, ფალავნობის დიდ მოტრფიალე შალვა შალამბერიძეს, რომელიც ცას წვდებოდა სიხარულით, დიდ წარმატებებს რომ უწინასწარმეტყველებდნენ შოთას. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს შოთამ მხარი დაიზიანა და საერთოდ ჩამოშორდა სპორტს.
მეთერთმეტე კლასში შოთას უკვე საკმაოდ ჰქონდა დაგროვილი პატარ-პატარა ლირიკული ლექსები. იმ ხანას შოთას დედობილთან ცხოვრობდა მისი მოსკოველი ბიძაშვილი. მან იოსებ ნონეშვილთან წაიყვანა შოთა. ბატონ იოსებს რამდენიმე ლექსი მოსწონებია და “ახალგაზრდა კომუნისტში” გაოუქვეყნებია.
1947 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჩარიცხვით ადვილად ჩაირიცხა, მაგრამ ასევე გაირიცხა პირველი სემესტრის დამთავრებამდე ლექციების გაცდენის გამო. მოკლედ, მეორედ ჩაირიცხა შოთა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1954 წელს. 1956 წ. შოთა და ნაზი კილასონია გახდნენ ახალგაზრდა ფესტივალის ლაურეატები.
1958 წელს შოთა მწერალთა კავშირმა გორკის ინსტიტუტთან არსებულ უმაღლეს ლიტერატურის კურსებზე მიავლინა, რომელიც დაამთავრა 1960 წელს.  1964 წელს შოთამ დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა “მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1968-74 წლებში იყო გამომცემლობა ,,მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-77 წლებში – მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1977-82 წლებში – ალმანახ ,,საუნჯის” მთავარი რედაქტორი, 1981-84 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1984-86 წლებში – ამ კავშირის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ ,,საუნჯეს”.
შ. ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული ,,მე და შენ”გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა, რომელთაც მკითხველთა ფართო საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოუტანეს.
ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. 1975 წელს გახდა შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაქტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.
შ. ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
შემოქმედება თურმე ჯვარცმაა,
თუკი ატარე ნამუსის ქუდად,
არ გაგიკვირდეს არცერთი მარცხი,
წარმატება კი, გიკვირდეს მუდამ.

ზოგ გამარჯვებას სდევს ანათემა,
ზოგ დამარცხებას - დიდების ბუკი.
ბევრი ცრურწმენა გადანათდება
ჯორდანო ბრუნოს კოცონის შუქით.

და თუ ცხოვრება მართლაც ომია
და თუ იღბალი ვარსკვლავს ჰგავს ცთომილს,
შემოქმედება ასჯერ ომია,
ყველაზე დიდი და მძიმე ომი.

მხოლოდ ამნაირ ომებს სალამი!
ომში ვარ… ვიბრძვი, ფანდებს ვიგონებ…
ჭრილობებს როდი ვითვლი - არამედ
ჭრილობებივით დახსნილ სტრიქონებს!

შევურიგდები ბევრ განქიქებას,
ბევრ დამარცხებას, - საშინელს ყოვლად,
მაგრამ ვერასდროს შევურიგდები
საკუთარ თავთან წაგებულ ბრძოლას.

ზოგ გამარჯვებას სდევს ანათემა,
ზოგ დამარცხებას - დიდების ბუკი,
ბევრი ცრურწმენა გადანათდება
ჯორდანო ბრუნოს კოცონის შუქით.

შემოქმედება თურმე ჯვარცმაა,
მოყვრის სიმცირე და მტრის სიმდიდრე.
არ გაგიკვირდეს არცერთი მარცხი,
გამარჯვება კი მუდამ გიკვირდეს.

პოეტი შოთა ნიშნიანიძე თავის ლექსებში მრავალფეროვან თემატიკას ეხებოდა, ამიტომაც შეიყვარა მისი შემოქმედება მკითხველმა.
შოთა ნიშნიანიძეს პოეტობაზე არასდროს უფიქრია. ის სპორტით იყო გატაცებული და ფეხბურთსაც თამაშობდა, თუმცა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და სპორტს საერთოდ ჩამოშორდა.
პატარ-პატარა ლირიკულ ლექსებს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს წერდა. მისი ლექსები იოსებ ნონეშვილმა წაიკითხა, მოეწონა და “ახალგაზრდა კომუნისტში” დაუბეჭდა. მას შემდეგ, პოეტის ცხოვრება მთლიანად ქართულ პოეზიას დაუკავშირდა.
ქართულ პოეზიაში გამოჩენისთანავე ის აღმოჩნდა პირველი, ვინც იმ პერიოდში ქართული პოეზიის მოყვარულებს ახალი სიხარული და იმედი გაუჩინა.
მისმა მდიდარმა შთაგონებამ სიყვარულით გამთბარი არაერთი სტრიქონი მიუძღვნა სამშობლოს, ქართველ გლეხს, უძველეს ციხე-სიმაგრეებს, ეკლესია-მონასტრებს, ბრძოლებში გმირულად დაღუპულ ვაჟკაცებს.
სიკეთისა და ადამიანობის მადიდებელი პოეტის სიმართლე – ეს არის ის მთავარი ძალა, რაც მკითხველს პოეტის შემოქმედებაში დღემდე მოსწონს და იზიდავს:
“ერო და ბერო,
შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი:
თუკი ოდესმე ჩამოივლის გლახაკი კვერთხით,
ზურგს ნუ შეაქცევთ… გაიკითხეთ…
ბედი არ გვცდიდეს,
გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი.”
შოთა ნიშნიანიძემ ძალიან კარგად იცოდა რისთვისაც იყო მოწოდებული მისი პოეზია, ამიტომაც სთქვა:
“რახან ხალხს უნდა ლექსიც, მუსიკაც –
და მსახური ხარ რახან,
საწერ მაგიდას კი არ უხიზარ –
ბარიკადაზე დგახარ.”
მისი შემოქმედება ნამდვილად არანაირ კალაპოტში არ ეტეოდა, იგი იყო ლექსის საოცარი ოსტატი, თუმცა ბოლო პერიოდის ლექსებში წუთისოფელზე დაფიქრებული კაცის სევდა იგრძნობა, რაც კარგი პოეტისთვის ნამდვილად ბუნებრივი მოვლენაა.
ეს არაა გალაქტიონი და გრანელი.....ყველას არ მოეწონება...მაგრამ თუ ყურაღებით წავიკითხავთ.. :)))))))))))))))))))))))))))
მე მიყვარს :)
ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად,ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.

შენა ხარ ჩემი თავდავიწყება,
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.

შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით ტანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური ,რძისფერი ტანი.

მოდი,
               იხუვლე,
                          ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით
**********************************************************************************************************************************
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს

მასულელებდეს,მიბნევდეს თავგზას
მისი თვალების ჩუმი ბრძანება
გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს
ჩემი ლომური ამპარტავნება

არ დავირცხვენდი გითხრათ სიმართლე
არა და არა ,არ დავირცხვენდი
ოღონდ მიყვარდეს
მართლა მიყვარდეს
გახელებამდის...
თავდავიწყებით..

ოღონდაც ღმერთო გარდასულ ყრმობის
ისევ მარგუნე უცხო თრიაქი
ის ღვთაებრივი მაცდური თრობა
შიში,ცახცახი და ფორიაქი
*************************************************************************************************************
             გალაქტიონს
იქნებ იმ წუთას

 მოგეჩვენა ზურგს უკან ფრთები
და ცად გაჰყევი ანგელოსებს შენივე ნებით?

თუ მიმზიდველი ეგ ცხოვრება ლეგენდად იქცა,
მიზიდულობა წესია და კანონი ბრძნული
და რაკი სრულად ეკუთვნოდა ცასა და მიწას,
მიწამ სხეული მიიხიდა და ზეცამ სული.

მაგ მძლავრი ფრთებით მოიხვეტე ჟამი და სივრცე,
გადარჩენილხარ დავიწყების სუნთქვას სუსხიანს,
ხოლო სიკვდილით ეზიარე იმხელა სიბრძნეს,
რომელიც დღემდე ვერცერთ მოკვდავს ვერ აუხსნია.
 *************************************************************************************************************
გნახე და მივხვდი.ბრმა ვყოფილვარ თურმე აქამდე,
ანდა სიბნელე იყო საერთოდ,
მაგ ხმაზე მივხვდი ყრუ ვყოფილვარ თურმე აქამდე
ანდა სიჩუმე იყო საერთოდ.
მაგრამ მოხვედი,ამოავსე სიცარიელე
და თავი ჩემი მე ვიგრძენი შენი წყალობით

 *************************************************************************************************************
-ჰეი, ვინა ხარ, თვალებზე რონ ხელებს მაფარებ?
-ცრემლებს გიმშრალებ...გეძალები რაკი მალ-მალე...

-ხელებზე ხუნდებს მადებენ და მტკივა საშინლად,
-შე კაცო,მაჯას გისინჯავთო,რამ შეგაშინა...

ბოლოს დიდების პიედესტალზე ვიდექ ფერმკრთალი,
ტაშის გრიალში,ფანფარების გაბმულ ხმაურში
და როცა ყელზე ჩამომკიდეს ოქროს მედალი,
ვიგრძენი როგორ მოესალტა კისერს მარყუჟი...
**
***********************************************************************************************************

                              ქაერთველების გასაგონად

ცოტნე გმირია
           დიდებული გმირი..ოღონდაც
თუ ბიჭები ვართ,
ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს,
ვახსენოთ სახედაღრეჯილი ლომი მონღოლიც,
გმირობის და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე...
************************************************************************************************************
                          ''ძველი ფილოსოფოსის ნათქვამი'' 

იმ კლოუნს ვგავარ,
ხანძრის გაჩენა ვინც პირველად შნიშნა ცირკში,
და ნირწამხდარი არენაზე ყვირილით შერბის,
''-არიქა,ცეცხლი!
ხალხო,ცეცხლი!
თავს უშველეთო!''
.     .       .
ხალხი კი...ხალხი ტაშს უკრავს და სიცილით კვდება
*************************************************************************************************************

მთელი დღე რაღაც მიხაროდა...
და ბოლოს მივხვდი:
ამ დილით იყო-ბრმა ქუჩაზე გადავიყვანე
*************************************************************************************************************
                   არავაჟკაცური ლექსი
უფალო თუკი გიყვარვარ ძილში მომკალი
არ მინდა განვიცადო სიკვდილის წუთი
არ მინდა განვიცადო სიკვდილის შიში
უფალო თუკი გიყვარვარ ძილში მომკალი
და ყველაფერი დამთავრდება
ან........დაიწყება........


20.12.2018-24.12.2018
ლადო ასათიანი
გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!

დაიბადა ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1938). პირველი ლექსი („თებერვლის დილა") გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში".
   ლეჩხუმში არის პატარა სოფელი, ბარდნალა. იგი ცაგერიდან ერთი გარბენის მანძილითაა მოშორებული. აქ, ფერდობზე, დღესაც დგას ხის იმერული ოდა-სახლი. ეზოში კი ხეხილის ხეები ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულან. ჭიშკრის გაღებისთანავე ხასხასა მწვანე მოლი შემოგანათებს თვალებში. ახლა აქ დიდი პოეტის პატარა მუზეუმია მოთავსებული. იშვიათად იღება მისი კარები, თუმცა, ადრე სოფლის მასწავლებლის, მელიქსედეკ ასათიანის, ოჯახში დღენიადაგ ხმაური ისმოდა, - სიცოცხლე დუღდა და ოჯახს ორი ვაჟისა და ქალიშვილის ჟრიამული ატკბობდა.
   ბედმა ლადო (ვლადიმერ) ასათიანს დაბადება იმერეთის "დედაქალაქში”, ქუთაისში, არგუნა. ეს მოხდა 1917 წლის 14 იანვარს, ახალი წლის დღეს. ყრმას მალე დაატოვებინეს ის ადგილი, სადაც პირველად დაიწრა მისი აკვანი და მშობლიურ ბარდნალას გაუყენეს. ყმაწვილკაცობაც იქ გაატარა. მერე კი "სავარდო და სამაისო” ქუთაისს უკვე დავაჟკაცებული დაუბრუნდა და ხანმოკლე ცხოვრების ლამაზი ნაწილიც სწორედ მისი სანახებისა და ისტორიული ძეგლების ალერსში გაატარა. წერა-კითხვა მშობლებმა ასწავლეს. შემდეგ ბარდნალის საშუალო სკოლა დაასრულა. ერთხანს ფიქრობდა, სოფლის მეურნეობისათვის მოეკიდა ხელი - ცაგერს ეწვია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში განაგრძო სწავლა და წარმატებითაც დაამთავრა. მადა ჭამაში მოდისო, ნათქვამია და უმაღლესი განათლების მიღების სურვილმა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მიიყვანა - საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

   მეამბოხე სულის პატრონს ერთ ადგილზე ყოფნა უჭირდა. იგი ტკივილამდე განიცდიდა ბუნების სილამაზეს. აკი მთელი ქუთაისი და მისი შემოგარენი ერთი ამოსუნთქვით შემოირბინა: გელათი, გეგუთი, წყალტუბო, სათაფლია, რიონჰესი, ჭომა, საღორიის ტყე... მარტო ეს სახელებიც კმარა იმისათვის, რომ ლადოს ხასიათს ხაზი გაესვას, - მომავალ პოეტს ხომ თავდავიწყებამდე უყვარდა საქართველოს წარსული და მოწიწებით შესცქეროდა მომავალს. ლადო ასათიანს ბედმა გაუღიმა, - ინსტიტუტში სწავლისას ბედნიერება ჰქონდა, მჯდარიყო იმ აუდიტორიაში, სადაც ლექციებს კითხულობდნენ ქართული მეცნიერების კორიფენი: გიორგი ახვლედიანი, კორნელი კეკელიძე, ვარლამ თოფურია, დიმიტრი უზნაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, მოსე გოგიბერიძე, შალვა ნუცუბიძე, სერგი დანელია, ნიკო ბერძენიშვილი, აკაკი შანიძე... განსაკუთრებული მოკრძალებით ეკიდებოდა თოფურიას ლექციებს. პოეტი მოგვიანებით ხმამაღლა იტყვის: "ქართული ენა მე შემასწავლა ვარლამ თოფურიამ, ოთხი წლის განმავლობაში ვისმენდი მის ლექციებს და, თუ რაიმე სწორად დამიწერია, ამაში მე თოფურიას უნდა ვუმადლოდე, ვარლამი ყოველთვის გვანათებდა და გვანათლებდა”.

   ლადოს სულიერ დახვეწაში ოჯახმა ფრიად დიდი როლი შეასრულა. პოეტის მშობლები პედაგოგები იყვნენ და, ბუნებრივია, საკუთარი შვილის აღზრდაზეც იზრუნებდნენ. სამწუხაროდ, იმ ავბედით 1937 წელს, გაუთავებელი თავნებობის პერიოდში, ლადოს დედა დააპატიმრეს და გადაასახლეს კიდეც. ქალბატონი ლიდა ოჯახს აღარც დაბრუნებია... მომავალი პოეტი კი "ხალხის მტრის შვილად” გამოაცხადეს და ინსტიტუტიდანაც გარიცხეს. დედის დაკარგვამ ლადო ასათიანის სულიერ სამყაროს წარუშლელი კვალი დააჩნია,-ჭაბუკს სევდა მოეძალა და უკიდეგანო ქვეყანაზე ადგილს ვერსად პოულობდა. იგი დღენიადაგ რეპრესირებულ დედაზე ფიქრობდა... აკი დედაზე სევდამ მის პოეზიაშიც დაიდვა ბინა: ...ისევ ისე ვარ, მწუხარებით განახელები, და მეძახიან შორეული ჩრდილოეთიდან სანუგეშებლად გამოწვდილი დედის ხელები.. პოეტის ლექსებში სევდიანმა სტრიქონებმა გამოჟონა: "სიმებდამქრალ ჭიანურივით ვსტირი ჩუმად”... ,,ჩემს სულშიც ზამტარია..."ჩემს სულშიც ნისლია ახლა...” საბედნიეროდ, კეთილ ადამიანებს რა გამოლებს საქართველოში, - ბოლოს და ბოლოს, გაუგეს ახალგაზრდას, იგი მეოთხე კურსზე აღადგინეს, ამჯერად ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომლის სალექციო კურსი 1938 წელს დაასრულა და ქუთაისსაც დაემშვიდობა ისე, რომ სახელმწიფო გამოცდები არც კი ჩაუბარებია.

   სასწავლებლად ჩასულმა ლადომ ქუთაისში დიდხანს "იწრიალა”. ბოლოს ღუზა რკინიგზის სადგურთან, ძერჟინსკის ქუჩაზე, ჩაუშვა. იმხანად, ლადოს ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ეს მის დაქირავებულ ბინასაც ეტყობოდა, - მეგობრები ხუმრობით "ასანთის კოლოფს” ეძახდნენ. ვიწრო, ღარიბულ ოთახში რკინის უბრალო საწოლი იდგა. პატარა მაგიდაზე მოსწავლის "ძაბრიანი” სამელნე იდგა, ეწყო წიგნები, ჟურნალ-გაზეთები. კედლიდან კი ვაჟა-ფშაველასა და ბაირონის სურათები უღიმოდა. სტუდენტობის პირველსავე წლებში დაუახლოვდა ლადო გაზეთ "სტალინელის” რედაქციის თანამშრომლებს და სიკვდილამდე არც გაუწყვეტია მათთან კონტაქტი. "სტალინელშივე” გამოქვეყნდა მისი ერთ-ერთი პირველი ლექსი - "თებერვლის დილა”.
ქალაქის გულში აენთება თებერვლის დილა.
თებერვლის დილა, თხუთმეტი წლის ჭაბუკის კბილა.
გარემოს მკერდზე დაებნევა დროშების ტევრი.
დროშების ტევრი ალისფერი დროშების ტევრი.
   მართალია, ლექსი შედევრი არ გახლავთ, მაგრამ მასში ნათლად გამოიკვეთა ქართულ ფოლკლორთან სიახლოვე. იგი გამოირჩეოდა სისადავითა და უბრალოებით, უშუალობით. საერთოდ, აქვე უპრიანი იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ პოეტის პირველ ლექსებშივე საგრძნობი გახდა ის ფაქტი, რომ ლადო შემოქმედთა იმ რიგში იდგა, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ დასახული მეცხრამეტე საუკუნის ქართული კლასიკური ლიტერატურის ტრადიციების გაგრძელება. პირველი ლექსის დაბეჭდვის სიხარული მოსვენებას არ აძლევდა პოეტს. აკი დიდხანს ვერც გაუძლო და ბარდნალაში წერილიც აფრინა: "სალამი დედა! სალამი ჩემი საყვარელი ქვეყნის ჟანგისფერ მთებს და ეგზომ გარინდებულ რომანტიკულ ბუნებას... მართლა "სტალინელში” 15-ის ნომერში ლექსი დავბეჭდე, გიგზავნი ამონაჭერს გაზეთიდან, გაგიხარდება... ეს პირველია და არცაა გასაკვირი, ოთხი სტროფიდან ორი დატოვეს, სასაცილოა... სხვა, ღვინო, ღვინის ნაწარმი და ჩურჩხელათა ლეგიონები მომაწოდეთ დაჩქარებით, ხომ იცი, რამდენი მუშტარი მყავს”... ქუთაისში ცხოვრებისას ლადო "სტალინელის” რედაქციის თანამშრომლებთან ერთად ხშირად შეივლიდა ხოლმე თეთრი ხიდის მახლობლად მდებარე "ცისფერ კაფეში”, სადაც გვიან ღამემდე უსხდნენ მაგიდას და ორიოდე ბოთლ ღვინოს, ტარანსა და პურის ნატეხს ლექსებს "აყოლებდნენ”. რომელიმე წიგნის განხილვისას ხშირად "ხელჩართული ბრძოლა” იმართებოდა. ლიტერატურაში თუ რამ ახალი გამოჩნდებოდა, უეჭველად კაფეში "აკურთხებდნენ”. აქვე უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, კითხულობდნენ თავიანთ ნაწარმოებებს, საუბრობდნენ თეატრზე, კინოზე... შემდეგ "ცისფერი კაფე” მოგონებად გაჰყვება ლადოს. რამდენიმე წლის შემდეგ ლექსსაც მიუძღვნის მას: იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც, დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი, დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი... როდესაც ჯიბეში გროშიც არ ედვა, ლადო ქუთაისის ბაღს მიაშურებდა, ჭადრის ჩეროში გრძელ სკამზე ჩამოჯდებოდა მარტოსული და ფიქრების ტალღას აედევნებოდა. გონებაში სტრიქონი სტრიქონს მისდევდა და... იწერებოდა შედევრები. როგორც მისი ახლო მეგობარი ნიკა აგიაშვილი იგონებდა, სწორედ ჭადრის ჩეროში შეუთხზავს პოეტს ქართული საბჭოთა პოეზიის მარგალიტი - "ჩემი ქვეყნის ოქროყანა”:

ჩემი ქვეყნის ოქროყანავ, დიდი გარჯით მოწეულო,
სიწითლისგან დაბრაწულო, კანდამსკდარო ბროწეულო,
ნაცრისფერი ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო,
მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო,
ცხენისწყალის ხეობაო, დაღარულო, დასერილო,
ხვავიანო პურის ყანავ, გლეხის ხელით დაწერილო,
ხვამლის მთაზე გადასულო თეთრო ნისლო აფრიანო,
შენი თეთრი ბაირაღი სანამ უნდა აფრიალო?!..
   მალე "სტალინის” რედაქციის კარი ლადოსთვის ფართოდ გაიღო, - იგი მისი თანამშრომელი გახდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ლექსები: "ჩემი სამშობლო”, "ილია ჭავჭავაძეს”, "სამი ლექსი ესპანეთზე” და სხვა. 1936 წელს, როგორც კი საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის გაყოფილებასთან დაარსდა ფოლკლორის სექცია, ლადო მისი აქტიური წევრი გახდა, - აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს - ლექსებს, ზღაპრებს, გამოცანებს, მონაწილეობდა ლიტერატურულ საღამოებში, კითხულობდა ლექსებს. 1938 წელს კი სამუდამოდ გამოეთხოვა ქუთაისს და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. რა მისცა პოეტს ქუთაისმა? "ლადო ასათიანმა თავისი ყმაწვილკაცობა ქუთაისში გაატარა და ამ წლებმა წარუშლელად იმოქმედეს მის მსოფლმხედველობაზე, მის მგრძნობიარე პოეტურ ბუნებაზე. იმერეთის რბილმა და მსუბუქმა პოეტურმა ჰავამ თავისებური, სასიმღერო იერი შეჰმატა ლადო ასათიანის პოეზიას. მელოდიებით მდიდარმა "სავარდო და სამაისო” ქალაქმა ყელი სასიმღეროდ მოიღერა და ამრიგად გამოისტუმრა პოეტების დიდ სატახტოში – თბილისში.
   იგი იყო მაღალი, გამხდარი. ჰქონდა ფართო, ცისფერი თვალები, ამაყი გამოხედვა. ძალზე დიდი ფეხები, - ძნელად თუ იშოვიდა ფეხსაცმელს – 46 ზომას ატარებდა. დიდი ფეხები სირბილშიაც უშლიდა ხელს, ხშირად წაიფორთხილებდა კიდეც. ამის გამო ალიოშა საჯაიამ "ბებერი ცხენი” შეარქვა. მეგობრის დანათლებული სახელი ლადომ ჟურნალ "ნიანგში” გამოიყენა ფსევდონიმად. თავაღერებული სიარული უყვარდა რუსთაველის პროსპექტზე, თანაც მარტო სიარული იტაცებდა. დადიოდა არათანაბარი ნაბიჯებით, ხშირად ერთბაშად შეჩერდებოდა. ვახტანგ ჭელიძე იგონებს: "დაღვრემილი, გაღიზიანებული, დაღლილი, მაგრამ საოცარი იყო მისი თვალები. ეს არ ყოფილა ახალგაზრდა კაცის მკვირცხლი თვალები. ეს იყო ანთებული თვალები, მაღალი ნიჭიერების, შინაგანი სისპეტაკისა და სინათლის მფრქვეველი თვალები, პატიოსანი კაცის ნათელი თვალები... და როცა თავის საყვარელ თემაზე - სამშობლოზე, ფიროსმანზე, ტიციან ტაბიძის ლექსზე დაიწყებდა ლაპარაკს, ამ დიდრონი თვალებიდან გამოჭრილი სხივი მთელ სახეს გაუნათებდა”.

   ლადო ასათიანი დღენიადაგ, ზამთარ-ზაფხულ კაშნეთი დადიოდა. მის თავზე ქუდი არავის უნახავს, თავგადადებული ბუკინისტივით იღლიაში მუდამ წიგნების დასტა ჰქონდა ამოჩრილი. ქართველი პოეტებიდან, თბილისში, პირველს, რევაზ მარგიანს გაეცნო. ბინა არ ჰქონდა და ხან ვისთან ათევებდა ღამეს და ხან ვისთან. განსაკუთრებით რუსთაველის პროსპექტს ეტანებოდა - ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კუთხესთან შეჩერდებოდა, ჭადრის ხეს მიეყრდნობოდა და ფიქრობდა და ფიქრობდა გაუთავებლად. მეგობრებიც აქ აკითხავდნენ. ოცდაათიან წლებში ტრადიციად იყო დამკვიდრებული ქართველი მწერლების გაუთავებელი სეირნობა რუსთაველის პროსპექტზე. განსაკუთრებით საღამოობით გამოეფინებოდნენ ხოლმე ახალგაზრდა მწერლები და საათობით ბაასობდნენ, ბჭობდნენ ჯგუფებად შეკრებილნი. უბის წიგნაკში ჩაუწერია პოეტს: "რა ლამაზია ყველაფერი ამ ქვეყანაზე. აი, თუნდაც ეს მოშრიალე "ჩვენი” ჭადარი რუსთაველზე... გინდა სულ უმზირო და იფიქრო უკვდავებაზე”. და კიდევ: "სულ გარეთ და გაშლილ ჰაერზე მინდა ყოფნა, თითქოს მალე დავხუჭავ თვალებს და ვეღარ ვიხილავ თბილისის ზეცას”. მერედა როგორ უყვარდა რუსთაველის პროსპექტზე გავლა, მეგობრებთან საუბარი:
რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა.
იყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას.
პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო, ან ეს ვითაკილო,- ვერ ვნახო სამოთხის მთვარე... მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ,
რუსთაველის პროსოექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა!
   თითქოსდა, წინათგრძნობამ უყელა, - გაივლის კიდევ ორი წელი და ლადო ასათაინი მართლაც ვეღარ გაივლის საყვარელ ქუჩაზე, ვერ ჩაფიქრდება "საკუთარ” ჭადრის ხესთან, ხოლო მისი ელვარე თვალები ვეღარასოდეს იხილავენ თბილისის ზეცას... ამაზე ქვემოთ. ლადო თბილისში გადმოსვლისთანავე გაზეთ "ნორჩი ლენინის” რედაქციას დაუკავშირდა და მალე მისი თანამშრომელიც გახდა. 1938 წლის 30 მაისს კი პირველი ლექსიც დასტამბა "თავის” გაზეთში. "ნორჩი ლენინელის” პარალელურად ლადო ასათიანი თანამშრომლობდა ჟურნალებში - "ჩვენი თაობა” და "მნათობი”, გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში”... განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჟურნალ "ჩვენი თაობის” რედაქციასთან. ეს ჟურნალი 1934 წელს გამოვიდა "ახალგაზრდა მწერლის” სახელწოდებით. ერთი წლის შემდეგ კი "ჩვენი თაობის” სახელით მოინათლა. ჟურნალს იმხანად ირაკლი აბაშიძე რედაქტორობდა.აქვე მუშაობდა ლადოს ახლო მეგობარი ნიკა აგიაშვილიც. პოეტის რამდენიმე ლექსი "ჩვენითაობის” პირველსავე ნომერში დაიბეჭდა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, თითქოსდა, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. ლადომ პირველი წიგნის გამოცემაზეც დაიწყო ზრუნვა, მაგრამ ვერ მოასწრო. 1939 წლის ოქტომბერში პოეტი სავალდებულო სამხხედრო სამსახურში გაიწვიეს. იგი ჩაირიცხა ოსტროგოჟსკის (ვორონეჟის ოლქი) სამხედრო ნაწილში.
   პირველ ნოემბერს მეგობრებმა თბილისის ვაგზალში მოიყარეს თავი და გზა დაულოცეს პოეტ-ჯარისკაცს. ლადომ ტკივლამდე განიცადა ახლობლებთან განშორება. იგი თითქმის ყველა დიდი სადგურიდან, სადაც კი მატარებელი შეჩერდებოდა, თბილისში გზავნიდა წერილებსა და ღია ბარათებს. ნაწილში მიმავალი პოეტი გზაში გაცივდა და ავადმყოფობაც გაურთულდა, - დღენიადაგ სიცხე მოსვენებას არ აძლევდა. ლადოს საყვარელი ადრესატი გახლდათ ნიკა აგიაშვილი. წერილებს მისამართიც ერთი ჰქონდა, - თბილისი, მწერალთა კავშირი, " ჩვენი თაობის” რედაქციას. აი, ერთი მათგანიც: "ჩემი საქმე ჯერ არაა გამორკვეული, სად ჩაგვრიცხავენ, არ ვიცი, რადგანაც ავად ვარ, მეუბნებიან, მწყობრში არ გაგატარებენო, სადმე სხვა საქმეზე დაგნიშნავენო. მეც დღე-დღეზე ვუცდი ამ "საქმეს”, ეგებ ცოტა მეშველოს რამე. მირზა უკვე წასული იქნება და შეიძლება ახლა ფინეთის ომში იყოს (ლაპარაკია მირზა გელლოვანზე-მ. ჩ.). ნეტავი იმას! ჩემს მდგომარეობაში ყოფნას ბრძოლებში მირჩევნია. იქ ვაჟკაცობას მაინც გამოიჩენს კაცი და დამიფასდება კიდეც. გამომიგზავნე მისამართი, წერილს მივწერ.ფული ჯერჯერობით მაქვს, თუ შემომელია, იცოდეთ, არვის მოგერიდებით. ოსტროგოჟსკი, როგორც ეტყობა, ძველი ქალაქია, მდინარე ტიხაია სოსნას ნაპირას მდებარეობს. ყოველი ფეხის დადგმაზე აქ ეკლესიებია და ძველებური დუქნები. ეს ტიხაია სოსნა ახლა სქელ ყინულქვეშაა ამოფარებული და მართლაც წყნარია. მაგრამ, ალბათ გაზაფხულზეც არ იქნება "შუშპარა და მჩქეფარე”. ქალაქში ბევრია სასმელ-საჭმელი და ხალხიც კარგი უნდა იყოს. ჯერ არ გამიცვნია. მართლა, სამხედრო ფორმა მაცვია, რომელიც, უნდა გითხრა, ცოტა კიდეც მიხდება და ნამდვილ ბუმბერაზს ვგავარ მტერთან ბრძოლაში მარჯვე მეომარი ვიქნები ნამდვილად და არ შევარცხვენ წითელარმიელის სახელს.” სამწუხაროდ, პოეტს ავადმყოფობა მიეძალა და სამხედრო - საგარნიზორო კომისია იძულებული გახდა, წითელიარმიის რიგებიდან დაეთხოვა ლადო ასათიანი.
   ლადოს თბილისში დიდი იმედებით შეხვდნენ მეგობრები. აბა იმხანად ვინ იფიქრებდა, თუ სამიოდე წლის შემდეგ ერთბაშად ჩაიფერფლებოდა ნაღვერდალივით მობრიალე ნიჭი პოეტისა. ლადოს სიხარულიც ელოდა: 1940 წელს დღის სინათლე იხილა მისი ლექსების პირველმა წიგნმა. მართალია, იგი მოცულობით მცირე იყო, - სულ 38 ლექსი (წიგნი გააფორმა ლადო ავალიანმა), მაგრამ ამას როდი ჰქონდა მნიშვნელობა, - თავი და თავი მაინც ის იყო, რომ ლექსები ერთად შეკრული დაისტამბა, პირველი წიგნის სახელით მოინათლა და ათასობით პოეზიის ტრფიალს გული გაუხარა. ეს იყო და ეს – 1941 წლიდან ლადოს ავადმყოფობა გაურთულდა. ჭლექს ისე მტკიცედ გაედგა ფესვები პიეტის ფილტვებში, რომ სუნთქვა უჭირდა, ხველა ხომ მოსვენებას არ აძლევდა – ექიმების რჩევით აბასთუმანში წასვლა აუცილებელი გახდა, მაგრამ ვაი, რომ დაგვიანებული აღმოჩნდა...
   აბასთუმანში პოეტი სევდას როდი მიეცა, იგი დღენიადაგ პოეზიაზე ფიქრობდა, თითქოსდა ეშურებოდა, რაც შეიძლება მეტი მოესწრო, მეტი შედევრი დაეტოვებინა შთამომავლობისათვის, მეტი სათქმელი ეთქვა ხმამაღლა... სწორედ აბასთუმანში დაიწერა არა ერთი გახმაურებული ლექსი. ლექსების რვეულს ლადო მეუღლეს, ანიკო ვაჩნაძეს, უგზავნიდა. ერთ-ერთ წერილში წერდა: "ანიკო, გენაცვალე! გიგზავნი ლექსებს (სულ ექვსი ლექსია), მიეცი სიმონ ჩიქოვანს ან კარლო კალაძეს "მნათობისათვის”, უნდა დაიბეჭდოს აუცილებლად ასე – ექვსივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მინდა”. აბასთუმანში შექმნილი ციკლიდან განსაკუთრებით გამოირჩევა "სასაფლაოს” სევდიანი სტრიქონები:
ვის უნახავს სასაფლაო,უფლის ხელით დახატული:
აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული,
და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით იესოს ტანჯულ მკერდზე გადმომსკდარი სისხლის ღვარი?
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს, საფლავებში როგორ მიქრის ნაკადული,
როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?...
   აღნიშნულ ლექსთან დაკავშირებით პოეტი აკაკი გაწერელიას სწერდა 1941 წლის 7 აგვისტოს: "დავწერე ლექსი – სახელწოდებით "სასაფლაო”. დიდი ხანია მინდოდა დამეწერა და აბასთუმანში ერთმა შემთხვევამ შემაძლებინა. ვნახე აქაური სასაფლაო. უცნაურია ამ მთაში რამდენიმე საფლავი: გაძარცული გვირგვინების ნარჩენები, ნიაღვრისაგან მიწის ზედაპირზე, გაფრენილი ოცნებებივით, ამოყრილი თავის ქალები და ყბები... ყველაფერი ეს საშინელება იქნებოდა, რომ ერთი რამ არ იყოს ამ უიმედო სანახაობაში: საფლავებს შორის მოქრის და მოქუხს ნაკადული, მთის ნაკადული, ორწილად ყოფს სასაფლაოს, - მოქრის როგორც უშიშარი სიცოცხლე. მე მგონია, შესანიშნავია, ასეთ რამეებს პოეტები იგონებენ. მე კი ნამდვილად ვნახე”. მართალია, ლექსის სტრიქონებში სევდაა შეპარული, მაგრამ, როგორც სასაფლაოზე მორაკრაკე ნაკადული, ისეთივე ძალითა და სილამაზით იგრძნობა მასში სიცოცხლე. "სასაფლაოში” პოეტმა "ყოფნა-არყოფნის” მძაფრი პრობლემები ამოატივტივა და შეეცადა კიდეც მისთვის ნათელის მოფენას, - აკი ლადო ასათიანის "სასაფლაო” აღიარეს სიცოცხლისა და სიყვარულის ჰიმნად. როდესაც ავდმყოფობა მიეძალა, განერვიულდა.
   აბასთუმანი მიატოვა და საყვარელ თბილისში დაბრუნდა, ირჩია მშობლიურ გარემოში, მეუღლისა და ქალიშვილის სამყაროში გაემართა ხელჩართული ომი სიკვდილისათვის. არა, ლადო ეგოისტი არასოდეს ყოფილა, - იგი ჭლექით იყო დაავადებული და დიახაც კარგად უწყოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო, მაგრამ მას სრულებითაც არ უნდოდა მისი ბედი სხვასაც გაეზიარებინა. აკი ლექსად განაცხადა თავისი სურვილი: როგორ არ მინდა, ძლიერო სენო, ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო! როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები! ... ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო, ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს. სარეცელზე მიჯაჭვულს კალამი ერთი წუთითაც არ გაუგდია ხელიდან. პირიქით, სიკვდილს ომი გამოუცხადა, რადგან იცოდა, ჯერ კიდევ შეეძლო ლექსების წერა, შემდეგ კი, შემდეგ, მისი ლექსები იცოცხლებდნენ და შთამომავლობას სიხარულსაც მოჰგვრიდნენ. პოეტს მიაჩნდა, რომ ლექსი ყოველგვარ წამალზე მარგებელია, რომ იგი არის ტკივილის ის მალამო, რომელიც სიკვდილს ამარცხებს. ეს რომ ასეა, კარგად ჩანს 1940 წელს დაწერილ ლექსში - "ვაჟა-ფშაველას ნაამბობი”. მეც მიტომ ვბედავ არწივულ ყივილს, როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი, რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არი. და რადგან მერგო – ვიყო პოეტი ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ, რადგან ამქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო, რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა, ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, - მჯერა, ამ დიად ბუნების კართან მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად! დიახ, პოეტმა შეასრულა დანაპირები, - მან მართლაც გარდაქმნა ლექსად სიკვდილი, მაგრამ თავად კი ვერ დაამარცხა იგი. სიკვდილის წინ ორი რამ ისურვა პოეტმა, - ვაჟა-ფშაველასავით მშობლიური ლეჩხუმის წყაროს წყალი ინატრა მამაპაპური სარწყულით. აკი ორიოდე წლის წინათაც წასცდა ლადო ასათიანს ნატვრა სარწყულზე: კვლავ შენ გნატრულობ, რომ მკერდზე სიცოცხლის წყარო მასხურო, ბავშვობასავით ცისფერო, მამაპაპურო სარწყულო! და მეორეც –
   მოხუცი მამის ხილვა არ ასვენებდა, დღენიადაგ სიზმარში ხედავდა მას. სიკვდილი ერთბაშად მოვიდა, ლექსის წერის პროცესში მოუსწრო პოეტს... ჰაერში ხელით რაღაცა მოხაზა, ბაგე ოდნავ გახსნა და "მა...ა”-ს მსგავსი ბგერა აღმოხდა. ვინ უწყის, რას ნიშნავდა შუაზე გაწყვეტილი სიტყვა, - "მამას” თუ "მანანას!”... ის იყო ლადოს სხეული სარეცელზე გასწორდა, რომ კიბეზე დინჯად ამომავალი კაცის ფეხის ხმა გაისმა – ოთახში მამა შემოვიდა. დაიგვიანა მოხუცმა, ვაი, რომ დაიგვიანა, ვეღარ აუსრულა შვილს ნატვრა. 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლისა, ექვსი თვისა და 26 დღის (მაინც როგორი დამთხვევაა – 26 წელი და 26 დღე!) ასაკში დახუჭა თვალები ლადო ასათიანმა და დაამწუხრა მოკეთე. ქართულმა ლექსმა კი უდროოდ დაკარგა მისი ერთი უბრწყინვალესი პატრონთაგანი. სამწუხაროდ (ალბათ, დიდი სამამულო ომის გამო), დიდი სულის პოეტი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა სულ რაღაც ოდიოდე სტრიქონში ჩაეტია. 23 ივნისს გაზეთ "ლიტერატურულ საწართველოში” გ. ტაბიძის, კ. გამსახურდიას, ს.ჩიქოვანის, ა. ქუთათელის, პ. ინგოროყვას, ლ. ქიაჩელის, გ. ლეონიძის, გ. ქიქოძის, დ.შენგელაიას, ა. საჯაიას, ი. მოსაშვილისა და სხვათა ხელმოწერით გამოქვეყნდა ნეკროლოგი: "23 ივნისს თბილისში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა პოეტი ლადო ასათიანი. დაიბადა ლეჩხუმში, მასწავლებლის ოჯახში. ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი შევიდა ქუთაისის პედინსტიტუტში. დაამთავრა 1938 წელს. სალიტერატურო ასპარეზზე გამოვიდა 1937 წელს. პირველსავე ლეწსებში გამოამჟღავნა უტყუარი პოეტური ნიჭი. 1940 წელს გამოიცა ლექსების წიგნი, დაწერილი 1940 წლამდე. დაწერა ორი პოემა "კოლხეთი” და "ბასიანის ბრძოლა”. მისი ლექსები გამსჭვალულია მძაფრი პოეტური მღელვარებით, ღრმა ლირიზმითა და უშუალობით. თემა – ქართული ხალხის გმირული წარსული და დღწვანდელობა. ისინი მიმზიდველი პოეტური ფერებითა და ღრმა ემოციურობით ასახავენ ჩვენი ხალხის უკეთილშობილეს ზრუნვას. მისმა ლექსებმა გვიჩვენა, რომ მისი სახით იზრდებოდა უაღრესად თანამედროვე და მაღალი გემოვნების მქონე ქართული სიტყვის ოსტატი. ახასიათებდა მხატვრული მეტყველების დახვეწილობა, მშობლიური ბუნების კოლორიტის შეგრძნება და ინტიმურობა პოეტური თემების დამუშავებაში. ქართულმა პოეზიამ დაკარგა ორიგინალური პოეტი, რომლის შემოქმედებითი ძალა კიდევ არ იყო გამოვლინებული მთლიანად”. ორი დღის შემდეგ "კომუნისტში” გამოქვეყნდა მეუღლისა და შვილის, მწერალთა კავშირისა და მამის, ძმისა და დის სამგლოვიარო განცხადებები. ეს იყო და ეს, - გაზეთებში მეტი არც წერილი დაბეჭდილა დდა არც განცხადება. სამწუხაროდ, ლადო ახლო მეგობრების ერთი ნაწილი (მ. გელოვანი, ნ. აგიაშვილი...)
   ინხანად ფრონტზე იმყოფებოდნენ, ხოლო ა. საჯაია სვანეთში გახლდათ და მხოლოდ დაკრძალვის დღეს ჩამოვიდა, - როგორც კი ცხედარს მიეახლა, მუხლი მოიყარა და მოთქმით დაიტირა უდროოდ დაკარგული მეგობარი. მოგვიანებით ალიოშა ფრონტელ მეგობარს მისწერს: "საწყალი ლადო აღარა გვყავს. მე სწორედ დასაფლავების დღეს ჩამოვედი სოფლიდან. საშინლად იმოქმედა ჩემზე. მთელი კვირა ავად ვიყავი. არ მეძინებოდა. მის დაკრძალვას დავესწარი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი მგონია. რუსთაველზე გავლისას, ახლაც, ხშირად მელანდება გზაში... "საბლიტგამი” სცემს ლადოს წიგნს. მე უნდა დავწერო მისი ბიოგრაფია”. ვაგლახ, ვერც ლადო მოესწრო ამ წიგნს და ვერც ალიოშამ შეისრულა საწადელი, თუმცა ერთი რამ მაინც შეძლო, - ლადოს გარდაცვალების წლისთავზე გაზეთ "ლიტერატურა და ხელოვნებაში” დაბეჭდა პატარა წერილი "ლადო ასათიანი”. ამონაწერი ამ წერილიდან: "ხანმოკლე იყო ლადოს როგორც სიცოცხლე, ისე ლიტერატურული მოღვაწეობაც. ლადოს ლექსები გვაცნობს მის სულიერ სამყაროს, ბოლო დროს დაწერილი ლექსები კი გვიძლიერებს გულისტკენას ნიჭიერი პოეტის დაკარგვაზე, რომელსაც ბევრი სათქმელი დარჩა. ლადო სამწერლო ასპარეზზე ისე გამოვიდა, რომ არ დაუწყია ფორმალური ძიება, არც ვისიმეს გავლენის ქვეშ მოქცეულა. მის ლექსებს ახასიათებთ მუსიკალობა, პლასტიკა, ნათელი ფრაზები: ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა... ლადო მუხლმოდრეკილი თაყვანს სცემს სამშობლოს გმირებს – ხერხეულიძეებს, არაგველებს... თითქოსდა, ლადოს, ჭლექით ავადმყოფს, სევდიანი უნდა გამოსვლოდა სტრიქონები, მაგრამ ასე არ მოხდა, მის ლექსებში მელანქოლიას ადგილი არა აქვს. პირიქით, მის ლექსებს მთიულური საგმირო ფოლკლორის სილაღე და ოპრიმისტური ბუნება ახასიათებს”. რა იცოდა ა. საჯაიამ, თუ მეგობრის გარდაცვალების წლისთავზე თქმული სიტყვის შემდეგ, ორი თვეც არ გაივლიდა და სვანეთის მთებში ავბედითი "ქარი” წამოეწეოდა და მეგობრის გზას გაუყენებდა. ალიოშა ხომ 1944 წლის სეწტემბერში გარდაიცვალა. ალიოშა საჯაიას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ლადოსთან. დასტურად ერთ ლექსს მოვიტანთ, რომელიც მან ჯერ კიდევ 1940 წელს უძღვნა ლადოს: ...თუ ეტრფიალე საყვარელ მნათობს, თუ განშორების იგრძენ სიმძიმე, თუ გაიხსენებ დაკარგულ სატრფოს და ერთხელ მაინც არ დაიძინებ, - არ მომიშორებ ვიცი, აღარა, ვიქნები შენი ძმა და გუშაგი... უდროოდ დაღუპული ლადო ასათიანის ცხედარი გამოასვენეს მწერალთა კავშირის სასახლიდან და ვაკის პანთეონში დაკრძალეს. მეოთხედი საუკუნის შემდეგ, 1968 წლის 24 აპრილს, კი საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. დამთავრდა ლადო ასათიანის ცხოვრება. სიკვდილმა იგი უძრაობაში გადაიყვანა. მოწყვიტა ოჯახს, მეგობრებს, მაგრამ მის ლექსებს ვეღარაფერი დააკლო, - პირიქით, ლადოს ლირიკამ მეტი სიკაშკაშით გამოანათა, უფრო მახლობელი გახდა... დღეს, ალბათ, ძნელია მოიძებნოს საქართველოში ისეთი ოჯახი, სადაც პოეტის ლექსების თუნდაც პატარა კრებული არ ჰქონდეთ. დღეს ხალხი მღერის მის ლექსებს. თითქოსდა ყველაფერი ვთქვით, თუმცა დიდი პოეტის ცხოვრებასა და მოღვაცეობაზე, ალბათ, მეტიც უნდა ითქვას, მაგრამ ლადო ასათიანმა ხომ სულ რაღაც 26 წელი იცოცხლა, აქედან ნახევრზე მეტი ყმაწვილკაცობას დასჭირდა. ეს პერიოდი კი იმდენად უზრუნველია, რომ ორიოდ სტრიქონშიაც ადვილად ეტევა. რა დაგვრჩა? მთავარი. დიახ, მთავარი- პოეტის შინაგანი წვით ავსებული შემოქმედებაა, რომელზედაც მართლაც ღირს დაფიქრდება. კაცმა რომ თქვას, ლადო ასათიანის პოეზია ერთგვარი მოულოდნელობაც კი გახლდათ იმ დროისათვის, როდესაც მისი პირველი ლექსები გამოჩნდა პრესისის ფურცლებზე, 30-იანი წლების ქართულ საბჭოთა პოეზიაში ჯერ კიდევ პრევალირებდა რევოლუციის სულისკვეთება, ახალი ეპოქის მშენებლობის პითოსი და აი, ასეთ სიტუაციაში დამწყებმა პოეტმა შეჰბედა ჰიმნი ემღერა ადამიანის სულის მშვენიერებაზე, გაეხადა ლექსის სტრიქონი მოქნილი და ნაზი. მართალია, ლადო ასათიანმა ხანმოკლლე სიცოცხლის მანძილზე მოასწრო ასიოდე ლექსისა და ორიოდე პოემის დაწერა, მაგრამ ესეც საკმარისი არმოჩნდა იმისათვის, რომ ქართულ საბჭოთა პოეზიაში მი სი შარავანდედით მოსილი სახელი თაობიდან თაობას მოწიწებით გადასცემოდა, რადგან მან შეძლო საკუთარი პოეტური სამყაროს შექმნა და პოეზიაში "ასათიანური” ხმის დამკვიდრება. ალბათ, ერთი მიზეზთაგანიც ეს უნდა იყოს იმისა, რომ ადამიანებს ხმამაღლა ეთქვა: "ლადო ასათიანი არის ქართულ საკრავზე გადაჭიმული ის ლარი, რომელმაც დამკვრელის ტანჯვას ვეღარ გაუძლო და ადრევე გაწყდა”, თუმცა ის ბგერებიც კი, რომლის აჟღერება დამკვრელმა მაინც მოასწრო, შთამომავლობის მახსოვრობიდან არ იკარგება და ბევრი თანამედროვე მისი მოგონებითაც კი ხარობს. დიახ, ლადო ასათიანის ხანმოკლე, მაგრამ შინაარსიანი სიცოცხლე მისივე ლექსების უკვდავებაში გაცხადდა. მისი ლექსები ღრმად ფილოსოფიურნი და პატრიოტული დენთით არიან დამუხტულნი. დღეს იშვიათად თუ შეხვდებით პოეტს (მხედველობაში გვაქვს ქართული საბჭოთა პოეზია), რომლის პოპულარობა ასათიანისას ჭარბობდეს (არაფერს ვამბობთ გალაკტიონზე). ლადო ასათიანი ჭეშმარიტად ხალხის პოეტია. აკი იქცა ქართველი პოეტების, მხატვრების, კომპოზიტორების შემოქმედების წყაროდ მისი ლექსები. კიდევ კარგი, რომ ჩვენმა დიდმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა სიცოცხლეშივე გააუკვდავა პოეტის სახე. რა ვუყოთ, თუ ტილოზე ლადო ასათიანის სტილიზებული პორტრეტია წარმოდგენილი, სამაგიეროდ, დაკვირვებულ თვალს მხედველობიდან არ გამორჩება პოეტის სევდიანი გამოხედვა, - აკი ამის თვალებში სევდის ჩრდილი ჩამაგრდა , ჭლექის ჩრდილი... დიახ, ლადო ასათიანის პოეზია მხოლოდ ასათიანურია. იგი მეტწილად გამოირჩევა მაჟორული ხმოვანებით,ეროვნულ-პატრიოტული გრძნობითა და განცდათა მრავალფეროვნებით. თითქმის ყველა მის ლექსს ახასიათებს მუსიკალობა, "აზრის აფორისტული სიზუსტე, არტისტიზმი”. ალბათ, ერთი მიზეზიც ეს გახლავთ იმისა, რომ ლადოს შემოქმედებაზე თაობები აღიზარდნენ. დიახ, მისი ძალა მართლაც ხომ ხელშესახებია. ლადო ასათიანს უცნაური ჩვევა ჰქონდა,- უყვარდა თემის გამორჩევა, მიკერძოება. ამიტომაც მოაქცია საყვარელი თემატიკის რკალში საქართველო თავისი დიდებული წარსულითა და აწყმოთი, მშობლიური (მეტწილად კი ლეჩხუმური) ბუნება, დიდი წინაპრები. პოეტს უბის წიგნაკში ჩაუწერია: "ვინც იხილავს ლეჩხუმის მშვენებას: სარეწკელას და ორპირის კლდეკარებს, ლაჯანურის ხეობას, მურის, ორბელის, გვესოს ციხეებს- ის პოეზიის ერთგული დარაჯი იქნება მუდამ”. და კიდევ: "...რუსთაველზე არაფერს ვამბობ. მისი ლექსები ისე უნდა იკითხო ყოველ დილა-საღამოს, როგორც დილისა და საღამოს ჟამს კითხულობდნენ ბებრები ლოცვას. ლადო ასათიანი გულგრილი არასოდეს ყოფილა ქართული ლიტერატურისადმი. იგი ტკივილამდე განიცდიდა ნაწარმოებთა გმირების თავგადასავალს. ისევ უბის წიგნაკი მოვიშველიოთ: "იავნანამ რა ქმნა?” პირველი მოთხრობა იყო, რომ ვიტირე. მერე- "მაგდანას ლურჯა” და "ქაჯანა”, შემდეგ "ვეფხისტყაოსნის” გმირთა თავგადასავალი მატირებდა”. ლადო ასათიანის შემოქმედება პატრიოტიზმის დიდი გრძნობითაა დამუხტული. მისი ოპტიმისტური ლექსების ნაწილი ერთდროულად სიცოცხლის ჰიმნსაც წარმოადგენს და პატრიოტიზმის ნიმუშსაც. ავიღოთ ლექსი "საქართველოში”. საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. თავს არმოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს ერთი იმედით: სიცოცხლის მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს. . . . . ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს! ჩვენ, შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს... და, აი სიცოცხლის ჰიმნის აპოთეოზიც, ლექსის ბოლო სტრიქონში რომაა გაცხადებული: რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე! უკეთესად ძნელად თუ იტყვის ვინმე... პატრიტული სულითაა გაჟღენთილი პოეტის გახმაურებული ლექსები: "ჩემი სამშობლო”, "სვანეთში წადით, მგოსნებო!”, "სიმღერა თბილისზე”, "სალაღობო”, ”საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი”. ლექსში "საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი’” დიდი პატრიოტული შემართებითაა დამუხტული მამულისათვის თავდადაებულ შვილთა პორტრეტები. ამ ლექსში ისმის თამარ ვაშლოვანელის, თინა წავკისელის... სუნთქვა. ერთი სიტყვით, ეს ლექსი ქართველი ქალის, დედის საგალობელი. როდესაც თბილისში სამასი არაგველის ხსოვნის უკვდავსაყოფად ობელისკი აღმართეს, მასზედ სწორედ ლადო ასათიანის ხსენებული ლექსის სტრიქონები ამოკვეთეს: მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი...
პატრიოტიზმის ნათელ სხივად შემოიჭრა ქართულ პოეზიაში ლადო ასათიანის "სალაღობო”, რომლის მაგიური სტრიქონები დავით ერისთავის "სამშობლოს” შეიძლება შევადაროთ. ძნელია ამ ლექსის აუღელვებლად წაკითხვა და მოსმენაც, რამეთუ მასში ქართული სისხლის ყივილი ძალუმად ისმის: დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, გაისარჯოს და ბრძოლაში გაისარჯოს! გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას , საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს! დაუკარით! ჯერ ხომ სისიხლი გვიდგას ძარღვში, ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია, ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია!.. "სალაღობო”, რომელიც მოწოდებასავით გაისმის, ლადო ასათიანის "პოეტური კრედოა”. მის სტრიქონებში ცეცხლი გიზგიზებს, ცეცხლი, რომელიც მკითხველს კიდეც ათბობს და კიდევაც აღაგზნებს. როგორც ლამაზი მელოდია აგვიტაცებს, აგვაცეკვებს, აგვამღერებს. "სალაღობოს” სტრიქონებიც წაკითხვისთანავე განგვაწყობს, ხელში ავიღოთ ხმალი და მამულის საკურთხეველზე თავი დავდოთ, სამშობლოს მალამოდ დავედოთ. დიახ, "სალაღობო” დიდი პათოსითაა გამთბარი. ლადო ასათიანის ლექსებში ხშირად ვხვდებით ყაყაჩოს: შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია! ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყჩოების ცეცხლია?.. კიდევ: ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა... და ბოლოს: ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!.. რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა... ყაყაჩოს სტრიქონებში ხშირად მონაცვლეობამ დააინტერესა ლიტერატურათმცოდნეები, რომლებიც ბოლოს და ბოლოს ერთ რამეზე შეთანმხდნენ, რომ "ყაყაჩოს სამმაგი სიმბოლური დატვირთვა აქვს დაკისრებული: იგი სამშობლოსათვის თავდადებული გმირის სისხლია, სიკეთისა ადა ბედნიერების მაუწყებელი ნიშანია, ლამაზი ქალის სიმბოლური სახეცვლილებაა”. და მაინც, ლადო ასათიანის ყაყჩოები წინაპართა დაღვრილი სისხლის ჰიმნია, მათი მარადიული ძეგლებია მიწიდან ამოწვერილი, რათა შთამომავლობის ხსოვნის სალაროს ჟანგი არ მოეკიდოს. ლადო ასათიანის ყაყჩოები იმდენად სპეტაკნი გახლავთ, რომ მათი ხილვისას მოკრძალება გეუფლებათ და ქედსაც კი იხრით მამულიშვილთა თავდადების წინაშე. ალბათ, ამიტომ განაცხადა ხმამაღლა ანა კალანდაძემ პოეტისადმი მიძღვნილ ერთ ლექსში: ...მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა, ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს... არა, ლადო, აღარ მოწყვეტ ყაყაჩოებს... ლადო ასათიანის შემოქმედება ძირითადად საქართველოს ჰაერით სუნთქვაა. ალბათ, ამიტომაცაა მისი პოეტური სამყარო "საქართველოს ბუნებისა და ისტორიის ჩარჩოში მოქცეული”. ისტორიულ თემას მიუძღვნა პოეტმა ლექსები: "კრწანისის ყაყაჩოები”, ‘ასპინძა”, "ცხრა ძმა ხერხეულიძე”, პოემა "ბასიანის ბრძოლა” და სხვა. ლადო ასათიანის ისტორიულ თემაზე დაწერილი ლექსებიდან ერთს მოვიტანთ, "ცხრა ძმა ხერხეულიძეს”. ეს ლექსი გამოირჩევა კომპოზიციურობით, მრავალხმოვანებით, ფერწერულობით, ფრთოვანი სიტყვების სიუხვით და, რაც მთავარია, ეროვნული მოტივით. ლექსი იმდენად ლამაზადაა დახატული, რომ გამოჩენილ მხატვართა აღიარებული ფერტილოების გვერდით თუ დავაყენებთ: ეს გაფრენილი ფაფარი თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! . . . . მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს, ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე! . . . . ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების? . . . . ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?- დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით... მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?! ლადო ასათიანი ფიროსმანივით თვითმყოფადი შემოქმედია. ალბათ, ამან განაპირობა ის სულიერი სიახლოვე, რომელიც პოეტს ასე აკავშირებდა მხატვართან. სამი ფრიად გახმაურებული ლექსი უძღვნა ნიკო ფიროსმანს. ლექსებში ისე ლამაზად, ბავშვური განცდით დახატა სასიქადულო მხატვრის პორტრეტი, როგორც თვით ფიროსმანი ძერწავდა ძველი თბილისის სურათებს. პოეტი ერთ ლექსში ამბობს: ქართული ზეცა, ქართული ზვარი, მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა... ჩემი თბილისი და ფიროსმანი არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! ვითომ ასეა?! ნუთუ არ იცოდა ლადომ, რატომ უყვარდა ფიროსმანი? პირიქით - ლადო ასათიანმა კარგად უწყოდა, ვინ იყო მისი თავგადადებული სიყვარულის ადრესატი,- იგი ხომ სწორედ იმ ქუჩებში დადიოდა და იმ ცას ეტრფოდა, რომელსაც ესოდენ დიდი ხარკი გადაუხადა ფიროსმანმა. ამიტომაც იყო, რომ პოეტს არ ასვენებდა ფიქრი დიდ შემოქმედზე და დღენიადაგ მის ნაკვალევს დასდევდა: ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი, ამიწიოკა,დამირბია მან შთაგონება! თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.
აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც საიზმარი (საქართველოს ცას აქ ეტრფოდა მისი ოცნება), ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი, მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.. გადაჭარბებული არ იქნება, თუ აღვნიშვნავთ, რომ ლადო ასათიანმა ფრიად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფიროსმანის სახელის "აღდგენაში”. მისმა ლექსებმა - "არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა", "ფიროსმანის მეგობრებთან” და "ფიროსმანის დუქანმა” ერთგვარი კატალიზატორის როლი ითამაშეს მხატვრის ცაზე მზის გამოშუქებაში, რადგან იყო პერიოდი, როდესაც ხელოვნებათმცოდნეების ერთი ჯგუფი ნიკო ფიროსმანიშვილის ტილოებში ვერ ჭვრეტდა შედევრებს... როგორც აღვნიშნეთ, ლადო ასათიანის შემოქმედების თავი და თავი საქართველოა, მაგრამ " ეს თემა როდია მოწყვეტილი და ამოვარდნილი სხვა თემათა რკალიდან. მის ლექსებში მეტ-ნაკლები გამოხატულება ჰპოვა ყველაფერმა იმან, რაც კარგი და საუკეთესო ახასიათებს ჩვენი ქვეყნის დიად წარსულს და დღევანდელ წინსვლას, მისი ხალხის შეუპოვარ გმირულ ბრძოლასა და თავდადებულ შრომას ხვალინდელი დღისათვის. საქართველოს გმირული წარსული დაკავშირებულია თანამედროვე ცხოვრებასთან. ბასიანისა და ასპინძის გმირები, სამასი არაგველი, ძველი ოქროს მაძიებლები და მამაცი ქართველი გლეხი ქალები თავიანთი გმირული სულით ეხმარებიან თანამედროვეობას. პოეტი ადიდებს მათ სიმამაცესა და მამულის სიყვარულს, მაგრამ როდი კარგავს სიახლის გრძნობასაც. როცა ომახიანი შეძახილით აღვიძებს კრწანისის ველზე დაცემულ გმირებს და მუხლს იდრეკს მათ საფლავებთან, დღევანდელი დღის მძაფრი სიყვარულით ანთებული. მგზნებარედ მოუწოდებს ახოვან ვაჟკაცებსა და უშიშარ ჯეელებს შრომისა და შემოქმედებისაკენ, აქებს და ხოტბას ასხამს ახალ საქართველოს, მის მშრომელ ადამიანებს, ახალგაზრდა, მოზარდ თაობას ”.


   1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას" გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები". წიგნი დაიბეჭდა 1943 პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. 1943 წლის ივლისში იგი გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ 1968 გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
23.01.2019 -25.01.2019
ოტია იოსელიანი

1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა ოტია იოსელიანი. ერთი წლისა და სამი თვისას მამა გარდაეცვალა. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ. ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას – ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალზე წაიყვანა სასწავლებლად. ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ.
მწერლის დედა იმ დროისათვის წყალტუბოში ერთერთ სანატორიუმში მუშაობდა და ცდილობდა, იქ აღებული ორიოდე კაპიკით დახმარებოდა ოჯახს. დედას ძალიან უჭირდა გაძღოლოდა ოჯახს.
მალე კეთილშობილი ნათესავების რჩევითა და თავისი გაწამებული ცხოვრებით, გადაწყვიტა ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე გათხოვილიყო. მაგრამ ოტიას დედის ეს ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგანაც ოტია და მისი ძმა ათი_თერთმეტი წლისანი იყვნენ. მათ კარგად იცოდნენ ბებიას მოყოლილი ზღაპრებიდან დედინაცვალი და მამინაცვალი. ბავშვები იმ ასაკში იყვნენ, როდესაც მათ შემეცნებაში ერთმანეთში ირევა მართალი და ტყუილი, ბოროტება და სიკეთე, სინამდვილე და ზღაპარი. ბავშვებმა მეტად მტკივნეულად განიცადეს დედის გათხოვება, უარი თქვეს მასთან ერთად წასულიყვნენ ქუთაისში, ისევ მამისეულ სახლში ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა არჩიეს. მალე უმამობას უდედობაც დაემატა.

დედა ქუთაისში გათხოვდა. ეს განცდები კარგადაა აქვს მწერალს გადმოცემული თავის მოგონებებში, რომლის სათაურის წაკითხვაც კი სევდას მოგგვრის. ნოველა მოკლედ და მკაცრად არის დასათაურებული _ ,,დედა გათხოვდა”."ამ მდუღარეგადასხულ ჩემს ბიოგრაფიაში – წერს ოტია იოსელიანი – ვერცერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს – "მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო” – ცინებულად მაქვს დამთავრებ

ოტიას და მის უმცროს ძმას ბებია და მამიდა ზრდიდნენ. ბებიამ, ქრისტინა გიგოს ასულმა ავალიანმა, დიდი როლი ითამაშა მწერლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. როდესაც ოტიამ სკოლა დაამთავრა იგი თვლიდა, რომ სიმწიფის ატესტატზე ბებიას, საპატიო ადგილას უნდა მოეწერა ხელი.
 ომი ახალი დამთავრებული იყო, იმ დროისათვის ველოსიპედის ყოლა დღევანდელი ავტომობილის შეძენას უტოლდებოდა, ამიტომ ეს საჩუქარი არა მარტო ოტიასთვის, მთელი უბნის ბიჭებისათვის დიდი საოცრება იყო. ველოსიპედის ხიდზე შემოიჯენდა ოტია თავის ძმას და ისე დადიოდნენ სკოლაში. მეგობარი ბიჭები ხარბად აყოლებდნენ თვალს და ამ ,,ტრანსპორტის” ყოლაზე ოცნებასაც ვერ ბედავდნენ.
               მწერალმა სკოლაში გაიცნო ქეთევან ფანცხავაც, რომელიც მათთან მეშვიდე კლასში გადმოვიდა. მოგვიანებით კი ქეთევანი მისი მეუღლე გახდა.


სკოლის დამთავრების შემდეგ ქეთომ და ოტიამ ქუთაისს მიაშურეს და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარეს ქართული ენისა და ლრიტერატურის ფაკულტეტზე.

მომავალი მწერალი იქ დიდხანს არ გაჩერებულა. პირველ კურსზევე მიატოვა ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა. ამ დროისათვის მას უკვე ჰყავდა მეუღლე და უფროსი ვაჟი ბაჩო.

ერთი წელი მან მოსამზადებელ კურსებზე დაჰყო. მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა და ინსტიტუტის გარეთ დარჩა. ოტია დაბრუნდა სოფელში და გულმოსულმა სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებინა, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო.

ოტიას უთხრეს: ძალიან, რომ მოინდომოს, საბავშვო მწერლად იქნებ გამოდგესო.

,,ვითომ საბავშვო მწერლობა პატარა ამბავი ყოფილიყოს” ამბობს ოტია.

შედეგი, რა თქმა უნდა, განსაცვიფრებელი გამოდგა.

ამის შემდეგ იგი იწყებს ნოველების, მოთხრობების, რომანების, ზღაპრების, პიესების და სცენარების წერას.

ოტია იოსელიანი მწერალთა კავშირიდან გაგზავნეს საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლეს ორწლიან კურსებზე. რუსეთში ყოფნის დროს გარდაეცვალა "ქვეყნის უკეთესი ბებია”, რაც ძალიან განიცადა. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურული კურსები. მისი პირველი თხზულება დაიბეჭდა 1954 წელს, მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობელი” გამოსცა 1957 წელს.

ოტია იოსელიანის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისი პირველი რომანის განხილვისას (მოსკოვში) კრიტიკოსების მხრიდან ეჭვიც კი გამოითქვა, რატომ უნდა განხილულიყო ეს რომანი ტოლსტოის დონეზე, იმდენად მაღალი შეფასება მოიპოვა ამ ნაწარმოებმა. იქიდან მოყოლებული სულ უფრო ძლიერდებოდა ოტის შემოქმედებისადმი სიყვარული. მოთხრობას მოთხრობა მოყვა, ნოველას – ნოველა, რომანს -რომანი… აღიარებას – აღიარება. სულ მალე ამ ყველფერს დაემატა დრამატურგი და სცენარისტი ოტია იოსელიანი. თეატრთან პირველი შეხება სერგო ზაქარიაძის მეშვეობით მოხდა. სწორედ ამ მსახიობისთვის დაიწერა პიესები: ,,ადამიანი იბადება ერთხელ”, ,,სანამ ურემი გადაბრუნდება” და ,,ურემი გადაბრუნდა” (მის კინოვერსიაშიც სერგო ზაქარიაძემ შეასრულა მთავარი როლი).
1960 წელს გამოვიდა ოტია იოსელიანის საბავშვო სათავგადასავლო წიგნი ,, უთაური ბიჭის თავგადასავალი”.
1961 წელს გამოაქვეყნა რომანი ,,ვარსკვლავთცვენა”. იმავე წელს დაიწერა პიესა ,,ადამიანი იბადება ერთხელ” და დაიდგა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
1972 წელს საბჭოთა მწერალმა გამოსცა რომანი ,,ტყვეთა ტყვე”.
1973 წელს ,,ნაკადულმა” გამოსცა ,,დაჩის ზღაპრები” (უძღვნა თავის უმცროს შვილს დაჩის).
1981-82 წლებში რჩეული ორტომეული.
1989-91 წლებში ისევ ორტომეული.
1999 წელს გამოიცა 55 არაკი.
2002 წელს გამოიცა მისი ახალი კრებული, რომელშიც 99 ლექსია შეტანილი.
თარგმნილია: რუსულად, უკრაინულად, ბელორუსულად, ჩეხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად, პოლონურად, მოლდავურად, ესპანურად, ინგლისურად, ბენგალურად, ჰინდისა და ურდუს ენებზე. სპარსულად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ჰოლანდიურად, ჩინურად, იაპონურად… საერთო ტირაჟით აქვს მილიონამდე.

ავტორია ოცამდე პიესისა, რომელთაგან: ,,ადამიანი იბადება ერთხელ”, ,,სანამ ურემი გადაბრუნდება”, ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”, ,,ურემი გადაბრუნდა” და სხვა დაიდგა საქართველოსა და საზღვარგარეთის ასზე მეტ თეატრში.
ავტორია სცენარებისა: ,,ჩქარი მატარებლიდან”,,ლევანა”, ,,თეთრი ქალიშვილი”, ,,აკაციის ყვავილობა”, ,,ცეცხლთან თამაში”, ,,ბოშას კოცნა”, ,,მალე გაზაფხული მოვა”, ,,ჩემი ქალაქის ვარსკვლავი”.
მულტფილმები: ,,კიბერნეტიკა და სიყვარული”, ,,დაჩის ზრაპრები”.
  ოტია იოსელიანი ცხოვრობდა წყალტუბოში, თავისივე ხელით აგებულ ლამაზ ოდა სახლში, სადაც თავს იწონებს ოტიასავე ხელით გაკეთებული ბუხარი. ოტია იოსელიანს სახლის მეორე სარული დათმობილი აქვს ლიტერატურული სალონისათვის. სალონს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ მწერლები, ხელოვნების მუშაკები და ატარებენ ლიტერატურულ საღამოებს. ო. იოსელიანს ჰყავს სამი შვილი – ბაჩო, მანო და დაჩი, რომელთა სახელები კარგადაა ნაცნობი მისი ნაწარმოების მკითხველისათვის.
გარდაიცვალა 2011 წლის 14 ივლისს

ლიტერატურა: მარინა გოგოლაძე–გაბუნია "მწერალთა ბიოგრაფიები”. "საქართველოს მაცნე”, თბილისი, 2004.




13.02.2019-23.02.2019

ტერენტი გრანელის კვირეული

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.
გავიდა ხანი. უბედურმა შემთხვევამ (სახლი დაეწვათ) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. უღარიბესი გლეხის შვილმა ბავშვობიდანვე გამოსცადა ცხოვრების სიმკაცრე. გახდა გულჩათხრობილი, სევდიანი. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, აღსავსე იყო წინააღმდეგობებით. იგი გაიტაცა ეროვნული თავისუფლების იდეამ. ტერენტი, როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე, მტკიცედ დადგა იმ ინტელიგენციის მხარეზე, რომლის უპირველესი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“ (გაზ. „ია“, 1919 წ.).
ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:
„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“ („სახალხო საქმე“, №202, 1918 წ.).
ტერენტის სწყუროდა სწავლა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს. პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.
ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ატყვია სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.
1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.
1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.
...მარტის სუსხიანი ამინდია. რუსთაველზე გამვლელთა ყურადღებას იქცევს თეთრი სატინისხალათიანი ჭაბუკი, ია-იებით ხელში. გამვლელნი განცვიფრებით შეჰყურებენ მას. შუა ტანის, პროპორციულად, მკვიდრად ნაგები სხეული; საკმაოდ ლამაზ, შთაგონებულ სახეს უმშვენებს მაღალი შუბლი, უკან გადავარცხნილი ხვეული, წაბლისფერი თმა. მოცისფრო თვალების ჭკვიანი, აზრიანი გამომეტყველება თავისებურ იერს ანიჭებს ჭაბუკი პოეტის სევდიან სახეს. ქარიშხალგამოვლილს მიუგავს მზითა და წვიმით გარუჯული ნაწრთობი სახე, სპილენძისფერი რომ გადაჰკვრია.

ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“.
ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას. ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.
მეგბარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.
ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდებელია და პირში მთქმელი.

დიდ ხელმოკლეობას განიცდის. არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.
ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.
ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები. უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.
ტერენტი გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. ამ წიგნის გამოსვლად ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.
1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“.
სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა.
უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.
...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა.


ტერენტის ცხოვრებაში არ ყოფილა მღელვარე რომანები, რადგან ყველაზე კარგად თვითონ გრძნობდა, რომ მისნაირად მცხოვრები კაცისთვის ქალის მოხიბვლა წარმოუდგენელი იყო... თუმცა არის ერთი ამბავი, რომელმაც მის სულსა და ბიოგრაფიაში უცნაური კვალი დატოვა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პოეტმა კიევიდან წერილი მიიღო...
„ოციანი წლების თბილისს კარგად ახსოვს ერთი შთამაგონებელი და სევდიანი ნაწილი მისი ბოჰემური ისტორიისა. კარგად ახსოვს სამგლოვიარო პროცესიების ხშირი გამცილებელი ახალგაზრდა კაცი. არცთუ სათუთად და საკმაოდ ღარიბულად ჩაცმული, თეთრი ტილოს ტანსაცმელში გამოწყობილი, თავდახრილი და მიცვალებულის ჭირისუფალივით შეწუხებული, შორიახლოს რომ მიაცილებდა სასაფლაოსკენ მისთვის სრულიად უცნობს... ან კიდევ ეკლესიის ეზოებში, საფლავებს შორის ლანდივით მოსიარულე, ჩუმად მობუტბუტე, ეპიტაფიებთან ჩამუხლული, უეცარ შემხვედრს საოცარ ლურჯ თვალებს რომ შეანათებდა, რომელთაგან მუდამ სევდა და ტკივილი მოჩანდა...“ - ასე იწყება ლიტერატურული წერილი თამარ პაიჭაძისა და თამარ შარაბიძის წიგნიდან „რომანული ეპიზოდები“, რომელიც ტერენტი გრანელის ცხოვრებას ეხება.

ტერენტი სამსონის ძე გრანელი (კვირკველია)1897 წლის 25 ნოემბერს, ღარიბი წალენჯიხელი გლეხის ოჯახში დაიბადა. ხუთი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. ობლად დარჩენილ ტერენტისა და მის ორ დას სათნო და მორწმუნე დედინაცვალი დარია მებონია უვლიდა. მომავალი პოეტი, რომელიც წიგნიერებისკენ მიდრეკილებებს ადრეული ასაკიდან ამჟღავნებდა, მშობლებმა წალენჯიხის სასწავლებელში მიაბარეს. ტერენტი მეექვსე კლასში იყო, როცა კვირკველიების სახლი დაიწვა და იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა. ცხოვრების მკაცრმა პირობებმა მომავალი პოეტი სევდიანი და გულჩათხრობილი გახადა, მაგრამ სწავლის სურვილი არ დაუკარგავს.
1918 წელს ტერენტი უფროს დასთან, მაშოსთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა.

გულჩათხრობილი და მარტოსული პოეტი, რომელიც არასოდეს საუბრობდა საკუთარ თავსა და ოჯახზე, თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ორ რამეს ეთაყვანებოდა - პოეზიასა და თბილისს.
„მისთვის სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო. თუმცა, არასოდეს ყოფილა გამთბარი, მაძღარი, არც 
საკუთარი ჭერი ღირსებია, არც სამსახური ჰქონია და არც ჰონორარებით ყოფილა განებივრებული. მის სევდიან და შეჭირვებულ ყოფაში მხოლოდ რამდენიმე მცირეხნიანი გამონათება თუ მოხდა და ისიც თავის საყვარელ ქალაქში მისივე წიგნის გამოცემასთან, ლიტერატურულ საღამოსთან ან მკითხველთა აღიარებასთან იყო დაკავშირებული“. (ნაწყვეტი „რომანული ეპიზოდებიდან“)

თბილისში ცხოვრების პერიოდში ტერენტიმ მუშაობა ჯერ რკინიგზის სადგურზე დაიწყო, შემდეგ კი გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში. პოეტი უკიდურესად ხელმოკლედ ცხოვრობდა, თუმცა სიამაყე უფლებას არ აძლევდა, თავის გასაჭირზე სხვებთან ესაუბრა.
„უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი - სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ, ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია, პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავოს. ამ დროს ის დაუნდობელია და პირში მთქმელი“, - ასე ახასიათებდნენ ტერენტის მეგობრები.

ტერენტის გამოჩენისას ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა, რასაც ვერც ახალგაზრდა პოეტი ასცდა. სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა 1919 წელს ლიტერატურულ ფსევდონიმად გრანელი აირჩია.
მალე, სიმონ ყაუხჩიშვილის დახმარებით, ტერენტის პირველი ლექსი დაიბეჭდა.
ამას მოჰყვა სევდითა და მისტიციზმით სავსე კრებულები „პანაშვიდები“ და „სამგლოვიარო ხაზები“.
1922 წელს გამოვიდა ტერენტი გრანელის ლექსების კრებული „სულიდან საფლავები“, რომელსაც რეცენზიები მიუძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ.
ტერენტის პოეტური ნიჭი შეიცნო და დააფასა პოეზიის მეფედ აღიარებულმა გალაკტიონმა. თავის მხრივ, ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე:

„ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, / ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. / გალაკტიონში არის დემონი / და ჩემში უფრო ანგელოზია. / ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს, / ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია / გალაკტიონში მიწა ანათებს / და ჩემში უფრო ზეცის სხივია. / შორს ქარი კივის, ახლო მტერია, / ახლა ღამდება, შვიდია სრული. / გალაკტიონში ლურჯი ფერია / და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული“. (ლექსიდან „მე და გალაკტიონი“)

ტერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია, როცა მან ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“ გამოსცა. ამ პერიოდში ხშირად იმართებოდა პოეტის ლიტერატურული საღამოები. ტერენტის აღტაცებით ხვდებოდნენ ყველგან, თუმცა აღიარებას მისთვის სულიერი სიმშვიდე არ მოუტანია.
„რომანული ეპიზოდების“ ერთ-ერთი ავტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის დეპარტამენტის პროფესორი თამარ პაიჭაძე მიიჩნევს, რომ ტერენტი გრანელი უცნაური ადამიანი იყო და ეს მისი მძიმე ცხოვრებიდან მომდინარეობდა.
„პოეტი თბილისის ძველ უბანში, იტალიური ეზოს კიბის ქვეშ ცხოვრობდა. ფიროსმანივით, ადამიანების სითბოს და სიყვარულს დანატრებული, მასავით დაუფასებელი, სადა და უბრალო, როგორც ყოველივე დიდი, მართალი და ნამდვილი. ცივ და პატარა ოთახში ტახტის, მაგიდის, სკამის, პატარა ნავთქურის გარდა, არა გააჩნდა რა. თუ არ ჩავთვლით იმ მშვენიერ ლექსებს, პატარა მაგიდაზე დაწყობილ ფურცლებზე რომ იქმნებოდ და განუყრელ უბის წიგნაკს, რომელსაც მუდამ თან ატარებდა და ხშირად ქუჩაში ხეტიალისას აკეთებდა მასში ჩანაწერებს...“

თბილისში ისე ჩამოვიდა, რომ არ იცოდა, სად, როგორ ან ვისთან უნდა ეცხოვრა. წალენჯიხიდან იაკობ შარტავას მიერ ცნობილ ლიტერატორებთან, ზაქარია ჭიჭინაძესა და იოსებ იმედაშვილთან გამოგზავნილი სარეკომედაციო წერილები ჩამოიტანა. ამ ადამიანებმა დაინახეს რაღაც შემოქმედებითი, რაციონალური მარცვალი ტერენტის შემოქმედებაში, მაგრამ ცხოვრების სტილი და სურვილი, რომ ცისფერყანწელების მსგავსად, ბოჰემურად ეცხოვრა, მას ყველაფერში ხელს უშლიდა. ტერენტის წარმოსახვაში პოეტს აუცილებლად მოქეიფე ცხოვრებით უნდა ეცხოვრა და თავადაც, როგორც კი ჰონორარს აიღებდა, ქეიფში ხარჯავდა. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ტერენტის არ ჰქონდა სახლი, ტანსაცმელი და ყოველდღიური საჭიროების ნივთები. მეგობრები ურჩევდნენ, გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან. დაეხმარნენ, რომ უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად ჩაწერილიყო და სტამბაში ამკინძავად დაეწყო მუშაობა. ლიტერატურულ საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია ტერენტის შემოქმედებითი ნიჭი, საოცარი ხედვა და სიცოცხლისადმი დამოკიდებულება.

მეცნიერის მონაყოლიდან ირკვევა, რომ გრანელის პოეზია განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებს შორის სარგებლობდა. სტუდენტი გოგონები მიიჩნევდნენ, რომ ტერენტი მისტიკოსი პოეტი და მათი გულის მესაიდუმლე იყო. ამ დამოკიდებულებას ისინი პოეტს არა მარტო ლიტერატურულ შეხვედრებზე, არამედ ქუჩაში და პირად წერილებშიც უზიარებდნენ. ტერენტი მათ თავდახრილი და ბედნიერი უსმენდა და საპასუხოდ წერილებსაც ჩუქნიდა, მაგრამ ცდილობდა, თავისი პერსონით ზედმეტად არავინ მოეხიბლა. ის თითქოს გაურბოდა ქალებთან ურთიერთობას...
და აი, ამ დროს ტერენტის პოეზიის თაყვანისმცემელთა ტალღაში გამოჩნდა ქალბატონი, რომელიც განსაკუთრებულ მოვლენად იქცა პოეტის ბიოგრაფიაში.

ტერენტის ცხოვრებაში არ ყოფილა მღელვარე რომანები, რადგან ყველაზე კარგად თვითონ გრძნობდა, რომ მისნაირად მცხოვრები კაცისთვის ქალის მოხიბვლა და შეყვარებული კაცის როლის მორგება წარმოუდგენელი იყო.
პოეტს პირადი ცხოვრება არასდროს ჰქონია. ალბათ, ამიტომაა, რომ სატრფიალო ლექსები ძალზე მცირე აქვს. თუმცა, იყო ერთი ისტორია, რომელმაც მის სულსა და ბიოგრაფიაში უცნაური კვალი დატოვა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პოეტმა კიევიდან წერილი მიიღო:
„მე ვარ თქვენი პოეზიის თაყვანისმცემელი. თქვენი ლექსების კითხვა ყოველდღიურ სულიერ საზრდოდ მექცა. ზეპირად ვიცი თქვენი ბევრი ლექსი. მე თქვენ თბილისში გხვდებოდით და საიდუმლოდ, ფრიად საიდუმლოდ მიყვარდით კიდეც... ახლა, როცა ასე შორს ვარ თბილისიდან, ქართულ ენასთან მაკავშირებს თქვენი ნაზი ლექსები“.

ეს ქალბატონი იყო სამხედრო მოსამსახურის ცოლი თამარ ჯაფარიძე, რომელიც მეუღლეს უკრაინაში გაჰყვა, თუმცა ტერენტი გრანელის პოეზიით გატაცება არ განელებია.
ამ წერილმა ძალიან ააფორიაქა და ააღელვა პოეტი. მან ქალს საპასუხო წერილი მიწერა და მალე მათ შორის ეპისტოლარული მეგობრობა გაიბა.

ტერენტი გრანელის მეგობარი გენო ქელბაქიანი იხსენებს, რომ იმ პერიოდში ტერენტი ძალიან შეიცვალა,

თვალებში სხივი ჩაუდგა და აღტაცებული სახით მომავლის გეგმებზე დაიწყო საუბარი.
მალე თამარმა პოეტს თავისი ფოტოსურათი გამოუგზავნა, რომელზეც გამოსახული იყო მშვენიერი ქალი.
„შავი წამები მიჰქრიან. ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ. დიდი ხანია, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ ჩვენი გულები მაინც ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა მიყვარს და თან მეშინია... მე შეიძლება მიწას მალე მოვშორდე და ზეცისაკენ წავიდე... რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს...“ - წერს ტერენტი გრანელი თავის „უცნაურ“ სიყვარულს თამარ ჯაფარიძეს.

შეყვარებულმა ქალმა ლოდინს და მონატრებას დიდხანს ვეღარ გაუძლო და ტერენტის მოსწერა - გადავწყვიტე, მეუღლე დავტოვო და შენთან ჩამოვიდეო.

დათქვეს დრო, როცა თამარი თბილისში უნდა ჩამოსულიყო.
იმ პერიოდში ტერენტი კიდევ უფრო შეიცვალა. ფაქტობრივად, ადგილს ვეღარ პოულობდა. ამ დროს დაიწერა მისი ცნობილი ლექსი „შენს მოლოდინში“:
„მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, / ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. / ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! / ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! / ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, / ახლა ქარები არხევენ ტირიფს. / მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას / და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს. / ისე გაივლის წამება, ოხვრა, / შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. / მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? / მოხვალ და ვიცი, მომეფერები! / თუმცა იქნება ღამე წვალების, / ღამე სასტიკი და ულმობელი. / და ეს თვალები, ლურჯი თვალები, / ჩემი თვალები ისევ მოგელის...“

დადგა თამარ ჯაფარიძის ჩამოსვლის დღეც.
ტერენტი მღელვარებამ და მოლოდინმა აიტანა და სადგურზე წასვლისას თან მეგობარი გენო ქელბაქიანი იახლა. მეცნიერის მონაყოლიდან ირკვევა, რომ სწორედ მეგობარი გახდა მომსწრე იმ უცნაური ტრანსფორმაციისა, რომელიც ტერენტი გრანელმა თამარ ჯაფარიძის დანახვისას განიცადა.

ტერენტი და გენო სადგურზე ადრე მივიდნენ. თავის მოგონებებში გენო ქელბაქიანი წერს, რომ სადგურში ბევრი ხალხი ირეოდა. ბოლოს ბაქანი ნელ-ნელა დაიცალა და გამოჩნდა მარტო მდგარი ქალი, შემცბარი ღიმილით და დიდი ჩემოდნით. ამ წუთამდე „ციურ ლაჟვარდთა მხილავი“ ტერენტი უცებ დაუბრუნდა მიწას. ის გამშრალი და გაფითრებული უყურებდა ქალს, რომელიც არაფრით შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ოცნების ასული. ეს იყო „უზარმაზარი ჩემოდნით მდედრობითი სქესის მოქალაქე“. ქალმა ღიმილით გაუწოდა ხელი და მიესალმა. ტერენტიმ გულგრილად ჩამოართვა ხელი. მერე გენო ქელბაქიანს უთხრა, წავედით ჩქარა, ჩვენ გველოდებიანო და გაიქცა.
როგორც გენო იხსენებს, მისი უსაქციელობისგან იმდენად დაიბნა, რომ აღარ იცოდა, რა ექნა:
„მე არ მინახავს უფრო ნატანჯი სახე, უფრო მწუხარე თვალები, მეც ცრემლი მომერია. ქალი ჩემოდანზე ჩამოჯდა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, ამოიკვნესა და, უნდა ითქვას, მეც ისევე მეტკინა გული, როგორც მას. ძალიან მომეწონა ეს ქალი იმ წუთებში! ნეტა მე მყვარებოდა, ნეტა, მე ვყვარებოდი“.
დაბნეულმა და შეწუხებულმა ქელბაქიანმა ატირებული ქალი ეტლამდე მიაცილა და ტერენტის დაუწყო ძებნა. მოგვიანებით პოეტი ფიროსმანის ქუჩის კუთხეში, ბოძზე მიყრდნობილი და ჩუმად მობუტბუტე ნახა: „ვაიმე, რამხელა ჩემოდანი ჰქონდა... სად იყო ის ქალი, მე რომ მიყვარდა?! რატომ მწერდა ასეთ ნაზ წერილებს? რად მივწერე მე წერილები? რად დავწერე ლექსი? რად მოვტყუვდი? რად მემტერება ჩემი მუხთალი ბედი?!“
არავინ იცის, რა მოხდა ტერენტის არსებაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ტერენტისთვის ეს ქალი და მისი დიდი ჩემოდანი ერთად მიუღებელი და შეუსაბამო იყო.

თამარ ჯაფარიძე კიევში აღარ დაბრუნებულა. ის საცხოვრებლად თბილისში დარჩა. ტერენტი მის დანახვაზე ყოველთვის კრთებოდა და ოდესღაც წარმოსახვით სიყვარულს ელდანაკრავივით გაურბოდა.
ამასთან დაკავშირებით არსებობს ტერენტი გრანელის კიდევ ერთი მეგობრის დარია ახვლედიანის მოგონება. ეს ქალბატონი კუკიის სასაფლაოს სიახლოვეს ცხოვრობდა და ხშირად, სასაფლაოზე მოსეირნე ტერენტის, რომელსაც თბილი კერაც აკლდა და ცხელი სადილიც, თავისთან ეპატიჟებოდა.
„ერთხელაც გავძახე და მოვიდა. სასადილოდ ვემზადებოდით, რომ ფანჯრაში გაიხედა, ელდანაცემი წამოხტა, მეორე ფანჯრიდან გადახტა და სასაფლაოსკენ გაიქცა“, - წერს დარია ახვლედიანი.

აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონთან სტუმრად თამარ ჯაფარიძე მოდიოდა და პოეტმა შემთხვევით დაინახა.
ტერენტი გრანელმა თავისი სიყვარული ამ სტრიქონებით გამოიტირა:
„და სევდა მიპყრობს ისევ და ისევ / დაბნელდა ჩემი ოცნების მხარე / არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე / არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე“.

დიდი იმედგაცრუების შემდეგ გრანელის ცხოვრებაში სასიყვარულო გატაცება აღარ ყოფილა.
ის კიდევ უფრო გაუცხოვდა და გაერიდა ადამიანებს. მისი პოპულარობაც ნელ-ნელა მიინავლა...
1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა.
1928 წლიდან კი პოეტს მკვეთრი სულიერი დეპრესია და ფსიქიკური აშლილობა დაეწყო.
როცა ტერენტის მდგომარეობა დამძიმდა, მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაეწვინათ. ეს იყო 1930 წელს. ისევ გენო ქელბაქიანი წერს, რომ ერთხელ მეგობრები მის სანახავად სურამში ჩავიდნენ და ნახეს, რომ პოეტი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ შეხვდნენ ადგილობრივი რაიონული აღმასკომის თავმჯდომარეს და სთხოვეს, ტერენტის უფრო სათუთად მოპყრობოდნენ და მეტი თავისუფლება მიეცათ. ამან შედეგი გამოიღო და პოეტს ბაღში სეირნობის უფლება მისცეს. არავინ იცის, როგორ მოახერხა ტერენტიმ საავადმყოფოდან გამოპარვა და თბილისში ჩამოსვლა. არც ისაა ცნობილი, სად ცხოვრობდა ამის შემდეგ, მაგრამ ვიცით, რომ ეს უკვე იყო სრულიად შეურაცხადი ადამიანი, რომელსაც საკუთარი ვინაობაც არ ახსოვდა. ნინო ლაპიაშვილი თავის მოგონებებში წერს, რომ ტერენტის შემთხვევით ბელინსკის ქუჩაზე შეხვდა. პოეტი საშინლად ჭუჭყიანი იყო, ფეხები დახეულ ფეხსაცმელებში ჰქონდა წადგმული და ტანზე დაგლეჯილი საბანი ჰქონდა მოხვეულიო. გადავუდექი წინ და ვუთხარი: ტერენტი, ნინო ვარ, მიცანიო? მივხვდი, რომ ვერ მიცნო, მაგრამ მითხრა, თუ ნინო ხარ, წადი და ფარდულში რომ „პერაშკები“ იყიდება, ის მომიტანეო. ნინომ თხოვნა შეუსრულა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს უკვე იყო ჩვეულებრივი ქუჩის მათხოვარი, როგორიც ბევრი ცხოვრობდა თბილისში.

ტერენტი გრანელის ცხოვრების ბოლო წლები, ფაქტობრივად, აღარ იყო ადამიანური ცხოვრება.
პოეტი 1934 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა და როგორც უპატრონო მკვდარი, ასე მიიყვანეს მიხაილოვის საავადმყოფოს მორგში, თუმცა ერთმა პრაქტიკანტმა მასში პოეტი ტერენტი გრანელი ამოიცნო. დაკრძალვის პროცესიას სულ რამდენიმე ადამიანი მიჰყვებოდა, მათ შორის იყო ვალერიან გაფრინდაშვილი. პოეტი საავადმყოფოს გადაღმა, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დაკრძალეს, 1987 წელს კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.
მისმა დებმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეიტყეს, რომ ტერენტი ცოცხალი აღარ იყო...

„გაზაფხულის საღამოა მშვიდი, / ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი / სული საზღვრებს გადასცდება ფრენით / ახლაც მახსოვს მისამართი შენი. / ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე / რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ. / წინ მეშლება სხვა ოცნების მთვარე, / გაზაფხულის საღამოა მშვიდი,ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“.
ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო!
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას...
მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.
ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს,
(ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა).
მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს
ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.
ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად:
მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!..
ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,
ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.

27.02.2019---5.03.2019
ანა კალანდაძე

ქართული პოეზიის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძე თავისი ლექსებით თითოეული ქართველისთვის გამორჩეულად ახლობელი ადამიანია. განსაკუთრებულად ფაქიზი სულის პოეტს კოლეგებიც განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობოდნენ და ხელისგულზე ატარებდნენ. ისინი დღესაც ერთხმად აღიარებენ, რომ მას სუსტი ლექსები თითქმის არ ჰქონდა. ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ იყო დრო, როცა ანა კალანდაძის პოეზია იკრძალებოდა.
“არტინფო” ანა კალანდაძის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს გაგახსენებთ.
ანა კალანდაძე ფაქიზი სულის პატრონი იყო. მან ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო და დრთოა განმავლობაში მისი შემოქმედება უსაზღვროდ პოპულარული გახდა. მართალია პოეტის ცხოვრების გზა ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილა, მისი ლექსების ბეჭდვაც ბევრჯერ აკრძალეს და უსამართლო დამცირებაც არაერთხელ აიტანა, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ის ფაქტი, როცა პარტიის წევრობა დააბრალეს. ერთმა მწერალმა დაწერა, თითქოს ანა კალანდაძე პარტიის წევრი იყო. ეს რომ წაიკითხა, ძალიან ეწყინა, რადგან არასდროს ყოფილა პარტიის წევრი და რატომ მაბრალებენო. თანაც არ უნდოდა, ეწყენინებინა იმ პიროვნებისთვის, ვინც ეს აზრი გამოთქვა, ის ცნობილი ქართველი მწერალი იყო. პოეტმა გადაწყვიტა, დაეწერა განცხადება, გაზეთში გამოექვეყნებინა, ოღონდ ის პიროვნება არ მოეხსენიებინა. მართლაც, ასე მოიქცა, დაწერა, რომ არასდროს ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი და დაბეჭდა მაშინდელ პრესაში. ახლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მის პოეზიაში იყო ლექსები სტალინზე, ლენინზე, რომლის დაწერასაც პოეტს აიძულებდნენ. საბჭოთა ხელისუფლება მხოლოდ აქტუალურ თემაზე დაწერილ იდეურ ლექსებს ითხოვდა და წმინდა ლირიკას ებრძოდა. ანა კალანდაძე თავისი შემოქმედებით წმინდა ლირიკოსი იყო. ამის გამო იგი გააკრიტიკეს, რაც გულთან მიიტანა. განიცდიდა, თანაც ორმაგად განიცდიდა, რადგან მოკრძალებული და ამავე დროს მგრძნობიარეც იყო. ვიდრე სტალინი ცოცხალი იყო, ლიტერატურაში ეს რეჟიმი გრძელდებოდა, შემდეგ, 60-იან წლებში, უფრო ადვილად შეიძლებოდა ლირიკული ლექსების დაბეჭდვა.

 პირველად რომ გამოჩნდა ანა კალანდაძე და დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, რამდენიმე თვის შემდეგ ჟურნალ “ზვეზდას”, ასევე, სხვა რუსული ჟურნალების გამო დადგენილება გამოვიდა და დაიწყო რეჟიმი მწერლობაში. ამ გაუგებრობაში მოჰყვა ანა კალანდაძე, თანაც ახალგაზრდა იყო და ამიტომაც გააკრიტიკეს. არა მარტო გააკრიტიკეს, მერე არც იბეჭდებოდა მისი ლექსები და მისი წიგნები დამახინჯებულად გამოდიოდა.
როცა საბჭოთა მწერლების დელეგაცია იტალიაში გაემგზავრა, საქართველოდან მხოლოდ ორი პოეტი გაუშვეს, ვახტანგ ჯავახაძე და ანა კალანდაძე. იტალიაში ხუთი მამაკაცი გაემგზავრა და ერთი ქალი ახლდათ – ანა კალანდაძე. მათთან ერთად იყო აზერბაიჯანელი მწერალი ფიქრედ გოჯა, რომელიც ქართველ პოეტს ანა-ხანუმს ეძახდა. მოგვიანებით ანამ ფიქრედს ლექსი მიუძღვნა და ქვემოთ მიაწერა, ანა-ხანუმისგანო. იტალიაში ითარგმნა ქართველი პოეტების ლექსები და უნდა გამოცემულიყო წიგნი, მაგრამ ის წიგნი ჯერ კიდევ გავრცელებული არ იყო და ანა კალანდაძის ლექსები იტალიელებისთვის მაშინ ცნობილი არ იყო.
პოეტი ზოგიერთი ლექსის პირველ ვარიანტში თავის სათქმელს ბრჭყალებით ამბობდა. ამის მაგალითია “სხვა საქართველო სად არის”, რადგან საბჭოთა პერიოდში ასეთი ეროვნული სტრიქონების გაჟღერება არ შეიძლებოდა. ცენზურის თავის ასარიდებლად ანა კალანდაძე ირწმუნებოდა გრიგოლ ორბელიანის ფრაზის გამეორების გამო ვსვამ ბრჭყალებსო. თუმცა, ეს მისი ჩვევა და დაუწერელი კანონი იყო – თუკი პოეტი თავის ლექსში რომელიმე პოეტის ნებისმიერ ციტატას, თუნდაც ორ სიტყვას გამოიყენებდა, უეჭველად ბრჭყალებში სვამდა.
ერთხელ ანა კალანდაძის პოეზიის საღამო გაიმართა, პოეტი თავის ლექსებს სავარძელში დამჯდარი კითხულობდა. დავით აღმაშენებლის ლექსის წაკითხვა რომ დაიწყო, ფეხზე წამოდგა “ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა”. სახელოვანი მეფის მიმართ მოწიწების ნიშნად პოეტი მხოლოდ ამ ლექსის დროს წამოდგა ფეხზე. ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ არასდროს მისულა პოეტი გამომცემლობაში და თვითონ არ უთხოვია წიგნის გამოცემა. მურმან ლებანიძეს, სიმონ ჩიქოვანს და ვახტანგ ჯავახაძეს ამ მხრივ ინიციატივა ხშირად გამოუჩენიათ, რომ მისი წიგნი გამოსულიყო.

 ანა კალანდაძე კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, არც ინტერვიუები უყვარდა და არც ხალხმრავლობა. მას ჰყავდა მგობრების გარკვეული წრე, რომლებთანაც ბოლომდე იხსნებოდა და თავის გულისნადებს უზიარებდა. ამას კოლეგები პოეტის განსაკუთრებლობას მიაწერდნენ. ამბობდნენ, დიდი პოეტები მიდრეკილნი არიან მარტოობისკენ და დახურულ ცხოვრებას ეწევიანო. ამის გამო, ანა კალანდაძეს ხშირად ადარებდნენ გალაკტიონს. თუმცა პოეტი თხოვნაზე უარს ვერ ამბობდა და როცა დათანხმდებოდა, მერე კიდევ სწუხდა, ახლა სხვაგან მეპატიჟებიანო. რაკი ხალხი ასეთ სიყვარულს უცხადებდა, იძულებული იყო, წასულიყო მათთან.


ანა კალანდაძე გათხოვილი იყო პოეტ შალვა მჭედლიშვილზე, რომელსაც პოეტი ადრევე იცნობდა. შალვა რეპრესირებული გახლდათ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, სტალინზე პოემა დაწერა. ყველასთვის უცნობია, რატომ არ გაუმართლა პოეზიის დედოფალს პირად ცხოვრებაში და რატომ დაშორდა მეუღლეს. ბევრი მისი კოლეგა აცხადებდა, რომ ანა კალანდაძე გათხოვილი და ოჯახის ქალი ვერც კი წარმოედგინა. სამწუხაროდ, ანა კალანდაძეს შთამომავალი არ დარჩენია. როცა პოეტი იტალიაში, სიცილიაში იმყოფებოდა, საბჭოთა დელეგაცია წაიყვანეს პოლიციაში, სადაც თითის ანაბეჭდები აუღეს, სურათები გადაუღეს, რადგან მაშინ ყველას ამოწმებდნენ. დაკითხვის დროს, როცა დოკუმენტაციას ავსებდნენ და ანას ჰკითხეს გათხოვილი ხართო, მან კი უთხრა, არა, მე ნაქმარევი ვარო. მიუხედავად იმისა, რომ ანა კალანდაძეს მეუღლე არ ჰყოლია, მას მამაკაცები საკუთარი გრძნობების გამხელას ვერ უბედავდნენ. პოეტს ბევრი მეგობარი მამაკაცი მწერლები ჰყავდა, მაგრამ პოეზიის დედოფალს პატივს სცემდნენ, როგორც პიროვნებას.


პოეზიის დედოფალს ჰყავდა ძმის ოჯახი, რომელიც მის გვერდით ცხოვრობდა. სიცოცხლის ბოლომდე მას სწორედ ძმის ოჯახი პატრონობდა. მისი მეგობრები ამბობენ, რომ პოეტს ორჯერ გაუმართლა ცხოვრებაში, როცა შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა და როცა მისმა ძმამ ზურაბმა შეირთო თინა ყანდარელი. რძალი და ძმისშვილები ხელის გულზე ატარებდნენ ანას, ყველანაირ პირობებს უქმნიდნენ, რომ მხოლოდ საყვარელი საქმით დაკავებულიყო. პრაქტიკულ საქმიანობაში, ოჯახში ანა აბსოლუტურად უმწეო იყო, ისევე, როგორც ყველა დიდი პიროვნება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით ანა კალანდაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი კოლეგების აზრით, წარმოუდგენელიც იყო, პოეზიის დედოფალი მთაწმინდაზე არ დაეკრძალათ, რადგან ანა კალანდაძე მარტო პოეტი კი არა, საგალობლების ავტორიც იყო.

 

მოდიოდა ნინო მთებით

ფავორიტებში დამატება
ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, - 
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო

ფავორიტებში დამატება
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა...
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერო ტაო...
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო...

შემოდიოდა ჩვენში კალანდა

ფავორიტებში დამატება
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს....
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია....
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა....
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან....
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა...
20.03.2019---06.04.2019 

მირზა გელოვანი----მარად ჭაბუკად დარჩენილი პოეტი

 ცნობილი ქართველი პოეტი მირზა გედეონის ძე გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს თიანეთის რაიონში, სოფელ ნაქალაქარში. მისი წინაპრები სვანეთიდან ჯერ თელავში გადმოსულან, შემდეგ – თიანეთში. თიანეთში მირზას მამას იქაური ქალი, ევა მაჩურიშვილი შეურთავს ცოლად და საბოლოოდ თიანეთში დამკვიდრებულა. გედეონ გელოვანი რამდენიმე ხანს ნაქალაქარში მსახურობდა და მირზა აქ დაბადებულა. მისი მშობლები მალე ისევ თიანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად დ მირზამ ბავშვობა თიანეთში, მდინარე ივრის ლამაზ ნაპირებზე გაატარა.
მირზა ძალიან ცელქი ყოფილა. თურმე მირზას დებს ყოველთვის მიჰქონდათ ამბავი დედასთან მირზას ცელქობის შესახებ. დედაც ამის გამო სულ ტუქსავდა მას. იქამდე სანამ მირზა სკოლაში წავიდოდა, წერა-კითხვა იცოდა. მისი პირველი ლექსი მან მის დას, როენას მიუძღვნა:„ქათამი რომ კრუხად ჯდება, გამოჩეკავს წიწილებს, როენას რომ გავაბრაზებ, ნეტა ვისთან მიჩივლებს?“
მირზამ 1935 წელს დაამთავრა თიანეთის პედაგოგიური ტექნიკუმი. მცირე ხნით მასწავლებლობდა. მისი ლექსები 1935–იდან იბეჭდებოდა “ჩვენს თაობაში” და სხვა ჟურნალ–გაზეთებში. მირზას პირველი ლექსი “თეთრი მიწა” რაჟდენ გვეტაძემ დაბეჭდა თავის რომანში “ლაშაური საღამოები” (1935 წ.).
1936–39 ცხოვრობდა თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში არ შესულა, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა “ფედერაციაში”, “საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაში. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები.
1939 წლის ნოემბერში წითელ არმიაში გაიწვიეს. “ჩემი გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ ყველგან რომ იპოვიდა საკუთარ ადგილს”- წერდა მირზა ფრონტიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში.
„მე შენი თმები დამაბრუნებენ“- ასე წერდა ომიდან მირზა თავის უმშვენიერეს მუზას, ნინო ახვლედიანს. თითქმის ყველა წერილში კი თავის ახლობლებს აიმედებდა:
„არ დამიღონდეთ… მე დავბრუნდები“…
„დაბრუნებით ტკივილებს წავშლი“…
მირზა ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას 1944 წელს მოკლეს, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს. მირზა გელოვანი მხოლოდ 27 წლის იყო.
ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ცხედარი გაუპატიოსნებიათ და ჯერ ცალკე, შემდეგ კი ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ. ამის შესახებ მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. ბელორუსმა პიონერებმა მირზას დედას, ევა მაჩურიშვილს, 1963 წლის 13 ივნისს მისწერეს: „ჩვენ ტერიტორიაზე, სოფელ სანიკში არის სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალულია თქვენი შვილი, მირზა გელოვანი“.
ამ დროს პოეტის დედა უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, რომ მირზა დაბრუნდებოდა, რადგან შვილის გარდაცვალების ცნობა ახლობლებს არ უჩვენებიათ. პოეტის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე არავის უფიქრია. 
მირზა ლიტერატურული ფსევდონიმია. მას ახლობლები რეზოს ეძახდნენ. თავის პირველ ლექსებს კი
„მზის კაცის “ ფსევდონიმით წერდა. მირზა გელოვანის პირველი ლექსი 1933 წლითაა დათარიღებული, უკანასკნელი 1944 წლით. სულ ათიოდე წელი გაგრძელდა მისი შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ მაინც მოასწრო საკუთარი ხმის პოვნა, თავისთავადი პოეტური სამყაროს შექმნა. ხალასი და ალალ–მართალი ლექსებით მირზა გელოვანმა თავისებური ხიბლი შემატა ქართულ ლიტერატურას. მისი საუკეთესო ლექსები მიძღვნილია სამშობლოსადმი, მშობელი ხალხისადმი (“თუშის ქალი წყაროზე”, 1936; “ფანდური”, 1938; “ცხრაკარა”, 1938; ბალადა “აონი”, 1937; “შავლეგო”, 1938 და სხვა). ომის პერიოდის ლექსებს გასდევს მძაფრი სულიერი ტკივილიც და გამარჯვების რწმენაც (“ძმათა საფლავთან”, 1941; “მელოდე”, 1942; “მთაწმინდიდან სმოლენსკამდე”, 1943; “დედას”, 1943; “ჩემი ლექსები”, 1944 და სხვა).
მისი რომანტიული ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. მირზა გელოვანი თავის უკანასჯნრლ მუზაზე, ნინო ახვლედიანზე, დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ჯერ ჯარში გაიწვიეს, შემდეგ კი ომიც დაიწყო.
დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.
იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.  
(თოვლი) 
აღიარება მოუტანეს ლექსებმა: “იჯექი წყნარად”, “მთვარე”, “შემოღამება საბადურზე”, “მახსოვს”, “ხრეშად დაცვივდა სიტყვები”, ასევე აღსანიშნავია პოემა “შავნაბადა” და სხვა. ომში წასული პოეტი დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა:
“წუხელ ვებრძოდი ცეცხლსა და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან
აელვებული იდგა თბილისი”.
ფრონტიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში მირზა წერდა: “მჯერა: მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და ამ ომიდან, ამ გრიგალიდან დავბრუნდები გამარჯვებულ ლაშქართან ერთად. მოვივლი ყველა გრიგალებს და დავბრუნდები. ახალგაზრდა ვარ და იმედიანი. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს. რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე.”
გამოცემულია მირზა გელოვანის ლექსების კრებულები: “ლექსები” (1954), “შავნაბადა” (1956), “ცხრაკარა” (1960), “უბის წიგნაკიდან” (1964), “თეთრი მიწა”(1972), “ფრონტული ლექსები” (1975). 1973 წელს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. 1975 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
თბილისში არის მირზა გელოვანის ქუჩა. ვაჟა–ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი. პოეტის საფლავი ისევ უცხო ქვეყანაშია
 „არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს, რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე“, - წერდა მირზა გელოვანი ფრონტიდან, მაგრამ „სიცოცხლით მოთამაშე“ პოეტს შინ დაბრუნება არ ეწერა. 1944 წელს ბელორუსში, მდინარე დვინის გადალახვის დროს დაიღუპა. მაშინ მირზა 27 წლის იყო...

მირზა გელოვანი ნაქალაქარში დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით, მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი თიანეთში, იმ ადგილას დასახლდა, სადაც დღეს მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმია განთავსებული.
მირზას მამა, ეკონომისტი გედეონ გელოვანი წიგნიერი და განათლებული ადამიანი იყო და მის სახლს ყოველთვის ცნობილი და საპატიო ადამიანები სტუმრობდნენ. გედეონ გელოვანსა და ევა მაჩურიშვილს რვა შვილი ჰყავდათ. მომავალი პოეტი, რომელსაც რეზო დაარქვეს, 1917 წლის 2 მარტს დაიბადა.

ლექსების წერა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო. თავიდან ლექსებს „მზის კაცის“ ფსევდონიმით წერდა, მაგრამ შემდეგ ფსევდონიმად მირზა შეარჩია.
თანამედროვეთა მოგონებებიდან ჩანს, რომ მირზა გელოვანი ლამაზი გარეგნობისა და დაუდგრომელი ბუნების, თამამი, ამაყი და თავნება ბიჭი იყო, რომელიც გამუდმებით თავგადასავლებს ეძებდა და გოგონების დიდი მოწონებით სარგებლობდა. მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი ციცინო გაბიდაურის მონაყოლიდან ვიგებთ, რომ მირზას პირველი სიყვარული სრულიად ახალგაზრდა ასაკში სწვევია, მაგრამ:
- მირზა გელოვანის მემორიალური მუზეუმის ხელმძღვანელად 1989 წელს დავინიშნე და ოცდამეშვიდე წელია, აქ ვარ. ამ სახლისა და მასში მცხოვრებთა სულების მიმართ ძალიან დიდი მოკრძალება და მოწიწება მაქვს. მირზას მშობლები და და-ძმა თიანეთის სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი. მე და ჩემი თანამშრომლები დავდივართ, საფლავებს ვუვლით, ეზოში დარჩენილ მირზას ნატერფალებს ვეფერებით და მომავალ თაობას მის შემოქმედებას ვაცნობთ. მირზა ძალიან ლამაზი ახალგაზრდა იყო და ბევრ გოგონას მოსწონდა, მაგრამ მთის ხალხი გრძნობებს ძუნწად გამოხატავს. ისეც ხდება, რომ ახალგაზრდებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ერთმანეთს ვერ უმხელენ და მათი გრძნობის შესახებ სხვებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე თავად. ცხადია, რომ ძველ დროში უფრო მეტი უმანკოება და სიწრფელე იყო, ამიტომ შეყვარებულები გრძნობების ფრქვევას შორით ტრფიალს არჩევდნენ. ყურმოკვრით ვიცოდი, რომ მირზას პირველი სიყვარული პოეტ ალაზა ხაიაურის და იყო. ბატონი ალაზა ისეთი კოლორიტული და პატივსაცემი ადამიანი ბრძანდებოდა, რომ ძლივს გავბედე, მისთვის ამის შესახებ მეკითხა. ბატონმა ალაზამ გაიღიმა და მითხრა, ეს ისეთი სიყვარული იყო, რომ ერთმანეთისთვის არც გაუმხელიათო. მე უმცროსი ძმა ვიყავი და ჩემი დის სიყვარულს ან გათხოვებას არავინ მეკითხებოდა, მაგრამ ყურმოკვრით ვიცოდი, რომ სარასა და მირზას ერთმანეთი უყვარდათ. მირზას დაუდგრომელი და თამამი ბუნების გამო, ჩემი ძმები სარას მასთან ურთიერთობას უკრძალავდნენო, მითხრა ბატონმა ალაზამ. როგორც ჩანს, ძმებმა გააფრთხილეს და, რომ მირზასგან თავი შორს დაეჭირა და მუქარანარევი გაფრთხილება მირზასაც შეუთვალეს. მე ვიცნობდი სარას. ეს იყო თეთრი პირისახის და არისტოკრატული გარეგნობის ულამაზესი ქალი, რომელიც თიანეთის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობდა და 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მირზა გელოვანის პირველ, უიღბლო სიყვარულს ეძღვნება 1935 წელს დაწერილი ლექსი „თეთრი მიწა“: „დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, / თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები. / მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით, / ახლაც მინდა შენი ნახვა, / ახლაც მენატრები. / ჩემი გრძნობა ძლიერია, როგორც ქარიშხალი, / სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა. / მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი / და თუ შენი ღიმილი მსურს, / შენი გულიც მინდა.“
 სარა ხაიაურთან წარუმატებელი სიყვარულის შემდეგ, მირზას ცხოვრებაში ახალი სიყვარული - თანაკურსელი, თიანეთელი გოგონა გამოჩნდა. 
17 წლის პოეტმა 16 წლის მარიამ ცალუღელაშვილს ცოლობა სთხოვა, თუმცა ამჯერად, წინააღმდეგობას საკუთარი ოჯახიდან წააწყდა. მარიამი ტრადიციულად ხელის თხოვნას ითხოვდა, ამისთვის კი მირზას ოჯახის თანხმობა იყო საჭირო. ციცინო გაბიდაურის თქმით, „თავნება და ონავარი“ მირზა დედის მიმართ განსაკუთრებულად მოკრძალებული იყო და მას თქვენობითაც კი მიმართავდა, ამდენად, ცხოვრების მეგზურის არჩევაში დედის აზრს აუცილებლად გაითვალისწინებდა.
როგორც ჩანს, მხოლოდ იმიტომ, რომ მირზამ ტრადიციულად ხელი არ სთხოვა, მარიამმა პოეტის სიყვარულს უარი უთხრა და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ქუთაისელ პავლე დავითაიაზე გათხოვდა. 
ამ დროს მირზა ორჯონიკიძეში იყო. საერთოდ, უყვარდა მოგზაურობა. მარიამის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, დაწერა არაჩვეულებრივი ლექსი „ჩემი მუქარა“, დღეს რომ „მწყემსის მუქარის“ სახელით არის ცნობილი: 
„დამაცადე ნატყვიარში დავიფინო ბალახი, / კვლავ ვიხილო მთები ქარში / ჩემგან გადანალახი./გაგიტაცო, ლურჯა მალი / მიგვაფრენდეს მალვითა, / მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა. /ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ, / სისხლს გავუშვებ ღვარადა; / ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ, / ტოტს ვიფარებ ფარადა. / ბაგე-მალო, ვერ დამალავ, / კოცნას მაინც დავაჩენ, / ერთი წუთით შენს შავ დალალს / ბალახებში დავაფენ. / მერე მომწვდნენ, მერე მნახონ, აღარ მედარდებოდეს, / გადამკრან და გადამჩეხონ, /ხმალი მიწას სწვდებოდეს!/







თქვენ ღვინოს ნუ სვამთ სხვა თასიდან, უარი თასებს!
უარი ყველას... სიყვარული ერთს ათასიდან.
ვინც უკვდავებას, როგორც ხვითოს, ქვეყნად აფასებს,
დალიეთ ღვინო ჩემი თასიდან.
ვულკანის ტკივილს სიყვარული ვინც შეავედროს,
ვისაც სურს ღამის ნაოჭებში ცამ გაუღიმოს,
დალიეთ სისხლი ამ თასიდან უალავერდოდ,
ჩემი თასიდან დალიეთ ღვინო.

















17.04.2019--24.04.2019

ვაჟა ფშაველა

ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (14. VII. 1861, სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რ-ნი  - 27. VII. 1915, თბილისი). ქართველი პოეტი.
8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877-1879 წლებში - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.
ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ვაჟას პირველი კორესპონდენცია "წერილი ხევსურეთიდან" 1879 წელს დაიბეჭდა ("დროება" №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა "ფეოდალის აღზრდა" - 1880 წელს ("ივერია", № 4); პირველი ლექსი "მეომარი" - 1881 წელს ("იმედი", № 3 - 4); პირველი მოთხრობა "სურათი ფშავლის ცხოვრებიდან" - 1881 წელს ("დროება", № 184). მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში: "მთას ვიყავ" (1890), "სიმღერა" (1896), "სიტყვა ეული" და სხვ.
ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკური ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც ("გამამერია ჭაღარა" (1894), "მთათ მითხრეს" (1897) და სხვ.). ქართველი ხალხის გაღვიძებულ ეროვნულ თვითშეგნებაზე მებრძოლ, შეუპოვარ კილოზეა დაწერილი მისი ლექსები ("ომის წინ ჯარის სიმღერა", (1888), "ბაკლერი", (1899), "კახეთს" (1913), "ფშაველი ჯარისკაცის სიმღერა" და სხვ.).
ვაჟა-ფშაველას პიროვნული სრულყოფის, "კაი ყმის" ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში ლექსები: "კაი ყმა" (1908), "პასუხი ბაჩანას" (1913), "ფშავლის სიყვარული" (1891) და სხვ. 
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება - ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: "ალუდა ქეთელაური" (1888), "ბახტრიონი" (1892), "სტუმარ-მასპინძელი" (1893), "გველის მჭამელი" (1901) და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პოემებით პოეტმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ის ძირითადი, რომ ცხოვრება აუცილებლად მოითხოვს ძირეულ გარდაქმნას, რაც შესაძლებელია მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით.
ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: "შვლის ნუკრის ნაამბობი" (1883), "ხმელი წიფელი" (1888 - 1889), "ქუჩი" (1892), "მთანი მაღალნი" (1895) და სხვ.
ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა "მოკვეთილი" (1894). ისიც აღსანიშნავია, რომ იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს ("ლაშარობა" (1888), "ფშავლები" - "ძველი და ახალი ფშავლების პოეზია" (1896) და სხვ.). "ცივილიზებულ" სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით ადევნებდა თვალს კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერების პირველმიზეზები და მათგან განკურნების საღი წყაროები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.

იას უთხარით ტურფასა 



„იას უთხარით ტურფასა“ ამაოებისა და სიკვდილის უძლეველობის საკითხს ეძღვნება. გაისმის  სოლომონ ბრძენი „ეკლესიასტეს“ ცნობილი მოტივი „ამაოება ამაოთა“. ხალხური ლექსიც „იმასაც მოკლედ უვლია“ გაგვახსენდება სიტყვებით: „ზოგს ჭია შეჭამს“…  რითმაც ხალხური გამოუყენებია პოეტს, თუმცა ვაჟას სათქმელი და იდეა სხვაა. მწერალი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ცნობილ სწავლებას: „გახსოვდეს სიკვდილი“, რადგან სიცოცხლით ტკბობა ხშირად გვავიწყებს ჩვენი ყოფის წარმომავლობას.ადამიანი ემსგავსება „ბალავარიანის“ იგავის პერსონაჟს, თავის გადასარჩენად ხეზე რომ ავიდა, მაგრამ სკიდან ჩამოწვეთილი თაფლის სიტკოებამ დაავიწყა, პირდაღებული ვეშაპი ჩასანთქმელად რომ ელოდებოდა. თეთრი და შავი თაგვი კი ხეს ძირს უთხრიდნენ. ყოველ წუთს შეიძლებოდა სიკვდილის ხახაში აღმოჩენილიყო ბედკრული დევნილი…
ვაჟას იასაც „თავი მოხდენით აუღია“, სიცოცხლეს სამოთხის ღია კარად მიიჩნევს. მწერალი სინანულით შენიშნავს: „განა სულ მუდამ მზეაო?!“ ლამაზი ია სასიკვდილოდ არ ემატება, მაგრამ უფრო მეტად უცებადი, გაუაზრებელი სიკვდილისათვის ენანება.
გადმოგვცემენ, რომ ეს ლექსი მწერალს საყვარელი მეუღლის დაღუპვის გამო დაუწერია. კეკეც მოულოდნელად გარადაიცვალა, თანაც გაუფრთხილებლობით, რამდენიმე თვის ფეხმძიმეს დიდი ტვირთის წამოკიდების გამო მუცელი მოსწყდა და ვეღარ გადაარჩინეს. იასავით ლამაზი და პატარა ქალი ქმრისგან დაუტირებელი წავიდა ამ ქვეყნიდან. ვაჟა, ბიოგრაფთა თქმით, კახეთში ყოფილა სანადიროდ, ეს ამბავი რომ მომხდარა. რადგან მაინც ვერ ჩამოუსწრებდა, უიმისოდ დაუსაფლავებიათ.
ლექსის მიზანი, განბრჭობითა და დაინჯებით შევაფასოთ სიცოცხლეცა და სიკვდილიც, მართლაც, ამ მოვლენის გამოძახილი გვგონია. რაც შეეხება ლექსის ფორმას, ისიც დიდად შეესატყვისება პოეტის თავგადასავალს: „იას უთხარით ტურფასა“ ორ ნაწილად იყოფა. პირველში სხვათა შუამავლობით მოუწოდებს პოეტი იას სიფხიზლისა და თითოეული ნაბიჯის  გაანალიზებისაკენ. იქნებ არც ღირდეს ამ ქვეყნად მოსვლა, თუ მზის ხილვით აღფრთოვანაბული, გულნატკენი, ქვითინით უნდა წახვიდე: „თუ გამაჩინე, უფალო, დიდი დღე რად არ მამეო“ („ია“). რადგან ვაჟას უშუალოდ არ აქვს თქმის შესაძლებლობა, სხვას აბარებს: „იას უთხარით, ტურფასა… განა სულ მუდამ მზეაო!“
მეორე ნაწილში პოეტი მიწას მიმართავს და იის პატრონობას, მასზე მზრუნველობას სთხოვს ისევე, როგორც საკუთარ მეუღლეზე ზრუნვას შესთხოვდა დედამიწას, ვისი ზნეც თითოეული ადამიანის
მიბარება მიწად ქცევაა. თვით იასთან გამოთხოვების შესაძლებლობა კი ვაჟა-ფშაველას არ მისცემია.
"კაი ყმა" ვაჟა–ფშაველა

მრავალი ლექსი თუ მოთხრობა აქებს კაი ყმას ანუ ვაჟკაცს. კაი ყმა ვაჟამ თავის ლექსში კარგად აღწერა და გააერთიანა ერთ ადამიანში– რკინის გული, შევარდნის მუხლი, ქორის თვალი, შეუპოვრობა, ძლიერება, სიმამაცე და ჟინი. ეს თვისებები ყველაზე უკეთ იკვეთება რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში" ავთანდილის, ტარიელის და ფრიდონის სახით. ვაჟას ლექსში პირდაპირ ჩამოთვლილია ყველა ის თვისება რაც კაი ყმას უნდა ქონდეს. მისი აზრით, კაი ყმობა არაა მხოლოდ ხმლის ქონა და ტრაბახი. ის ხმალი არ უნდა იჟანგებოდეს გამოუყენებლად. კაი ყმა არის იქ, სადაც უდანაშაულო ხალხი იჩაგრება. ის აუცილებლად იცავს მას სისხლის ბოლო წვეთამდე. კაი ყმა ბრძოლის ველზე პირველი მიდის და როცა სხვები ნადავლს იყოფენ, ის მაინც ებრძვის მტერს. მას არ უნდა ემჩნეოდეს ტკივილი და უნდა ჰქონდეს ნებისყოფა, რადგან მოუთმენლობის გამო უბედურება არ მოხდეს. მტერს წინ უნდა მიეგებოს, სიკვდილს არ უნდა შეუშინდეს, პირიქით სიკვდილს ქორივით უნდა დააფრინდეს ზედ. კაი ყმა საუფროსოს ამხანაგებს უნდა სწირავდეს, სულ სხვის საქმეებზე ილაპარაკოს და თავისი დამალოს. სიძლიერე უნდა გამოიჩინოს, რომ წყლული დედის კოცნად მიიჩნიოს, ხოლო სამარე ლოგინად. ხმალი სულ მზად ჰქონდეს იმ ქვეყანაზეც კი, სადაც მისი მისვლა გაუხარდებათ უკვე წასულებს. გახარებული უფალიც ჯვარს უნდა სწერდეს და გახარებული ანგელოზები გვერდით ედგნენ.

ვაჟა-ფშაველა – კოსმოსის ფერმწერი

შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა

შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა,
როგორ თავხედობს წყეული!
სწადიან შთანთქას, გააქროს
მზის სხივი გამოსრეული.
წინ ეღობება მნათობსა
ეგ უბადრუკი, წყეული!
მზემ კი დასჭრა და დაკაფა
მისი ბედკრული სხეული.
არ იშლის წესსა ღვთიურსა
ქვეყნის გათბობას ჩვეული.
ველებს, ჯურღმულებს ანათებს
მზის სხივი გადმონთხეული.
თავს უკრავს მადლობის ნიშნად
ვარდი, ნორჩს ყლორტზე რწეული.
მკვდრებს აღდგენს საფლავებიდან
ბულბულის ენა გრძნეული;
ქვესკნელში ეძებს საფარსა
ღრუბელი გამოქცეული.
გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ
შუაზე მოდის მდინარე,
ხიდი არ გვიძე წყალზედა,
ფიქრი გვკლავს მოუთმინარე.
მინდა გაკოცო, მაკოცო,
შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,
მაგრამ ვერსაით გამოვედ
ამ სატიალო მდინარეს.
მეც უნავო ვარ, შენაცა,
ცურვა არ ვიცით, ვტირითა;
მეშველიც არვინ გვიჩნდება
არც ციდან, აღარც ძირითა,
შენ მე მიმელი, მე - შენა
გაცინებული პირითა.

ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ,
მდინარე ბრაზობს, ღრიალებს,
ჩემს ძახილსა ნთქავს მის ზვირთი,
როგორ შავადა ტრიალებს!..

რა უნუგეშო ყოფნაა,
წელთა სვლა მხოლოდ მზერაში;
რომ მოვკვდე, ბევრით ჰჯობია,
მაინც გარგივარ ვერრაში!..
არა, ის მინდა, გხედავდე,
ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.

ქალო, ქართველთა სულის დგმავ, 
ქალო, ქართველთა დედაო! 
ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს, 
თამარს ცოცხალსა გხედაო. 
რუსთველის ქებას ჩვეულო, 
მეც ქებას გაგიბედაო. 
როს ვგრძნობ, იმისებრ ვერ ვმღერი, 
რად არ ვჩუმდები ნეტაო?! 
არ მოგეწონოს, იქნება, 
სთქვა: “რისთვის ითავხედაო, 
მონად აღზრდილმა მოლექსემ 
სალამი გამიბედაო?!” 
შენ თვალთ სხივებმა ამაგზნო, 
დამათრო, ამაყბედაო. 
საუნჯევ სათნოებისა, 
ჩემიც მიიღე ქებაო, 
ვინმე საწყალის ფშავლისა! 
ცრემლი აღარა მშრებაო. 
თამარის სალოცავშია 
მოსჩანს ფშავლების კრებაო, 
შენთვის მსხვერპლისა შეწირვით 
ქალ-ვაჟი ვერა ძღებაო, 
შენთვის დაკლულის ცხვარ-ძროხის 
დიდი ჩახტები დგებაო. 
გულში გვინთიხარ ლამპრადა, 
ნათობს და არა ჰქრებაო. 
შენს და შოთაის მარჯვენას 
ვემთხვიე ზედი-ზედაო. 
შენა ხარ ერის სიცოცხლე, 
თავი არ მომიკვდებაო! 
მოწყალედ გვექმენ ქართველთა, 
ჩვენო ლამაზო დედაო!


1.05.2019-10.05.2019

აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წელს, 9 (21) ივნისს, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.
ამ სოფლის შესახებ აკაკი წერდა: „სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურის პირად, გაღმა-გამოღმა გორაკებზე“. ამ კეკლუც სოფელს დაჰყურებს მაღალ კლდეზე აგებული ძველი ციხე-მოდინახე, რომელიც აკაკის დახასიათებით, „ციხეთ-ციხე, ამაყი ციხეა“, მტრების წინააღმდეგ ქართველი ხალხის გმირული ბრძოლებისა და მრავალი მწარე დროების მოწამე.
აკაკის ძლიერ უყვარდა სოფელ სხვიტორის შუაგულში მიმდინარე გიჟმაჟი ხევის წყალი – ჩიხურა.
ცნობილ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“ პოეტი, როდესაც მამის სასახლეს, თავის ბავშვობას, მშობლიურ მიდამოებსა და იმდროინდელ ცხოვრებას აღწერს, აღნიშნავს:

„მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები…
ალბათ, ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას ვაძლევ.. ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე.
სწორედ ამ ჩიხურის პირად, მაღლობზე, სდგას ორსართულიანი ქვითკირის სახლი. ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა აქვს, სიგრძე – დარბაზისა და სისქე-ციხის, მაგრამ არც ერთ მათგანს კი არა ჰგავს!.. აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას, 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში 1841 მიწერია“.
შთამომავლობით აკაკი წარჩინებულ ფეოდალთა გვარეულობას ეკუთვნოდა. წერეთლები ცნობილი თავადები იყვნენ. საქართველოს საისტორიო წყაროებსა და მხატვრულ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება ამ გვარის გამოჩენილ პირთა სახელები. წერეთლები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ XVII-XVIII საუკუნეებში. ამ პერიოდში ისინი იმერეთის სამეფო კარზე განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ და სახელმწიფო მართვა- გამგეობის საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. თითქმის ყველა დიდი თანამდებობა სახელმწიფოში მათ ეჭირათ.
ზემო იმერეთში ცნობილია წერეთელთა საჩხერისა და სხვიტორის შტო.
აკაკის მამა, როსტომ როსტომის ძე წერეთელი, სხვიტორელი წერეთლების შთამომავალი იყო.
აკაკის მამა, როსტომ წერეთელი დაბადებულია 1802 წელს. მას მამა ადრე გარდაცვლია და ამ უბედურების გამო სათანადო სწავლა-განათლება ვერ მიუღია. დედისერთა ობოლი ბავშვი მომეტებულად შინ ყოფილა და ძირითადად შინაური სწავლა-განათლებით დაკმაყოფილებულა.
აკაკის მამა კარგი მოჭადრაკე, საკმაოდ ჭკვიანი, გონებამახვილი და მოსწრებული მოსაუბრე ყოფილა. ეს ნათლად ჩანს პოეტის შემდეგი სიტყვებიდან:
„მამაჩემი… ძლიერი გონების კაცი იყო, მოსწრებული და ენა მჭევრი, თუმცა კი ხშირად ენამწარეც. დედაჩემი იტყოდა ხოლმე: „ამ ჩემ შვილებს მამამისის ენა გამოჰყვათ დახურდავებულიო“. ჩვენ ხუთნი და-ძმანი ვიყავით, ღვთის მადლით, არც ერთს არ გვქონია სუსტი ენა და აქედან შეგვიძლია ვიგულისხმოთ, თუ რა უნდა ყოფილიყო მამაჩემის დაუხურდავებელი ენა? სწორედ სასიამოვნო და საყვარელი სანახავი იყო მამაჩემი, როდესაც გუნებაზე იყო. იმას რომ სწავლა მიეღო და ცხოვრებაში განვითარება ჰქონოდა, შესანიშნავი რამე იქმნებოდა“.
როსტომი ოჯახის საქმეებში არ ერეოდა. მიუხედავად იმისი ახირებულობისა და გულფიცხი ხასიათისა, სასახლეში ის ქალბატონზე უფრო ყვარებიათ. გარეშეებიც დიდი სიყვარულით ექცეოდნენ თურმე როსტომს და „მთავრობაც დიდ პატივსა სცემდა“. 1847 წელს როსტომი დაუნიშნავთ ქუთაისში მთავრობის მიერ დაარსებული „იმერეთისა და გურიის თავადაზნაურობის უფლებათა გამრჩევი კომისიის“ დეპუტატად. ამ კომისიის მრავალ საქმეთა შორის როსტომ წერეთლის ხელმოწერა გვხვდება 1853 წლის 26 ივლისს შედგენილ მოწმობაზე.
აკაკის დედა, ეკატერინე, იყო ცნობილი ფეოდალის ირაკლი აბაშიძის ასული, ივანე აბაშიძე კი იმერეთის მეფის სოლომონ პირველის (სოლომონ დიდის) ასულის – დარეჯანის შვილი იყო. ეკატერინეს დედა გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის ღვიძლი და ყოფილა. ეკატერინე დაბადებულა 1808 წელს. მამამისი, ივანე აბაშიძე, 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებას მეთაურობდა. ეს აჯანყება იარაღით იქნა ჩახშობილი, რის შემდეგაც ივანე აბაშიძე იმერეთიდან თურქეთში გადახვეწილა. რამდენიმე ხნის შემდეგ ის მოუკლავთ ახალციხეში. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ აბაშიძის ოჯახი სასტიკად დაარბიეს. ამის შესახებ აკაკი წერს: „აჯანყებულები რომ დაიმორჩილეს და დაამშვიდეს… აბაშიძის ოჯახი აიკლეს და იმის ცოლ-შვილიც სხვებთან ერთად ტყვედ წაიყვანეს. გურიის უკანასკნელი მთავარი, მამია გურიელი, ღვიძლი ძმა იყო აბაშიძის ცოლის: გამოესარჩლა დასა და დისწულებს, იშუამდგომლა მთავრობასთან და ტყვეები… უკანვე დააბრუნეს გზიდან. მაშინ დედაჩემი იყო 12 წლისა და ყველაფერი გულის ფიცარზე დაებეჭდა“.
ეკატერინეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შვილებისა და, კერძოდ, აკაკის გონივრულ აღზრდაში. იგი არ ანებივრებდა შვილებს ხშირი ალერსითა და ხვევნა-კოცნით. ამის შესახებ აკაკი მოგვითხრობს: „საკვირველი ზნე სჭირდა დედას, თუ არ გამოთხოვების დროს, როცა სადმე დიდი ხნით მივდიოდი, და ხანგრძლივი უნახაობის შემდეგ, ისე არ გვაკოცებდა ბავშვებს, აკაკი თავისი სიცოცხლის მთელ მანძილზე სპეტაკად და სათუთად ატარებდა დედისადმი ღრმა პატივისცემისა და უსაზღვრო სიყვარულის გრძნობას. მას ყოველთვის სწამდა ჭკვიანი დედის გონებამახვილობისა და განათლების ძალა.
აკაკის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ: ანა, დავითი, იასონი (შინაურობაში-ილიკო), აკაკი და მავრა (შინაურობაში-მატა).
ძიძასთან სავანეში
ძველი ჩვეულების თანახმად, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს მახლობელ სოფელ სავანეში.
„საწერეთლოში, ზემო იმერეთში, – წერს აკაკი, – ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც, ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი. როგორც სათვალთვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის და ამიტომაც დაურქმევიათ „სავანე“, ე.ი. მოსასვენებელი ადგილი. საჩხერეზე შორს არ არის: ჩვენი სახლიდან ნახევარი საათის სასიარულო თუ იქნება“.
ამ კეკლუც სოფელში იზრდებოდა პატარა აკაკი ძიძის, გლეხის ქალის, ფარსადან ყანჩაველის მეუღლის მანო სადუნიშვილის ოჯახში.
გლეხის ოჯახში გაბარებამ უდიდესი როლი შეასრულა მომავალი პოეტის ფიზიკურ, ზნეობრივ აღზრდასა და გონებრივ განვითარებაზე. აქ იგი იზრდებოდა უღარიბესი გლეხის ბავშვებთან ერთად, ისლით გადახურულ უფანჯრო-უსარკმლო ხის სახლში. ხანში შესული პოეტი უტკბესი გრძნობით გადმოგვცემს:
„თვალწინ მიდგია ისლით გადახურული ხის სახლი წინა და უკანა კარებით, უფანჯრო-უსარკმლო მხოლოდ ორი საკვამლურით, ანუ საფაფურით, საიდანაც კვამლი გადიოდა და სამაგიეროდ სინათლე შემოდიოდა. შუა კერაზე, მხართეძოზე წამოწოლილი დევივით იდვა დიდი, უზარმაზარი ჯირკვი და გაუსხლეტელად ზამთარ-ზაფხულ ცეცხლი გუზგუზებდა“.
სავანეში პატარა აკაკი მთელ დღეებს ატარებდა გლეხებთან ყანებში, ტყეში, საქონლის მოვლაში, სადილ-ვახშმის მზადებასა და სხვა საქმიანობაში და, რაც მთავარია, იგი მთელი ამ საქმიანობის უბრალო მაყურებელი კი არ იყო, არამედ თვითონაც გულმოდგინედ მონაწილეობდა მასში. „ხუთი-ექვსი წლისამ, – მოგვითხრობს აკაკი, – ძალიან კარგად ვიცოდი, თუ როგორ უნდა პირუტყვს ყურისგდება, ფრინველის მოვლა, სადილ-ვახშმის მზადება, გაცრა-გამტკიცვა, გამოცხობა, სხვადასხვაგვარ შეჭამადის მომზადება და სხვანი. შესწავლილი მქონდა, თუ როდის და როგორ უნდოდა: ხვნა-თესვა, თოხნა, მკა, სხვლა და სხვანი“… განსაკუთრებით უყვარდა პატარა აკაკის სამწყემსურში წასვლა: „გათენდებოდა თუ არა, – წერს აკაკი, – უქუდო, ფეხშიშველა გავრბოდი მწყემსებისაკენ და დაღამებამდე იქა ვრჩებოდი“.
მომავალი პოეტი, მინდვრად, გლეხის ბავშვებთან ერთად, დილიდან დაღამებამდე ატარებდა დროს მრავალფეროვან თამაშობასა და სიმღერა-გართობაში.
დიდმა პოეტმა ყმა გლეხის ოჯახში აიდგა ფეხი, ამოიდგა ენა, აქ ჩაეყარა საფუძველი ყველა იმ უაღრესად ნაზ, სპეტაკ და კეთილშობილურ გრძნობას, რომლებითაც აკაკის შემდეგ დაუკავშირდა მშობელ ხალხს, ყმა გლეხობას, მის ბედსა და მომავალს. ამას თვით პოეტიც გრძნობდა და სიამოვნებით აღნიშნავდა: „არ შემიძლია არ გამოვტყდე, რომ, თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხის შვილებთან ერთად ვიზრდებოდი“.
აკაკი სხვიტორში
ექვსი-შვიდი წლის აკაკი მშობლებმა მოაშორეს ძიძას და სასახლეში (მამის სახლში) გადმოიყვანეს. ამით დასრულდა გლეხის ოჯახში თავისუფალი აღზრდის წლები. სასახლეში პატარა აკაკის სრულიად ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო. მშობლები შეუდგნენ ბავშვის ბატონკაცურად აღზრდას. ოჯახში მოყვანისთანავე მამამ შვილს მიაძახა: „ეი, სოფლის ბიჭო! შენ ახლა ბატონობა უნდა ისწავლო და ბატონიშვილობას უნდა მიეჩვიო!“ იმავე დღეს სადილზე აკაკიმ, ყმა ბიჭებს შორის, თავის ძიძიშვილს ფარულად ხორცი რომ გადაუგდო, დედამ შენიშნა და, ვითომ სხვათა შორის, მაგრამ ნართაულად უთხრა: მაგის ტოლა ბიჭები, ორი-სამი, ხომ ხედავ, სხვაც არის! ისინი სულ შენი შინაყმები და ვეზირები იქნებიანო.
ასეთ პირობებს სათანადო გავლენა უნდა მოეხდინა პატარა აკაკის აღზრდაზე და ჩაეკლა ბავშვში კეთილი თვისებები, მაგრამ გლეხის ოჯახში მიღებული აღზრდა იმდენად ძლიერი და ძირმაგარი აღმოჩნდა, რომ მისი შერყევა შეუძლებელი შეიქმნა.
აკაკის დედა არ ანებივრებდა, რომ მეტისმეტი ალერსით არ გაეფუჭებინა ბავშვი. ეკატერინე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ბავშვის ფიზიკურ აღზრდას. მომავალ პოეტს არ არიდებდნენ არც სიცივეს, არც სიცხეს, არც გარეთ ღამისთევას და მინდორ-ტყეში ხანგრძლივად ყოფნას; სულ ფეხშიშველა და თავშიშველა დავრბოდით მინდორში,- გადმოგვცემს აკაკი,- არც გაციების გვეშინოდა და არ შიმშილისაო.

აკაკიმ უფროსი დის, ანას ხელმძღვანელობით ადრე შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, რუსული კითხვა კი დედამ ასწავლა.აკაკი ბავშვობიდანვე ძლიერ გატაცებული იყო წიგნების კითხვით. ყოველ დილას, საუზმის შემდეგ, მიუჯდებოდა ხოლმე წიგნებს და კარგა ხანს კითხულობდა. 8-10 წლის ბავშვს უკვე რამდენჯერმე ჰქონდა გადაკითხული „ვეფხისტყაოსანი“, პროფესორ დავით ჩუბინიშვილის მიერ პეტერბურგში გადმოცემული ქართული ლიტერატურის ქრესტომათია და სხვ. „ვეფხისტყაოსანმა“ იმდენად გაიტაცა პატარა აკაკი, რომ მან თამაშობა დაივიწყა და მთელ დღეებს წიგნების კითხვაში ატარებდა.
სასწავლებელში
პატარა აკაკის პირველი გამგზავრება ქუთაისში ერთ არაჩვეულებრივ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული. ერთხელ, ზამთრის პირას, აკაკი და მისი პატარა ფარეშები თურმე მშვილდ-კოდალას აკეთებდნენ. „ქარაფის ხეს რომ ვაკოპიტებდი,- წერს აკაკი, – დავიცილე წალდი, დავიკარ კოჭში და შუაზე გავიპე. ტკივილს ისე არ შეწუხებივარ, როგორც შიშს: ვაი თუ გამიწყრენ- მეთქი. მოვაგროვე აბლაბუდა, დავიდევი სქლად გაჭრილზე, ზედ ბამბა დავიდევი და შევიკარი მაგრად. მინდოდა არავისთვის გამემხილა, მაგრამ იმ ღამეს თურმე ქვეშსაგებში შემხსნოდა და სისხლის ტბა დამდგარიყო. რასაკვირველია, გაიგეს, მიაქიმეს და ნახევარი წლის განმავლობაში ტკივილი არ დამცხრომია, ბოლოს მოვრჩი, მაგრამ ძარღვები კი ისე დამისუსტდა, რომ მუხლი მომეღუნა და დავკუტდი. ბევრი მეაქიმეს, მაგრამ არა მეშველა რა. იმ ხანებში მამაჩემი დეპუტატად დაინიშნა ქუთაისის სათავადაზნაურო კომისიაში. დედაჩემმა ურჩია, რომ მეც წავეყვანე ქუთაისში და ექიმებისთვის ეჩვენებინა ჩემი თავი. რადგანაც ფეხის გამართვა არ შემეძლო, ქალის უნაგირზე შემსვეს, ქალივით გადამადებინეს შეხუთული ფეხი და ისე წამიყვანეს. ქუთაისამდე ორი დღის სავალი იყო. გზაში უნაგირზე თურმე ფეხი დამეზილა, შეკრული ძარღვი გამეხსნა. ჩავედი თუ არა ქუთაისში, ფეხი გამემართა. აღარც ექიმი დამჭირვებია და აღარც წამალი“.
ასეთი ყოფილა ეს შემთხვევა. ეს ამბავი უნდა მომხდარიყო 1847 წლის შემოდგომაზე. ამ დროს ქუთაისში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი გიმნაზია. არსებობდა მხოლოდ 1830 წელს დაარსებული პირველდაწყებითი ორ-კლასიანი სამაზრო სასწავლებელი და ქალების „წმინდა ნინოს სასწავლებელი“, დაარსებული 1846 წელს.
გიმნაზიაში მიბარებამდე პატარა აკაკის, როგორც ჩანს, სახლში ამზადებდნენ. ყოველ შემთხვევაში პოეტი თავის „თავგადასავალში“ არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ მას სადმე სკოლაში ესწავლოს. პირიქით, იგი წერს: „გიმნაზიაში რომ შევედი, გავცეცდი: იმდენი ბავშვი, ერთად თავმოყრილი, ჩემ დღეში არ მენახაო“. „გიმნაზიაში შესვლისას,- აღნიშნავს იგი ქვემოთ,- ხუცური ვიცოდი, მხედრული წერა-კითხვა შესწავლილი მქონდა და რუსულ ამოსაღებშიდაც გატეხილი მქონდა თვალი დედაჩემის წყალობით“.
პატარა აკაკი გიმნაზიაში მიუბარებიათ 1850 წლის დამლევს.
თავისი ცხოვრების ეს დაუვიწყარი პერიოდი,-ათ წელიწადზე მეტი-პოეტმა გაატარა ამ ქალაქში და შემდეგაც, თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, ძალიან ხშირი სტუმარი იყო მისი.
1850 წელს ქ. ქუთაისის სამაზრო სასწავლებელი რვაკლასიან გიმნაზიად იქნა გადაკეთებული. ახლად გახსნილი გიმნაზია, რომელშიც სექტემბრის დამლევს მიღებული იქნა პატარა აკაკი, ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი კლასისაგან შედგებოდა. შემდეგ ყოველ წელიწადს თითო კლასი უნდა მომატებოდა.
პატარა აკაკიმ მშობლებს „თავისუფალ მოსიარულედ“ მიუბრუნებიათ გიმნაზიის პირველ კლასში. აქედან იწყება სწორედ ის ახალი ხანა მის ცხოვრებაში, რომელსაც იგი „მტანჯავს, დამჩაგვრელსა და გამაუკუღმართებელს“ უწოდებს. საკმარისია ახლოს გავეცნოთ სახაზინო გიმნაზიაში გამეფებულ სასტიკ რეჟიმსა და სწავლა-აღზრდის მეთოდებს, რომ სავსებით გასაგები შეიქნეს ჩვენთვის, რატომ გაჰყვა აკაკის მთელი სიცოცხლის მანძილზე ასე მწარე და უსიამოვნო მოგონებად სასწავლებელში გატარებული ბავშობის დღეები.
აკაკი თავის „თავგადასავალში“ გვიხატავს მთელ რიგ ეპიზოდებს მოწაფეობის ხანიდან, რომლებიც შესანიშნავად ახასიათებენ როგორც იმ დროს გამეფებულ სასკოლო რეჟიმს, ისე იმ დამღუპველ გავლენას, რომელსაც ეს რეჟიმი ახდენდა მოზარდ თაობაზე. ამასთან ერთად აკაკი გვაცნობს გალერიას იმ სულიერად და ფიზიკურად გახრწნილ ტიპებისა, რომლებიც პედაგოგების სახელს ატარებდნენ და ვის ხელშიაც იყო ჩაბარებული ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა- განათლების საქმე.
თავისი აღმზრდელებიდან აკაკი ასახელებს მხოლოდ რამდენიმეს,- იმათ, ვინც ყველაზე უფრო დამახასიათებელ და კოლორიტულ ფიგურებს წარმოადგენენ ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებლებს შორის. ასეთები იყვნენ: რუსული ენის მასწავლებელი ტროე, საპეგა და პანიზოვსკი; მათემატიკური საგნების მასწავლებელი პოლონელი როდზიევიჩი; ფრანგული ენის მასწავლებელი მუსიე ტურესი და გიმნაზიის დირექტორი კოცებუ. ტროეს და როდზიევიჩის გამოკლებით ეს მასწავლებლები საუკეთესო გამომხატველები და პრაქტიკული გამტარებლები იყვნენ თავისი დროის მახინჯი პედაგოგიური სისტემისა.
გიმნაზიის მეშვიდე კლასში რომ გადავიდა, აკაკი ფრანგულის მასწავლებელ მუსიე ტურესის ოჯახში ცხოვრობდა (1859 წ.). მისი უფროსი ძმები, დავითი და იასონი, ამ დროს კარგა ხნის წასული იყვნენ ქუთაისიდან და ჯარში მსახურობდნენ. ამ მუსიე ტურესს ბავშვები თურმე მოსე ტურას ეძახდნენ. ერთხელ, საღამოს ამ ტურესს სტუმრად შემოჰყოლია სახლში როდზიევიჩი. დამსხდარან მარტო და ჩაის სმა დაუწყიათ. შემდეგ რომზე გადასულან და ნელ-ნელა, მუსაიფში შეზარხოშებულან კიდეც. „ფრანგმა დიდი რევოლუცია მოიგონა და აღტაცებით დაიწყო ლაპარაკი, – წერს აკაკი,- სტუმარმა პოლონეთი გაიხსენა, და მოხსნეს თავი სიფრთხილეს, მით უმეტეს, რომ იქ იმ ორისა და ჩემს მეტი არავინ იყო. მე ჩემთვის კუთხეში ვიჯექ, ასე რომ, მგონი, ვერც კი შემნიშნეს. იმათმა აბდაუბდა საუბარმა ისე გამიტაცა, რომ რაღაც უჩვეულო სასუფეველი ვიგრძენი, სმენად გადავიქეცი“. ნუ დაივიწყებთ, როდის ხდებოდა ეს ამბავი. ყირიმის ომი ახალი დამთავრებული იყო. პოლონეთში ახალი აჯანყება მზადდებოდა ცარიზმის წინააღმდეგ. მიცკევიჩი ამ დროს თუმცა ახალი გარდაცვლილი იყო (1855 წ.), მაგრამ მისი პატრიოტული ლექსები და პოემები დაუსრულებელ შთაგონებას აძლევდა პოლონეთის ნაციონალურ-რევოლუციური მოძრაობის მოღვაწეებს.
როდზიევიჩს საუბარში, როგორც ჩანს, მოუგონებია მიცკევიჩის სახელგანთქმული პოემის გმირი კონრად ვალენროდი, ლიტველი ხალხის თავდადებული რაინდი, რომელმაც სამშობლოს გულისთვის დაივიწყა თავისი პირადი ბედნიერება, დასტოვა ოჯახი, საყვარელი ცოლი და წავიდა მოსისხლე მტრების, ტევტონების ბანაკში. აქ თავისი მოჩვენებითი ერთგულებით მან ნდობა და სიყვარული დაიმსახურა და ბოლოს მთავარსარდლის პოსტსაც მიაღწია. მოხერხებულ დროს კი, როდესაც ტევტონებმა, კონრადისავე მეთაურობით, ხელახლა გაილაშქრეს ლიტვის დასარბევად, კონრადმა გაანადგურა მათი ჯარი და, შურისძიების ნიშნად, ცეცხლსა და მახვილს მისცა მათი ქვეყანა. აკაკი გვიამბობს, რომ მუსიე ტურესთან ამ საუბრის შემდეგ როდზიევიჩმა ამოიოხრა და თქვაო: ახლა რაღა დროს, ვწუხვარ, რომ სამხედრო სამსახურში არ შევედი, რომ სარდალი გავმხდარიყავ და მარჯვე დროს ქვეყნისთვის კონრადივით სამსახური გამეწიაო…“
ამ საუბარს უაღრესი შთაბეჭდილება დაუტოვებია ყმაწვილი კაცის გრძნობა- გონებაზე. ამ დროს აკაკი, ალბათ, უკვე იცნობდა მიცკევიჩის პოემის შინაარსს, უპირველეს ყოვლისა თვით როდზიევიჩის გადმოცემით. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ იმ ხანებში, 1858 წელს, ჟურნალ „სოვრემენიკის“ 69-ე ნომერში დაიბეჭდა „კონრად ვალენროდის“ რუსული თარგმანი, შესრულებული შერშენევიჩის მიერ. საფიქრებელია, რომ ამ ჟურნალის მეოხებითაც შესძლო ჭაბუკმა აკაკი პოლონელი პოეტის ნაწარმოების უშუალო გაცნობა. „როზდიევიჩის ნათქვამი სიტყვები რომ ჩამეწვეთა ყურში, – წერს აკაკი, – ჩემი თავი ვეღარ ვიცანი! იმ ღამეს აღარ დამეძინა. ვამბობდი: რა მინდა უნივერსიტეტში? რა კარგი იქნებოდა სამხედრო სამსახურში. ოდესმე სარდალი გავხდები. რაც ადრე შევუდგები საქმეს, ის აჯობებს, და ამ ერთ წელიწადს მაინც ხომ, უკანასკნელ კლასში, ახალს არას გვასწავლიან, ძველებს გვამეორებინებენ,- და გამოვალ, არსად არ წავალ მეთქი“. ჭაბუკს მტკიცედ გადაუწყვეტია სამხედრო სამსახურში შესვლა და დაწინაურება იმავე მოტივებით, რითაც ხელმძღვანელობდა მიცკევიჩის გმირი.
თავისი გადაწყვეტილება გიმნაზიიდან გამოსვლის შესახებ აკაკის მამისათვის განუცხადებია. როსტომს ძალიან გახარებია ეს ამბავი და უთქვამს: „შენი ნებაა, შვილო მე შენი ხნისას ცოლი მყავდა და ოჯახს ვეკიდეო“. მაგრამ ასე არ შეუხედავთ ამ საქმისათვის ოჯახის სხვა წევრებს და ნაცნობ-ნათესავებს. აკაკი წერს, რომ მამისაგან თანხმობა მივიღე თუ არა, „მაშინვე გამოვედი სასწავლებლიდან, რითაც ყველა გავაკვირეო.“
ქუთაისის ყოფილი კლასიკური გიმნაზიის არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით ჩანს, რომ როსტომ წერეთელს 1859 წლის 7თებერვალს ქუთაისის გუბერნიის სასწავლებელთა დირექტორ პესოჩინსკის სახელზე თხოვნა შეუტანია შვილის გიმნაზიიდან გაყვანის შესახებ.დირექციას როსტომის თხოვნა დაუკმაყოფილებია და აკაკისთვის მიუცია მოწმობა.
რუსეთისაკენ
გიმნაზიიდან გამოსვლის შემდეგ ორი თვე, მარტი და აპრილი, აკაკიმ სოფელში გაატარა. აპრილის დამლევს იგი გამოეთხოვა დედ-მამას, თავის მშობლიურ სახლ-კარს და გაუდგა შორეულსა და უცნობ გზას – რუსეთისაკენ! ამ დროს ჭაბუკი აკაკიმ, – როგორც თვითონ წერს, „ქვეყანაში თვალგაუხელელი, ცხოვრებაში გამოუცდელი და ოცნებებით გაბერილი“ იყო.
მშობლებმა უცხო ქვეყანაში მიმავალ შვილს საგზაოდ ხუთასი მანეთი ჩაუდვეს ჯიბეში და, გარდა ამისა, შორეულ მგზავრობასა და უცხო ქალაქში მარტო რომ არ ყოფილიყო, ლალად ერთგული შინა – ყმა ივანე კირკიტაძე გაატანეს. „ბევრის არ მცოდნეს და სრულიად არაფრის მნახველს, – გვიამბობს პოეტი, – უნდა ზღვა გამევლო, ხმელეთი გადამელახა და ერთი ბიჭის ამარა ჩავსულიყავ პეტერბურგში, სადაც ჩემი ძმა მეგულებოდა „კანვოი“-ში მოსამსაურედ“.
ჩავიდა თუ არა პეტერბურგში, აკაკიმ პირდაპირ თავის ძმას ილიკოს მიაშურა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმპერატორის კანვოი და მასთან ერთად, რასაკვირველია, ილიკოც, ზაფხულის გამო ცარსკოე სელოში გადაეყვანადთ ბანაკად. აკაკი შეწუხდა, მაგრამ რაღას გააწყობდა. მხოლოდ მეორე დღეს გაემგზავრა იგი ძმის სანახავად.
ილიკო უფრო ადრე მოელოდა აკაკის, მან დაახლოებით იცოდა, როდის უნდა ჩასულიყო მისი უმცროსი ძმა და როდესაც აკაკის დააგვიანდა, ძალიან შეშფოთებული იყო, -ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში, ვაი თუ რამე დაემართა გზაში მარტო მომავალ, გამოუცდელ ყმაწვილსო. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როდესაც ცარსკოე სელოში უეცრად კარი გაიღო და მასთან ოთახში აკაკი შევიდა.
პეტერბურგში, სამოციანი წლების დამდეგს, ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი სწავლობდა.
აკაკი რომ ჩავიდა პეტერბურგში, იმ დროს უკვე უნივერსიტეტში სწავლობდნენ და უფროსი კურსის სტუდენტებად ითვლებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ღოღობერიძე, ბესარიონ ღოღობერიძე და სხვები. აკაკისა და კირილე ლორთქიფანიძეს ჩასვლის მერე, ორი წლის შემდეგ, ქართველ სტუდენტთა დასს მიემატნენ კიდევ ნიკო ნიკოლაძე და გიორგი წერეთელი.
პეტერბურგის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული აკაკის პირად ცხოვრებასთან, მის შემოქმედებასთან.
სამოციანი წლებიდან დამოკიდებული, უკანასკნელ დრომდე, ღრმა მოხუცობის ხანამდე, აკაკი არა იშვიათი სტუმარი იყო ამ ისტორიული ქალაქისა, რომელმაც ილია ჭავჭავაძე ერთ თავის სტუდენტობის დროინდელ წერილში „ცივს, ქვეით მოსიპულსა და უზარმაზარს“ უწოდებდა.
1861 წლის იანვარში აკაკი წერს თავის პირველ პოემას ,-„რუსეთუმეს“, რომლიდანაც ორი თავი, როგორც ჩანს, ყველაზე უფრო მისაღები ცენზურისათვის, შემდეგ გამოქვეყნდა „ ცისკარში“.
აკაკი შენიშნავს ამ ნაწარმოების შესახებ: „ეს ვრცელი პოემა იყო. აქ ახალი თაობის ტიპად ჩემი თავი მყავდა გამოხატული და ძველი თაობის ტიპად ჩემივე ოჯახი.
1861 წლის 19 თებერვალს გამოცხადდა ცნობილი მანიფესტი საგლეხო „რეფორმის“ შესახებ და ამ ღირსშესანიშნავ ამბავს აკაკი ეხმაურება ლექსით „მუშური“, სადაც უდიდესი სიძლიერით არის გამოხატული ყმა გლეხობის დაჩაგრული მდგომარეობა. ეს ლექსი დაიბეჭდა ორი წლით გვიან „ცისკარში“, ჯერ კიდევ მანამდის, სანამ საქართველოში გატარებული იქნებოდა გლეხთა „განთავისუფლების“ საქმე.
ეს ლექსიც თავის მხრივ წარმოადგენს ერთგვარ სათავეს აკაკის სოციალური პოეზიისა.
თავის პოეტურ შემოქმედებასთან ერთად აკაკი არ ივიწყებს უნივერსიტეტსაც. 1861 წლის დასაწყისიდანვე იგი ინტენსიურად ემზადება გამოცდებისათვის, – გადაწყვეტილი აქვს ამ წელს ჩააბაროს ყველა საგანი და მიიღოს კანდიდატის ხარისხი.
თავისუფალ მსმენელთათვის უნივერსიტეტში სავალდებულო არ იყო ოთხ წელს სწავლა: როცა სურდათ, მაშინ ჩააბარებდნენ გამოცდას და წარადგენდნენ საკანდიდატო თხზულებას.
აკაკიც ასე მოქცეულა. არსებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ჩვენს პოეტს და მის ამხანაგებს, აგრეთვე გარეშე მსმენელებს – აბელ ჩოლოყაშვილს, ალექსანდრე აბხაზს და რაფიელ პატკანიანს, თხოვნა მიუციათ უნივერსიტეტის რექტორისათვის, რომ მათ ნება მისცემოდათ კანდიდატის ხარისხზე გამოცდების დაჭერისა. ეს თხოვნა რექტორს გადაუცია განსახილველად აღმოსავლეთის ენების ფაკულტეტისათვის. 1861 წ. აპრილის სხდომაზე ფაკულტეტს განუხილავს ეს თხოვნა და კიდეც დაუკმაყოფილებია. ამის შემდეგ აკაკი შესდგომია გამოცდების ჩაბარებას სხვადასხვა საგანში.
აკაკის გამოცდები დაწყებულა 1861 წლის 3 აპრილიდან.
1862 წელს, მარტის 31-ს, აკაკიმ ჩააბარა უკანასკნელი გამოცდა და მოიპოვა უფლება საკანდიდატო თხზულების წარდგენისა. კირილე ლორთქიფანიძის სიტყვით, “აკაკის საკანდიდატო თხზულება მართლაც წარუდგენია. თემა აღებული ჰქონია ქართული ლიტერატურიდან, სახელდობრ, “ვეფხისტყაოსნის” ორიგინალობის საკითხი. ამ თხზულებაში გატარებული აზრები შემდეგ უფრო ვრცლად აკაკის განუვითარებია თავის ლექციებში “ვეფხისტყაოსნის” შესახებ.
აკაკის ეს თხზულება უნივერსიტეტს მოუწონებია და მისი ავტორი ღირსად უცვნია საკანდიდატო დიპლომის მიღებისა (აკაკი, როგორც თავისუფალი მსმენელი, ვალდებული იყო წარედგინა გიმნაზიის კურსის დამთავრების მოწმობა, მაგრამ არ წარუდგენია და ამის გამო ვერც დიპლომი მიუღია).
1862 წელს აკაკი წერეთელი ჩამოვიდა სამშობლოში.
რუსეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა „წვეროსანს“ დიდი სიხარულით დაუხვდნენ მშობლიურ ოჯახში.
გარეგნულად ცივმა და სასტიკმა ეკატერინემ ბევრი ცრემლი დაღვარა უმცროსი, უსაყვარლესი ვაჟის ნახვაზე. მას დიდხანს ჰქონდა გულში ჩახუტებული შვილის ხუჭუჭა თავი.
თავადი როსტომი კიდევ ჭარმაგად იყო. მან დიდის ინტერესით გამოჰკითხა შვილს რუსეთის ამბები, პეტერბურგის ცხოვრების ავან-ჩავანი. როსტომი მაინც და მაინც ვერ იყო კმაყოფილი ბატონყმობის გაუქმებით და ეჭვს გამოთქვამდა: ეს საქმე ჩვენში დიდ ხანს არ განხორციელდებაო. აკაკის შეტყობით, როსტომს ამ სამ წელიწადში ახირებულობა მომატებოდა.
სოფელში დიდხანს აღარ დარჩენილა აკაკი. მას გული მიუწევდა გარეთ, -ახალგაზრდა პოეტს სწყუროდა საზოგადოებაში გასვლა, ხალხის გაცნობა, ცხოვრების ფართო ასპარეზზე ფეხის შედგმა.
ის გაემგზავრა ქუთაისში.იმერეთის დედაქალაქი დიდად არ გამოცვლილიყო. იგივე ყრუ, მივარდნილი დაბა იყო, როგორიც მან დასტოვა სამი წლის წინათ.
ქუთაისში აკაკი ხშირად დადიოდა ნიკოლაძისა და ხელთუფლიშვილის ოჯახებში. იგი ძალიან მეგობრობდა ნიკო ნიკოლაძის დებს, მათ შორის კი განსაკუთრებული მეგობრობით იყო დაკავშირებული ანასტასიასთან (ანიჩკასთან). აკაკი ძლიერ უყვარდა ნიკოლაძეების მხიარულ, მეგობრულ წრეში საათობით და ზოგჯერ მთელი დღეობით დარჩენა.
„ქუთაისის თეთრი ხიდის სიახლოვეს,- წერს რუსუდან ნიკოლაძე,-რიონის მაღალ ნაპირზე იდგა ბაბუაჩვენის ძველი, ნახევრად დანგრეული ხის სახლი, მისი მშვენიერი, წყალზე გადამყურე აივანით“. ამ სახლთან აკაკის ბევრი საუკეთესო მოგონება აკავშირებდა. მაგრამ განსაკუთრებით წმინდა იყო მის ხსოვნაში მოგონება ამ სახლის ერთი ბინადრისა- ეს იყო ანასტასია ნიკოლაძე. მეგობრული გრძნობა ამ ქალისადმი აკაკიმ შეუბღალავად შეინახა მთელი სიცოცხლის მანძილზე. რუსეთიდან ნიკოლაძე, ახასიათებს რა აკაკის დამოკიდებულებას ანიჩკასადმი, წერს: „ეს იყო „ჩერნიშევსკისებული“ მეგობრობა რჩეული ბუნების, გულისა და გონების ქალთან, სიყვარულით სავსე პატივისცემით აღბეჭდილი“. „ანიჩკა ნიკოლაძესთან მეგობრობას, – განაგრძობს ჩვენი ავტორი,- როგორც ჩანს, პოეტის მიმოწერიდან, ღრმა კვალი ჰქონდა გავლებული აკაკის გულში. კერძო წერილებში პოეტი მას სანუგეშო მეგობარს უწოდებს. „თვით ანიჩკამ-კი, შეიძლება თამამად ითქვას, მთელი თავისი გული და პირადი ცხოვრება შესწირა ამ მეგობრობას,- აკაკის ჩანგსა და პიროვნებას. და შესწირა მისებურად: სრულად და უნაშთოდ; და ისე ჩუმად, ისე გულჩათხრობილად, რომ ეს არავის არ სცოდნია დანამდვილებით, გარდა მის და თვით აკაკისა“.
ანიჩკასა და მისი დების, აგრეთვე ხელთუფლიშვილების წრეში აკაკი პოულობდა გულწრფელ მეგობრულ პატივისცემას, პოეზიისა და კულტურის სიყვარულს, სამშობლოსადმი ერთგულებისა და სამსახურის სამაგალითო ნიმუშებს…
1862 წლის ზაფხულის დამლევს აკაკი გაემგზავრა თბილისისაკენ.
ბევრი რამ ხიბლავდა და იტაცებდა თბილისისკენ აკაკის გულს, მაგრამ ყველაზე უფრო მას აინტერესებდა მწერლების გაცნობა.
1863 წლის დასაწყისში აკაკი ისევ ემშვიდობება დროებით თავის ქვეყანას და მიემგზავრება რუსეთისაკენ.
1864 წელი აკაკიმ მოსკოვში გაატარა. ამ წლის 24 ივნისით არის დათარიღებული მისი აკროსტიხი „საცოლოს ალბომში“. საფიქრებელია, რომ წინა წლის გაზაფხულზე სამშობლოდან რუსეთისაკენ გაბრუნებულმა პოეტმა ერთი ხანი პეტერბურგში გაატარა და უნივერსიტეტს წარუდგინა თავისი საკანდიდატო შრომა „ვეფხისტყაოსნის ორიგინალობის შესახებ“. თავის „თავგადასავალში“ აკაკი გვიამბობს: „მოვრჩი თუ არა უნივერსიტეტს, გადავედი მოსკოვში. იქ იმავე წელიწადს დავცოლშვილიანდი“.
შევჩერდეთ აკაკის ცოლის თხოვის ისტორიაზე. მაგრამ ჯერ ყური დავუგდოთ რა სწერს თვითონ პოეტი ამის შესახებ:
„ნურავინ ნუ დაიჩემებს: მომავალში ამას ვიზამ, თუ იმასო! მე გადაწყვეტილი მქონდა გუნებაში, რომ ცოლი არ შემერთო და მერე ისიც უცხოელი, მაგრამ შემთხვევას ყველაფერი შესძლებია!“
მისი ცოლი ბაზილევსკის ქალი იყო, ნატალია.
აკაკი წერს თავის „თავგადასავალში“: „ჩემმა მტრებმა და მათმა ამყოლებმა, სხვა რომ ვეღარა მოახერხეს რა, დაჰყარეს ხმა, რომ აკაკიმ ცოლის მზითევი მილიონები აიღო და გაფლანგაო! მაშინ, როდესაც თვალით არა მინახავს რა. ეს ცილისწამება დღესაც ბევრს მართალი ჰგონია ჩვენში“.
სამშობლოში დაბრუნება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა
ცოლის შერთვის შემდეგ აკაკი წერეთელი საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში და საცხოვრებელ ადგილად ქუთაისი არჩია.
აკაკი წერეთელმა საქართველოში ბატონყმობის გაუქმებამდე, ჯერ კიდევ 1864 წლის მაისში გამოაქვეყნა ლექსი „იმერული ნანინა“. პოეტი ხედავდა, რომ ნამდვილი განთავისუფლება კვლავ მომავლის საქმე იყო და ახალი ძალითა და ენერგიით უნდა გაშლილიყო ბრძოლა. ამ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება აკაკიმ აღნიშნულ ლექსში და გააფრთხილა პაწაწინა გლეხის შვილი:
„მაშ ნუ გძინავს! გაიღვიძე, იცან ქვეყანაო!
შენც შეიტყვე ამ სოფლის ცრუგამოცანაო!“
და მოუწოდა მომავალი გადამწყვეტი ბრძოლისაკენ, დაუსახა კეთილშობილური მიზანი: „შენი დაჩაგრული ძმები შენ უნდა იხსნაო“.
გლეხობის ტანჯული ცხოვრება პოეტმა მრავალჯერ გამოხატა „რეფორმის“ შემდეგდროინდელ თხზულებებში. იგი მუდამ გლეხკაცის მწარე ბედზე მოსთქვამდა, თავისი ლექსებით მკითხველს თავისუფლებისათვის ბრძოლისაკენ მოუხმობდა, ხალხის ძალისადმი რწმენას უნერგავდა. 1880 წელს გლეხებს პოეტი ეუბნებოდა:
„მიმხვდარი არის ეგ თქვენი
შეუბღალავი გონება,
რომ პირუტყვსავით არ შვენის
მშრომელ კაცს სხვისი მონება“
(„მუშებს“)
სამოხელეო სამსახურის უარყოფა, მწერლობისადმი თავდადება დიდმა პოეტმა მთელი სიცოცხლე ხალხის კეთილდღეობის მოპოვებისათვის დაუცხრომელ სამსახურს მოახმარა. როგორც აღვნიშნეთ, სამშობლოში ჩამოსვლამდე აკაკი წერეთელი უკვე ჩამბული იყო ბრძოლაში ხალხის განთავისუფლებისათვის და ახლა, საქართველოში დაბრუნებისას, კიდევ უფრო ღრმად მომზადებულმა და მომავლის იმედით შთაგონებულმა, საბოლოოდ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სამსახური არჩია. მან უარი თქვა სამოხელეო სამსახურზე და მთლიანად ლიტერატურულ ცხოვრებას მიეცა, აქტიურად ჩაება ხალხისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
1889 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებამ აკაკის ერთხმად შეაძლია ბანკის დირექტორის თანამდებობა. პოეტმა კატეგორიული უარი განაცხადა იმ დროისათვის ამ ერთგვარად საპატიო თანამდებობის დაკავებაზე, კრებას მადლობა გადაუხადა და თავისი უარი შემდეგნაირად დაასაბუთა: „მე რომ დირექტორობა ვიკისრო, საკუთრად მე მოხელეობას უნდა დავუდვა გული და ეგ იქნება ჩემთვის ბორკილი, თუმცა ოქროს ბორკილი ჩემთვის პირადად სარგებელია, მაგრამ მაინც ბორკილია და იმ საქმეში ხელის შემშლელი, რომელსაც მე ამდენი ხანია ვემსახურები“.
ამრიგად, აკაკი წერეთელი არსად, არასდროს სამსახურში არ შესულა და მთელი სიცოცხლე ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისათვის ბრძოლა შეალია. ამ გარემოებას არა ერთხელ გამოუწვევია როგორც ახლობლების, ისე მამის წყრომა.
აკაკი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დანიშნულების შესახებ
ეროვნული და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში აკაკი წერეთლისათვის მთავარი იარაღი მწერლობა იყო. მის პოეზიას თავიდან ბოლომდე საბრძოლო კილო, შემართებითი პათოსი გასდევს. „კილო ჩემის მწერლობისა, – აცხადებდა აკაკი, – სულ სხვაგვარი იქნება: ისეთს, ისეთს დავყეფ, რომ კურდღლები ჩირგვებში აკანკალდნენ და მხეცები სოროებიდან გამოვიყვანო. ვიცი, ბევრჯერ მესვრიან ქვას… ბევრჯერაც დამიტატანებენ, მაგრამ მე მაინც, სანამ ცოცხალი ვიქნები, ჩემსას არ მოვიშლი: პატარა ხელ-ფეხის მსლაქველ ფინიასავით სხვის კალთაში თბილად წოლას და ნებივრობას, შარაგზაზედ ყეფის დროს სიკვდილი მირჩევნია“.
„მწერლობა, – წერდა პოეტი, – არის უძლიერესი და უპირველესი იარაღი, რომელიც სიმართლით უნდა ილესებოდეს და უსუსტრად იხმარებოდეს სამშობლოს საკეთილდღეოდ… მწერლობა ზნეობითი და გონებითი მესარკეობაა. ნაწერში, როგორც სარკეში, ნათლად უნდა ისახებოდეს მწერლის თანადროება მისი სისწორ-სიმრუდით, რომ საისტორიო სურათებად გადაეცეს მომავალ დროებს. და როგორც სარკეში ისე იხატება, რაც მხოლოდ მის გარშემოა და რაც მის გულში ჩაჰყურებს, ისე პოეტის ნაწერშიაც იმას უნდა ვხედავდეთ, რაც მის გულს, როგორც ხალხის თანაზიარს, მოხვედრია. „მწერლობა ზნეობითი და გონებითი მესარკეობაა“, „ნაწერში, როგორც სარკეში, ნათლად უნდა ისახებოდეს მწერლის თანადროება მისი სისწორ-სიმრუდით“, ეს შეხედულება პოეტისა და პოეზიის შესახებ აკაკი მკაფიოდ და ნათლად გამოხატა ლექსში „პოეტი“, რომელშიც იგი წერს:
„ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათავხედია;
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია;
აკაკი წერეთელი პოეზიის ძირითად დანიშნულებას სიმართლისადმი სამსახურში, მოწინავე, წმინდა აზრების განმტკიცებასა და ხალხის გულის სპეტაკი მისწრაფებებით აგზნებაში ხედავს:
„მე ჩონგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურობდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
გულს სიწმინდით ახურებდეს!“(„ჩანგური“)
აკაკის რწმენით, პოეზია უნდა იყოს მებრძოლი,
მისთვის მომცა ღმერთმა ენა,
სიმართლისთვის გავიწირო,
ჩაგრულ მოძმეს მოვეხმარო,
თუნდა ქვითაც დავიკირო,
მოძმის ვიყო შემწე ჭირში,
ვიხარო და გავახარო“.
მოღვაწეობა ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებისათვის
აკაკი წერეთელმა ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარების, სრულყოფისა და ხალხში მისი დამკვიდრების დიდ სახალხო საქმეში მეტად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ცნობილია, რომ ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი ენაა. „ქართველურ (და საერთოდ, იბერულ-კავკასიურ) ენათა წრეში“.
უაღრესად დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სალიტერატურო ენის ბუნებრივი განვითარებისათვის თავდადებულ ბრძოლას და დაუღალავ ზრუნვას ხალხისათვის გასაგები საყოველთაო ეროვნული ლიტერატურული ენის გასანვითარებლად და ხალხში დასამკვიდრებლად.
ამ მისიის შესრულება იტვირთეს ქართველმა მესამოციანელებმა: ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა, ნიკო ნიკოლაძემ, გიორგი წერეთელმა, კირილე ლორთქიფანიძემ და სხვებმა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით.
აკაკიმ და ილიამ გადამწყვეტი იერიშები მიიტანეს ლიტერატურულ ენაში არქაული სტილისა და დიალექტების გაბატონების წინააღმდეგ და თავისი მდიდარი შემოქმედებითი პრაქტიკით გზა გაუკაფეს ერთიანი სახალხო-ლიტერატურული ენის დამკვიდრებას, მის ბუნებრივ განვითარებას. აკაკი იმთავითვე ხალხისათვის გასაგები ენით წერდა. ამიტომ მან, ჯერ კიდევ თაობათა შორის მკაცრი ბრძოლის დაწყებამდე, განიცადა ერთგვარი თავდასხმა არქაისტების ბანაკიდან. 1860 წლის ჟურნალ „ცისკრის“ იანვრის ნომერში დაიბეჭდა აკაკის ლექსი „საიდუმლო ბარათი“. ამ ლექსის გამოქვეყნებისთანავე პოეტს მოუვიდა საყვედურის წერილები, რომელთა ავტორები მას ურჩევდნენ ხელი აეღო „მდაბიო ენაზე“ და „დარბაისლური ენით “ ეწერა ლექსები. მაგრამ აკაკიმ, როგორც თვითონ ამბობს, მტკიცედ გადაწყვიტა ეწერა „სახალხო ენით და არა დარბაისლურით“.
აკაკი წერეთელი სასტიკი წინააღმდეგი იყო სიტყვების ხელოვნური, ქარაფშუტული გამოგონებისა, ენის ნორმების და ფორმების თვითნებურად შეცვლისა, საკუთარი სიტყვა-ფრაზების თავაშვებული „ნავარდისა“ და „ენაზე შემთხვევით მომდგარი სიტყვების“ ხმარებისა.
საინტერესოა აკაკის შეხედულება ქართულ ენაში უცხოური სიტყვების შემოტანის შესახებ. ამის გამო აკაკი წერდა: „ძვირად რომელიმე ხალხი გვეგულება, რომ ქართველებსავით მდიდარი ლექსიკონი ჰქონდეს… არა, ჩვენი ენა მდიდარი არის. ძვირად დარჩენილა ენა, რომელსაც არ შემოეწიროს ჩვენთვის რამდენიმე სიტყვა. ჩვენს ენაში ვხედავთ სხვადასხვა ენების სიტყვებს: სპარსულს, არაბულს, ებრაულს, სომხურს, ბერძნულს, თათრულს, რომაულს და სხვ. და ამ მიზეზით ხშირად ერთისა და იმავე საქმის გამოსახატავად ჩვენ გვაქვს რამდენიმე სიტყვა“. სხვა ენის ხარჯზე ქართული ენის ლექსიკური შემადგენლობის ამგვარი გამდიდრების მიუხედავად, ქართულ ენას არ დაუკარგავს თავისი ეროვნული თვითმყოფადობა, პირიქით, იგი უკუაგდებდა უცხო ენის შემოტევას და განაგრძობდა წინსვლას, სრულყოფას თავისი განვითარების შინაგანი კანონების მიხედვით.
მოღვაწეობა ქართული თეატრის აღორძინებისათვის
აკაკი წერეთელი ლიტერატურულ-შემოქმედებით მუშაობასთან ერთად უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სკოლების, თეატრების, ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და სხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა განვითარებას. აკაკიმ დიდი მუშაობა ჩაატარა ახალი ქართული რეალისტური თეატრის აღორძინებისა და განვითარებისათვის. ქუთაისში ცხოვრების პერიოდში იგი ახლო გაეცნო ცნობილ პოეტს რაფიელ ერისთავს, რომელიც იმ დროს იქ მომრიგებელ მოსამართლედ მსახურობდა, მასთან ერთად ჩამოაყალიბა დრამატული წრე და შეუდგა წარმოდგენებისა და ლიტერატურული საღამოების მოწყობას. „სახელმწიფო სახლში“ გამართეს სცენა და კვირაში ერთხელ, აგრეთვე დღესასწულებზე, აწყობენ წარმოდგენებს. წარმოდგენების შემოსავლით ინახავდნენ „ქალთა უსასყიდლო სკოლას“. ამ მოღვაწეობის შესახებ 1910 წელს აკაკი წერდა: „იმ დროს ქუთაისში მომრიგებელ მოსამართლედ იყო პოეტი რაფ. ერისთავი და მისი მეცადინეობით შედგა სცენისმოყვარეთა წრე. მუდმივ მოთამაშეები იყვნენ ქალთაგან: ქ-ნი ეფროსინე კლდიაშვილისა, ყიფიანის ქალი. კაცებთაგან მე, თქვენი უმორჩილესი მონა და ჭეიშვილი. წარმოდგენა იმართებოდა ხანგამოშვებით, მაგრამ უსუსტრად. ხალხი დიდძალი დაიარებოდა. თეატრი სავსე იყო ხოლმე.“
აკაკი წერეთელი ქუთაისში გამართულ თეატრულ წარმოდგენებში მონაწილეობდა როგორც რეჟისორი და აქტიორი.
ქუთაისის დრამატულმა წრემ თბილისში იმოგზაურა და გამართა წარმოდგენა. დაუდგამთ „ყვარყვარე ათაბაგი“. „ერთხელ კიდევ თბილისში მოგვიწვიეს, – წერდა აკაკი, – მაშინ ჯერ კიდევ რკინიგზა არ იყო გათავებული… წარმოვადგინეთ „ყვარყვარე ათაბაგი“… დიდძალი ხალხი დაესწრო.
აკაკი წერეთელი ქართულ თეატრს დიდ ენერგიას ახმარდა, რადგან მას ძალიან კარგად ესმოდა თეატრის როლი მასების აღზრდის საქმეში. აკაკი მაღალ შეფასებას აძლევდა მსახიობს, მის მოქალაქეობრივ როლს საზოგადოებაში. იგი წერდა: „აქტიორი იგივე მოძღვარია ხალხისა. ის არის მწერლის თანაშემწე… მწერლის სურათებს ის ახორციელებს და ერთად თავმოყრილ ხალხს ცოცხლად და ნათლად გადასცემს.
თბილისსა და ქუთაისს გარდა აკაკი წარმოდგენებს მართავდა გორში და სხვა ქალაქებში, რითაც ხელს უწყობდა ფართო მასებში თეატრალური კულტურის შეტანას და მოწინავე იდეების დანერგვას.
აკაკი წერეთელი განსაკუთრებით ზრუნავდა თეატრის მატერიალური ბაზის შექმნაზე, რეჟისორული ხელოვნების ამაღლებაზე, ქართული ორიგინალური დრამატურგიისა და თეატრალური კრიტიკის განვითარებაზე. შეიძლება ითქვას, რომ პოეტი თეატრალური კრიტიკის ერთ ერთი ფუძემდებელია.
აკაკი წერეთელმა დიდი როლი შეასრულა ქართული პერიოდული პრესის განვითარების საქმეში. აკაკი წერეთლის ნაწარმოებები სისტემატიურად იბეჭდებოდა ისეთ ორგანოებში, როგორიც იყო „ ცისკარი“, „დროება“, „ მნათობი“, „კრებული“, „ ივერია“, „ იმედი“, „ შრომა“, „ მნობათი“, „თემი“, „ ნიშადური“, „ კვალი“, „ ჯეჯილი“, „ საქართველო“, „ თეატრი“, და სხვ. აკაკიმ გამოსცა საკუთარი ჟურნალი „ აკაკის თვიური კრებული“. ხანგრძლივად და ნაყოფიერად მუშაობდა აკაკი წერეთელი გაზეთ „დროებაში“. როგორც ცნობილია, ეს ორგანო 1866 წელს დაარსდა და უდიდესი როლი შეასრულა ქართული კულტურის განვითარების ისტორიაში. პოეტი ამ გაზეთის თანამშრომელი ხდება 1867 წლიდან და პირველ ხანებში აქ ათავსებდა ლექსებსა და კორესპონდენციებს.
აკაკიმ 1907 წელს გამოსცა იუმორისტული ჟურნალი „ხუმარა“. პოეტს მიზნად ჰქონდა დასახული ჟურნალში გაეკიცხა იმდროინდელი საზოგადაოებრივი ცხოვრების უარყოფითი მხარეები. მაგრამ ჟურნალი მეფის მთავრობა, იმის გამო, რომ მასში მხილებული იყო თბილისის გუბერნატორი, პირველი ნომრის გამოსვლისთანავე აკრძალა, ხოლო აკაკი დაატუსაღა. მაგრამ ხალხში პოეტის დიდი პოპულარობის გამო მეფის მთავრობა იძულებული გახდა იგი ერთი ღამის პატიმრობის შემდეგ გაეთავისუფლებინა.

აკაკი ხალხური შემოქმედების შემკრები და გამომცემელი
მთელი სიცოცხლის მანძილზე აკაკი დაუღალავად იღვწოდა ხალხური შემოქმედების შეგროვებისა, შესწავლისა და გამოცემისათვის. „ზეპირსიტყვაობა, – წერდა პოეტი, – არის სარკე ჩვენის წარსულის, როგორც ხორციელის, ისე სულიერის ცხოვრებისა… იმისი დაკარგვა, დავიწყება ჩვენი სიკვდილია და თუ სიკვდილი არ გვინდა, უნდა მალე მივეშველოთ და შევაგროვოთ… და ბევრს მარგალიტს შევიძენთ საშვილიშვილოდ ხელიხელ საგოგმანებელს“.
მისი ინიციატივით დაარსდა ფოლკლორის შესწავლის სპეციალური ფონდი, ხოლო საქართველის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას მან უანდერძა საკუთარი ვენახი და მთელი თავისი უძრავი ქონება, რათა ამ საზოგადოებას შეეკრიბა და გამოეცა ქართული ზღაპრები, ლექსები და საზოგადოდ ზეპირი თქმულებანი.
პოეტი მაღალ შეფასებას აძლევდა ხალხურ შემოქმედებას და ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს უხვად იყენებდა თავის შემოქმედებაში. პოეტი ამტკიცებდა, რომ „ზეპირსიტყვაობა არის საფუძველი ისტორიისა და წარსულის ქვაკუთხედი… ხალხური პოეზია უტყუარი სარკეა გადასული ცხოვრებისა და ისტორიის მტკიცე საძირკველი… ქართველებს დიდი და შესანიშნავი ზეპირსიტყვირება გვაქვს დარჩენილი… არც ერთი რამ შესანიშნავი მოვლინება არ ყოფილა ჩვენში, რომ ხალხს უყურადღებოდ დაეგდოთ და შაირი არ გამოეთქვას.“ აკაკი წერეთელმა უდიდესი ამაგი დასდო ამ მდიდარი ქართული ხალხური შემოქმედების შეკრება-გამოცემის, ხალხში მისი პოპულარიზაციის, მეცნიერული შესწავლისა და დაცვის დიდ სახალხო საქმეს.
ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვა მხარეები
1870 წელს აკაკი წერეთელმა ყურადღება მიაქცია ჭიათურის შავი ქვის (მანგანეცის) საბადოებს.
ქართული მანგანეცისა და ტყიბულის ქვანახშირის ნიმუშები აკაკიმ გაგზავნა რუსეთის ცენტრალურ ქალაქებში და საზღვარგარეთ.
ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი წერეთელი წერდა: „შავი ქვის წარმოება პირველად ჩვენმა პოეტმა აკ. წერეთელმა დაიწყო. პირველი ნიმუშები… მანვე გაგზავნა ევროპასა და რუსეთში. პირველი „პარტია“ შავი ქვისა ამის სახელით გავიდა ევროპის ბაზარში“. ჭიათურის მანგანეცით დაინტერესდნენ ევროპის კაპიტალისტები და მოინდომეს ამ ძვირფასი საბადოების ხელში ჩაგდება. აკაკი წერეთელმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მათ მტაცებლურ მისწრაფებას და პრესაში თავგამოდებით ეწეოდა პროპაგანდას, რათა ადგილობრივ მესაკუთრეებს ხელიდან არ გაეშვათ ეს სიმდიდრე და უცხოეთა ხელში არ ჩაეგდოთ იგი.
1889 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებამ აკაკის სიცოცხლის მთელ მანძილზე დაუნიშნა პენსია წლიურად ათას ხუთასი მანეთის რაოდენობით. ამ მოვლენას მხურვალედ გამოეხმაურა მაშინდელი პროგრესული პრესა და მოწინავე საზოგადოებრიობა.
1904 წლის ოქტომბერში, დაძაბული შრომისა და მუდამ შევიწროვებული ცხოვრების შედეგად, აკაკის დამბლა დაეცა. მთელი მოწინავე ქართველი საზოგადოება შეაშფოთა ამ ამბავმა. დეკემბრის ბოლოს აკაკი მომჯობინდა, სიკვდილს გადარჩა, მაგრამ მის მშვენიერ სახეს დაღი დააჩნდა. თვალების ქუთუთოების მოძრაობა შეებოჭა, ფართოდ ვეღარ ახელდა თვალებს. 1905 წლის გაზაფხულზე პოეტი უცხოეთში გაემგზავრა სამკურნალოდ, იმავე წლის სექტემბრის დამდეგს კი ისევ დაბრუნდა სამშობლოში.
1907 წლის 30 აგვისტოს მეფის აგენტებმა ავაზაკურად მოკლეს ილია ჭავჭავაძე. დიდი მწერლისა და მოღვაწის დაკრძალვის დღეები ქართველი ხალხის უმძიმესი გლოვის დღეებს წარმოადგენდა. ილიას დასაფლავებას დიდძალი ხალხი დაესწრო.
განსაკუთრებით მძიმე იყო აკაკის გამოთხოვების წუთები. „დიდი ამაღელვებელი მომენტი იყო, როცა სასახლის ქუჩაზე პროცესია გააჩერეს და სასტუმრო „კავკაზიდან“ ხელით ჩამოიყვანეს მაშინ ავადმყოფი აკაკი წერეთელი, რომელმაც გრძნობით სავსე სიტყვა წარმოსთქვა. ბოლოს ატირდა და მიაძახა: „ მეც მალე მოვალ შენთან, ილია!“
1908 წლის 7 დეკემბერს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით გადაიხადა საყვარელი პოეტის სამწერლო-საზოგადოებრივი მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის იუბილე.
1909 წლის ივლისში აკაკი წერეთელი სამკურნალოდ ხელმეორედ გაემგზავრა პარიზში. პარიზში აკაკიმ დაასრულა თავისი პოემა „ვორონცოვი“. პარიზშივე დაწერა აკაკიმ სცენები „რეაქცია“, რომელშიც გამოხატა თავისი დადებითი დამოკიდებულება 1905 წლის რევოლუციისადმი და მრისხანე გულისწყრომა მეფის ხელისუფლების ბარბაროსული სისასტიკის წინააღმდეგ. 1910 წლის თებერვლის დამლევს აკაკი წერეთელი სამშობლოში დაბრუნდა.
1914 წელს მხცოვანი პოეტი ფიზიკურად დაუძლურდა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ ინტენსიურ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობდა, დაძაბულად მუშაობდა პოემაზე „ომი“, უნდოდა იგი სასწრაფოდ დაემთავრებინა.
21 დეკემბერს, შრომით დაღლილი და ფიზიკურად დასუსტებული აკაკი სახლის მოურავმა, კოტე აბდუშელიშვილმა, ქუთაისიდან სხვიტორში ჩაიყვანა. 24 დეკემბერს პოეტს დამბლა დაეცა. ეს ფრიად სამწუხარო ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ საქართველოს. ხალხი გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს საყვარელი პოეტის ჯარმთელობის მდგომარეობას. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ სხვიტორში აკაკის სანახავად. პეტერბურგიდან ჩამოვიდა პოეტის შვილი ალექსი. 1915 წლის 25 იანვარს ავადმყოფს კვლავ ჩაექცა სისხლი ტვინში და ღამის პირველ საათზე აკაკი გარდაიცვალა.
მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…
მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს…
მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა.
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!…
“ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო;
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.
“წინ მომეგებენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,
მოკაშკაშ-მოელვარეო.
“გულში იფეთქა სიამემ,
სევდები უკუვყარეო, –
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლად გამიხარეო!…
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!…
“ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო…
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:
“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო!…
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!”
“ჩუ! ქართველო”
ჩუ! ქართველო ბედნიერო,
ნუ ამბობ მამული მიყვარს,
როგორ უნდა დაგიჯერო,
რომ ძმის სისხლით ხელი გიყარს.
მეორედ ჩუ! შენ, ძმის მტერო,
„ქრისტიანი ვარ” ნუ ამბობ.
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ჭეშმარიტებას ჰგმობ?
მაშ, ისევ ჩუ, რჯულის მტერო!
ნუ ამბობ, რომ ჭკვიანი ხარ!
როგორ უნდა დაგიჯერო,
როს ყელამდე სისხლში ზიხარ?
კიდევ გეტყვი: ჩუ, ოხერო,
„მამაცი ვარ”! ნუ იძახი:
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ტყავს გაძრობს მათრახი.
ჩუ, ჩუ და ჩუ, მშვენიერო,
ნუ ამბობ: „ვარ მე ლამაზი!”
როგორ უნდა დაგიჯერო:
სახეზედ გაქვს შურის ხაზი!!!
ეჰ, ქართველო, კაცის ჩერო,
ქართლი შენგან არას ელის,
და მაშ როგორ დაგიჯერო,
რომ შვილი ხარ შენ ქართველის.

01.06.2019-05.01.2019
გალაკტიონი

დაბადების ადგილი: სოფელი ჭყვიში, ახლანდელი ვანის რაიონი.  
დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 – 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.
გ. ტაბიძე არის ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). გ. ტაბიძის შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა "ლექსები" და განსაკუთრებით 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" მას საყოველთაო აღიარება, "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანა. "მე და ღამემ", "მთაწმინდის მთვარემ", "მერიმ" მკითხველს წარუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა. 
40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: "ლურჯა ცხენები", "მთაწმინდის მთვარე", "პოეზია უპირველეს ყოვლისა", "ნიკორწმინდა" და სხვ., რომლებშიც რეალობის სფეროში სიკეთის, მშვენიერების და ჰარმონიის მიკვლევაა გადმოცემული. მის თითქმის ყველა ლექსს უაღრესად დახვეწილი მელოდიურობა, აუხსნელი მუსიკალურობა, რითმის ბუნება, ლექსიკა და ფრაზის წყობა ახასიათებს.
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.
გალაკტიონ ტაბიძე ყველასთვის ცნობილი ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და მე–20 საუკუნის ქართული პოეზიის ერთ–ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მისი დიდებული შემოქმედება ქართული პოეზიის ერთ–ერთი უმთავრესი ღირსებაა. იგი სიცოცხლეშივე აღიარეს "ქართული პოეზიის მეფედ".
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ გალაკტიონის, "პოეზიის მეფის" ხელნაწერებსა და ნახატებს.

გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერი "ქარი ჰქრის"
















გალაკტიონ ტაბიძე – წერილი ოლიასადმი, 1929 წლის აგვისტო.
















გალაკტიონ ტაბიძე – Art Poetique
















გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერი                 


გალაკტიონ ტაბიძის ლირიკა

  გალაკტიონ ტაბიძის პოეზია საკმაოდ რთულია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გალაკტიონის ესა თუ ის ლექსი მხოლოდ სიმბოლისტურია, ან მხოლოდ რეალისტური. ტაბიძე ერთ რომელიმე ლიტერატურულ მიმდინარეობის ფარგლებში ვერ თავსდება. იგი, უპირველეს ყოვლისა, ქართული კლასიკური მწერლობის ტრადიციებს ეფუძნება და ამ ტრადიციებით საზრდოობს, მაგრამ პოეზიაში ახალი ელემენტები შეჰქონდა და ანვითარებდა ქართულ კლასიკურ ტრადიციას.
      გალაკტიონი გარკვეული დროის განმავლობაში "ცისფერყანწელთა" ჯგუფში შედიოდა. ჟურნალში "ცისფერი ყანწები" დაბეჭდა ორი უმნიშვნელოვანესი ლექსი "მთაწმინდის ღამე" და "ლურჯა ცხენები". ამ ლექსების ანალიზი გალაკტიონზე სიმბოლიზმის გავლენაში დაგვარწმუნებს, თუმცა, ამავე დროს, იგი თავისუფალია ყოველი იზმისაგან. "მთაწმინდის მთვარეში" დასმულია სიკვდილის პრობლემა. ლექსისი ლირიკული გმირი მთაწმინდაზე იმყოფება, სადაც სასაფლაოსათვის დამახასიათებელი სიმშვიდე მეფობს, თუმცა ეს სიმშვიდე არ არის შემზარავი. სიზმარეული განწყობილება იწვევს სიკვდილის ასოციაციას, სიკვდილის სიახლოვეს, თუმცა ეს სიკვდილი ვარდისფერია, მაშინ, როდესაც ტრადიციულად სიკვდილის ფერითი სიმბოლო შავია. როგორც ვიცით, სომბოლისტები ობიექტურ სამყაროს აღიქვამენ როგორც იდეალური სამყაროს ანარეკლს და ცხოვრების საუკეთესო ნაწილს სწორედ სიმთვრალეში, სიზმარში ატარებენ. გალაკტიონიც ამგვარად გაიაზრებს სიზმარს, რომელიც სიკვდილთან აახლოებს და ეს სიკვდილი ამიტომაც არის ვარდისფერი. "ლურჯა ცხენებში" გალაკტიონი სიმბოლისტების საპირისპირო პოზიციაზე დგას, რადგან ის "სამუდამო მხარეში" შვებას ვერ პოულობს და სიკვდილი მისთვის "ცივი სამარეა" მხოლოდ. განსხვავებული აღქმა სიკვდილისა მოწმობს იმას, რომ გალაკტიონი ვერაფრით თავსდება მხოლოდ სიმბოლისტურ მიმდინარეობაში.
      გ. ტაბიძის პოეზია აერთიანებს ორ საწყისს - კეთილს და ბოროტს. მზე მშვენიერი და კეთილი საწყისი, რომელიც ადამიანის არსებობის წინაპირობაა. ლექსში "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" მზე ღვთისმშობლის ეპითეტია. მას გამოცლილი აქვს რელიგიური შინაარსი და მას სიკეთის სიმბოლოდ აქცევს. ღვთისმშობელი და მზე ერთი და იმავე ცნებების მატარებელნი არიან. ტაბიძე თავის პოეზიაში მზეს, სიცოცხლეს, გაზაფხულს უპირისპირებს ღამეს, შემოდგომას, სიკვდილს. თუმცა ბუნების ამა თუ იმ მოვლენის სიმბოლო მაინც არ არის სტაბილური.
      გალაკტიონ ტაბიძის მთავარ სტილურ თავისებურებად შეიძლება ჩავთვალოთ მისი ლექსების მუსიკალურობა და ფერწერა. ქართულ ლიტერატურაში იშვიათია პოეტი, რომელიც ასეთი მრავალვფეროვანია ლექსის ზომისა და ფორმის საკითხში. მისი ლექსების მუსიკალურობის წინაპირობაა რითმის ორიგინალობაა. ლექსები "ლურჯა ცხენები" და "ქებათა-ქება ნიკორწმინდას" დაწერილია შინაგანი და ჯვარედინი რითმებით სტრიქონთა ბოლოს, რაც საოცარ მუსიკალურობას სძენს ამ ლექსებს. გარდა ამისა, გალაკტიონის ლექსთა მუსიკალურობას იწვევს თითოეული სიტყვის შინაგანი ევფონია, აზრი, სიტყვებისა და ფრაზების განმეორება. ლექსში "ქარი ქრის" ბგერათა გარკვეული კომპლექსი ქმნის მუსიკალურობას.
      გ. ტაბიძის ზოგ ლექსში სიტყვა, რომელიც არ არსებობს ლექსიკურად და გრამატიკულად, ისე ორგანულად ზის ლექსში, რომ სრულიად არ ტოვებს ხელოვნურობის შთაბეჭდილებას. მაგალითად, "ამბობდით ლანდებით", ალბათ პოეტი გულისხმობს მორიდებისგან ლანდად ქცევას.
      გ. ტაბიძის პოეზია ძალიან დაახლოვებულია ფერწერასთან. ამიტომ ხედავს იგი წითელ მიწას, იისფერ თოვლს, ცისფერ ატამს და ა.შ. სიკვდილი მასთან ვარდისფერია, სიზმარი ლურჯი. ყველა ფერი სიმბოლურად გარკვეული აზრის გამომხატველია. გალაკტიონთან ფერების აზრობრივი მნიშვნელობა ძირითადად სტაბილურია და ემთხვევა ტრადიციას, მაგრამ არა ყოველთვის. მაგალითად, წითელი ფერი მის შემოქმედებაში პოზიტიური მნიშვნელობის მატარებელია, მაშინ, როდესაც ტრადიციულად იგი ნეგატიურთან ასოცირდება. ყვითელი ფერი მომაკვდავ მზესთან არის დაკავშირებული. ლურჯი ფერი იდეალის და მასთან დაკავშირებული ყველანაირი არსის სიმბოლოა. მარადიული ქალურობაც აუცილებლად ცისფერია. მერის პორტრეტი ლურჯ და ცისფერ ფერებშია დახატული. შავი ფერი ტაბიძისათვის ყოველთვის ნეგატიურია და უკუნი ღამის სიმბოლოა. თუმცა ღამე მის პოეზიაში არის კიდევ თეთრი და მოკამკამე. ის პოეტის სულიერი ორეულია.
პატრიოტული თემა გალაკტიონის შემოქმედებაში.
      გალაკტიონის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პატრიოტული ხასიათის ლექსებს. ის თავის თავს უსვამს კითხვას რას მისცემს მას მისი ქნარი ანუ პოეზია. ნამდვილი პოეზია კი მისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ ეროვნული. "ქებათა ქება ნიკორწმინდას" ერთ-ერთი ღრმა ეროვნული ლექსია. აქ გალაკტიონი გაოცებულია ნიკორწმინდის დიდებულებით და უხარია, რომ ესეთი განძი გვქონია ქართველებს. მისთვის ნიკორწმინდა ცით დამშვენებული დიდებული ეკლესიაა, აქ ჟღერს ქვის ჰარმონია, თაღები და სვეტები კი სიზმრის გეგონება. ლექსში "ჰე, მამულო" გალაკტიონისათვის სამშობლო უპირველესია. მისთვის თავდადების შეგნება ყველას უნდა ჰქონდეს, ყველას ვალია სამშობლოს მოვლა.
      გალაკტიონის სხვა პატრიოტულ ლექსში "სამშობლოს" პოეტი ამბობს, რომ პირველი მშობლიური ქვეყნის სიყვარული ისწავლა. მას მისი გამარჯვება უნდა და ამისათვის მედგარ ბრძოლასაც აპირებს. ბოლოს კი აღნიშნავს, რომ ვერავინ გადაასწავლის იმას, რისი სიყვარულიც თავიდანვე უსწავლია.
      გალაკტიონის პატრიოტულ ლექსებში გამოირჩევა "მშობლიურო ჩემო მიწავ!", რომელშიც ღრმა პატიოტული გრძნობაა გამოხატული. აქ ტაბიძე საუბრობს მთლიანად საქართველოზე, რომელიც ორ ზღვას შუა მდებარეობს და რომლის მოსაპოვებლად უძველესი
“წერილები დედისადმი”
საყვარელო დედა!
როგორც შენ დაიბარე, მე ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გადავდეგი, მაგრამ შვიდ მანეთ ნახევარ ნაკლებ არ დამიყენა და ისიც ამ ერთის თვით.შემდეგში კი რვა მანეთ ნაკლებ ვერ დაგაყენებო.ბინა ძალიან კარგია, მხოლოდ ეს არის, რომ ფულს წინდაწინვე თხოულობს, მე ჯერჯერობით ოთხი მანეთი მივეცი, შენგან გამოტანებულს სამს მანეთს პრისკილეს მოცემული მანეთი მივუმატე.კალოშებს ვერ ვყიდულობა.ხაზეიკის ფული,, სამ მანეთ ნახევარი, რაც შეიძლება მალე გამოაგზავნე; სხვები აქ ყველა წინდაწინვე აძლევენ ორი თვის ფულს.გწერ შენი შვილი გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი.
აბესალომს წერილი გავუგზავნე!
(ქუთაისი, 14 იანვარი, 1908 წ)
***
ძვირფასო დედა!
შენთან ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენხასნ ვერ ჩამოვედი.მარგამ იმედი მაქვს ძალიან არ იწუხებ. მე ძალიან მალე ჩემოვალ. აქ იმდენი საქმეები მაქვს, და ისე დიდი სამქეები, რომ ნებას არ მაძლევს ასე ადვილად მივატოვო ქუთაისი.
მშვიდობით, საყვარელო დედა!
მე მალე ჩამოვალ.
შენს ამბებს ყოველთვის ვტყობილობ, მადლობა ღმერთს, რომ ავად არ ყოფილხარ.
ეხლა გამაგრდი, დედა! მთელი ქვეყანა გახარებულია თავისუფლებით.შენც უნდა იყო მხიარულად.მე სხვაფრივ კარგად ვარ.
შენი ერთგული და მუდმივად მოყვარული შვილი გ.
1917წ.მარტი
***
ძვირფასო დედა! ჩემო დედა!
შენმა წერილმა მე მომკლა! დედიკო! რატომ იწერები, რატომ იწერები, რომ მე შენთვის სანატრელი ვარ.არა, დედა, შენ გენაცვალე, ჩემზე ნუ ფიქრობ. თუ არ მოვკვდი, სწორედ ურცხვენელად, როგორც გინდა, გავატარებ ჩემს ახალგაზრდობას.
შებ იწერები ,,შენგან მოძულებული!”(!)
ძვირფასო დედა, შენ არ შეგფერის სთქვა ,,შენგან მოძულებული”.
ო, ჩემო ძვირფასო დედა!.. დედა, რაც შეეხება ჩემს ეხლა ჩამოსვლას, ჩემთვის ძალიან ძნელია.დედიკო! რა ვქნა, სწორედ ეხლა იბეჭდება,დედიკო, ჩემი ოთხი წიგნი, შეიძლება ორი მაინც მალე გამოვიდეს.მე, თუ ეს მოთავდა, მოვალ.
ასე, დედიკო!
მშვიდობით!

„აი - ია“

აგერ პატარა შკოლა,
მთა აფხაზეთის სოფლის,
მის წინ ხეები ჩქოლა
და დარიგება მშობლის.

ვერ გადაუდგამს ბიჯი,
შიგნით კი ხმაურს ჰქვია -
ყდაზე ნახატი ბიჭი
და ხმები: „აი - ია“.

ალვის ხეები მშვილდისარს ხრიან

ალვის ხეები მშვილდისარს ხრიან,
მთვარე ანათებს ვარსკვლავთა ცხრიანს,
ჰქრის მეტეორი ციერთა უბნის -
ღრუბელიც მიდის, ღრუბელი ბუბნის.
აჰ, ეუბნება - ცრემლების ნამმა,
გთხოვთ მოისმინოთ, ძვირფასო დამა,
ვით სიყვარულის გამქრალი სხივი,
დაუბრუნებელ დროთა მესსივი.

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი ..

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკლო
შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები -
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან

(მიბაძვა)

ცის კაბადონს ანათებს მთვარე ცეცხლად ნთებული,
ვარსკვლავთ ფერხულს ღიმილით, წყნარად უახლოვდება,
დახავსებულ ნანგრევთან ვდგევარ გარინდებული
და ფიქრები ჩემს გულში გროვდება და გროვდება.
ამ დროს თითქო საფლავით დგება ჩვენი წარსული,
დგება ძველი გმირები, რაზმი ქუხილით დგება,
იღვიძებს მკვდართ სავანე, დამფრთხალი, გაძარცული,
ხედავს ტაძარს დანგრეულს და გული ეთუთქება.
გვირგვინოსანს ეძახის.. და მწარე ხმით ქვითინებს,
აჰა, ირყევა ლოდი, გვირგვინოსანიც დგება,
ყივის და ბრძოლისაკენ იწვევს მამულიშვილებს,
ეძახის, მაგრამ მაინც საშველად არვინ სჩნდება!
მხოლოდ ფაზისის მხრიდან დუდუნი გააქვთ ზვირთებს,
მხოლოდ ფაზისის ისმის ოხვრა აზვირთებული.
სძინავს მიდამოს დაღლილს, სძინავთ ცად ატყორცნილ მთებს,
და მთელი რაზმიც ჰქრება, კაეშანს მიცემული.
ცაზე კი ისევ სცურავს მთვარე ცეცხლად ნთებული,
ვარსკვლავთ ფერხულს ღიმილით, წყნარად უახლოვდება.
დახავსებულ ნანგრევთან ვდგევარ გარინდებული
და ფიქრები ჩემს გულში ისევ-ისე გროვდება.

2 comments:

  1. დიდად ვისიამოვნე თქვენი ბლოგის ინფორმაციით

    ReplyDelete