სასკოლო კლუბი

სასკოლო კლუბი



მარტვილის მუნიციპალიტეტი ნოღის საჯარო  სკოლა
სასკოლო კლუბი:  „განთიადი
კლუბის შექმნის თარიღი: 2018 წლის 25 სექტემბერი
კლუბის ლოგო: 








კლუბის კურატორი:  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი ჩაჩიბაია

 

 

 

განაცხადი კლუბის წევრობაზე


                                                              მარტვილის მუნიციპალიტეტი ნოღის საჯარო  სკოლა
                                                                              კურატორს    ლალი ჩაჩიბაიას 
                                                               ამავე სკოლის --IX _X  კლასის                                                                
                                                                                          მოსწავლის ---------------------------

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
    სურვილი მაქვს გავწევრიანდე სასკოლო კლუბ ,,განთიადი’’. გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი სურვილი.

                                                                                                  
                                                                                                       განმცხადებელი:
                                                                                                                                 თარიღი:

სასკოლო კლუბ „განთიადი“

წესდება

1.ზოგადი დებულებები
1.1. მარტვილის მუნიციპალიტეტი ნოღის საჯარო  სკოლა ,,განთიადი” (შემდგომში კლუბი)დაფუძნებულია სკოლის ფარგლებში.
1.2 . კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით.
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართისაქართველომარტვილის მუნიციპალიტეტი სოფელი ნოღა

    2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1. ქართული ენის  პოპულარიზაცია და მათდამი ინტერესის გაზრდა
2.2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;.
2.3. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
2.4. მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
2.5. კონფერენციებისსემინარებისტრენინგებისკონკურსების ორგანიზება;
2.6. საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
2.7.მოსწავლეთა ცოდნის და გამოცდილების შეძენა.
   2.8. ცოდნის, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და მომავალში წარმატების მიღწევა.
   2.9.  მოსწავლეთა აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
2.10. ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
2.11. სასკოლო პროექტების დაგეგმა, განხორციელება და ჩატარების გამოცდილება.
2.12. შეიძენენ ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღებასა და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილებას.
    2.13კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობარომელიცემსახურება კლუბის მიზნებსინტერესებსორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგებასაქართველოს კანონმდებლობას.

3. კლუბში გაწევრიანება :
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის  VIII – X I I კლასის მოსწავლერომელიც იზიარებსკლუბის მიზნებს.
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით(განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
3.4. კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრის მოწმობა.
3.5 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის კურატორის მიერ.
3.6 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაშიდაიცვასწესდების მოთხოვნებიშეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებულიგადაწყვეტილებები.
3.7. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზერომელიცდაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.8. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზეასევეკლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგებაკლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლისდამთავრების შემდეგ.

4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგანრომელთა რაოდენობაა არაუმეტეს ოციმოსწავლისაა;
4.2. კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორირომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოსკლუბის საქმიანობასერთპიროვნულად წარმოადგენოს კლუბი მესამე პირთან/პირებთანურთიერთობისასუხელმძღვანელობს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა დაპროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას. დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები,მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.3. ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებშიხელმძღვანელობს კლუბისსაქმიანობასერთპიროვნულად.
4.4. კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით : დამტკიცოს სამოქმედოგეგმადაამტკიცოს კლუბის წესდებააირჩიოს კლუბის ლიდერი.
4.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
4.6 
ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.
5. კლუბის მუშაობა
5.1. კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ერთჯერგარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2. კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით.

6. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
6.1. კლუბის რეორგანიზაცია (შეერთებამიერთებაგამოყოფა გარდაქმნა)ხორციელდება ამ დებულებით.
6.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდებასაერთო კრების გადაწყვეტილებით ან მიზნებისმიღწევის შემთხვევაში.

7დასკვნითი დებულება:
7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრებისგადაწყვეტილებით.

მარტვილის მუნიციპალიტეტი ნოღის საჯარო  სკოლა

2018 წლის 25 სექტემბერი

სასკოლო კლუბ „განთიადი“ სამუშაო გეგმა

აქტივობის დასახელება
განხორციელების თარიღი
შენიშვნა
1
კლუბის წევრების შეკრება და ლიდერის და მისი მოადგილის არჩევა
26.09.2018

2
ჩვენი ენა ქართული
10.10.2018
კლუბის წევრები ისაუბრებენ ქართული ენის შექმნის ისტორიაზე,საჭირბოროტო საკითხებზე რაც დაკავშირებულია ქართულ ენასთან,მის დაცვაზე,განახორციელებენ პროექტს" ჩვენი ენა ქართული "
3
თემა-დიდი ადამიანები საქართველოში,პროექტის მომზადება
22.10.2018
უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი გახლავთ - "ვეფხისტყაოსნის" საუკეთესო  ილუსტრატორი.
4
გრიგორი გაგარინი ტფილისში - თავადი მხატვარი, რომელმაც ევროპას საქართველო გააცნო
15.11.2018
გაეცნობიან ცნობილ პიროვნებეს რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს საქართველოს ისტორიაში
5
რუსი პოეტები და საქართველო
22,11,2018
მიხეილ ლერმონტოვი და ლევ ტოლსტოი
6
ქართული ეკლესია
10.12.2018

7
ალექსანდრე გრიბოედოვი: საქართველოზე შეყვარებული პოეტი
18.12.2018
ალექსანდრე გრიბოედოვი: „იჩქარეთ ტფილისში, ვერ წარმოიდგენთ, ეს რა ფუფუნებაა

8
პირველი სემესტრის ღონისძიებების განხილვა და ახლის დაგეგმვა
20.01.2019
შევაჯამეთ პირველ სემესტრში ჩატარებული აქტივობები,განვიხილეთ თითოეული მათგანი,ვისაუბრეთ რა იყო მნიშვნელოვანი საკითხები,განვიხილეთ ვიდეო გაკვეთილები და დავგეგმეთ მეორე სემესტრში ცასატარებელი აქტივობები
9
ჯონ შალიკაშვილი
13.02.2019
ჯონ შალიკაშვილს გვარის შემოკლებას და „შალიდ“ გადაკეთებას სთავაზობდნენ, რათა ამერიკელებს ენა არ ეტეხათ მისი წარმოთქმისას. ბილ კლინტონიც კი სთხოვდა ამას, მაგრამ შალიკაშვილი მზად იყო თანამდებობასაც კი დამშვიდობებოდა, ოღონდ ერთი ასოც კი არ შეეცვალა საკუთარ გვარში.

10
ნორვეგიელი მწერალი- კნუტ ჰამსუნი

02.03.2019
ადამიანები იქ უფრო ლამაზები, ღვინო უფრო წითელი, მთები კი უფრო მაღალია...---კნუტ ჰამსუნი

11
ფრანგი, რომელმაც ევროპას საქართველო გააცნო

22,04.2019
ქართველოლოგიის დამფუძნებელ მარი ბროსე

13
XIX საუკუნის 20-იანი წლების ევროპაში იწყება ქართული ლიტერატურის მეცნიერული შესწავლა, რაც უკავშირდებოდა ინტერესს აზიისადმი. 1822 წლს პარიზში ჩამოყალიბდა „პარიზის სააზიო საზოგადოება“, რომელმაც დაიწყო ყოველთვიური ჟურნალის –„სააზიო ჟურნალი“ – გამოქვეყნება, რომელშიც ხშირია სტატიები საქართველოს შესახებ.
1825 წელს ამ საზოგადოების წევრად აირჩევენ მარი ფლისტე ბროსეს, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ქართველოლოგიის მეცნიერული კვლევის დაწყება, ევროპასა და რუსეთში.
მარი ბროსე ქართული ენითა და ლიტერატურით დაინტერესდა ბოლხოვიტინოვის წიგნის წაკითხვის შემდეგ. მნიშვნელოვანი და არსებითი მის ქართვლელოლოგიურ მოღვაწეობაში ის იყო, რომ მან კონტაქტი დაამყარა თეიმურაზ ბაგრატიონთან,რომელიც 1837 წლიდან პირად ნაცნობობაში გადაიზარდა, ისინი მეგობრები გახდნენ. 1837 წელს მარი ბროსე პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად, სამეფო აკადემიის წევრად არჩევის გამო. აქ დაიწყო ქართველოლოგიის, როგორცდამოუკიდებელი ჰუმანიტარული მეცნიერების დარგის ისტორია.
მარი ბროსეს, თანდათანობით, გვერდში ამოუდგნენ ქართველი სწავლულები. იქ ჩამოყალიბდა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და ქართული ენის მკვლევართა ჯგუფი.
1918 წლიდან მეცნიერული კვლევის ცენტრი თბილისში გადმოიტანეს, სადაც ქართველოლოგიამ განვითარების თანამედროვე დონეს მიაღწია.
მარი ბროსეს პირველის სტატია „სააზიო ჟურნალში“ დაიბეჭდა. სახელად „ქართული ლიტერატურის თანამედროვე მდგომარეობა“, რომელიც წაკითხულ იქნა სააზიო საზოგადოების გენერალურ სხდომაზე 1828 წელს.
მარი ბროსეს მეცნიერული კვლევის ობიექტი ძველი ქართული საერო ლიტერატურა იყო. აღსანიშნავია, რომ იგი არის „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ევროპელი მკვლევარი.
მარი ბროსე „ვეფხისტყაოსნის“ გარდა იკვლევს კლასიკური პერიოდის სხვა ძეგლებსაც : „აბდულმესიანს“, „თამარიანს“, „ვისრამიანს“, „ამირან-დარეჯანიანს“… მან საფუძველი ჩაუყარა ქართული ლიტერატურას – ევროპული ლიტერატურის კონტექსტში გახილვას. პარალელი გაავლო „ამირან-დარეჯანიანის“ რაინდობასა და ევროპულ რაინდულ ინსტიტუტებს შორის.
მარი ბროსემ შეისწავლა აღორძინების ხანის ქართული საერო მწერლობაც. მან პირველმა მიაქცია ყურადღება დ. გურამიშვილის შემოქმედების მრავალ მხარეს: ფილოსოფიურს, რელიგიურს, ზნეობრივს და ა.შ. ასევე მარი ბროსეს ქართულიდან ფრანგულად ნათარგმნი აქვს ი. ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანი?!“ (ეს არ გამოქვეყნებულა და დაცულია მისსავე არქივში)
მ.ბროსეს ხელმძღვანელობით დაწყებულმა ქართველოლოგიურმა საქმიანობამ გამოიწვია ქართული ლიტერატურის შესწავლის აღმავლობა. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთსა და ევროპაში. მარი ბროსეს თანარედაქტორობით გამოიცა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ითარგმნა გერმანულად და გამოქვეყნდა ბერლინში.
მარი ბროსემ პირველმა მისცა მაგალითი ევროპელ მკვლევრებს და მისი მიღწევები ძალიან დაეხმარა ქართულ ლიტერატურასა და, ზოგადად, ქართველოლოგიის განვითარებას.
25.05.2019

14
საზაფხულო არდადეგები
14.06.2019




 

საინიციატივო ჯგუფი:
სკოლა ანაბასისის –IX  -X  კლასისი  მოსწავლეები

კლუბის მეურვე : ლალიჩაჩიბაია

 

სასკოლო  კლუბ ,, განთიადი“ წევრები:

1. ქუთელია ნინო
2.ჯალაღონია ანა
3.ჯაიანი თორნიკე
4.აფხაზავა ანზორი
5.ბარამია მარი
6.პერტაია იოსები
7.ჯანაშია მარადი
8.ჯიჯელავა ნანა

 კლუბის ლიდერი: ქუთელია ნინო
     
ლიდერის მოადგილე:  ბარამია მარი

26,09,2018

სასკოლო კლუბის „განთიადი“-ის წევრების შეკრება

წრის ლიდერისა და მოადგილის არჩევა






ხმის უმრავლესობით კლუბის წევრებმა ლიდერად აირჩიეს ქუთელია ნინო,მოადგილედ კი ბარამია მარი.სიმბოლურად გადაიღეს სურათები.
გაეცნენ კლუბის მუშაობის გეგმას და თემატურ მასალას რომელიც დამუშავდება მთელი წლის მანძილზე.

დაგეგმეს თუ რა და როგორ უნდა მიეღოთ მონაწილეობა შემოდგომის ზეიმზე.

10.10.2018  ჩვენი ენა  ქართული ენა 





ქართველი კაცისთვის ცხოვრების უმთავრესი არსი დასაბამიდან იყო ენა, მამული, სარწმუნოება, რომლისთვისაც თავის გაწირვა სავალდებულო კი გახლდათ, მაგრამ სამწუხაროდ მცირეოდენნი და ლაჩარნი ამას ვერ აკეთებდნენ, რადგან სულგაყიდულები, სამშობლოსა და ერისგან განდგომილები, მოძულებულნი იყვნენ. ენა განძია ერისა, რომელსაც საკუთარი თავივით მართებს მოვლა-გაფრთხილება, შენახვა და დაცვა მომხდურთაგან, რადგან მტრისთვის უდიდეს გამარჯვებას ნიშნავს შეტეულისთვის ენის წართმევა, დედა ენაზე მეტყველების აკრძალვა, მითუფრო მაშინ, თუკი დამონებული და უღელდადგმული ამას საკუთარი ნებით, ზოგჯერ სიამოვნებითაც აკეთებს.
“რა ენა წახდეს…”. ვიცით და გვსმენია ამ დამაფიქრებელი, უფრო კი გამაფრთხილებელი ჩაგონების დანიშნულება და მიზანი … და თავგადაკლულები, კბილებით ვიცავთ უძველესსა და ულამაზესს, დედასავით სანუკვარსა და უსაყვარლესს, უმშვენიერესსა და ტკბილხმოვანს, უმდიდრეს ენას ქართულს. თავს ვწირავთ, სიცოცხლეს ვანაცვალებთ მის შენარჩუნებას და დაფარვას, თავდაუზოგავად ვიღვწვით მომავალი თაობისთვის შეუბღალავად და ნირშეუცვლელად გადასაცემ დასატოვებლად. ვიცით ქართველებმა ჩვენი ენის ძალა და ფასი, მისი დანიშნულება და ღონე, რადგან მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად არნახულ შემოტევებისგან გადარჩენილებსა და თავდახსნილებს, დღესაც ქართულად გვალაპარაკებს. და განა მარტო ჩვენ. ქართულად მეტყველებაზე ბევრ ქვეყანაში სურვილობენ, გულით სწადიათ მისი დაუფლება.
და მაინც, საზოგადოების მცირე ნაწილი ისევ სხვის ენაზე “ჟღურტულს” არჩევს, რადგან თურმე ნუ იტყვით და მისით “გავუცვნივართ” ევროპას, მსოფლიოს, მისით “გაგვიხელია” თვალი, მისით მოგვიდენია “ტყაპანი” მსოფლიო ცივილიზაციაში. ამიტომაც უნდა ვეთაყვანოთ თურმე მას, მუხლებზე უნდა ვიხოხოთ და ტერფები ვულოკოთ ჩვენს მერე რამოდენიმე საუკუნის მოგვიანებით ამეტყველებულებს, თუკი მიწიერი ცივილიზაციის “წყლის გადასხმა და ფიზიკურად გადარჩენა” გვწადია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, თურმე დასაღუპავადა ვყოფილვართ განწირულები.
ეს გვესმოდა და ამას ჩაგვჩიჩინებდნენ დღენიადაგ იმპერიული იდეოლოგიის ყურმოჭრილი, სულგაყიდული “მეცნიერ”-პროპაგანდისტები, “აღმზრდელები თუ პროფესორ მასწავლებლები”, კულტურის, ლიტერატურის და საერთოდ, ინტელიგენციის იმ ნაწილის წარმომადგენლები, რომლებისთვისაც სრულიად უცხო იყო და გაუგებარი “მშობლიური”ენისთვის თავის გამოდება, ხელის გამოღება, მისთვის გამოსარჩლება და სასიკეთოს თქმა. პირიქით, ერის ეს “აღზევებული, მოაზროვნე” ნაწილი თავგადაკლული მომხრე გახლდათ “დიდი ენის” საფუძვლიანი დამკვიდრებისა, მასზე მეტყველებისა და სწავლა საქმიანობისა. ამიტომაც ელაპარაკებოდნენ გაჩენის დღიდან “საჭირო, გამოსადეგ” ენაზე თავიანთს ნაშიერებს და წამითაც არ უფიქრდებოდნენ ჩადენილ დიდ ცოდვას, შეგნებულად რომ წიხლავდნენ, უარყოფდნენ ენას ქართულს.
სანაცვლოდ, კომუნისტის მანდატიანი, სახელმწიფო “მმართველების” კარზე აღზევებულები გულუხვად საჩუქრდებოდნენ თანამდებობრივი სავარძლებით, ბინებით, აგარაკებით, ტკბილი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა სიკეთით. ასე ბანდნენ ერთმანეთს სიბინძურეში გასვრილ ხელებს ბედნიერი და კმაყოფილი პატრონ ქვეშევრდომები და ყველაფერს აკეთებდნენ ურგები უპირატესობის, უფლებების, ბედნიერი და უზრუნველი ყოფის სამუდამოდ შენარჩუნებისთვის. და აკეთებდნენ კიდეც უცხო ენაზე “აღზრდილ განათლებულ” შთამომავლობას მემკვიდრეობით უტოვებდნენ მრუდე გზით ხელში ჩაგდებულ საცხოვრებელსა და ქონებას, სამეცნიერო წოდებებს, მშობლიური პარტიისადმი სამარცხვინო ლაქიაობას, კრინტსაც არა ძრავდნენ უმთავრესსა და უპირველესზე ენაზე, მამულზე, სარწმუნოებაზე. ან კი რად იტყოდნენ, რა ჰქონდათ სათქმელი, თავათ უსასრულოდ შორს მდგომებს ყოველივე ამისგან.
სამაგიეროდ, ვერ ისვენებდნენ და გულს ვერ იოკებდნენ, სულიერად და ფიზიკურად ბობოქრობდნენ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში გაერთიანებული მეცნიერებისა და კულტურის, ლიტერატურის, ინტელიგენციის იმ დიდ ნაწილში თავმოყრილი პიროვნებები, ერის საღად მოაზროვნე უმრავლესობა, რომლებსაც ამქვეყნად არსებობა ვერ წარმოედგინათ და არც უნდოდათ სამი უმთავრესი მრწამსის გარეშე. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილს ვერ გადაწონიდა ვერანაირი ოქრო და ვერცხლი, ვერანაირი უზრუნველი და მშვიდი ცხოვრება, ვერანაირი წითელი წოდებები და ტიტულები. შეუძლებელი იყო ორსაუკუნოვანი მონობის უმძიმესი უღლის კვლავაც ტარება და უცხოს დაკრულზე ცეკვა ბუქნაობა. უძველესი და უმშვენიერესი ქართული ენა ვერაფრით აიტანდა სიცივითა და ყინულით გაჟღენთილი მკაცრი, მშრალი მეტყველების შეუფერებელ მეტოქეობას. შეუძლებელი იყო ამაყი და გოროზი იბერიული სიტყვის, მასზე მეტყველთა მუშტითა თუ იარაღით დაჯაბვნა. უძლური იქნებოდა ყოველგვარი ძალმომრეობა შეუდრეკელ ნებაზე, ურყევ სულზე გამარჯვებისთვის. ესეც არ იყოს, როგორც უკვე ვთქვით ენას, მამულსა და სარწმუნოებას ყოველთვის ერის უმრავლესობა, მისი ღირსეული წინამძღოლები იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ იბერიის არსებობისთვის აუცილებელი ამ ფესვების შესანარჩუნებლად.
ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა ენას ქართულს, მაგრამ ვერავინ შეძლო მასზე გამარჯვება, უკლებლივ ყველამ მცირე თუ მრავალრიცხოვანმა მეტოქემ სასტიკი მარცხი იწვნია, ენა იბერთა უძლეველი და შეუვალი დარჩა. ნუღარ გადავიხედებით საუკუნეების მიღმა, ნუ განვიახლებთ ტკივილითა და განსაცდელით მოყენებულ ურიცხვ იარებს და თხუთმეტი წლის წინანდელი არნახული, გაუგონარი შემოტევა გავიხსენოთ, “მფარველმა და ერთმორწმუნე” მეზობელმა რომ გვარგუნა. თუმცა, რა დაგვავიწყებს, რა გაახუნებს იმ საშინელსა და ბნელ პერიოდს, წითელი სატანა გაშმაგბული რომ ლამობდა ცურტაველის, გორგასლის, დავითის, თამარის, რუსთაველის, გურამიშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას, კონსტანტინეს ენის მოსრასა და შეურაცხყოფას, იბერთა დამუნჯებასა და უცხოურ ენაზე ალუღლუღებას.
მაგრამ, ამაო იყო და უშედეგო წითელი ურჩხულის, საქართველოში მისი ერთგული, საიმედო საყრდენის, მისი ნება სურვილის უსიტყვოდ აღმსრულებლის მაშინდელი ხელმძღვანელობის ცდა და ბრძოლა. ისინი ვერაფერს დააკლებდნენ ხალხის ნებას, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლთა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავგანწირვას. და ვერც ვერაფერი მოუხერხეს. ყველას
გვახსოვს 1978 წლის აპრილის ის მღელვარე და შფოთიანი დღე, თბილისის ქუჩებში მოზღვავებული აბობოქრებულ აფოფრილი მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობა, მუშა მოსამსახურეები, ხელოვნების, ლიტერატურის, ინტელიგენციის საღად მოაზროვნე ნაწილი, ქართული ენის მოსიყვარულე და დამცველი დიდ პატარა, მზად რომ იყვნენ სიცოცხლე გაეღოთ წინაპართა ენის შენარჩუნებისთვის. არნახული იყო და გაუსაძლისი იმპერიიდან წამოსული დაწოლა და შემოტევა. სამარცხვინო იყო და შესაჩვენებელი საქართველოში, წითელი იმპერატორისა და მისი ხროვის არაადამიანური სურვილის აღმსრულებელი მაშინდელი ქვეყნის “მმართველების” ცდა და მონდომება, დავალების შესასრულებლად. მაგრამ, სძლია ბოროტებას სიკეთემ, ნათელმა ჯურღმულს, ცოდნამ უმეცრებას, ჭეშმარიტებამ სიყალბეს, სიყვარულმა სიძულვილს, ერთგულებამ ღალატს, ბევრმა ცოტას და ენამ ქარუთლმა ისევ გაიმარჯვა. შეუძლებელი გახდა იბერთა სამეტყველო დიდებული ბგერების ჩახშობა დამუნჯება და რაოდენ მწარეა, მტკივნეულია და სამარცხვინო, მკრეხელობაა, რომ ამ თავგანწირვასა და თავდადებას დღეს ასე უტიფრად, უსირცხვილოდ მიიწერენ პიროვნებები, ცეცხლითა და მახვილით რომ უტევდნენ ქართველთა ენას, თავათ სულგაყიდულები, ყოველ ღონეს ხმარობდნენ ერის დასაჩოქებლად. და როცა არაფერი გაუვიდათ, ვერაფერს გახდნენ, ჩრდილოეთელი პატრონისგან ნაბრძანებ “დათმობაზე” წავიდნენ, უკან დაიხიეს, მზაკვრული ნიღაბი აიფარეს, რადგან უკვე მათთვის საშიშად ძლიერდებოდა ეროვნული მოძრაობა. სწორედ ამ “დათმობის ტაქტიკური”სვლა გახლდათ თბილისში დედა ენის ძეგლის დადგმა. თუმცა, ამ გულისამრევი ფარსისა არავინ იწამა. ყველამ იცოდა, რომ იგი მახე, ავბედითი ხაფანგი იყო დაგებული თავისუფლების მოსურვილე, მშობლიური ენის დამცველი პიროვნებების უვნებელსაყოფად. მაგრამ, ვერც ამ ფარისევლობამ და თვალთმაქცობამ გაჭრა. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის აგორებული ტალღის დაოკება უკვე ვერავითარ ფანდსა და ეშმაკობას, ვერანაირ პირფერობასა თუ “დათმობას” აღარ შეეძლო.
სამოცდათვრამეტი წლის აპრილის შემდეგ, კომუნისტური რეჟიმის, წითელმანდატიანების უმწვავესი მარწუხების, არნახული დაწოლისა და დევნა შევიწროების მიუხედავად, ქართველი ერი ყოველწლიურად მიზანდასახულად აღნიშნავდა ენის დიდებულსა და საჭირო დღეს. ეს მართლაც უდიდესი მოვლენა გახლდათ იბერთა ცხოვრებაში, რადგან ენის ზეიმის დღეს, სულიერად და ფიზიკურად განწმენდილი ქართველები ბედნიერები ეგებებოდნენ სასურველ მოვლენას, დაუფარავად და თამამად შეჰხაროდნენ, ესიყვარულებოდნენ უმშვენიერესსა და ტკბილხმოვან, უძველესსა და უმდიდრეს ენას. მომეტებულად, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ აღნიშნავდა ქართველობა ენის დღეს. მაგრამ, დიდხანს აღარ გაგრძელდა საამო ხანა. შარშან, შექმნილი ვითარების გამო, შეუძლებელი გახდა ბრწყინვალე დღის აღნიშვნა. სასოწარკვეთილმა ხალხმა ვერაფრით შეძლო ჩვეული სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა. დაღლილ, შეურაცხყოფილ საქართველოს ნამდვილად არ შეეფერებოდა ზეიმი და აღარც ხალისი ჰქონდა თბილი, ღიმილიანი სიტყვის თქმისა. ადამიანებს მომავლის იმედიღა შერჩათ და ვაი, რომ იგი კიდევ უფრო სავალალო, სამარცხვინო გამოდგა.
და დაგვიდგა წლევანდელი დღე ქართული ენისა. უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი უდიდესი ქართული მესიტყვის, ქართული პოეტური სიტყვის გენიის ძეგლთან და როდესაც იქ შეკრებილთ უნდა წარმოეთქვათ სიტყვა ქართული, ჯადოსნური, საამოდ სასმენი, ბგერების ნაცვლად იქაურობა რკინა რეზინის ხელკეტების ზუზუნსა და სათაყვანებელ ენაზე მეტყველი გამძვინვარებული შავსათვალიან, საღეჭ რეზინიან, შავ ქურთუკ-პერანგ-შარვალ-ფეხსაცმლიან, სახეალანძული ახალგაზრდების ლანძღვა – გინებასა და ბილწსიტყვაობაში ჩაიძირა. თუმცა, ეს მთლად საკვირველი და მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან წინა საღამოს, მილიციის სამმართველოს შეფის “სიტყვაკაზმული” სატელევიზიო გამოსვლის მერე, ცხადი გახდა, რომ “დემოკრატიული” ხელისუფლება კვლავაც მიმართავდა მრავალგზის წარმატებით გამოყენებულ ხერხს უმოწყალოდ ეცემათ, არგასაგონად ელანძღათ უდანაშაულო ხალხი, დაეღვარათ სისხლი. ეს ყველაფერი იქ, ზევით დაიგეგმა, რითაც კიდევ ერთხელ დაუმტკიცდებოდა “ერთმორწმუნე” პატრონს ერთგულება და მოკრძალება. კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩენდნენ თუ როგორ იდევნება და იწიხლება სული ქართული, სიტყვა იბერიული, როგორ ითელება ნება ქართველებისა, უფლება ერისა და ეს სხვა არაფერია, თუ არა აშკარა უარყოფა ენისა, მამულისა, სარწმუნოებისა.
ეს იყო ქართული ენის შეგინების, აბუჩად აგდების, დაწიხლვისა და შეურაცხყოფის, ჩაქოლვისა და დასჯის, სიკვდილის დღე.
თუმცა, დამსჯელთა ბანაკს მიტმასნილმა ერთმა “ჟურნალისტმა” ქალმა, გაზეთ “თბილისის”ფურცლებიდან “შეძრულმა და გაოგნებულმა” გვაუწყა, რომ პრეზიდენტის მომხრეებმა საშუალება არ მისცა ქართული ენის საზეიმო აღნიშვნისა (ალბათ, “ჟურნალისტს” შარშან, ზაფხულში, თბილისობანასნაირად აღნიშნული “გაერობანას” დღესასწაულის მსგავსი პროვინციული სანახაობის ხილვა სურდა). ის კი გულმოდგინედ მიჩქმალა, “ვერ დაინახა”, თუ რაოდენ სისასტიკითა და დაუნდობლობით გაუსწორდნენ “რაინდი” მილიციელები ქართული ენის ხელშეუხებლობის დამცველსა და ქომაგ ხალხს. მათგან დანთხეული სისხლიც, თურმე “საღებავი” ყოფილა, ოსტატურად რომ “გადაუსხამთ” მანდილოსნებს ჭაღარა თმებზე (!).
ვერაფერს ვიტყვით, ასეთია დღევანდელი “გამარჯვებულების” მოქმედების პრინციპი, ასეთია მათი სამეტყველო ქართული ენა. არ უნდა გვიკვირდეს, ასეთნაირად აღნიშნული ქართული ენის “დღე”.

ენა დედაა ერის – ანუ, დედა გავაუცხოვეთ?!

ენა დედაა ერისა… ეს სიტყვები ყოველი ქართველისათვის კარგად ნაცნობი და საამაყოა… საამაყოა, რამდენადაც ქართული ენის სიყვარულმა, მისი დაცვისთვის ბრძოლამ მოიყვანა ქართული სული, ქართული თვითმყოფადობა დღევანდელ დღემდე… ქართული ენით გაერთიანებულმა ერმა შექმნა უკვდავი კულტურა და ხელოვნება ივერიისა. ქართული ენა ღვთის ენააო თამამად შეიძლება ითქვას… ,,დიაღ“– ეს იგივეა, რაც დიდ არს ღმერთი… მხოლოდ ქართული ენით აღიარებს მსოფლიოს ყველა ჩვილი უფალის ერთადერთობას როცა ამბობს ,,აღუ“– არს ღმერთი უფალი… ქართულ ,,ქ“-ს ქრისტეს სიმბოლოდ, ხოლო ,,ჯ“-ს ჯვრის სიმბოლოდ მოიაზრებენ…


უამრავ დასაცველსა და გასაფრთხილებელ-გადასარჩენს შორის, ყოველთვის რომ ჭარბად ჰქონდათ ქართველებს, უპირველესად ენის, მამულისა და სარწმუნოებისთვის თავის გადადებას მიიჩნევდნენ და ხშირად, ეს მოვალეობა სავალალო მსხვერპლთშეწირვით დაუსრულებიათ. მტერი და დამპყრობი არასდროს ელეოდა იბერთ ქვეყანას. უძველეს ენაზე მეტყველებას უკრძალავდნენ იბერებს, მაგრამ შეუძლებელი იყო და წარმოუდგენელი იაკობის, დავითის, თამარისა და სხვათა წმინდანების ენის უარყოფა. შეუძლებელი იყო უძველესი ანბანის ულამაზესი ასოების დავიწყება და გაქრობა. “რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო”, – უთქვამს გრიგოლ ორბელიანს და, მართლაც, რომ უდიდესი სიბრძნეა ამ სიტყვებში ჩადებული, რადგან ერის არსებობის ერთ-ერთი ნიშანი ენაცაა… უამრავჯერ ეწამა კურთხეული ქართული ენა მწვალებლებისგან მაგრამ ქართველმა წინაპარმა სისხლის ფასად შემოგვინახა იგი.
გავიდა დრო… გავიდა დრო და რუსულმა ანექსიამ იწყო დაღის დასმა ქართულ ენაზე. პრიორიტეტული და საამაყო გახდა რუსული ენის ცოდნა და ქართულშიც უხვად შემოდიოდა  ბარბარიზმებად უხეში რუსული სიტყვები. ისე შეესია რუსული ბარბარიზმები ქართულ ენას, როგორც კალია მწიფობაში მყოფ ყანას. აკაკი წერეთლისა არიყოს, ქართულ ენაზე მოლაპარაკეთ როზგს სცემდა კოჭებში რუსიფიკაცია. ძალითა თუ ნებით თავს იმკვიდრებდა რუსული და აუშნოებდა ვეფხისტყაოსნის შემქმნელ ენას. გაწითლებულსა და გავარვარებულ საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად ქართული იყო ჩაწერილი. სწორედ მასზე, იმ ფარატინა ფურცელზე მთავრდებოდა იბერთა უძველესი, უმშვენიერესი ენის ყველა უფლება და ღირსება, ისე კი რუსული იყო იძულება და აუცილებლობა…
დღესაც, უხვად მოიძებნება ქართულში რუსული ბარბარიზმები: სტოლი, პოლი, სტაიანკა, პადემკა და უამრავი სხვა… მეც, იმ საზოგადოებაში გავიზარდე, სადაც ამ სიტყვების კორიანტელი იყო. ერთი შეხედვით, საბჭოთა კავშირის დატოვებიდან 20 წლის მერე, ეს დამახინჯებული სიტყვები ნელ-ნელა გაქრა და გაცვდა, მხოლოდ ,,ექსსაბჭოელებში“ თუღაა შემორჩენილი, მაგრამ მეორე უბედურებამ იჩინა დღეს თავი.
საქართველო მუდამ ასე იყო, ერთ ჭირს მოინელებდა და მეორე ატყდებოდა თავს, ჰოდა ჩვენც ,,ვაის“ გაყრილებმა აღარ დავაყოვნეთ და ,,უიც“ მალე გამოგვიჩნდა ინგლისური სიტყვების სახით. დღეს უკვე ხშირად გავიგონებთ: ,,ოკეი“, ,,ლოვე“, ,,ბოიფრენდი“ ,,ფეისი“ ,,სელებრითი“ ,,ლაივი“ და ათასი სხვა… საქმე ისაა, რომ ამ შეყრილი ,,ვაის“ ,,საბედნიეროდ და გასახარად“ საზოგადოებას (განსაკუთრებით ახალგაზრდებს) ამ სიტყვების ხშირი ხმარება ეამაყებათ და ჰგონიათ, ამით თავიანთ თანამედროვეობას უსვამენ ხაზს, სინამდვილეში კი, – პირიქითაა: ყოველი იმის მცდელობით, რომ ჩვენს თანამედროვეობას გავუსვათ ხაზი უცხო სიტყვების ხმარებით, ენის სიწმინდეს ვაყენებთ შეურაცხყოფას.

ამ დაავადებამ, სამწუხაროდ, არამარტო საზოგადოება, პრესაც შეიპყრო, ტელევიზია და სახელმწიფო დაწესებულებებიც. ჩნდება კითხვა: – რით განსხვავდება რუსიფიკაციია და დღევანდელი ანგლოსაქსიზმი ერთმანეთისგან?! ალბათ, იმით, რომ წინათ, რუსული ,,უი“ შეგვეყარა, დღეს კიდევ ინგლისური სიტყვების ,,ვაი“ გვჭირს… განა, სირცხვილი არაა, როცა ქუჩაში ვხვდებით უამრავ ინგლისურ წარწერას მაღაზიებზე, სასტუმროებზე, ბარებზე და მათ გვერდით ქართული წარწერა ან გამქრალია ან ძლივს ჩანს, როცა ქართულ ტელეარხებზე გადაცემათა დიდ ნაწილს უკვე ინგლისური დასახელებები აქვს?! განა, ქართულში სიტყვათა მარაგი ამოიწურა?! ეს, კიდევ არაფერი, არტიკლებიც შემოიტანეს და გადაცემას ახლა უკვე ჰქვია: – ,,THE….“ განა ქართულ ენას არ ექნებოდა არტიკლი ეგ რომ საჭირო იყოს?! ეს კიდევ ერთი და დიდი გამოვლინებაა ქართული ენის შეურაცხყოფისა.

სიტყვათა სესხება ენის ლექსიკური ფონდის გამდიდრების ერთ–ერთი საშუალებაა. უამრავი სიტყვაა შემოსული ქართულში ბერძნულიდან, სპარსულიდან, არაბულიდან, რუსულიდან. ილია ჭავჭავაძე წერდა: ,, ნასესხები სიტყვები ქართული რომ ამოგვეღო ენიდან,  იგი დაემსგავსებოდა კალიისაგან მოჭმულ ყანასო“. ბევრი სიტყვაა უკვე დამკვიდრებული ენაში, გაქართულებულია, ბევრი კი ბარბარიზმია, სრულიად ჭარბია. ეს, ბუნებრივია, აფერხებს ენის განვითარებას, გზას უხშობს ქართულ ტერმინებს, იწვევს ტერმინოლოგიის გაორებას, ზოგჯერ გაუგებრობასაც კი. ბარბარიზმი ისე აზიანებს ენას, როგორც სარეველა მწვანე ხასხასა ველს, პურის ყანას… დღეს ძალიან ძნელია უცხოენოვანი მოძალების შეჩერება, სესხებას თავიდან ვერ ავიცილებთ, მაგრამ ზომიერებაა საჭირო. თუ აუცილებელია ტერმინის შემოტანა, რომელიც მოჰყვება ახალ საგანს ან მოვლნას, იგი უნდა გაქართულდეს, უნდა მოექცეს ქართულ ყალიბში (მაგალითად, დააფინანსა, დაასპონსორა…) ან, უკეთეს შემთხვევაში, შეიქმნას ქართული შესატყვისი. ტერმინი არ უნდა იყოს მძიმე, გამოსათქმელად უხერხული, თორემ ვერ დაიმკვიდრებს ადგილს ენაში, რადგან ,,ხალხია ენის კანონის დამდები“ (ილია). ზოგიერთს ეჩვენება, რომ ძნელია რაღაც აზრის გამოხატვა ქართულად, და შესაბამისს უცხო ენაში ეძებს. ასეთმა ადამიანმა საკუთარ ლექსიკურ მარაგში უნდა ჩაიხედოს, დარწმუნდეს, რომ მწირია მისი ლექსიკა. მე მათ ვურჩევდი, გადმოიღონ ლექსიკონები (კერძოდ, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი), იკითხონ ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებები და გაიმდიდრონ საკუთარი ლექსიკური მარაგი. ქართული ენა ულამაზესი, სინონიმებით უხვი, გამომსახველობითი საშუალებებით მდიდარი ენაა. არ არსებობს აზრი, საგანი მოვლენა, რომ ჩვენი ენით არ გამოიხატოს.


22.10.18
„დიდი ადამიანები საქართველოში“
 პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“ დაფუძნებულია იმაზე რომ მოსწავლეები გაეცნონ იმ ადამიანების შემოქმედებასა და მოღვაწეობას რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს განვითარებაზე. გაეცნობიან ლეგენდარულ და ცნობილ მოგზაურებს, გამოჩენილ ადამიანებს, სასულიერო პირებს, მეცნიერებს, მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, მეწარმეებსა და სპორტსმენებს, იმ ადამიანებზე მოგითხრობთ, რომლებმაც რუსთაველის სამშობლოში იმოგზაურეს.
რუსეთის იმპერატორის სამეფო კარის მხატვარი - „ვეფხისტყაოსნის" საუკეთესო ილუსტრატორი

ამჯერად მორიგი ნარკვევის გმირი - უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი გახლავთ - "ვეფხისტყაოსნის" საუკეთესო ილუსტრატორი.
შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის" პირველი ნაბეჭდი ილუსტრირებული გამოცემა ცნობილი უნგრელი მხატვრის — მიხაი ზიჩის სახელთან არის დაკავშირებული. იგი უნგრეთში 1827 წელს დაიბადა, უნივერსიტეტი და ვენის სამხატვრო აკადემიაც იქვე დაამთავრა.
1847 წელს მიხაი ზიჩი რუსეთში მიიწვიეს, რათა იმპერატორის სასახლეში ხატვა ესწავლებინა. მეფის სასახლესთაკავშირმა ზიჩი რუსეთის ოთხი უკანასკნელი იმპერატორის მხატვარი გახადა და „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის" მხატვრის წოდება მიიღო. მაგრამ კარის მხატვრის ინტერესების წრე მხოლოდ სამეფო ესკიზებით არ შემოიფარგლებოდა.
 ლეგენდის მიხედვით, რომელიც უნგრელმა მეცნიერმა და მთარგმნელმა ბელა ვიკარმა ჩაიწერა, ქართული ლიტერატურული საზოგადოების წარმომადგენლებმა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამეს თხოვნით მიმართეს: „თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ გყავთ ცნობილი მხატვარი, ჩვენ კი გვაქვს ცნობილი პოემა. ნება გვიბოძეთ ისინი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. დაე, თქვენი დიდი მხატვარი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენთანაც დარჩეს და დიდებული ეროვნული გამოცემისთვის ჩვენი დიდი პოეტის თხზულების ილუსტრაცია შეასრულოს". მეფე ზიჩის შეეკითხა: „გინდა? წინააღმდეგი არ ვარ". მხატვარმა განაცხადა, რომ იგი ქართველი ხალხის სურვილს უდიდესი სიხარულით შეასრულებს.

 მიხაი ზიჩი თბილისში 1881 წელს ჩამოვიდა. სანამ მუშაობას დაიწყებდა, მხატვარი საქართველოში მოგზაურობდა, მის ბუნებას, ისტორიულ ძეგლებს, ქართველი ხალხის ყოფასა და ცხოვრებას ეცნობოდა, მის კულტურას სწავლობდა. სათანადო ტიპების შესარჩევად იგი თბილისსა და ქუთაისის თეატრებში პოემის ცალკეული ეპიზოდების მიხედვით ცოცხალ სურათებს აწყობდა. 
აი,როგორ ხდებოდა ეს: მიხაი ზიჩი წინასწარ არჩევდა ეპიზოდებს პოემიდან, სცენის გასახალისებლად ადამიანებს პოულობდა, მათ შესაბამის ტანსაცმელს
აცმევდა, სცენაზე გამოჰყავდა და აუცილებელ სურათს „კრეფდა". სცენის იქით კი რომელიმე მსახიობი კითხულობდა ტექსტს პოემიდან, რომელიც ცოცხალ სურათს შეესაბამებოდა. რუსთაველის კითხვის დროს ხალხით სავსე დარბაზში დამსწრეთა აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა,  - იხსენებდა მიხაი ზიჩი. — „ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის თავისებური ბიბლიაა".
მაყურებელი ნანახით კმაყოფილი იყო. თავად მიხაი ზიჩი კი, მისთვის დამახასიათებელი სისწრაფითა და გულისყურით, ჩანახატებს აკეთებდა.
 მიხაი ზიჩმა ათი ცოცხალი სურათი დადგა, რომლებშიც პოემის საკვანძო ეპიზოდების გახსნა შეძლო. მოგვიანებით მხატვარმა მეთერთმეტე ცოცხალი სურათიც დადგა, რომლის სცენარიც თავისი ხელით დაწერა: მეფე თამარი ტახტზე ზის. პოემის ავტორი შოთა რუსთაველი მას მუხლმოყრით აწოდებს „ვეფხისტყაოსანს". „ეს სურათები იმდენად საუცხოო იყო,  -  წერდა გაზეთი „დროება", —  რომ მტერიც და მოყვარეც, ქართველიც, რუსიც, გერმანელიც, თათარიც  - ყველა აღტაცებული იყო".

 აი, რას წერს თავისი უფროსი ძმის ანტალ ზიჩისთვის თბილისიდან გაგზავნილ წერილში თავად მხატვარი თავის პირველ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც „ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების დადგმისგან მიიღო.
„ქალბატონმა ბარათოვამ, რომელიც მიუხედავად თავისი ხანდაზმულობისა, თვალშისაცემი სილამაზით გამოირჩევა, დადგმის შესახებ კეთილშობილური მიზნით მთხოვა, რათა უძველესი ქართული უნიკალური ნაწარმოებიდან „ვეფხისტყაოსანი" ცოცხალი სურათები შემექმნა. ცოცხალი სურათების დადგმაში, უმთავრესად თავადები და ქალბატონები მონაწილეობდნენ. ერთი სიტყვით, მთელი არისტოკრატია. მათი უშუალო დახმარებით თეატრში ცოცხალი სურათები დავდგი, შეიძლება ითქვას, ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე. რეპეტიცია დაახლოებით დღის პირველის ნახევარზე დავიწყეთ. მოქმედი პირნი თეატრში დარჩნენ, იქვე სადილობდნენ, საღამოს რვა საათზე კი წარმოდგენა დაიწყეს. შუაღამისას ყველაფერი დამთავრდა და მთელი სხეული მიტოკავდა…
 ბოლო სურათში 105 კაცი მონაწილეობდა, დანარჩენებში  - 30-40 კაცით მეტი! თეატრი სავსე იყო მაყურებლებით, მათს აღტაცებას ბოლო არ უჩანდა.
ცალკეულ სურათებს შორის, მეც კარგად არ მახსოვს, სცენაზე რამდენჯერ მიმიწვიეს.
საკუთარ თავზე დავრწმუნდი, რა სასიამოვნოა, როდესაც მაყურებელი ტაშს გიკრავს და გთხოვს, სცენაზე კიდევ ერთხელ გამოხვიდე… უკანასკნელი სურათის შემდეგ სცენაზე, აღარც მახსოვს, რამდენჯერ გამომიძახეს. ტაშის ხმა არ წყდებოდა, ხელი მომკიდეს, სცენიდან აღარ მიშვებდნენ, თავბრუ დამეხვა. თურმე, ადამიანი ასეთ უხერხულ მდგომარეობასაც ეჩვევა. თავადებიდან როცა გამოვიქეცი, ქალბატონებთან შევედი, მაგრამ აქაც მომნახეს და კვლავ მაყურებელთან გამიყვანეს, რომელიც ტაშს აღფრთოვანებით უკრავდა და დარბაზს გამაყრუებელი შეძახილებით ავსებდა. გვერდით მდგარ ყველა შესანიშნავ ქალბატონს ხელები სათითაოდ დავუკოცნე; ყველას დავკოცნიდი, რომ მისალმებებისთვის დრო არ დამეკარგა.

 ხალხის მასა თეატრის შესასვლელთანაც მელოდა. რომ შეძლებოდათ, ალბათ, ხელს დამავლებდნენ და სახლში ხელით წამიყვანდნენ. მე ქურდების ცნობილი მეთოდით ვისარგებლე და სხვებივით თავად დავიწყე ყვირილი — „ბრავო, ზიჩი"… ქალბატონმა ბარათოვამ, რომელიც ამ ცოცხალი სურათების დადგმის ინიციატორი იყო, ძვირფასი ფოლადის ხანჯალი მაჩუქა წარწერით და ვერცხლის სახელურით. ეს ლეკური ნაკეთობაა. ვინც მათ (ქართველები მყავს მხედველობაში) სამსახურს გაუწევს, მზად არიან, ამისთვის რაც შეუძლიათ, გადაუხადონ. თანაც ისინი ამას წარმოუდგენლად ნაზი მეგობრული გრძნობით აკეთებენ. ერთი სიტყვით, საუცხოო ხალხია ქართველები… ჩემგან
“ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების დადგმას ქუთაისშიც ელოდებიან. იქაც ხომ შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს. იქ ქალები განსაკუთრებით ლამაზები არიან…"

 მიხაი ზიჩი საქართველოში თითქმის წელიწადნახევარი იყო. მან პეტერბურგში შესარჩევად და დასამუშავებლად ბევრი ესკიზი წაიღო. მიხაი ზიჩმა, პოემის სულისკვეთებას რომ ჩასწვდომოდა, ნაწარმოების იმ ადგილების ფრანგულად გადათარგმნა ითხოვა, რომელთა ილუსტრირებაც მას უნდა მოეხდინა.
ილია ჭავჭავაძის წინადადებით ეს სამუშაო ქართველმა ლიტერატორმა იონა მეუნარგიამ მოკლე დროში შეასრულა. 1885 წელს მიხაი ზიჩმა თბილისში ესკიზები და ილუსტრაციები გამოგზავნა, მათ თან წერილი ახლდა: „გიგზავნით არა თორმეტ, არამედ ოცდათოთხმეტ ესკიზს ასარჩევად, აღნიშნეთ, რაც აღსანიშნია, დანომრეთ და სასწრაფოდ უკან გამომიგზავნეთ, რომ ამ სამუშაოს სწრაფად დამთავრება შევძლო. მოხარული ვიქნები, თქვენს იმედებს თუ გავამართლებ… ჩემი მხრიდან, არა მხოლოდ
34 ნახატს გამოვცემ, არამედ შეიძლება სხვები დავუმატო კიდეც და მათ დასავლეთ ევროპაში პატარა ფოტოგრაფიულ ალბომში დავბეჭდავ.
ამით ქართველი პოეტის რუსთაველის სახელი და დიდება უფრო ფართოდ გავრცელდება. დასასრულ, გთხოვთ ჩემს სურათებს ისე მოეპყრათ, როგორც ქართველები ეპყრობიან უცოდველ ქალებს  - ნაზად და ფრთხილად".
 როცა ესკიზები შეარჩიეს (წიგნში ჩასართველად 27 ილუსტრაცია შეირჩა), მიხაი ზიჩმა მათი დაბეჭდვის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო. უცხოეთში გამგზავრების დროს მან თავისი ნახატები თან წაიღო, რათა ვენაში, სამხატვრო სახელოსნოში „ანგერერი და გეშლი" კლიშეები დაემზადებინათ. ილუსტრაციები მიხაი ზიჩის მეთვალყურეობით იბეჭდებოდა: ფერადი  - ლეიფციგში, დანარჩენები — პეტერბურგში. ილუსტრაციები საბოლოო სახით მხატვარმა თბილისში 1887 წელს გამოაგზავნა.
თბილისში მეორედ ჩამოსულმა მიხაი ზიჩმა პოემის გამომცემლებს აჩუქა
„ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების ალბომი ასეთი წარწერით: “ქართველ ხალხს ჩემი სიმპათიისა და გულითადი ერთგულების ნიშნად. ზიჩი. ს. პეტერბურგი.
1889 წლის 10 მარტი".
 პოემის ილუსტრაციების გარდა, მიხაი ზიჩმა, რომელიც XII საუკუნის ძველი ქართველი ოსტატების ვერცხლისა და ოქროს ჭედურობას გაეცნო, ორი მითოლოგიური სურათი შეასრულა ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ცხოვრებიდან. ეს სურათები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. მხატვრის ფუნჯს ეკუთვნის ბაგრატის ტაძრის, გელათის მონასტრის, ხერთვისის ციხის, გორის ციხის ჩანახატები. საქართველოში ყოფნის დროს ზიჩი აგრეთვე მეგობრულ შარჟებს და კარიკატურებსაც ხატავდა.
მაგალითად, მან დახატა რუსთაველის პოემის ფრანგულ ენაზე თარგმნაში ჩაფლული იონა მეუნარგია. ამ ნახატებიდან 12 ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ
მუზეუმში ინახება. ზიჩი ხშირად ხელს უწყობდა პეტერბურგში ტრადიციული ქართული მეჯლისის ორგანიზაციას, რომელსაც საქველმოქმედო მიზნით იქ მოსწავლე
ღარიბი ქართველი სტუდენტების დასახმარებლად აწყობდნენ; რუსთაველის პოემის თემებზე ცოცხალ სურათებს დგამდა.
 მიხაი ზიჩის წყალობით „ვეფხისტყაოსანი" უნგრულ ენაზე ითარგმნა.
მთარგმნელი ბელა ვიკარი პოემის წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ გაჩნდა და მზადდება უნგრული თარგმანი: „ფინეთში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს 1889 წელს ცნობილ მხატვარს მიხაი ზიჩის შევხვდი. იგი პატარა სოფელში ცხოვრობდა, სადაც, როგორც თავისი თანამემამულე, სიყვარულით და ნამდვილი უნგრული სტუმართმოყვარეობით მიმიღო. აქ ზიჩიმ იმ დროისთვის პირველი ძვირფასი გამოცემები მიჩვენა. მათ შორის იყო XII საუკუნის უდიდესი პოეტის რომანტიკული ეპოსი, ჩვენთვის სრულიად უცნობ ქართულ ენაზე. ნახატები ზიჩმა შეასრულა. ზიჩმა პოემის შინაარსი გამაცნო და მიამბო, თუ
როგორ მუშაობდა ამ კლასიკური ნაწარმოების ილუსტრაციაზე, რომელიც მანამდე ილუსტრირებული არ ყოფილა. „თარგმნე", —  მითხრა ზიჩიმ.
მე იმ დროს „კალევალას" თარგმანზე ვმუშაობდი. აზრადაც არა მქონია, რომ ოდესმე რუსთაველის თარგმნის დაწყება მომიწევდა, მაგრამ დიდი მხატვრის სიტყვები არ დამვიწყებია, ასეთი აღფრთოვანებით რომ იყო წარმოთქმული.
ქართული ენის სწავლა დავიწყე, მაგრამ, სამწუხაროდ, მალე დავრწმუნდი, რომ მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ძნელი ენის იმ დონემდე შესწავლას ვერ შევძლებდი, რომ ამ ენის ყველაზე დიდი ოსტატის სრული შინაარსი გადმომეცა. ამ სირთულეების დასაძლევად გადავწყვიტე მომენახა დამხმარე თავად რუსთაველის სამშობლოდან და მე ეს შევძელი. ეს იყო გიორგი წიკლაური  - ახალგაზრდა პოეტი, რომელიც რამდენიმე ენას ფლობდა და რომელსაც მისთვის დაკისრებული ამოცანის შესრულება შეეძლო… როდესაც ლექსად ვთარგმნიდი, ვცდილობდი, შინაარსი მაქსიმალურად ზუსტად გადმომეცა.
თარგმნის დროს დავრწმუნდი, რომ ზიჩი მართალი იყო: „ყველა ლიტერატურამ ევროპაში მართლაც თავისად უნდა ჩათვალოს „ვეფხისტყაოსანი".

მხოლოდ ისეთი დიდი გულის ადამიანს, როგორიც ზიჩი იყო, შეეძლო ასე უანგაროდ ემსახურა მისთვის უცხო კულტურისთვის. და ქართველი ხალხიც ყოველთვის დიდი პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებს უნგრელ მხატვარს, რომელიც ქართველი ხალხის მეგობარი გახდა. თბილისში გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს სამხატვრო აკადემიის პირდაპირ დაიდგა მიხაი ზიჩის ძეგლი, რომელიც მისმა თანამემამულემ შანდორ კიშმა შექმნა.

15.11.2018
გრიგორი გაგარინი ტფილისში - თავადი მხატვარი, რომელმაც ევროპას საქართველო გააცნო

 გრიგორი გაგარინი — მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის ობერგოფმეისტერი, რუსი მხატვარი, ფერმწერი 1810 წელს დაიბადა მოსკოვში. 13 წლამდე მშობლებთან ერთად პარიზსა და რომში ცხოვრობდა, შემდეგ სიენაში, ტოლომეის კოლეგიაში სწავლობდა. ამ სასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ, 1826 წელს პარიზში, რომსა და კონსტანტინოპოლში რუსეთის საელჩოებში მსახურობდა; ორი წლის განმავლობაში მდივნის თანამდებობა ეკავა მიუნხენის საელჩოში, ხოლო 1839 წელს პეტერბურგში დაბრუნებული მალევე კავკასიაში გაემგზავრა.
1848 წელს გრიგორი გაგარინი კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლის მი-ხეილ ვორონცოვის განკარგულებაში დაინიშნა, „რათა იგი გამოყენებულ იქნეს სამეც-ნიერო და არტისტული მიმართულებით”.
 გაგარინმა 1848-1855 წლები გაატარა ტფილისში, სადაც ფართოდ გააჩაღა მრავალმხ-რივი საქმიანობა. ის იყო შესანიშნავი ფერმწერი, მხატვარი, რესტავრატორი, ლითოგ-რაფი, მსახიობი, კორესპონდენტი, მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ხე-ლოვნების ისტორიკოსი. გრიგორი გაგარინი გახდა ქუთაისში, ბორჯომში, მუხროვანში მართლმადიდებელი ეკლესიების პროექტების ავტორი. მან ტფილისის მუყაოსა და ქვის ფაბრიკაში პაპიე-მაშეს წარმოება მოაწყო, იყო დამწახნაგებელი ფაბრიკის დირექტორი სამხატვრო ნაწილში, დაგეგმა „განსაკუთრებული სამხატვრო სკოლის” მოწყობა და ამ სკოლის გამოცდილების მიხედვით „რუსეთში ხელოვნების სწავლე-ბის სრული რეფორმის” შემუშავებას ვარაუდობდა. მხატვრის ფუნჯს ეკუთვნის რამ-დენიმე ბატალური და საყოფაცხოვრებო ნახატი.
 საქართველოში ყოფნის დროს გრიგორი გაგარინმა დიდი სამუშაო შეასრულა ძველი ძეგლების აღსადგენად, რომლებიც უცხოელთა შემოსევების დროს დაზიანდა. თანაც უმრავლეს შემთხვევაში მთელ სამუშაოს თავისი სახსრებით ატარებდა, მთავრობას ასეთი ღონისძიებანი არ აინტერესებდა.

 1850 წელს გრიგორი გაგარინმა სიონის ტაძრის კედლების მოხატვა დაიწყო. კედლე-ბის მოხატვის დროს მხატვარმა, პირველად რუსეთის იმპერიაში, ცვილის საღებავები გამოიყენა. ამისთვის მან სპეციალური ლიტერატურა შეისწავლა, ჩაატარა ცდები, ამ საქმის გამო მიუნხენშიც კი გაემგზავრა. ამავე დროს გრიგორი გაგარინმა ტაძარში გარკვეული არქეოლოგიური კვლევებიც ჩაატარა, „ძველ ტაძარში, შეძლებისდაგვარად, ყველა სიძველე განაახლა”. იგი ყველა სარესტავრაციო სამუშაოში უშუალოდ მონაწილეობდა. „წლინახევრის განმავლობაში, — აღტაცებით წერდა საქართველოს ისტორიის მკვლევარი პლატონ იოსელიანი, — ის, შენაცვლებით ხან მხატვარი და ხან ხელოსანი, კოლოსალურ საქმეს ამთავრებს”.

 ძველი ძეგლების რესტავრაციისთვის, თეატრისთვის და სხვა საჭიროებისთვის გრი-გორი გაგარინის სახელზე მოსკოვიდან და პეტერბურგიდან გზავნილები მოდიოდა საღებავებით, ტილოებით, არმატურის ნივთებით, აგრეთვე მარტინოვის, სტროგანო-ვის, სნეგირიოვის რუსულ სიძველეთა შესახებ გამოცემები, ცნობარები მეცნიერების სხვადასხვა დარგში.
 გრიგორი გაგარინის საქმიანობის შესახებ ცნობილი გახდა არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ რუსეთშიც. „თავადიშვილისთვის შეუფერებელმა” მხატვრობით გატაცებამ მისი მდიდარი ნათესავების პროტესტი გამოიწვია, ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ, გრიგორი გაგარინის ოჯახი კავკასიიდან წამოეყვანათ. მხატვრის ცოლისძმა ვასილი დაშკოვი, ეთნოგრაფი, მეცენატი და კოლექციონერი, თბილისში ცნობებს აგზავნიდა, რომ „ამ დღეებში მამის სანახავად თავადი სერგეი ივანის ძე ჩამოვიდა და, როგორც მე შევნიშნე, თავადი უკმაყოფილოა თავად გრიგორის მიუნხენში წასვლით, მაშინ, როდესაც მისი ეს შრომა მთელ ტფილისადაც არ ღირს, თანაც ეს ყველაფერი თავად გრიგორის ხარჯზე კეთდება მაშინ, როდესაც მოსკოვში ან პეტერბურგში შესრულებული იგივე სამუშაოები რუსული პუბლიკისგანაც და აქ მუდმივად ჩამოსული უცხოელების მიერაც უფრო მეტად იქნებოდა შეფასებული”.

 მას შემდეგ, რაც მოსკოვში მხატვრისთვის მისმა ნათესავებმა მზრუნველის თანაშემწის თანამდებობა გამოძებნეს ორათასიანი ჯამაგირით, მათ გრიგორი გაგარინს პირდაპირ შეუტიეს, სთხოვდნენ, მალე დაბრუნებულიყო რუსეთში. მათთვის კავკასია „ჯურღმული” და „აფრიკის გადაკარგული” იყო. ხოლო მოსკოვში ახალი ადგილის ღირსებანი გაცილებით მეტი ჩანდა — ეს იყო შესაძლებლობა, „შეენარჩუნებინა სამ-ხედრო წოდებაც და თანამდებობაც”, თანაც „აქედან კავშირების შენარჩუნება უფრო მოსახერხებელია, ვიდრე წყეული ტფილისიდან”. მაგრამ გრიგორი გაგარინი შეუ-ვალი იყო და მტკვრის ნაპირების დატოვებაზე კატეგორიული უარი თქვა.
 გაგარინის, როგორც მხატვრის ნიჭი კავკასიაში განვითარდა და ჩამოყალიბდა. იგი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს ფერწერასა და არქიტექტურულ პრაქტიკას: 1845 წლის 15 სექტემბერს თბილისში საძირკველი ჩაეყარა თეატრის დიდ შენობას. თეატრი, რომელიც წარმოუდგენლად მოკლე დროში აიგო, გრიგორი გაგარინის პროექტით შენდებოდა. თეატრის გახსნის შემდეგაც მხატვარი მას დიდ ყურადღებას უთმობდა- ხატავდა დეკორაციებს, საკუთარი ხელით ამზადებდა პარიკებს, მისი ესკიზებით იკერებოდა კოსტიუმები და, ბოლოს, თვითონვე გამოდიოდა რეჟისორის როლში. ახალ თეატრში პირველად ქართველი ავტორების გიორგი ერისთავის, ჭავჭავაძის პიესები დაიდგა. ამ მოვლენის შესახებ მიხეილ ვორონცოვი თავის დღიურში ასე წერს: „ქართული თეატრი შესანიშნავი გამოვიდა, ყველა თამაშობდა ისე, რომ უკეთესი შეუძლებელი იყო… საქართველოში ასეთი მოვლენა არასოდეს ყოფილა”.
გაგარინების სახლი თბილისში კულტურის ერთ-ერთი ცენტრი, ქართული და რუსული კულტურების შეხვედრის ადგილი იყო. ამ სახლს ხშირად სტუმრობდა ალექსანდრე გრიბოედოვის ქვრივი ნინო ჭავჭავაძე.
1854 წელს მიხეილ ვორონცოვის გადადგომის შემდეგ მტკვრის ნაპირები გრიგორი გაგარინმაც დატოვა. 1855 წელს დიდ დედოფალთან მარია ნიკოლოზის ასულთან სამსახური დაიწყო და სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტად დაინიშნა. 1858 წელს მას გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს, 1859 წელს კი რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს.

22,11,2018

რუსი პოეტები და საქართველო


1837 წლის თებერვალში ლექსისათვის „პოეტის სიკვდილი“ მიხეილ ლერმონტოვი დააპატიმრეს და, იმპერატორის ბრძანებით, გამოძიების შემდეგ კავკასიაში გადაასახლეს. 25 თებერვალს სამხედრო მინისტრმა, თავადმა ალექსანდრე ჩერნიშევმა ჟანდარმების შეფს, გრაფ ალექსანდრე ბენკენდორფს „უმაღლესი ბრძანება“ აცნობა: „ლეიბგვარდიის ჰუსართა პოლკის კორნეტი ლერმონტოვი, თქვენი ბრწყინვალებისთვის ცნობილი ლექსების შეთხზვისთვის, გადაყვანილ იქნეს იმავე ჩინით ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, ხოლო გუბერნიის მდივანი რაევსკი, ამ ლექსის გავრცელებისთვის… იყოლიეთ პატიმრობაში ერთი თვის განმავლობაში…“
ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკი თბილისიდან ას ვერსში — კახეთში, ყარაღაჯთან იდგა. 1837 წლის აპრილში ლერმონტოვი დანიშნულების ადგილზე გაემგზავრა, თუმცა იქ მხოლოდ ოქტომბრის მეორე ნახევარში ჩავიდა საქართველოს სამხედრო გზით. სანამ ლერმონტოვი მოგზაურობდა, მისი ბებია ელიზავეტა არსენის ასული, რომელსაც თავისი მიშელი უსაზღვროდ უყვარდა, დაბეჯითებით ცდილობდა ხელისუფლებისგან შერისხული შვილიშვილის შეწყალებისთვის მიეღწია. და მიაღწია კიდეც იმას, რომ იგი ნოვგოროდის გუბერნიაში განთავსებულ გროდნოს ჰუსართა პოლკში გადაეყვანათ. 1837 წლის დეკემბერში იმავე საქართველოს სამხედრო გზით ლერმონტოვი რუსეთში დაბრუნდა.
 1837 წელს ლერმონტოვის საქართველოში ყოფნის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ერთადერთი წყარო ასეთი ცნობებისა არის თავად ლერმონტოვის წერილი სვიატოსლავ რაევსკისადმი, რომელიც თბილისიდან წლის დამლევს, გროდნოს პოლკში გამგზავრებამდეა დაწერილი:
„საყვარელო მეგობარო სვიატოსლავ!
ასე მგონია, რომ ან ჩემი ორი წერილი დაიკარგა ფოსტაში, ან შენები ვერ მოვიდა ჩემამდე, ვინაიდან მას შემდეგ, რაც აქ ვარ, შენ შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რასაც ბებია მწერს. როგორც იქნა უკან, გვარდიაში გადამიყვანეს, მაგრამ უკვე გროდნოს პოლკში, და ბებია რომ არა, გულახდილად რომ ვთქვა, სიამოვნებით დავრჩებოდი აქ, რადგან მეეჭვება, რომ საქართველოზე უფრო მხიარული გადასახლება არსებობდეს.
მას შემდეგ, რაც რუსეთიდან გამოვემგზავრე, გინდ დაიჯერე, გინდ არა, დღემდე განუწყვეტლივ ვმოგზაურობ ხან საფოსტო ეკიპაჟით, ხან ცხენზე ამხედრებული; ყიზლარიდან ტამანამდე მთელი მხარე შემოვიარე, გადავდიოდი მთებზე, ვიყავი შუშაში, კუბაში, შემახაში, კახეთში, მეცვა ჩერქეზულად, მხარზე თოფი მქონდა გადაკიდებული. ღამეს ტრიალ მინდორზე ვათევდი, ვიძინებდი ტურების კივილის თანხლებით, ვჭამდი თონის პურს, კახურ ღვინოსაც კი ვსვამდი…


გზაში გავცივდი, მინერალურ წყლებში როცა ჩავედი, სულ რევმატიზმებში ვიყავი. ხალხმა ეტლიდან ხელით გადმომიყვანა, თავად სიარული არ შემეძლო — ერთ თვეში მინერალურმა წყლებმა მთლიანად გამომაკეთა. ასეთი ჯანმრთელი არასოდეს ვყოფილვარ, სამაგიეროდ, სანიმუშო ცხოვრებას ვეწევი. ღვინოს ვსვამ მხოლოდ მაშინ, როდესაც სადმე მთაში ღამით გავიყინები და ადგილზე მისულს გათბობა მჭირდება…  — აქ, ომის გარდა, მეტი სამსახური არაა. მე რაზმში ძალიან გვიან ჩამოვედი, ვინაიდან ხელმწიფემ მეორე ექსპედიციის ნება არ დაგვრთო, გასროლის ხმა აქ მხოლოდ ორ-სამჯერ გავიგონე; სამაგიეროდ ჩემი მოგზაურობის განმავლობაში ორჯერ თავის დაცვა მომიხდა სროლებით: ერთხელ ღამით სამი კაცი კუბადან მოვდიოდით, მე, ერთი ჩვენი პოლკის ოფიცერი და ჩერქეზი (მშვიდობიანი მოქალაქე, რასაკვირველია), — და კინაღამ ლეკების ხროვის ხელში აღმოვჩნდით. აქ ბევრი კარგი ბიჭია, განსაკუთრებით ტფილისში არის მეტად წესიერი ხალხი; და რაც აქ ჭეშმარიტი სიამოვნებაა, ესაა თათრული აბანოები! მე ნაჩქარევად ჩავიხატე რამდენიმე თვალსაჩინო ადგილის სურათი, სადაც ვიყავი და თან გვარიანი კოლექცია მომაქვს. ერთი სიტყვით, ბევრი ვიმოგზაურე. როგორც კი საქართველოსკენ ქედი გადმოვიარე, ეტლი მივატოვე და ცხენზე ამხედრებულმა ვიმგზავრე. თოვლიანი მთის (ჯვარი) მწვერვალზე ავედი, რაც არც ისე იოლია; იქიდან საქართველოს ნახევარი მოჩანს, როგორც ხელის გულზე; და მე არც კი შემიძლია ავხსნა ან აღვწერო ეს გასაოცარი გრძნობა: ჩემთვის მთის ჰაერი — ბალზამია; ჯანდაბას სევდა, გული მიცემს, მკერდი მთელი ძალით სუნთქავს — არაფერი მინდა ამ წუთში; ასე ვიჯდებოდი და ვუყურებდი მთელი ცხოვრება.
დავიწყე თათრულის სწავლა, ენისა, რომელიც აქ და, საერთოდ, აზიაში აუცილებელია ისევე, როგორც ფრანგული ევროპაში. მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლომდე უკვე ვეღარ შევისწავლი, არადა, სამომავლოდ გამომადგებოდა. უკვე ვგეგმავდი მექაში, სპარსეთსა და სხვაგან მგზავრობას, ახლა კი ისღა დამრჩენია, ხივაში პეროვსკის ექსპედიციაში გაშვება ვითხოვო.

 ხომ ხედავ, როგორი საშინელი მოხეტიალე გავხდი, როგორც ჩანს, ასეთი ცხოვრების წესი მიზიდავს. თუ გადაწყვეტ და მიპასუხებ, პეტერბურგში მომწერე; სამწუხაროდ, არა ცარსკოე სელოში. ახალ პოლკში გამგზავრება არ მიხარია, ფრონტს სულ გადავეჩვიე და სერიოზულად ვფიქრობ გადადგომაზე.
ნახვამდის, ძვირფასო მეგობარო, არ დამივიწყო, და მაინც გჯეროდეს — ჩემი ყველაზე დიდი დარდი იყო ის, რომ ჩემ გამო შენ დაზარალდი.
მარად შენი ერთგული მ. ლერმონტოვი“.
საქართველო, მისი თავისებური ცხოვრება, ისტორიული წარსული, მისი ხალხური შემოქმედება და ლამაზი ბუნება ლერმონტოვის ისეთ შედევრებში აისახა, როგორებიცაა „დემონი“ და „მწირი“, „ჩვენი დროის გმირი“ და „დავა“, „თერგის საჩუქრები“ და „თამარა“, „პაემანი“, „ჩრდილოეთისკენ სწრაფად მიმავალი“… პოემა „დემონი“ ლერმონტოვმა 14 წლის ასაკში ჩაიფიქრა და მასზე ათ წელზე მეტ ხანს მუშაობდა.
ადრეულ რედაქციებში პოემის მოქმედება დროისა და სივრცის გარეშე მიმდინარეობდა, შემდეგ ლერმონტოვმა პოემის „ებრაელების ბაბილონში დატყვევების“ დროსთან მისადაგება ჩაიფიქრა, მოგვიანებით კი მოქმედება ესპანეთში გადაიტანა. მაგრამ საქართველოდან დაბრუნების შემდეგ ლერმონტოვმა პოემა კარდინალურად გადაამუშავა. კავკასიის მთები, ყაზბეგი, დარიალი, კაიშაურის ველი, არაგვის ნაპირები  — ლერმონტოვის პოემისთვის ყველაზე შესაფერისი გარემო აღმოჩნდა. „დემონის“ ახალ ვარიანტში საქართველოს ბუნებისა და ქართული ფეოდალური ყოფის ვრცელი აღწერები გაჩნდა.

 პოემა „მწირის“ მოქმედება ლერმონტოვმა ჯვრის მონასტერში გადაიტანა, რომელიც აღმართულია მთის წვერზე მტკვრისა და არაგვის შესაყართან. პოემაში აღწერილით თუ ვიმსჯელებთ, ლერმონტოვი თავად ავიდა მთაზე და დაათვალიერა VI საუკუნის სამონასტრო ნაგებობა — მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში:
„მას შემდეგ ცოტა გასულა ხანი:
სადაც მტკვრისა და არაგვის წყალნი
ერთმანეთს გვრგვინვით უერთდებიან
და ჩახვეულნი, თითქოს დებია.
იქ მონასტერი იყო; და ახლაც
მგზავრი მთებიდან შორს დაინახავს,
ნამზღვლევი ჭიშკრის ამართულ სვეტებს,
ტაძრის კამარას და კოშკის წვეტებს…“

ხოლო პოემა „მწირის“ ცენტრალური ეპიზოდი — ვეფხვთან შებმა — ლერმონტოვს ვეფხვისა და მოყმის შესახებ საქართველოს მთიანეთში გავრცელებულმა ძველებურმა ბალადამ შთააგონა, რომელიც საქართველოში გამორჩეულად უყვართ ხალხური პოეზიის ნაწარმოებთა შორის. ამ ძველი ბალადის თემა ჯერ კიდევ XII საუკუნეში გამოიყენა შოთა რუსთაველმა თავის პოემა „ვეფხისტყაოსანში“.
ანდა როგორი განცდებია — ამაღელვებელი, შთამბეჭდავი და მეხსიერებიდან წარუშლელი სტრიქონები, თავისუფლებისა და ბუნებისადმი ჩვენებური კაცის ასეთ შეუდარებელ სიყვარულს რომ გამოხატავს:
„რას ვაკეთებდი გაჭრილი სოფლად?
ო, იმ სამ ნეტარ დღის შეუცნობლად,
მწამს, იქნებოდა სიცოცხლე ჩემი
უფრო შავბნელი და მოსაწყენი“
(თარგმანი დავით გაჩეჩილაძისა).
დიდ პოეტს საქართველო, მისი ბუნება და ხალხი ლექსებშიც არ დავიწყებია. გავიხსენოთ მისი უსათაურო ლექსი:
„ჩრდილოეთისკენ მივემგზავრები
უიარაღო და უფარაჯო.
თეთრო ყაზბეგო, მოგესალმები,
აღმოსავლეთის თეთრო დარაჯო.
ავდარია თუ მზე გეუფლება,
ეგ შენი ჩალმა ელავს ნიადაგ,
ვერ შესწვდენია შენს მეუფებას
ამაყი დრტვინვა ადამიანთა.
სულს სანუგეშოდ არა უნდა რა,
ოღონდ ერთსა გთხოვ, მთაო ტიტანო:
ჩემი ლოცვა და ხვეწნა-მუდარა
მაღალ ღმერთამდის რომ აიტანო“.
(თარგმანი ოთარ შალამბერიძისა).
 სხვათა შორის, ლექსი თბილისში, ან, შესაძლოა, საქართველოს სამხედრო გზაზე, გადასახლებიდან რუსეთში დაბრუნების წინ დაიწერა.
ანდა ქართველი მამაკაცის როგორი შეფასებაა დიდი პოეტის ასევე უსათაურო ლექსში. ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ ქართველი ქალი, მისი აღნაგობა, სილამაზე, მომხიბვლელობა მრავალი უცხოელი მწერლის, პოეტის თუ, უბრალოდ, მოგზაურის აღფრთოვანების ნიმუში გამხდარა, აი, მამაკაცებზე კი — ცოტა იშვიათობაა. ამიტომ მიგვაჩნია იგი გამორჩეულად და სანიმუშოდ:
„კმარა, ცრემლები ნუღა გერევა,
წუხილი ნუღა გიდგას თვალებში.
ხუმრობა იყო ის მოფერება,
გართობა იყო მისი ალერსი.
ახოვანი და კოხტა ვაჟები
საქართველოში ცოტა როდია!
შავი თვალებით და ულვაშებით
მათ ბევრის გული დაუკოდიათ“.
(თარგმანი შოთა ნიშნიანიძისა).
მიხეილ ლერმონტოვი საქართველოში ყოფნისას ქართველ საზოგადოებას, მათ შორის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს დაუახლოვდა. არის მოსაზრება, რომ ლერმონტოვმა მის ასულს ეკატერინე ჭავჭავაძეს სამი ლექსი უძღვნა, რომელთა პოეტური ფაქტურა ძალიან წააგავს იმავე ეკატერინე ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებს.
 ლერმონტოვი აგრეთვე ნიჭიერი მხატვარიც იყო. მისი ოჯახის გადმოცემით, ხატვა მან უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ლექსების წერა. ხატვისა და ფერწერის გაკვეთილებს კი ის მხატვარ პეტრე ზაბოლოცკისგან იღებდა. საქართველოში გადმოსახლების დროს ლერმონტოვმა ნახატების მთელი სერია შექმნა, ჩვენამდე მხოლოდ ექვსმა ნახატმა მოაღწია: „ჯვრის ხედი კობის ხეობიდან“, „ნანგრევები არაგვის პირას საქართველოში“; ოთხ ნახატს სახელწოდება არა აქვს და მათზე ასახულია: კოშკი ხეობაში (ალბათ, დარიალის ხეობაში), მეორე ხეობა, სადაც გზაზე ურემი მიდის, გოგონები, რომლებიც ქართული სახლის ბანზე ცეკვავენ, და ტფილისის მეიდანი მეტეხის ციხის ხედით.
„ქართული ნაწარმოებების“ შექმნით ლერმონტოვმა, ბესარიონ ბელინსკის სიტყვებით, „…სამაგიერო სრულად გადაუხადა ჯადოსნურ ქვეყანას, რომელმაც მის პოეტურ სულს საუკეთესო, უმდიდრესი შთაბეჭდილებები მისცა“.
საქართველოს ყოველ ქალაქში არის ქუჩა, რომელიც მიხეილ ლერმონტოვის სახელს ატარებს. ხოლო იმ ადგილზე, სადაც „მტკვრისა და არაგვის წყალნი ერთმანეთს გრგვინვით უერთდებიან“, აღმართულია პოეტის ძეგლი.

ლევ ტოლსტოი

„როგორ მოვხვდი აქ? არ ვიცი. რისთვის? არც ეს“ — ამ სიტყვებით იწყებს ლევ ტოლსტოი დღიურში 1851  წლის 30 მაისის ჩანაწერს. მწერალი კავკასიაში საკუთარ ძმას, პოდპორუჩიკ ნიკოლაი ტოლსტოის ჩამოჰყვა გამცილებლად, რომელსაც სამხედრო სამსახური სწორედ აქ უნდა გაევლო.
ძმები სტანიცა სტაროგლადკოვსკაიაში დაბინავდნენ…
ლევ ტოლსტოიმ ახლოს გაიცნო ჯარისკაცული ცხოვრება. ის კი არა, ერთხელ ჩეჩნების წინააღმდეგ იერიშშიც მიიღო მონაწილეობა, როგორც მოხალისემ და კავკასიური  კორპუსის სარდლის, კნიაზ ალექსანდრ ბარიატინსკის ყურადღებაც კი მიიპყრო.
სარდალმა 23 წლის ტოლსტოის სამხედრო სამსახურში შესვლაც კი შესთავაზა და მანაც მალე თხოვნა აახლა არმიის ხელმძღვანელობას.
და აი,  1851 წლის ოქტომბერში ლევ ტოლსტოი ძმასთან ერთად მოემართებოდა ტფილისისკენ, რათა „გამოცდები დაეჭირა“.
სტაროგლადკოვსკაიადან ტფილისამდე ძმებს დიდი და ხანგრძლივი გზა ჰქონდათ გამოსავლელი… ყაზბეგში შეჩერდნენ. მომავალმა მწერალმა მთაზე  ტაძარი შენიშნა და ასვლა მოინდომა. წმიდა სამების შუა საუკუნეების ეკლესიისკენ მიმავალი ორკილომეტრიანი ციცაბო აღმართი ტოლსტოიმ ქართველ გამცილებლებთან ერთად გადალახა…
ტფილისმა ტოლსტოიზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. აი, რას წერდა ის დეიდას, ტატიანა ერგოლსკაიას:
„ტფილისი ფრიად ცივილიზებული ქალაქია — პეტერბურგს ჰბაძავს და გამოსდის კიდეც, რჩეული ხალხმრავალი საზოგადოებითა. არის რუსული თეატრი და იტალიური ოპერა, რომლებშიც ისე ხშირად დავდივარ, როგორც ამას ჩემი მწირი სახსრები სწვდება. ვცხოვრობ გერმანელების კოლონიაში, ქალაქის განაპირად, მაგრამ ამას ორი დიდი სარგებელი მოაქვს ჩემთვის. პირველი, რომ ეს ბაღ-ვენახებით გარშემორტყმული მშვენიერი ადგილია და თავი უფრო სოფლად მგონია, ვიდრე ქალაქად (აქ ძალიან სიცხეებს იჭერს, აქამდე არც თოვლი მოსულა და არც ყინვები დაწყებულა); მეორე უპირატესობა კი ისაა, რომ ორ საკმაოდ სუფთა ოთახში თვეში ხუთ მანეთს ვიხდი ვერცხლით. ქალაქში კი ასეთ ბინას თვეში 40 ვერცხლის მანეთზე ნაკლებ ვერ იქირავებ. ამას ერთვის ისიც, რომ უფასო პრაქტიკაცა მაქვს გერმანულ ენაში, წიგნებიცა, მეცადინეობებიცა და უქმეებიცა, იმიტომ რომ არავინ მაწუხებს თავისი მოსვლითა“.
ტფილისი ისე მოეწონა ლევ ტოლსტოის, რომ დარჩენაც კი გადაწყვიტა. დეიდას სწერდა კიდეც:
„… რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებსა, თუ სამხედრო სამსახურში ვერ შევალ, შევეცდები სამოქალაქო სამსახურში ჩავდგე — ოღონდ აქა და არა რუსეთში, რომ მერე არ თქვან, ნაცარქექიობდაო. ყოველ შემთხვევაში, არასდროს ვინანებ იმასა, რომ კავკასიაში ჩამოველ…“
სხვათა შორის, ლევ ნიკოლოზის ძემ სწორედ ტფილისიდან აცნობა ტატიანა ერგოლსკაიას, რომ ყურად ეღო მისი რჩევა და რომანის წერას შესდგომოდა, რომ ტფილისში ის ძირითადად ამით იყო დაკავებული.
„გახსოვთ, ჩემო კეთილო, ერთხელ რომ მირჩიეთ, რომანები დაწერეო? ჰოდა. აი, მივდევ თქვენს რჩევასა… ჯერ არ ვიცი, ოდესმე იხილავს თუ არა დღის სინათლეს ის, რასაც ვწერ, მაგრამ ეს საქმიანობა მომწონს და თანაც ძალიან ღრმად შევტოპე საიმისოდ, რომ მივატოვო…“
სწორედ ტფილისში დაიწერა ლევ ტოლსტოის პირველი ნაწარმოების, ბავშვობის ყველაზე რთული ნაწილი. მოთხრობა ნიკოლაი ნეკრასოვმა ჟურნალ „სოვრემენნიკში“  გამოაქვეყნა და მაშინვე გასაოცარი წარმატება მოიპოვა…
ლევ ტოლსტოიმ ტფილისში ორ თვეზე ცოტა მეტი დრო გაატარა. 1852 წლის 3 იანვარს მან წარმატებით „დაიჭირა გამოცდა“ არმიაში შესასვლელად, იუნკერის ფორმით შეიმოსა და მე-20 საარტილერიო ბრიგადის მე-4 ბატარეაში ჩაირიცხა, რომელიც მუხროვანში იდგა ბინად…
ტოლსტოის სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა საქართველო და გამუდმებით ინტერესდებოდა აქ მიმდინარე მოვლენებით. მიწერ-მოწერაც ჰქონდა საქართველოსთან და აქაურ სტუმრებსაც ღებულობდა ხოლმე იასნაია პოლიანას მამულებში. ოცნებობდა, თუნდაც კიდევ ერთხელ სწვეოდა ტფილისს…
1903 წლის თებერვალში ლევ ტოლსტოის პუბლიცისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი ილია ნაკაშიძე ესტუმრა მეუღლესთან, მწერალ ნინო ნაკაშიძესთან ერთად. მასპინძელი ფრიად გაახარა ამ ვიზიტმა. კმაყოფილი დარჩა ქალბატონი მარია ნიკოლაევნაც, ლევ ტოლსტოის და, რომელსაც, როგორც თავად შენიშნა, თურმე სულ უნდოდა კავკასიელი ქალის გაცნობა…
ტოლსტოიმ დას შეუსწორა: „კავკასიელი კი არა, ქართველი ქალი. ქართველებს არ უყვართ, როცა მათ კავკასიელებად მოიხსენიებენ. ქართველები უძველესი ხალხია…  მაშა, გახსოვს, გიყვებოდი, როგორ დალაშქრა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა ორი ათასი წლის წინ საქართველო და როგორ წინააღმდეგობას წააწყდა…“
როდესაც სტუმრებს ემშვიდობებოდა, ლევ ტოლსტოიმ საკუთარი გულისნადები გაამჟღავნა:
„აუცილებლად გესტუმრებით და კიდევ ერთხელ ვიხილავ მზიურ საქართველოს. დიახ, ავდგები და ჩამოვალ, ასეც მოვიქცევი!“
მაგრამ იასნაია პოლიანას მამულების მფლობელს, კნიაზ ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოის ამ ნატვრას ასრულება არ ეწერა…


10.12.2018
ქართული ეკლესია

ატრიარქი ალექსი II: „მოწიწებით ვეპყრობით ქართული ეკლესიის ჭაღარა სიძველეს“

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი ალექსი II თბილისში 1996 წლის 27 აპრილს ჩამოვიდა. აეროპორტში მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი თავის რეზიდენციაში მიიღო.
 პატრიარქმა ალექსი II-მ მოინახულა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. სრულიად რუსეთისა და მოსკოვის უწმინდეს პატრიარქს საზეიმოდ მიენიჭა ღვთისმსახურების დოქტორის საპატიო წოდება განსაკუთრებული დამსახურებისა და სამეცნიერო შრომებისთვის. აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ნინოწმინდის ეპისკოპოსმა აბრაამმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხატი გადასცა. უწმინდესმა პატრიარქმა ალექსიმ აკადემიას საჩუქრად გადასცა „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის“ ოთხი ტომი, რომელიც მოსკოვისა და კოლომნის მიტროპოლიტის მაკარის (ბულგაკოვი) ავტორობით გამოიცა. მისმა უწმინდესობამ უდიდესი სიხარული გამოხატა საქართველოში უმაღლესი საღმრთო განათლების აღორძინებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტით რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებსა და სასულიერო სასწავლებლებს შორის კონტაქტები კიდევ უფრო გაღრმავდება.   
უწმინდესი პატრიარქი იყო ქაშვეთის დიდმოწამე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წმინდა მთავარი კეთილმორწმუნე ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში, რომელსაც თბილისში ყველაზე დიდი რუსული მრევლი ჰყავს. ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ მიხაილ დიდენკოს მისალმების შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა ალექსიმ თქვა: „სიყვარულით გისურვებთ ყველას მშვიდობას… შინაგან, სულიერ სიმშვიდეს, რის შესახებაც ამბობდა ღირსი სერაფიმ საროველი. სულით და გულით გისურვებთ, რომ მშვიდობა და თანხმობა სუფევდეს ამ ღვთივკურთხეულ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში“. პატრიარქმა ალექსიმ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარს ღვთისმშობლის ვლადიმირის ხატი გადასცა.

 რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ილოცეს. ამ უძველეს ტაძარში ინახება უდიდესი სიწმინდე — მოციქულთა სწორი წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი. უწმინდესი პატრიარქი ალექსი და მისი თანმხლები პირები ამ სიწმინდეს ემთხვივნენ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს ძველ დედაქალაქში — მცხეთაში გაემგზავრა და სახელგანთქმული საპატრიარქო ტაძარი — 12 მოციქულის სახელზე აგებული სვეტიცხოველი მოილოცა. ტაძარში წმინდად ინახება ქართული ეკლესიის სიწმინდე — უფლის კვართი, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოქსოვა.

სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქებმა ალექსი II-მ და ილია II-მ ღვთისმსახურება აღასრულეს. ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რესპუბლიკის მთავრობის წევრები. ამ ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელმა ალექსი II-მ კათოლიკოს ილია მეორეს უფლის წმინდა ჯვარი და პანაღია გადასცა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ (წმინდა ნათლობით _ გიორგი) შევარდნაძეს — მისი ღვთიური მფარველის, დიდმოწამე გიორგის ხატი.
„სულიერი ერთიანობის ამ დღეებში, როდესაც უფალმა ერთად შეგვყარა ამ ძველ წმინდა ადგილას, რომელიც შემკულია უფლის კვართით, ჩვენ გვახსენდება, თუ რამდენად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან ჩვენი ხალხები, — თქვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა. — ივერიისა და რუსეთის წმინდა ეკლესიებს ერთიანი მოძღვრება და ანდრია პირველწოდებული გვაერთიანებს. მოწიწებით ვეპყრობით საქართველოს ეკლესიის ჭაღარა სიძველეს. უმკაცრესი ისტორიული განსაცდელისას თქვენ მართლმადიდებელი რწმენა, რომელმაც ქართველი ხალხი გაანათლა, და წმინდა ნინოს სახელი გფარავდათ… უფალს სურდა, რომ ჩვენი ხალხების ისტორიული გზები ერთად შეყრილიყო. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ერთიანი სულიერი მემკვიდრეობა განგვამტკიცებდა, რაც ჩვენს ძმობას აძლიერებდა, ხოლო მეოცე საუკუნის განმავლობაში საერთო ტანჯვაც გვაერთიანებდა. ჩვენი ეკლესიები და ხალხები ამ პერიოდში საერთო ბედს იყოფდნენ, ერთ ჯვარს ეზიდებოდნენ… მომავალში ჩვენი ქვეყნების წარმატებული განვითარება შესაძლებელია წმინდა მართლმადიდებლობისადმი ერთგულების შენარჩუნებით“.
 პატრიარქმა ალექსი II-მ მოინახულა საქართველოს უძველესი სულიერი და კულტურული ცენტრი — გელათი, რომელიც 1106 წელს დაარსდა. გელათის მონასტერში ლოცვის შემდეგ იქვე გელათის სასულიერო აკადემიაც დაათვალიერეს. უწმინდესმა პატრიარქმა ალექსიმ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ საქართველოში ექვსასწლიანი შესვენების შემდეგ სასულიერო აკადემიის საქმიანობა განახლდა. „ ეს ყოველივე მოწმობს, რომ… ქართველი ხალხის ცხოვრებაში მართლმადიდებლობა ბრუნდება, — თქვა რუსეთის ეკლესიის წინამძღოლმა. — მართლმადიდებლობას დღეს ერთიანობა სჭირდება, ვინაიდან ჩვენს ირგვლივ ბევრი საფრთხეა — სხვადასხვა სარწმუნოების ეკლესიების პროზელიტური საქმიანობა და სხვადასხვა სექტები. ამას რომ წინ აღვუდგეთ, მართლმადიდებლური ერთიანობა უნდა შეგვეძლოს და მოძმე ეკლესიებს შორის არსებული სირთულეები არ უნდა გავაღრმავოთ. ჩვენ ერთად, ერთმანეთის გვერდით უნდა ვიყოთ“.
1 მაისს, პატრიარქ ალექსის თბილისში ყოფნის უკანასკნელ დღეს, საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობის კორპორაციამ რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების ხელმძღვანელების ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერა.


დამშვიდობებისას მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებმა ერთმანეთს სიტყვებით მიმართეს. პატრიარქმა ალექსიმ მთელ ქართველ ხალხს, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას და მის ხალხს კი მშვიდობა და თანხმობა, ყველა კონფლიქტის დაძლევა, კეთილდღეობა, მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრება უსურვა.

პატრიარქი პიმენი: ქართული ეკლესია წმინდა მართლმადიდებლობის სიწმინდის დამცველია

1977 წლის 23-26 დეკემბერს, იმ დღეებში იმყოფებოდა, როდესაც სრულდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ასორმოცდამეექვსე წინამძღოლის აღსაყდრება.
სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების აღსანიშნავად გაიმართა 1918 წელს ავტოკეფალიის აღდგენიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XII კრება, რომელზეც ფარული კენჭისყრით საქართველოს ეკლესიის წინამძღოლად ერთხმად აირჩიეს ილია მეორე — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოძღვარი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
 უწმინდესი პატრიარქი პიმენი ტაძარში სიტყვით გამოვიდა. კერძოდ,  მან თქვა: „ჩვენ ამ წმინდა ტაძრის კედლებში განსაკუთრებული გრძნობით შემოვედით. აქ არის ჩვენი საყვარელი უწმინდესი ქართული ეკლესია… უძველესმა ქართულმა ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალი სახელოვანი და ნათელი ფურცელი ჩაწერა ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში. იგი იყო და რჩება წმინდა მართლმადიდებლობის სიწმინდის დარაჯად“… 
 საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, 25 დეკემბერს საღვთო ლიტურგია გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებას მიეძღვნა. პატრიარქი პიმენი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილიას მიესალმა და მას ღვთისმშობლის ვლადიმირის ხატი, ორი უძვირფასესი პანაღია და ჯვარი გადასცა.
იმავე დღეს სასტუმრო „ივერიაში“ საქართველოს ეკლესიის ახალმა წინამძღვარმა, აღსაყდრების ზეიმთან დაკავშირებით მიღება გამართა, რომელსაც 300-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. სადილზე ბრძანდებოდნენ პატრიარქი პიმენი, რომელმაც ძმური ტრაპეზი ძველი ქრისტიანების აღაპს შეადარა. „წმინდა სასულიერო ტრაპეზიდან, სადაც
მოხდა უსისხლო შეწირვა და რომელიც ჩვენი სულიერი განყოფლობის მოწმედ გადაიქცა, ჩვენ ამ მეგობრულ აღაპზე მოვედით, — თქვა პატრიარქმა პიმენმა. — ჩვენ ამ ზეიმზე სიხარულით მოვედით… ჩვენ გვჯერა, რომ უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია გაამრავლებს და გააძლიერებს თავის მონაწილეობას მართლმადიდებელთა შორის, ღვთის სადიდებლად, მისი შემოქმედების გვირგვინის — ადამიანის საკეთილდღეოდ… იმედი გვაქვს, რომ მეგობრობა და თანამშრომლობა ქართული და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიებისა ძალზე ამაღლდება“…
ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატრიარქ პიმენს და ეკლესიათა წარმომადგენლებს აღსაყდრების დღესასწაულზე მოსვლისა და ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა. თავის სიტყვაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, რომ მან ქრისტიანული სარწმუნოება ჯერ კიდევ IV საუკუნეში მიიღო. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც უფალი იესო ქრისტეს კვართი ინახება, და რომ იმ ქვეყანაში დავიბადეთ და ვიზრდებოდით, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა, — თქვა ილია მეორემ. — ჩვენ ვართ იმ წინაპრების შთამომავლები, რომელთა შორისაც ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი ქადაგებდნენ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ უმაღლესი მოციქულებიდან სიმონ კანანელი საქართველოში აღესრულა და დაკრძალულია ახალ ათონში“.


თანამედროვეობაზე საუბრისას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაძღოლმა თქვა, რომ ჩვენ ვამაყობთ სახელოვანი ისტორიული წარსულით, მაგრამ ნათელი მომავლის შექმნისთვისაც უნდა ვიფიქროთ და ამ თვალსაზრისით ხალხისა და ეკლესიის ერთიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
პატრიარქი პიმენი 26 დეკემბერს მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ პავლე გილაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებული თენგიზ ონოფრიშვილი. იმავე დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია პატრიარქ პიმენის ხელმძღვანელობით მოსკოვს გაემგზავრა. თბილისის აეროპორტში დელეგაცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მეთაურობით გააცილეს.

18.12.2018
ალექსანდრე გრიბოედოვი -საქართველოზე შეყვარებული პოეტი

ალექსანდრე გრიბოედოვი საქართველოში პირველად 1818 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა რუსული დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში, რომელიც სპარსეთში მიემგზავრებოდა. მისია თბილისში სამ თვეზე მეტი ხნით დაყოვნდა. თავის 1918 წლის 21 იანვრით დათარიღებულ „წერილში ტფილისიდან „სინ ოტეჩესტვას" გამომცემელს", გრიბოედოვი თბილისთან დაკავშირებით ზოგიერთი თავისი შთაბეჭდილების შესახებ საუბრობს:
"ბაზრის დახურულ ქუჩებში მრეწველობა ბევრ ხალხს აგროვებს, ზოგი ყიდის, ზოგი ყიდულობს… ქარვასლაში შემოდის შრომის საქონელიცა და ფუფუნების საგნებიც, რომლებიც შავი ზღვიდან მოდის, სადამდეც ახლა ყველაზე მოკლე გზა იმერეთის გავლით გადის. ქალაქის გარეუბნებში ახალმოსახლეები ვიურტემბერგიდან მშვიდად ეწყობიან… საღამოობით წესიერ სახლებში ცეკვავენ, სახლების ბანებიდან დაირისა და სიმღერის ხმები ისმის, რაც თავად მომღერლებს დიდად სიამოვნებთ".
თბილისში პირველი ჩამოსვლისას გრიბოედოვმა არა მხოლოდ მმართველი აპარატის ჩინოვნიკებს შორის, არამედ ადგილობრივ, მკვიდრ მოსახლეობაშიც გაიჩინა ნაცნობები. „მე აქაურობას შევეჩვიე და ერთი სიკვდილია აქედან წასვლა", — წერდა გრიბოედოვი 1818 წლის 27 იანვარს მეგობრებს — იაკობ ტოლსტოის და ნიკიტა ვსევოლოჟსკის. ხოლო 1820 წლის თებერვალში ანდრეი რიხლევსკის თავრიზიდან მისწერა: „იჩქარეთ ტფილისში, ვერ წარმოიდგენთ, ეს რა ფუფუნებაა!"
გრიბოედოვმა სპარსეთში დაახლოებით სამი წელიწადი დაჰყო. 1821 წლის ნოემბერში კი, ირან-თურქეთის ომის დროს, კავკასიაში ჯარების მთავარსარდალთან, გენერალ ალექსეი ერმოლოვთან გაგზავნეს — ირანში საქმის ვითარების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაწოდებლად. თავრიზიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე გრიბოედოვმა ხელი მოიტეხა. მოტეხილობის ხანგრძლივი მკურნალობა მისთვის ერთ-ერთი საბაბი გახდა ირანიდან თბილისში გადმოსასვლელად — ჩინოვნიკად ერმოლოვთან „დიპლომატიურ ნაწილში”.
ერმოლოვთან სამსახური გრიბოედოვისთვის ხანგრძლივი „მოცალეობის დრო" აღმოჩნდა, ვინაიდან ერმოლოვი მას სამსახურის საქმეებით არ ტვირთავდა. მაგრამ შემოქმედი, ცოცხალი, ენერგიული გრიბოედოვისთვის თბილისში ყოფნა უნაყოფოდ არ დამთავრებულა. აქ მან თავისი უკვდავი ნაწარმოების „ვაი ჭკუისაგან" I და II აქტები დაწერა, ისინი პირველმა მოისმინა ავტორის თბილისელმა თანამოსამსახურემ ვილჰელმ კიუხელბეკერმა. 1821 წლის დეკემბერში ეს უკანასკნელი წერდა: „გრიბოედოვი თავის ნაწარმოებს „ვაი ჭკუისაგან" თითქმის ჩემი თანდასწრებით წერდა, ყოველ შემთხვევაში, მე პირველს მიკითხავდა ცალკეულ ადგილებს უშუალოდ მას შემდეგ, როგორც კი დაწერდა".
"გრიბოედოვმა თავისი „ვაი ჭკუისაგან" კავკასიაში შექმნა: ამ ქვეყნის ველურმა და დიდებულმა ბუნებამ, — წერდა ბესარიონ ბელინსკი, — მისი ხალხის მჩქეფარე ცხოვრებამ და გოროზმა პოეზიამ შთააგონა მის შეურაცხყოფილ გრძნობებს შეექმნა აპათიური, მდაბალი წრე ფამუსოვების, სკალოზუბების, ზაგორეცკების, ხლესტოვების, ტუგოუხოვების, რეპეტილოვების, მოლჩალინების — ადამიანის ამ კარიკატურებისა…”
თბილისში გრიბოედოვი დაუმეგობრდა თავად ალექსანდრე ჭავჭავაძეს, პოეტს, გენერალ-ლეიტენანტს, იმ დროს სომხეთის ოლქის უფროსს. შემდეგ კი ცოლად მისი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე შეირთო და თავადს დაუნათესავდა. იგი ხშირად იყო ჭავჭავაძეების მამულში წინანდალში, ალაზნის პირას. წინანდალში გრიბოედოვის ყოფნა პოეტურად აისახა ლექსის ნაწყვეტში, რომელიც პოეტმა „შავ რვეულში" დატოვა:
„იქ, სადაც რბის ალაზანი,
სუფევს ირგვლივ ნეტარება,
ალისფერი მოსავალი
ვენახიდან იმზირება".
გრიბოედოვს წინანდალი ისე მოსწონდა, რომ გაუჩნდა აზრი, დასახლებულიყო საქართველოში, სადაც მას შეეძლო თავი მთლიანად საყვარელი სარბიელისთვის – ლიტერატურისთვის მიეძღვნა. „გადაეცით ნინოს, — წერდა გრიბოედოვი პრასკოვია ახვერდოვას 1828 წლის 29 ივლისს, — რომ ეს აღარ გაგრძელდება და რომ მალე, ალბათ, არაუმეტეს ორი წლის შემდეგ, მე გავხდები წინანდლის განდეგილი".
ერთხელ გრიბოედოვი გზად ახლდა კახეთისკენ მიმავალ ინგლისელ მოგზაურს რობერტ ლაიოლს, ავტორს მომავალი წიგნისა „მოგზაურობა რუსეთში, ყირიმში, კავკასიასა და საქართველოში". გრიბოედოვი და ლაიოლი თბილისიდან კახეთში 1822 წლის 22 ივნისს გაემგზავრნენ. იორზე გადასვლის შემდეგ ისინი გომბორში მივიდნენ, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები თბილად შეხვდნენ. თელავის ახლოს გაცნობისა და ენისელში, ჯორჯაძეების მამულში ღამის გათევის შემდეგ გრიბოედოვი და ლაიოლი ყვარელში ჩავიდნენ. ღამე ჭავჭავაძეების ძველებურ სახლში გაათიეს. სტუმართმოყვარე მასპინძელმა „ვახშამი გამართა, სადაც განუწყვეტლივ მოჰქონდათ ღვინო და მას უზომო რაოდენობით სვამდნენ". 26 ივნისს გზა ალაზნის ველზე გრემის ძველი ციხის ნანგრევებისკენ გააგრძელეს. მოგზაურობის უკანასკნელი დღე ალავერდის მონასტრისა და ციხის დათვალიერებას მიეძღვნა, რისთვისაც მგზავრებს მდინარე ალაზნის გადალახვა მოუწიათ. შემდეგ გრიბოედოვი და ლაიოლი თბილისში დაბრუნდნენ.

1823 წლის მარტში გრიბოედოვი ხანგრძლივი შვებულებით მოსკოვს გაემგზავრა, თბილისში 1826 წლის 3 სექტემბერს დაბრუნდა. სტეპან ბეგიჩევისა და ფიოდორ ბულგარინის ცნობით, გრიბოედოვი საქართველოში 1826 წლის სექტემბრიდან 1827 წლის მაისამდე მუშაობდა ტრაგედიაზე „ქართული ღამე". გრიბოედოვი ორივე მათგანს 1828 წელს უკითხავდა სცენებს „ქართული ღამიდან". ჩვენამდე ამ ტრაგედიის მხოლოდ ორმა სცენამ მოაღწია, ხოლო მისი თანამედროვეების ცნობები ნაწარმოების დასრულების შესახებ ერთმანეთისგან განსხვავდება. ფიოდორ ბულგარინის ნაამბობიდან ირკვევა, რომ გრიბოედოვმა „რომანტიკული ტრაგედიის გეგმა და რამდენიმე სცენა" შექმნა. სტეპან ბეგიჩევი კი მის შესახებ საუბრობს, რომ ნაწარმოები უკვე დამთავრებული იყო და თავად გრიბოედოვის სიტყვები მოჰყავს: „მე დაწერილი მაქვს ტრაგედია".
თბილისში გრიბოედოვი საზოგადოებრივ-სახალხო ცხოვრების საკითხებზეც მუშაობდა. მისი მონაწილეობით საქართველოში რამდენიმე სამაზრო სასწავლებელი გაიხსნა „თავისუფალი მდგომარეობის" მქონე პირებისთვის, დაწესდა აღმოსავლური ენების სასწავლებელი, გაზეთი „ტიფლისსკიე ვედომოსტი", კომერციული ბანკი, განიხილებოდა აგრეთვე საჯარო ბიბლიოთეკის შექმნის საკითხიც.
გრიბოედოვის კალამს ეკუთვნის ჩანაწერი საქართველოს ეკონომიკური მოწყობის შესახებ „საუკეთესო მეთოდები ქალაქ ტფილისის ხელახალი აშენებისთვის". გრიბოედოვი გვთავაზობს — ქალაქში მშენებლობას მივუდგეთ ადგილობრივი ყოფის, ეროვნული არქიტექტურის ტრადიციების გათვალისწინებით. მაგალითად, იგი გამოთქვამს აზრს, რომ საჭიროა აივნებისა და ხის გალერეების შენარჩუნება სახლების გარშემო: „ჩარდახი, რომელიც სახურავის კიდიდან ბოძებზე მაგრდება კედლიდან ერთი არშინისა და მეტის დაშორებით, იძლევა ჩრდილს, სასიამოვნო სიგრილეს აქაური ცხელი სარტყელის პირობებში, თანაც ხელს უშლის სიცხისგან აგურის გახურებას. სახლის შიგნით შუქი კი ნაკლებია, სამაგიეროდ უფრო მეტი სიგრილეა. ყველა აქაური ექიმი ადასტურებს, რომ ეს ჯანმრთელობისთვისაც კარგია… აღმოსავლურად გაწყობილი დარბაზები ასევე გრილია და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის (ჰაერი მოძრაობს). ნაგებობის ღია ნაწილი ქუჩისკენ არ უნდა იყოს მიმართული. ჩვენი ჩრდილოეთის არქიტექტურა მცირე ფანჯრებით აქ არ ვარგა”. გრიბოედოვი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ „ყველაზე მეტად უნდა ვიზრუნოთ ხიდის მოწყობისთვის სომხური მონასტრის ან არტილერისტების სახლის პირდაპირ", აღნიშნავს, რომ „მიწის ყოველი არშინი ძვირად ფასობს", ახალი სამშენებლო გეგმების შესრულების დროს „მხედველობაში უნდა გვქონდეს შემდეგი მოსაზრებანი": არ დაირღვეს მფლობელის უფლებები, რათა არ წარმოიქმნას “სამართლიანი უკმაყოფილება".
1827 წლის მარტში კავკასიაში რუსეთის ჯარების სარდლად ერმოლოვის ნაცვლად ივანე პასკევიჩი — გრიბოედოვის ნათესავი დაინიშნა. პასკევიჩის ცოლი ელიზავეტა ალექსის ასული გრიბოედოვის მკვიდრი ბიძაშვილი იყო. უკვე აპრილში გრიბოედოვს სპარსეთთან და თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ყველა საკითხის წარმოება დაევალა. ის მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის ომში, 1828 წლის თებერვალში უშუალოდ მონაწილეობს სპარსეთთან თურქმანჩაის ხელშეკრულების გაფორმებაში, იმავე წლის 15 აპრილს კი სპარსეთში მინისტრ-რეზიდენტად ინიშნება.
სპარსეთში გამგზავრების წინ გრიბოედოვის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა — იგი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილზე, ნინო ჭავჭავაძეზე დაინიშნა. თბილისში ყოფნისას გრიბოედოვი თავისუფალ დროს ყოველთვის დადიოდა პრასკოვია ნიკოლოზის ასულ ახვერდოვასთან, კავკასიის არტილერიის უფროსის თევდორე ახვერდოვის ქვრივთან, სადაც მას ყოველთვის მეტად გულთბილად ხვდებოდნენ. ამ სახლში რუსულ და ფრანგულ ენებზე საუბრობდნენ, უკრავდნენ როიალზე, ცეკვავდნენ, მსჯელობდნენ თეატრსა და ლიტერატურაზე. სახლი სოლოლაკში მთის ფერდობზე იდგა და მისი ტერასა გამოდიოდა შესანიშნავი ბაღისკენ, ლამაზი ხეივნებით. სახლის ეზოში ერთი ფლიგელი ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს ეკავა. ახვერდოვები და ჭავჭავაძეები ერთმანეთთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მეგობრობითაც და ნათესაობითაც. სწორედ ახვერდოვის სახლში გაიცნო გრიბოედოვმა მისი მომავალი მეუღლე — ნინო ჭავჭავაძე.
ნინო ჭავჭავაძე 1812 წელს დაიბადა, ის გრიბოედოვზე 17 წლით უმცროსი იყო. ჯერ კიდევ ყმაწვილქალობისას, თითქმის მოზარდი, უკვე გამოირჩეოდა თავისი სილამაზით, არაჩვეულებრივი ნიჭითა და სიკეთით. გრიბოედოვი მას სიამოვნებით ასწავლიდა მუსიკას, ესაუბრებოდა ლიტერატურასა და მეცნიერებაზე: ასე შეუმჩნევლად გაიზარდა პოეტის სიყვარული ქალიშვილისადმი. ნინო, თავის მხრივ, გრიბოედოვს ახლობელ ადამიანად მიიჩნევდა და მას ძალიან იყო შეჩვეული.
1827-1828 წლებში თბილისში ნინო ჭავჭავაძე უკვე აღიარებული იყო, როგორც უბადლო სილამაზისა და გამორჩეული მომხიბვლელობის ქალი. „ანგელოზის სილამაზის გამო, და ეს მეტაფორა არ არის, შეიძლებოდა მისთვის ჭეშმარიტად არამიწიერი არსება გეწოდებინა", — ამბობს თავის მოგონებებში კავკასიელი ოფიცერი ფიოდორ ტორნაუ. გრიბოედოვის საელჩოს მეორე მდივანმა კარლ ადელუნგმა კი ჩაწერა: „მე ძალიან გამაოცა აგრეთვე ცნობამ იმის შესახებ, რომ გრიბოედოვი ცოლს ირთავს. მისი მომავალი ცოლი _ ახალგაზრდა თექვსმეტი წლის ნინო ჭავჭავაძეა; იგი მეტად საყვარელი ადამიანი, მეტად ლამაზი და საუცხოოდ განათლებულია… მე მქონდა საშუალება კარგად შემეთვალიერებინა ის, იგი არაჩვეულებრივად კარგია, მას შეიძლება მზეთუნახავი უწოდო…"
თავისი ნიშნობის შესახებ გრიბოედოვმა ფიოდორ ბულგარინს 1828 წლის 24 ივნისით დათარიღებულ წერილში დაწვრილებით უამბო: „…ეს იყო 16-ში (ივლისს). ამ დღეს მე ჩემს ძველ ახლობელ ახვერდოვასთან ვსადილობდი, მაგიდასთან ნინო ჭავჭავაძის პირდაპირ ვიჯექი… სულ მას ვუყურებდი, დავფიქრდი, გული ამიჩქროლდა… როდესაც მაგიდას მოვშორდი, მას ხელი მოვკიდე და ვუთხარი: ჩემთან წამოდით, რაღაც უნდა გითხრათ. მან დამიჯერა, როგორც ყოველთვის, ალბათ, იფიქრა, რომ ფორტეპიანოსთან დავსვამდი, გამოვიდა კი სხვა რამ. იქვე დედამისის სახლია, იქით გავეშურეთ, ოთახში შევედით, ლოყები ამეწვა, სუნთქვა შემეკრა და არც კი მახსოვს, რას ვლუღლუღებდი, თანაც სულ უფრო და უფრო ცოცხლად, იგი ატირდა, მერე გაიცინა, შემდეგ მე მას ვაკოცე. წავედით დედამისთან, ბებიასთან, მეორე დედა პრასკოვია ნიკოლოზის ასულ ახვერდოვასთან. ჩვენ დაგვლოცეს. მე მის ტუჩებს მთელი ღამე, მთელი დღე ვეკონებოდი. მამამისთან ერევანში კურიერი გავგზავნე წერილით, ჩვენ ორივესგან, და ახლობელი ადამიანებისგან". საპასუხო წერილში თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ ქალიშვილ ნინოს და გრიბოედოვის კავშირი დალოცა, იტყობინებოდა, რომ გაიხარა მათი სიყვარულით.
მალე სიონის ტაძარში 33 წლის ალექსანდრე გრიბოედოვისა და 16 წლის ნინო ჭავჭავაძის ჯვრისწერა გაიმართა. მათი საქორწილო ზეიმის აღწერა გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტის" 1828 წლის 12 სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა:
"…პირველი მეჯლისი, ან, უკეთესად თუ ვიტყვით, სადილი ცეკვებით — სპარსეთში ჩვენი სრულუფლებიანი მინისტრის ა. ს. გრიბოედოვის თავადის ასულ ნ. ა. ჭავჭავაძეზე დაქორწინებასთან დაკავშირებით 24 აგვისტოს გაიმართა. მეორე დიდებული მეჯლისი ტფილისის სამხედრო გუბერნატორთან, გენერალ-ადიუტანტ ნ. მ. სიპიაგინთან 26 აგვისტოს მოეწყო. საუცხოოდ განათებული და ბრწყინვალედ მოვლილი ოთახები, რომლებიც მის ბრწყინვალებას ეკავა, მორთული იყო ყვავილებით. საყვირების ხმა იუწყებოდა სტუმრების მოსვლას, რომელთაც ამისთვის სპეციალურად დანიშნული ჩინოვნიკები ეგებებოდნენ, ხოლო ქალბატონებს თავად მასპინძელი ხვდებოდა.
ყველა სტუმრის შეკრების შემდეგ მეჯლისი საუცხოო ფეიერვერკით დაიწყო. იგი მისი ბრწყინვალების სახლის წინ, ალექსანდრეს შესანიშნავ მოედანზე აინთო, რომელიც მისი ბრწყინვალება ნ. მ. სიპიაგინის მიერ ამ მხარის მმართველობის დროს გაშენდა. ფეიერვერკის შემდეგ ცეკვები დაიწყო. ერთმანეთს ცვლიდა პოლონური ეკოსეზები, ვალსები, კადრილები. ბოლოს ყველა მიყუჩდა და დამსწრეთა ყურადღება მიიპყრო კვარტეტმა, რომელიც თბილისელმა ვირტუოზებმა დიდი ხელოვნებით შეასრულეს და რომელმაც მუსიკის ყველაზე მკაცრი შემფასებლებიც კი დიდად კმაყოფილი დატოვა.
კვარტეტის დასრულების შემდეგ კვლავ ცეკვები გაჩაღდა. ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ქართველი ქალები მგზნებარე მელოდიების თანხლებით ქართულ ცეკვას — ლეკურს ცეკვავდნენ. შესანიშნავმა მოძრაობებმა, სიმკვირცხლემ, რასაც აღმოსავლეთის ლამაზმანები ამ ცეკვაში ავლენდნენ, თითოეულ მაყურებელს ჩვენი მგზნებარე კოტილიონი და მაზურკა დაავიწყა. საუცხოო ვახშამი 3 საათზე დამთავრდა, თუმცა ამით სტუმართა მხიარულება არ განელებულა — ცისკრის მზე უკვე ამობრწყინებული იყო კავკასიის მწვერვალებზე, როდესაც პოპური და, მასთან ერთად, მეჯლისიც დასრულდა…"
„თქვენ ამბობთ, რომ მე ძალიან დაკავებული ვიყავი ჩემი ქორწინებით, — წერდა გრიბოედოვი ივან პასკევიჩს 1828 წლის 23 აგვისტოს. —  დიდსულოვნად მაპატიეთ, მაგრამ ნინოა ჩემი ყარსიცა და ახალციხეც, და მე მისი დასაკუთრება ვიჩქარე ისევე, როგორც თქვენმა ბრწყინვალებამ — ამდენი ციხე-სიმაგრისა…"
1828 წლის 9 სექტემბერს გრიბოედოვი თავისი ამალით, ახალგაზრდა მეუღლესთან და სიდედრთან ერთად თბილისიდან თავისი სამსახურის ადგილისკენ გაემგზავრა, თუმცა ყოველგვარი სიხარულის გარეშე. ჯერ კიდევ პეტერბურგში, სპარსეთში გამგზავრების წინ, გრიბოედოვმა ქსენოფონტ პოლევოის უთხრა: „მე უკვე ისე კარგად ვიცნობ სპარსელებს, რომ მათ ჩემთვის ყოველგვარი პოეტური მხარე დაკარგეს. ვხედავ მხოლოდ ჩემი მდგომარეობის მნიშვნელობასა და სიძნელეებს მათ შორის ყოფნაში და, რაც მთავარია, თავადაც არ ვიცი, რატომ — ასე გასაოცრად არ მინდა იქ წასვლა!" ხოლო როდესაც ანდრეი ჟანდრს სპარსეთში მისი ელჩად დანიშვნის შესახებ ატყობინებდა, გრიბოედოვმა აღნიშნა: „იქ ყველას აგვკუწავენ. ალაიარ-ხანი ჩემი პირადი მტერია… იგი მე სპარსელებთან დადებულ ზავს არ მაჩუქებს!"
რუსეთის დიპლომატიური მისიის საზეიმო გაცილება პოლკის მუსიკის თანხლებით მოხდა. ერევნისკენ გზად უნდა გაევლოთ კოდა, შულავერი, გერგერი და ამამლი. ეჩმიაძინიდან გრიბოედოვმა თავის ახლობელ ვარვარა სიმონის ასულ მიკლაშევიჩს მისწერა:
„ჩემო მეგობარო, ვარვარა სიმონის ასულო! ჩემი ცოლი, როგორც ყოველთვის, თვალებში შემომყურებს, წერას მიშლის; იცის, რომ წერილს ქალს ვწერ, და ეჭვიანობს. ნუ დამძრახავთ ხანგრძლივი დუმილისთვის, საყვარელო მეგობარო, ხომ გესმით, რა არაჩეულებრივ დროს ვწერ მე ამას. ცოლიანი ვარ, ვმოგზაურობ უზარმაზარი ქარავნის თანხლებით, 110 ცხენითა და ჯორით, ღამეს მთებში კარვებში ვათევთ, სადაც ზამთრის სიცივეებია. ჩემი ნინიკო კი არ ჩივის, ყველაფრით კმაყოფილია, ცქრიალებს, მხიარულია. დროდადრო კი საუცხოო შეხვედრებიც გვაქვს ხოლმე, მხედრები მთელი სიჩქარით მოჰქრიან, მტვერს აყენებენ, ქვეითდებიან და გვილოცავენ კეთილ მიბრძანებას იქ, სადაც სულაც არ გვიხარია ყოფნა. ახლა ეჩმიაძინის მონასტრის ყველა მღვდელმსახურმა მიგვიღო ჯვრებით, ხატებით, ბაირაღებით, გალობით, საკმეველით და ა.შ. და აქ, ამ ძველი სავანის თაღქვეშ ჩემი პირველი ფიქრი თქვენთან და ანდრეისთანაა. მაპატიეთ ჩემი სიზარმაცის გამო…"

25 სექტემბერს გზა გააგრძელეს. ერევნის გავლის დროს გრიბოედოვი ცოლს შეეხუმრა: „სპარსეთში არ დატოვო ჩემი ძვლები, თუ იქ მოვკვდი, თბილისში, წმინდა მამა დავითის მონასტერში დამასაფლავე". 7 ოქტომბერს თავრიზში ჩავიდნენ. აქ იყო განთავსებული უცხოეთის მისიები, უფლისწულ აბას-მირზას კარზე, რომელსაც ფეთხ-ალი შაჰმა უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობანი ჩააბარა. თუმცა გარემოებამ გრიბოედოვის შაჰთან პირადად შეხვედრა მოითხოვა. მან თავის ახალგაზრდა ცოლზე მზრუნველობა ინგლისის ელჩის მეუღლეს, ქალბატონ მაკდონალდს მიანდო, თავად კი 1828 წლის 9 დეკემბერს თავრიზიდან თეირანს გაემგზავრა. გზიდან გრიბოედოვი ცოლს თითქმის ყოველდღე სწერდა წერილს, მაგრამ ამ წერილებიდან მხოლოდ ერთი — მეცხრე შემორჩა — ყაზვინიდან 1828 წლის 24 დეკემბერს გამოგზავნილი:
„ჩემო ფასდაუდებელო მეგობარო, ვდარდობ, უშენოდ უზომოდ მოწყენილი ვარ. ჭეშმარიტად ახლა ვგრძნობ, თუ რას ნიშნავს — გიყვარდეს. ადრეც ბევრს დავშორებივარ, ვისაც ძლიერ ვიყავი შეჩვეული, მაგრამ ერთი დღე, ორი, ერთი კვირა და — მჭვუნვარება ქრებოდა. ახლა კი, შენგან რაც უფრო შორს ვარ, მით უფრო ცუდად ვგრძნობ თავს. კიდევ ცოტა ხანს მოვიცადოთ, ჩემო ანგელოზო, და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ამის შემდეგ ერთმანეთს აღარასოდეს დაგვაშოროს…
გახსოვს, როგორ გაკოცე პირველად, ჩვენ ერთმანეთს მალე და გულწრფელად სამუდამოდ დავუახლოვდით. გახსოვს პირველი საღამო, როგორ ისხდნენ აივანზე შენი დედიკო და ბებია და პრასკოვია ნიკოლოზის ასული, შენ და მე კი ფანჯარასთან, როგორ გიკრავდი გულში. შენ კი, სულო ჩემო, გაწითლდი. მე გასწავლიდი, თუ როგორ უნდა კოცნა, რაც შეიძლება მაგრად… მშვიდობით, უძვირფასესო ჩემო მეგობარო… გკოცნი ტუჩებში, მკერდზე, ხელებზე, ფეხებზე და მთლიანად — თავიდან ბოლომდე. მოწყენილი ვარ".
…1829 წლის თებერვლიდან წერილები და ცნობები გრიბოედოვისგან თბილისში სულ უფრო და უფრო იშვიათად მოდიოდა. ირანში რუსეთის მისიის დანარჩენი თანამშრომლებისგანაც არაფერი ისმოდა. ბოლოს გავრცელდა ბუნდოვანი ხმები თეირანში მთელი რუსული მისიის დაღუპვის შესახებ.
გრიბოედოვის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ხმების პირველი ოფიციალური დადასტურება გახდა თავრიზში გენერალური კონსულის ანდრეი ამბურგერის შეტყობინება: „დღეს დილით აქ მოვიდა მირზა-მუსა-ხანის კაცი, რომელმაც თეირანიდან დაწვრილებითი ცნობები მოიტანა იქ მომხდარი საშინელი შემთხვევის შესახებ. მგონი, თეირანის სასულიერო საზოგადოება იყო იმ მღელვარების მთავარი მიზეზი, რომელმაც ჩვენი მინისტრი გაავებული ბრბოს მსხვერპლად აქცია, ვინაიდან სწორედ მთავარი მეჩეთი მოუწოდებდა მორწმუნეთა შეკრებისკენ. უბედური ალექსანდრე სერგის ძე საკუთარი სიმამაცის მსხვერპლი გახდა. როდესაც მან ხმაური გაიგონა, გაშიშვლებული ხმლით ხელში გარეთ გამოვარდა და იმავე წუთში მას ნასროლი ქვა მოხვდა. იგი დარტყმისგან ძირს დაეცა; ხოლო შემოჭრილი ბრბო მას საშინლად გაუსწორდა. ნათელში იყოს მისი სული! ყველა მისკენ გაქანდა საშველად, მაგრამ ისინიც გაცოფებული ბრბოს მსხვერპლი გახდნენ. მთელი ქონება გაძარცულია, სახლი, რომელიც მინისტრს შაჰმა უბოძა, სრულიად განადგურებულია".
იმ დროს, როდესაც თეირანში მომზადდა და აღსრულდა მკვლელობა, ნინო ჭავჭავაძე თავრიზში ცხოვრობდა. გადაწყვიტეს, სამწუხარო ამბავი მისთვის დაემალათ და დაარწმუნეს, დედასთან, თბილისში გამგზავრებულიყო. აქ მას მეუღლის სიკვდილის შესახებ ივან პასკევიჩის ცოლმა ელიზავეტა ალექსის ასულმა აცნობა. ნინოს ისტერიკა დაემართა, მეორე დღეს მას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ბავშვმა სულ რამდენიმე საათი იცოცხლა.
საელჩოზე თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ სპარსეთის მთავრობამ ხალხი გაგზავნა, რათა ამოეთხარათ ორმო, გრიბოედოვის ცხედარი მოეძებნათ, სომხურ ეკლესიაში გადაეტანათ და მის ეზოში მიწისთვის მიებარებინათ — იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის მთავრობა მის გადაცემას მოითხოვდა. გრიბოედოვის საშინლად დამახინჯებული ცხედარი ძლივს ამოიცნეს ხელზე დაკრუნჩხული ნეკით, — მას ამ თითზე ალექსანდრე იაკუბოვიჩთან დუელის დროინდელი ჭრილობა ჰქონდა. ცხედარი გადაასვენეს და სომხური ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს.
ორი კვირის შემდეგ გრიბოედოვის ნეშტი ისევ ამოთხარეს და თავრიზის გავლით თბილისში გაგზავნეს. ნახჭევანში მისი ცხედარი სხვა კუბოში გადაასვენეს, მოაწესრიგეს და ასე გააგრძელეს გზა. 11 ივნისს გერგერის მახლობლად სამგლოვიარო კორტეჟს შეხვდა პუშკინი, რომელიც ამის შესახებ გვიამბობს თავის ნარკვევში „მოგზაურობა არზრუმში": „მე გადავედი მდინარეზე. ურემში შებმული ორი ხარი ციცაბო აღმართზე ადიოდა. ურემს რამდენიმე ქართველი მიაცილებდა.
— საიდან მოდიხართ?— შევეკითხე. — თეირანიდან. — რა მოგაქვთ?— გრიბოედოვი.
ეს იყო მოკლული გრიბოედოვის ცხედარი, რომელსაც თბილისში მიაცილებდნენ. არ მეგონა, თუ კიდევ შევხვდებოდი ჩვენს გრიბოედოვს! მე მას შარშან პეტერბურგში დავშორდი, მისი სპარსეთში გამგზავრების წინ. იგი მოწყენილი იყო და რაღაც უცნაური წინათგრძნობა ჰქონდა".


მხოლოდ 17 ივლისს, საღამოს, მრავალგზის შეფერხების შემდეგ მიაღწია სამგლოვიარო პროცესიამ თბილისს. ნინო ჭავჭავაძემ, რომელიც ქმრის ნეშტს ოჯახთან ერთად ქალაქის საგუშაგოსთან დახვდა, გონება დაკარგა და მისი მოსულიერება დიდხანს ვერ შეძლეს.
გრიბოედოვის დაკრძალვის აღწერა გამოქვეყნებულია გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტის" 1829 წლის 18 ივლისის ნომერში:
„სპარსეთში რუსეთის სრულუფლებიანი მინისტრის ა.ს. გრიბოედოვის ნეშტი, რომელიც ჩამოასვენეს ყველა პატივით, რაც მის წოდებას ეკადრებოდა, ყველა საკარანტინო ვადების დაცვის შემდეგ, 17 ივლისს თბილისის კარანტინიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც იგი წინასწარ მომზადებულ შესანიშნავ კატაფალკზე მოათავსეს. მეორე დღეს მისი აღმატებულება — თბილისის სამხედრო გუბერნატორი, მთელი გენერალიტეტი, სამხედრო და სამოქალაქო ჩინოვნიკები ტაძარში შეიკრიბნენ. ღვთისმსახურების შესრულების შემდეგ მისმა უწმინდესობამ, საქართველოს ეგზარქოსმა  წარმოთქვა გამოსამშვიდობებელი სიტყვა, სადაც ყველა მისი ღირსება ისე ჩამოთვალა, რომ მსმენელებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და ყველა დამსწრე განიმსჭვალა ღრმა მწუხარებით ასეთი შესანიშნავი პიროვნების, ასეთი დიდი დანაკარგის გამო. ტრადიციული რიტუალის შესრულების შემდეგ ალექსანდრე სერგის ძე გრიბოედოვის ნეშტი, მისი უწმინდესობის, საქართველოს ეგზარქოსისა და ყველა დამსწრეთა თანხლებით, წმინდა დავითის მონასტერში გადაიტანეს და მიწას მიაბარეს — იმ სურვილის შესაბამისად, რაც აწ განსვენებულს სიცოცხლეში არაერთგზის გამოუთქვამს".
გრიბოედოვის საფლავი განსაკუთრებულია, იგი დაკრძალულია მღვიმეში. საფლავზე დაიდგა მოქანდაკე კამპიონის მიერ შესრულებული ძეგლი — ეს არის შავი მარმარილო ბრინჯაოს ჯვრით, მის ფეხთან ბრინჯაოსგან ჩამოსხმული მუხლმოყრილი მტირალი ქალის ფიგურაა. ძეგლის კვარცხლბეკის წინა მხარეს მწერლის ბარელიეფია, გვერდით კი დევს წიგნი — „ვაი ჭკუისაგან". მათ ქვეშ ოქროსფერი ასოებითაა ამოკვეთილი: „ალექსანდრე სერგის ძე გრიბოედოვი, დაიბადა 1795 წელს, 4 იანვარს, მოკლეს თეირანში 1829 წელს, 30 იანვარს". სამხრეთის მხარეს წარწერაა: „გონება და საქმენი შენნი უკვდავია რუსეთის ხსოვნაში, მაგრამ მე რად მოვესწარ ამას, სიყვარულო ჩემო", ჩრდილოეთის მხრიდან სხვა წარწერაა: „დაუვიწყარს მისი ნინოსგან".
ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის საფლავები მთაწმინდაზე
ბესიკ ფიფია
ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის საფლავები მთაწმინდაზე
16 წლის ქვრივი სიკვდილამდე მეუღლის ხსოვნის ერთგული დარჩა და მრავალგზის უარყო უამრავი წინადადება; თავისი სიცოცხლე ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს მიუძღვნა, ყველას უხვად მიაგებდა სიკეთეს და სითბოს. ეს იყო მთელი ოჯახის მფარველი ანგელოზი და ამავე დროს არსება, რომლის წინაშეც ქედს იხრიდა ყველა, ვინც კი მაშინ კავკასიაში მსახურობდა, დაწყებული მეფისნაცვლიდან, ყველაზე დაბალ ჩინებამდე. მას ყოველთვის თავს ადგა კეთილშობილების, გულმოწყალების განსაკუთრებული შარავანდედი. იგი მზად იყო, თითოეულის გაჭირვება გაეთავისებინა და ყველაფერი გაეკეთებინა, რაც შესაძლებელი იყო. თბილისში ცხოვრებისას კვირა არ გავიდოდა, რომ მამადავითის ციცაბო ფერდობზე ფეხით არ ასულიყო — ძვირფასი ადამიანის განსასვენებლის მოსანახულებლად.
ნინო ჭავჭავაძემ ქმრის დაღუპვის შემდეგ 28 წელი იცოცხლა და 1857 წელს, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა ქოლერისგან, რომელიც იმ დროს თბილისში მძვინვარებდა. ნინო ჭავჭავაძე ავადმყოფ ნათესავს უვლიდა და უარი თქვა ქალაქის დატოვებაზე. ავადმყოფი გამოაჯანმრთელა, მაგრამ თავად უიმედოდ დაავადდა. გაზეთი „კავკაზი" მის გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა:
"ჩვენმა ტფილისის საზოგადოებამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. გასულ პარასკევს, 28 ივნისს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ნინო ალექსანდრეს ასული გრიბოედოვა, ქალიშვილობაში ჭავჭავაძე. გასულ კვირა დღეს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოხდა მისთვის წესის აგება ყველა იმ ადამიანის თანდასწრებით, ვინც პატივს სცემდა ამ შესანიშნავ პიროვნებას, რომელიც ყოველთვის იყო ტფილისის საუკეთესო სალონების ნამდვილი მშვენება და რომელიც სიკვდილმა ასე ადრიანად გამოსტაცა ამ წრეს. ცხედარი ხელით აიყვანეს წმინდა მამა დავითის მონასტერში და მისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს".

13.02.2019

ჯონ შალიკაშვილი, უარით გაწბილებული ბილ კლინტონი და შეუმოკლებელი გვარი



ჯონ შალიკაშვილს გვარის შემოკლებას და „შალიდ“ გადაკეთებას სთავაზობდნენ, რათა ამერიკელებს ენა არ ეტეხათ მისი წარმოთქმისას. ბილ კლინტონიც კი სთხოვდა ამას, მაგრამ შალიკაშვილი მზად იყო თანამდებობასაც კი დამშვიდობებოდა, ოღონდ ერთი ასოც კი არ შეეცვალა საკუთარ გვარში.

ჯონ შალიკაშვილი — ქართული წარმომავლობის ამერიკელი გენერალი. მამა — დიმიტრი შალიკაშვილი გურჯაანში დაიბადა. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ვიცე–პოლკოვნიკი გახლდათ; რესპუბლიკისა, რომელმაც 1918–დან 1921 წლამდე იარსება.  საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის ჯერ თურქეთში გაიქცა, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა. 1939 წელს დიმიტრი შალიკაშვილი „ქართული ლეგიონის“ წევრი გახდა, რომელიც გერმანიის სარდლობამ ქართველი ემიგრანტებისგან დააარსა კავკასიის კომუნისტებისგან გასათავისუფლებლად. დიმიტრი შალიკაშვილი იბრძოდა სტალინგრადთან და ნორმანდიაში გერმანული „სს–ის“ არმიის შემადგენლობაში. ის ტყვედ ჩავარდა და სამხედრო ტყვეთა ბანაკში გარკვეული პერიოდი გაატარა. გათავისუფლების შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა და 1957 წელს სამუდამო საცხოვრებლად აშშ–ში გადავიდა.  
ჯონ შალიკაშვილი 1936 წელს დაიბადა ვარშავაში. ამერიკის არმიაში სამსახური ალიასკაზე 1958 წელს უმცროსი ლეიტენანტის ჩინით დაიწყო.  მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, გეგმავდა და ხელმძღვანელობდა აშშ–ის არმიის მთელ რიგ სამხედრო კამპანიებს, მათ შორის, 1991 წლის სპარსეთის ყურის ომს 1991 წელს და ასევე სამშვიდობო ოპერაციებს სომალიში და ბალკანეთზე. 1993 წელს აშშ–ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კოლინ პაუელი შეცვალა.  სწორედ ამ რანგში ეწვია იგი საქართველოს 1995 წლის მაისში, მეუღლესთან ერთად. ჯონ შალიკაშვილი შეხვდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჩიკვაიძესა და თავდაცვის მინისტრ ვარდიკო ნადიბაიძეს. 


ჯონ შალიკაშვილს საქართველოში თან ახლდა ძმა ოთარი, მეუღლითურთ. ოთარ შალიკაშვილმა თქვა, რომ მათი მამა მემუარებში წერდა, ორი ულამაზესი ადგილი ვიცი მსოფლიოში და ორივე საქართველოშია — ერთი ალაზნის ველის განუმეორებელი ხედი და მეორე — მწვანე კონცხის შავი ზღვისპირეთის გამაოგნებელი პეიზაჟიო. და ძმებმა შალიკაშვილებმა ამ ადგილების მონახულების სურვილი გამოთქვეს. ისინი ასევე ეწვივნენ წინანდალს, თელავს, ალავერდს. მამის მშობლიურ გურჯაანში კი სიურპრიზი ელოდათ: საქართველოს ხელისუფლებამ ძმებს მამისეული სახლი გადასცა. 

 საქართველოში ჯონ შალიკაშვილს ყველგან თან დაჰყვებოდა თანამგზავრული ანტენებით ღჭურვილი  სპეციალური ავტომობილი. კახეთში მანქანის გარშემო მოსახლეობა შეიკრიბა და  გაოცებული ათვალიერებდა იმ დროისთვის უცხო, შიგნით შეღუნულ ალუმინის თეფშებს, რომლებსაც ჭაჭის სახდელი ქვაბის ხუფს ადარებდნენ. გენერალმა შენიშნა, რომ მანქანა ინტერესს იწვევდა, გაიღიმა და თქვა: „ეს ტექნიკა ბირთვულ ომთანაა დაკავშირებული. დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა ვიყო, ყოველწამიერი კავშირი უნდა მქონდეს ამერიკის პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ ჩვენ სამს შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება ბირთვული შეტევის დაწყებაზე“. 

 გურჯაანში ნადიმისას საუბარი შეეხო შალიკაშვილების გვარის ისტორიას. თქვეს, რომ გვარი თავადური წარმომავლობისაა და ფესვები სამხრეთ საქართველოში — სამცხე–საათაბაგოში აქვს. რუსეთის იმპერიაში, რომლის ნაწილიც გახლდათ საქართველო, დიდგვაროვანმა შალიკაშვილებმა გვარი რუსულ ყაიდაზე გადაიკეთეს. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტი და მწერალი პეტრე შალიკოვი და ნაპოლეონის ომების ეპოქის სარდალი, გენერალ–მაიორი ანტონ ჩალიკოვი. 
გვარის შემოკლებას და „შალიდ“ გადაკეთებას ჯონ შალიკაშვილსაც სთავაზობდნენ, რათა ამერიკელებს ენა არ ეტეხათ მისი წარმოთქმისას. ბილ კლინტონიც კი სთხოვდა ამას, მაგრამ შალიკაშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა. ის მზად იყო თანამდებობასაც კი დამშვიდობებოდა, ოღონდ ერთი ასოც კი არ შეეცვალა საკუთარ გვარში. და მას ამის მიზეზი ჰქონდა. როცა ჯონი პატარა იყო და მშობლებთან ერთად ჯერ კიდევ პოლონეთში ცხოვრობდა, მათთან სახლში სტუმრად მისულა თავად ანდრონიკაშვილთა გვარის წარმომადგენელი. მამასთან საუბრისას გაირკვა, რომ მას გვარი რუსულ ყაიდაზე გადაეკეთებინა და ანდრონიკოვად ჩაწერილიყო. დიმიტრი შალიკაშვილი გაცეცხლებულა, წამომხტარა და განრისხებულს სტუმარი შინიდან გაუგდია, რაღა კაცი ხარ, თუ მამის გვარიც კი ვერ შეგინარჩუნებიაო! და რამდენჯერაც ჯონს გვარის შეცვლას სთავაზობდნენ, იმდენჯერ თურმე ეს სურათი უდგებოდა თვალწინ. 

საქართველოსა და აშშ–ს შორის მეგობრობის ნიშნად, „ქართველი ხალხის საამაყო შვილისა“ და ამერიკელი გენერლის საპატივცემულოდ თბილისის ერთ–ერთ ქუჩას ჯონ შალიკაშვილის სახელი ეწოდა. 


02.03.2019
ადამიანები იქ უფრო ლამაზები, ღვინო უფრო წითელი, მთები კი უფრო მაღალია...


 1899 წლის სექტემბერში დიდმა ნორვეგიელმა მწერალმა კნუტ ჰამსუნმა, ცხოვრებაში პირველად, სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა და რუსეთის გავლით კავკასიაში გაემგზავრა. ეს მოგზაურობა შესაძლოა საქორწინოც ყოფილიყო, ვინაიდან მას თან ახლდა ახალგაზრდა მეუღლე ბერგლიოტ ბეხი. მოგზაურობის შედეგად, 1903 წელს გამოიცა წიგნი „ზღაპრულ სამეფოში“.
კნუტ ჰამსუნი და მისი მეუღლე ფინეთიდან სანქტ–პეტერბურგში ჩავიდა და იმავე საღამოს გაემგზავრა მოსკოვში. თუმცა დიდხანს არც იქ დაყოვნებულა. მწერალი მეორე დღესვე ავიდა მოსკოვი–ვორონეჟი–დონის როსტოვი–არმავირი–პიატიგორსკი–ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალ მატარებელში. „კავკასიის მპყრობელ ქალაქ–სიმაგრეში“ ჩასული მწერალი ოთხცხენიან ეტლში გადაჯდა და ტფილისისკენ გამოემგზავრა. გზაში სამი დღე–ღამე დაჰყო.
აი, როგორ აღწერს კნუტ ჰამსუნი ყაზბეგთან შეხვედრას: „მკვეთრი მოსახვევის მარჯვენა მხარეს თვალწინ უეცრად ხეობა იშლება და სულ ახლოს ჩნდება ყაზბეგი — მზისგან გაბრწყინებული მყინვარით. მაღალი, მრისხანე და უტყვი — გვაოგნებს თავისი სიმძლავრით. განუმეორებლად დამთრგუნველი შეგრძნებით ვიმსჭვალებით: ეს სრულიად სხვა სამყაროა, სადაც ერთგულების ფიცით შეკრული მთებით გარშემორტყმული ყაზბეგი ზემოდან გადმოგვცქერის. უნებურად ჩამოვდივარ ეტლიდან, უკნიდან ვექცევი მას, ხელებს მაგრად ვჭიდებ და  ყაზბეგს ვუმზერ. თავბრუ მეხვევა, თითქოს ადგილიდან ვწყდები, ჰაერში ვმაღლდები და ღმერთთან პირისპირ ვხვდები“.

კობის ბუნების სილამაზით აღფრთოვანებულ მწერალს ღმერთსა და მის ქმნილებაზე ფიქრები დაეუფლა. „მიწაზე ვჯდები, ცას ავცქერი და, ვინაიდან ბევრისგან განსხვავებით, ღმერთისადმი დამოკიდებულება გარკვეული არ მაქვს, რაღაც დროით ღმერთსა და მის ქმნილებაზე ფიქრებში ვიძირები. ეს ზღაპრული, მომაჯადოებელი სამყარო, რომელშიც მოვხვდი, ყველაზე საოცარი ადგილია მთელ დუნიაზე“.
ბუნების მშვენიერებით საოცრად აღფრთოვანებული კნუტ ჰამსუნი გამუდმებით სვამდა რიტორიკულ შეკითხვას: ვინ უკეთ ცხოვრობს — ევროპელები და იანკები, თუ კავკასიელები?
„ჯერ მხოლოდ საღამოს ხუთი საათია, მაგრამ ცაზე უკვე კაშკაშებს მთვარე და ორი მნათობი ერთად დაგვცქერის — მზეცა და მთვარეც. ძალიან თბილა. ეს სამყარო არცერთ სხვას არ ჰგავს, რომელიც აქამდე მინახავს და ისევ ვფიქრობ, რომ აქ სიცოცხლის ბოლომდე დავრჩებოდი. ხეობაში დავეშვით. ვენახები დაიწყო. ტყეში კაკალი იზრდება. მზე და მთვარე ერთდროულად ანათებს ცაზე — თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან. ბუნების სიდიადე ადამიანზე დამთრგუნველად მოქმედებს: აქ მუდმივად მცხოვრებლებზეც კი, რომლებიც ყოველდღე ხედავენ ამ დიდებულებას… კავკასიელმა არაფერი იცის ნიუ–იორკის ბირჟის კურსის ცვლილებებზე, მისი ცხოვრება რა ჰგავს იპოდრომზე გამართულ დოღს. ის ნელა, აუჩქარებლად ცხოვრობს, ხის ნაყოფითა და ცხვრის ხორცით იკვებება. განა შეიძლება ითქვას, რომ ევროპელები და იანკები რაიმეთი აღემატებიან კავკასიელებს? ღმერთმა უწყის! ეს იმდენად სადავო საკითხია, რომ ღმერთის გარდა სხვა ვერც ვერავინ გასცემს პასუხს“.
 მწერალმა ყურადღება გაამახვილა ქართულ სოფლებზე. „თითოეული ასეთი სოფელი ერთმანეთთან შეზრდილი სახლების კომპლექსია, რომლებიც ერთმანეთზე დგას და ფერდობს მაღლა–მაღლა მიუყვება. აქ არც ქუჩებია, არც გზები. სახლები ერთმანეთს თაროების მსგავსი კიბეებით უკავშირდება, რომლებიც კლდეზე ერთმანეთის მიჯრით ჰკიდია“.
მწერალი გამუდმებით კრთოდა ფრიალო კლდეებისა და უძირო უფსკრულების დანახვაზე. ჰამსუნმა აღწერა შემთხვევა, როდესაც გზის ერთ–ერთ ყველაზე სახიფათო მონაკვეთზე მის თვალწინ ორი, ასე, 6–8 წლის ბიჭუნა თითქოს მიწიდან ამოიზარდა და ცეკვა–თამაში დაიწყო. ბიჭები საოცრად გაბედულად, თავხედურადაც კი, დახტოდნენ და პირდაპირ უფსკრულის კიდეზე ასრულებდნენ სასიკვდილო ცეკვას. „ისღა დამრჩენოდა, ჯიბეზე ხელი გამეკრა და ფული მიმეცა“, — წერს ჰამსუნი.
„ტფილისს ვუახლოვდებით. გზა გამუდმებით მიუყვება დიდებულ და საუცხოო მდინარე მტკვარს… შორს ტფილისი მოჩანს —განსაკუთრებული სამყარო. თავზე ნისლი ადგას. აი ისიც — ტფილისი, ქალაქი, რომელიც ბევრმა რუსმა პოეტმა და მწერალმა მოიხსენია ლექსებსა თუ რომანებში. უეცრად ვახალგაზრდავდები, აქეთ–იქით ვიყურები და მესმის, როგორ მიძგერს გული. რაღაც ამდაგვარი ერთხელ უკვე გამოვცადე, როდესაც პირველად უნდა მომესმინა გეორგ ბრანდესის ლექცია კოპენჰაგენის უნივერსიტეტში. თავსხმა წვიმაში ქუჩაში უზომოდ დიდხანს ვიდექით დაკეტილი კარის წინ. და აი, ისიც გაიღო.

სირბილით შევუყევით კიბეებს, დერეფანს, მერე დარბაზში შევქანდით და ადგილიც დავიკავე, მაგრამ მაინც კიდევ დიდხანს ლოდინმა მოგვიწია. დარბაზი ივსებოდა და მრავალ ხმაზე გუგუნებდა. და უეცრად დუმილი ჩამოწვა, მკვდრული სიჩუმე გამეფდა, საკუთარი გულისცემა მესმოდა. როგორც იქნა, ბრანდესი კათედრაზე ავიდა…“
აი, რას წერდა კნუტ ჰამსუნი ნორვეგიელ მკითხველებს ტფილისზე:
„ქალაქი ას სამოც ათას მცხოვრებს ითვლის, აქედან კაცები ქალებზე ორჯერ მეტნი არიან. ქალაქში სამოცდაათ ენაზე ლაპარაკობენ… ტფილისი რომაელებსაც დაუპყრიათ,  სპარსელებსაც და თურქებსაც. ახლა ის რუსეთის მფლობელობაშია. ბოლო წლებში აყვავებას ტფილისი საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას უნდა უმადლოდეს — ის სავაჭრო გზების კვეთაზე მდებარეობს, რომლებიც კასპიისა და შავ ზღვებს, რუსეთსა და  სომხეთს აკავშირებს. ქალაქში საუცხოო მუზეუმიცაა, თეატრიც, ფერწერული კრებულიც, ბოტანიკური ბაღიც, ციხე–სიმაგრეც… თავზე კი ძალიან, ძალიან მაღლიდან მამადავითის მონასტერი გადმოსცქერის. ის ქართველებისთვის წმიდა ადგილად მიჩნეულ მთაზე — მთაწმინდაზე დგას. მონასტრის ეზოში გრიბოედოვია დაკრძალული“.
 კნუტ ჰამსუნი: „ქალაქი ძალიან საინტერესო არ იყო, მაგრამ გამუდმებით ვბრუნდებოდით მის ერთ–ერთ უბანში, რომლის თვალიერებითაც ვერ ვძღებოდით. ეს აზიური უბანი იყო. ტფილისში სარკისებურ ვიტრინებიანი მაღაზიებიც იყო, კონკებიც, თეატრ–ვარიეტეც და ევროპულად ჩაცმულ–დახურული ქალბატონები და ბატონებიც, მაგრამ აზიურ კვარტალში ყველაფერი სხვაგვარად იყო: ქუჩები, შეიძლება ითქვას, რომ ქუჩები კი იყო, არამედ რაღაც შესახვევები, ხაფანგში მომქცევი ჩიხები, სახლიდან სახლისკენ, ქვემოდან ზემოთ მიმავალი კიბეები. 
დუქნებში რა–გინდა რა ეროვნების ხალხი აღარ ვაჭრობდა, რომლებიც საოცარ ნივთებს ჰყიდდნენ… პირდაპირ ქუჩაში, ვირების, ცხენებისა და ძაღლების გარემოცვაში მუშაობდნენ ქარგლები, მჭედლები რკინას მომცრო ქურებში ადნობდნენ და ასევე მომცრო გრდემლებზე ჭედავდნენ; საკუთარ ნაკეთობებს იქვე ტვიფრავდნენ, კვეთდნენ, აპრიალებდნენ და ნახშირით წმენდნენ ოქროსა და ვერცხლის ოსტატები, მერე კი ფირუზებითა და სხვა ქვებით ამკობდნენ; თერძები დასავლეთიდან ჩამოტანილ საკერავ მანქანებზე კერავდნენ მაუდის გრძელკალთიან მოსასხამებს… დუქნებში ძირითადად აბრეშუმის ქსოვილები, ნაქარგები, ნოხები, იარაღი და სამკაულები იყიდება… აქა–იქ პაწაწა დახლებთან მსხდომ მწერლებსაც შეხვდებით, რომლებიც, ვისაც რა სჭირდება, იმას უწერენ…
სამყაროსგან დაშორებულ აზიურ კვარტალში ცხოვრება მშვიდად და აუჩქარებლად მიედინება. აქ უშფოთველობა სუფევს, მის გარშემო კი, თითქოს ამერიკა იყოს, თანამედროვე სავაჭრო ქალაქის ხმაური ისმის. აქ იშვიათად გაიგონებ ხმამაღალ სიტყვას, უიშვიათესად ისმის ზედმეტი ყვირილი. მოგუდული ხმები, ჩალმიანი თავების ზომიერი, ფრთხილი დაქნევა — და მორჩა. აზიურ უბნებში ქალები თითქმის არ არიან. ძალიან იშვიათად თუ წააწყდებით ხელში ბავშვებ ატატებულ ორ მოსაუბრე ქალს, რომლებიც ასევე მეტად ხმადაბლა ლაპარაკობენ. გამონაკლისი სომეხი მედუქნეები არიან, რომლებიც ხმამაღლა ასხამენ ხოტბას გასაყიდ იარაღს და აქაც ისე ღიად ატყუებენ მყიდველს, როგორც ნებისმიერ სხვა ადგილას. ებრაელს ათი ბერძნის გასულელება შეუძლია, აი სომეხი კი ათ ბერძენსა და ებრაელს ერთად გაასულელებს…“
კნუტ ჰამსუნი ტფილისიდან ბაქოში გაემგზავრა, საიდანაც  სპარსეთში აპირებდა წასვლას. მაგრამ მწერლის ჯიბეში მოთავსებულმა ფრანგულმა აკრედიტივმა  მკვეთრად შეცვალა მისი გეგმები. ბაქოელმა ბანკირებმა უარი თქვეს ამ საბუთით ფულის გაცემაზე, ვინაიდან, როგორც განმარტეს, მანამდე ასეთი ქაღალდი არასდროს ენახათ. ჰამსუნი იძულებული გახდა, უკან, ტფილისში დაბრუნებულიყო, სადაც ბანკები უპრობლემოდ მუშაობდნენ ფრანგულ აკრედიტივებზე. თუმცა, თანხის მიღების შემდეგ ჰამსუნმა რატომღაც გადაწყვიტა, სპარსეთის ნაცვლად ბათუმში წასულიყო.
აი, როგორი იყო მწერლის თვალით დანახული საპორტო ქალაქი:
„ბათუმში 40 ათასი თუ ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს. ერთი შეხედვით, ტფილისსაც მოგაგონებთ და ბაქოსაც — ქვის დიდ ნაგებობებს თურქების დროინდელი პატარა, სასაცილო სახლები ენაცვლება. ქუჩები განიერია, მაგრამ მოუკირწყლავი — პირდაპირ ქვიშაზე დადიან. პორტში უამრავი ხომალდი დგას — დაწყებული უფრო სამხრეთიდან, თურქეთიდანაც კი, მოსული პატარა იალქნიანი გემებით, დამთავრებული დიდი, ევროპული სამგზავრო ხომალდებით ალექსანდრიიდან და მარსელიდან…
ბათუმურ ყოფაში არის რაღაც მსგავსი ამერიკის სამხრეთ შტატების ყოფასთან. რესტორნებსა და სასტუმროებში ევროპულ კოსტიუმებში, აბრეშუმსა და ბრილიანტებში გამოპრანჭულ პუბლიკას შეხვდებით, რომელიც საუკეთესო, დახვეწილ კერძებსა და შამპანურს მიირთმევს… სამხრეთამერიკული ჩვევები განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა გადახდის დრო დგება. მათ მსხვილი კუპიურებით უყვართ გადახდა, იმის მიუხედავად, საჭიროა თუ არა ეს, და მერე ოფიციანტებს მათი დახურდავება თავად მეპატრონესთან უწევთ. ისინი დიდ გასამრჯელოს ჩუქნიან ოფიციანტებს,  ხოლო ბოთლებსა და ჭიქებში აუცილებლად ტოვებენ ღვინოს…
ბათუმში სანაპირო ბულვარიც არსებობს. საღამოობით ის სავსეა მოსეირნე პუბლიკითა და ეკიპაჟებით. აქ ფიცხი ცხენებიცაა, მოშრიალე აბრეშუმიც, ქოლგებიცა და ღიმილიანი მისალმებაც — სწორედ ისე, როგორც სამხრეთის შტატების ქალაქებში. საკუთარი  დენდებიც ჰყავთ და ფრანტებიც — აბრეშუმის, ნაქარგებიან, მანჟეტების მსგავს საყელოებიან პერანგებში გამოწყობილები, გვერდზე მოქცეული შლაპებითა და მსხვილი ხელჯოხებით… ქედმაღლობა კი არ აიძულებთ ასე გამოწყობას, უბრალოდ, სურთ, რომ შეამჩნიონ და ამისათვის ამგვარ, წმინდად გარეგნულ ხერხს იყენებენ, რომელიც მიზნის სწრაფ და განსაკუთრებული ძალისხმევის დახარჯვის გარეშე მიღწევაში ეხმარებათ. შლაპა უფრო გაუთქვამს სახელს კაცს, ვიდრე წიგნი ან ნახატი. ფრანგები ხომ სწორედ ასე იქცევიან და ვითომ ესენი რატომ არ უნდა მოიქცნენ იგივენაირად?“

კნუტ ჰამსუნი „ზღაპრულ ქვეყანას“ ასე ასრულებს: „ხვალ ისევ ბაქოში მივემგზავრებით, იქიდან კი — უფრო აღმოსავლეთისკენ. მალე ამ სამეფოს დავემშვიდობებით, მაგრამ გული ყოველთვის გამომიწევს აქეთ, იმიტომ რომ მტკვრის წყალი ვიგემე“. 
თუმცა კნუტ ჰამსუნი ბაქოში აღარ წასულა და არც არასდროს ყოფილა აღმოსავლეთში. თბომავლით შავი ზღვა გადასერა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა.
კავკასიაში მოგზაურობიდან ერთი წლის შემდეგ, კნუტ ჰამსუნი ნორვეგიელ პოეტესას, დაგნი კრისტენსენს მისწერს: „უფრო გასაოცარი და საუცხოო ზღაპარი აღარასდროს გადამხდება. განსაკუთრებით განსაცვიფრებელი იყო ვლადიკავკაზიდან ტფილისისკენ მთებში მგზავრობა… ეს სხვა სამყაროა, ადამიანები იქ უფრო ლამაზები არიან, ღვინო უფრო წითელია, მთები კი — უფრო მაღალი. ასე მგონია, რომ ყაზბეგის სიახლოვეს მთელი წელი შევძლებდი ცხოვრებას…“
გერმანელ მეგობარსა და გამომცემელს, ალბერტ ლანგენს ჰამსუნი წერდა: „ამჟამად ყველაზე მეტად „კავკასიური წიგნი“ მახარებს, რომელიც საუკეთესო იქნება მათ შორის, რაც ოდესმე დამიწერია“.
მაგრამ საუკეთესოდ 1917 წელს დაწერილი რომანი „მიწის წვენი“ იქცევა, რომლისთვისაც მწერალს 1920 წელს ნობელის პრემია მიენიჭება.
„ზღაპრულ სამეფოში“ 1903 წელს გამოიცა. იმავე წელს კნუტ ჰამსუნმა გამოაქვეყნა სასიყვარულო დრამა „მეფე თამარი“, რომელიც საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებით დაწერა. ამ ნაწარმოების მიხედვით, 1904 წელს ოსლოს ეროვნულ თეატრში სპექტაკლიც დაიდგა, თუმცა განსაკუთრებული წარმატება არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მუსიკა თავად  იუჰან ჰალვორსენმა — გამოჩენილმა ნორვეგიელმა კომპოზიტორმა შექმნა.
კნუტ ჰამსუნის რუსეთსა და კავკასიაში მოგზაურობიდან ასი წლის შემდეგ, ორმა ნორვეგიელმა ჟურნალისტმა — ბერნ რიუდბორგმა და ულე პეტერ ფერლანდმა მწერლის ნაკვალევი გაიარეს, რათა „ეს ზღაპრული სამეფო ეპოვათ“. და იპოვეს კიდეც, რასაც სამოგზაურო ჩანაწერები, სათაურით „ზღაპრულ სამეფოში — ასი წლის შემდეგ“  მიუძღვნეს და გამოაქვეყნეს. ჟურნალისტების ჩანაწერებში არის ასეთი სიტყვები: „ჩვენ თერგის, არაგვისა და მტკვრის წყლები შევსვით და ყოველთვის გვენდომება უკან დაბრუნება. კავკასია ზღაპარია — განუმეორებელი და სასტიკი!“

22.04.2019
ფრანგი, რომელმაც ევროპას საქართველო გააცნო
ქართველოლოგიის დამფუძნებელ მარი ბროსე


 ფრანგი მარი ბროსე დასავლეთ ევროპასა და რუსეთში მეცნიერული ქართველოლოგიის ფუძემდებელია. აკადემიკოსი ნიკო მარი მის შესახებ წერდა: მან ჩაუყარა სერიოზული საფუძველი ევროპაში სახელმძღვანელოების გამოცემას ქართული ენის შესასწავლად: გრამატიკების, ქრესტომათიების, ლექსიკონების. მან თარგმანებით და შინაარსის გადმოცემით ევროპელებისთვის ხელმისაწვდომი გახადა როგორც ძველი, ისე შუა საუკუნეების ქართული საერო ლიტერატურის ძეგლები… ბროსემ არა მხოლოდ პირველმა შეარჩია, არამედ მნიშვნელოვანწილად დაამუშავა კიდეც ქართული ისტორიული მეცნიერების დისციპლინების თითქმის მთელი ციკლი. 
მარი ბროსე 1802 წელს პარიზში დაიბადა. მორწმუნე დედა შვილს საეკლესიო კარიერისთვის ამზადებდა, მაგრამ მან ჭაბუკობის წლებიდან ორიენტალისტიკა აირჩია.
ქართული ენა დამოუკიდებლად შეისწავლა და, სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, პარიზში არსებული ქართული წყაროებით საქართველოს ისტორიის შესწავლა დაიწყო. ეს წყაროები მან კერძო და სახელმწიფო ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმებში მოიძია. მაგრამ საქართველოს ისტორიის ვრცელი სამეცნიერო გამოკვლევებისთვის ეს საკმარისი არ იყო. იგი მალე გაერკვა, რომ საქართველოსთან დაახლოება რუსეთის მეშვეობით შეიძლება, და რუსული ენის შესწავლაც დაიწყო, რათა შემდგომში პეტერბურგისა და მოსკოვის მუზეუმებსა და ბიბლოთეკებში საქართველოს შესახებ არსებულ მდიდარ ლიტერატურას გაცნობოდა. მარი ბროსემ მიმოწერა დაიწყო დიდ ქართველოლოგთან, პეტერბურგში მცხოვრებ ქართველთან, თეიმურაზ ბაგრატიონთან, რომელიც მას ისტორიულ და ლიტერატურულ დოკუმენტებს დიდი ენთუზიაზმით უგზავნიდა და ყოველივე რთულსა და ძნელად გასაგებს უხსნიდა. 

უკვე ქართველოლოგიურ ძიებათა დასაწყისში მარი ბროსემ საქართველოში გამგზავრებაზე ფიქრი დაიწყო. მისი ოცნება მხოლოდ 1847 წელს ასრულდა. გამგზავრების წინ ფრანგმა მეცნიერმა საქართველოს ისტორიული ძეგლების შესწავლის აუცილებლობისა და მეთოდების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს საზოგადოებას მისი ჩამოსვლის მიზნებს აცნობდა. სტატიაში ავტორი ყველას სთხოვდა _ მისთვის საქართველოს ისტორიისა და ფილოლოგიისადმი მიძღვნილი მასალები გაეგზავნათ.
საქართველოში მარი ბროსე საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, მეცნიერებს დაუახლოვდა, რომლებიც მას დიდი სიამოვნებით ეხმარებოდნენ.
საქართველოში მისი ყოფნა თერთმეტი თვით შემოიფარგლა, რაც, მისი აზრით, მთელი ქვეყნის გასაცნობად საკმარისი არ იყო. მარი ბროსე ერთნაირი ინტერესით სწავლობდა საქართველოს ისტორიას, ლიტერატურას, ნუმიზმატიკას, მეტროლოგიას, სფრაგისტიკას, ქრონოლოგიას და ასე შემდეგ. იგი განათლებით ფილოლოგი, საქმიანობით ისტორიკოსი, არსებითად კი უნივერსალი ქართველოლოგი იყო. 
 მარი ბროსე სანკტ-პეტერბურგიდან საქართველოში 1847 წლის 1 აგვისტოს გამოემგზავრა. გზაში თითქმის სამი კვირა იყო, თბილისში კი 1847 წლის 19 აგვისტოს ჩამოვიდა. მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კავკასიის ხალხთა შესახებ ეთნოგრაფიული და ფილოლოგიური ცნობების შეგროვება იყო.
თავისი ერთ-ერთი პირველი გასვლა მარი ბროსემ თეთრიწყაროსკენ განახორციელა. 26 აგვისტოს ამ დასახლების მიდამოებში მან გადაიწერა ყველა ქვის წარწერა, რაც გზაში ხვდებოდა. ამ დროიდან და საქართველოში მოგზაურობის მთელი პერიოდის განმავლობაში ეს მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გახდა. ასე გადაურჩინა მარი ბროსემ შთამომავლობას არაერთი წარწერა.
იყო კოჯორში, მცხეთაში. საქართველოს ძველი დედაქალაქისკენ მგზავრობას იგი ასე ხატოვნად აღწერს:„ მდინარე ღრმა იყო, დინება კი სწრაფი და ისეთი ხმაურიანი, რომ ლამის თავბრუ დამესხა. იმ უცნაურ ილუზიას განვიცდიდი, რომელიც ნაცნობია ხალხისთვის, ვისთვისაც ამგვარი სახიფათო გადასვლები ჩვეულებრივი ამბავია: გეჩვენება, რომ ცხენი წინ არ მიიწევს და მას დინება იტაცებს".
მოგზაური ალავერდში და თელავშიც იყო. ახალშენში ღამე მარანში გაათია, სადაც ბევრი ქვევრია. ახალგამომცხვარი, თონიდან ახალი ამოყრილი ცხელი შოთის პური ბროსემ პირველად აქ გასინჯა. 
ქვემო ავჭალაში თავადმა თადეოზ გურამიშვილმა მიიღო. მისი ბინა ძველი ციხესიმაგრის კედლებს მიღმა იყო, სადაც მეფე გიორგი მეთორმეტე, მაშინ ჯერ კიდევ უფლისწული, თბილისის დანგრევის შემდეგ, თავშესაფრის საძებნელად ჩამოვიდა. მტკვრის სანაპიროზე განლაგებული ტერასებიდან შესანიშნავი ხედი იშლებოდა. თავადმა სტუმარს მის მიერ აგებული წყლის წისქვილი და უზარმაზარი ღვინის ქვევრი აჩვენა.
არა მხოლოდ თუნდაც მომქანცველი, მაგრამ მაინც მომხიბლავი მოგზაურობითა და მრავალი ახალი აღმოჩენით, არამედ, ზოგჯერ, ნაკლებად სასიამოვნო, თუმცა კი გარდაუვალი საყოფაცხოვრებო ეპიზოდებით ეცნობოდა მარი ბროსე საქართველოს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, რაც დროის გასვლის შემდეგ უკვე სასაცილო ჩანდა, მეცნიერის კალმის წყალობით გამოიყურება როგორც ჭკუის სასწავლებელი აღმოსავლური არაკი:
"თბილისში ცხენის დაქირავება გადავწყვიტე და ფული წინასწარ გადავიხადე, რაც თბილისში არასოდეს ხდება _ ოთხი ვერცხლის რუბლი. მაკლერმა ცხენის კარგ თვისებებში დამარწმუნა და ჩემს ეზოში მისი ჭენებაც მიჩვენა. სამსაათნახევრიანი სიარულისა და თვრამეტი ვერსის გავლის შემდეგ, როდესაც მცხეთაში მივედი, ცხოველმა არაფერი ჭამა და კონვულსიური ძაგძაგი დაიწყო… დილით ცხენი გვერდზე იწვა, ადგომა აღარ შეეძლო, აღარაფერს ჭამდა… წინა ფეხები ეკვეთებოდა და თავს ვერ იკავებდა. იძულებული გავხდი, სხვა ცხენი მეშოვნა, ადგილობრივ ნაცვალს ვთხოვე და სამი პატივსაცემი პიროვნების ხელმოწერით მომცეს ცნობა, რომელიც იუწყებოდა, რომ ცხოველი მე არ გადამიქანცავს და, ყოველგვარ ეჭვგარეშეა, ცხენი ჩვენს მოგზაურობაზე ადრე იყო დაავადებული. ამასთან ერთად ყველამ დამარწმუნა, რომ, საქართველოს კანონის თანახმად, დაქირავების დროს დაღუპული ცხოველისთვის პატრონს არაფერს უხდიან, დაქირავების ღირებულებისა და ცხოველის ტყავის გარდა"… მე ნართაულად მთხოვეს, ამენაზღაურებინა ზარალი 15 ვერცხლის რუბლის ოდენობით… ჩემი მშვიდობისმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, დავთანხმდი გადახდაზე…" 
 სურამისკენ მიმავალ გზაზე მარი ბროსემ ტყავის ჩანთა მოისაკლისა. მასში ოფიციალური ქაღალდები და მიუნხენური ჭოგრიტი ეწყო. აღმოჩნდა, რომ ჩანთა კარეტის ძირზე არსებული ხვრელიდან ჩავარდა. ერთ-ერთი მეეტლე მის საძებნელად წავიდა, მაგრამ მალე ხელცარიელი დაბრუნდა. მოგზაურის მიერ ოფიციალური ქაღალდების დაკარგვა სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებას აცნობეს. დაიწყო ენერგიული ძიება, რომელიც წარმატებით დასრულდა: ჩანთა პატრონს დაუბრუნეს, თუმცა მასში ჭოგრიტი აღარ იდო.
მოგზაურმა თავისთვისაც აღმოაჩინა და სხვასაც შემოუნახა სიყვარულით დაფიქსირებული კავკასიური სტუმართმოყვარეობის ხასიათი: „ჩვენს ქვეყნებში წარმოდგენაც კი არა აქვთ, როგორ ესმით აზიელებს სტუმართმოყვარეობა, რასაც იქ ღვთის მადლად მიიჩნევენ, სადაც სასტუმრო გულთბილი მიპატიჟებით იცვლება. არა მხოლოდ ჩემი ყოველდღიური საუზმე მზადდებოდა იასაულის მცდელობით ისე, რომ ჩემს მასპინძელს უკმაყოფილების ნიშანწყალი არ ეტყობოდა; არა მხოლოდ მთელი ოჯახი საკუთარ მოკრძალებულ საცხოვრებელს ყოველ საღამოს მთლიანად მითმობდა; არამედ ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ ადამიანები გზაზე მაჩერებდნენ, მათთან საუზმეზე მიწვევდნენ, ხილს და ჭიქა ღვინოს მთავაზობდნენ".
შხეთში, წმინდა სამების პატარა ეკლესიაში მარი ბროსეს მღვდელი ისეთი ღარიბი მოეჩვენა, რომ მისთვის მცირეოდენი საჩუქრის შეთავაზება გადაწყვიტა. „როგორი იყო ჩემი გაოცება, — წერს მოგზაური, — როდესაც მისი სახელით ორი დოქი საუცხოო ღვინო და პროდუქტებით სავსე კალათა მომიტანეს! როგორი სულისშემძვრელი სტუმართმოყვარეობაა! ღმერთმა ასმაგად გადაუხადოს!"
სააღდგომო დღესასწაულის წინ მარი ბროსე ზუგდიდში ჩავიდა, სადაც სამეგრელოს მთავრის რეზიდენცია მდებარეობს. მოგზაურს მთავარი დავით დადიანი და დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი შეხვდნენ. დიდ შაბათს ბროსე წირვას დაესწრო. მოგზაური წერს, რომ ეკლესიაში სხვებთან ერთად იყვნენ აფხაზებიც, „რომლებსაც ადვილად შეიცნობ გადაპარსული თავითა და თეთრი ყაბალახით", მეგრელები და იმერლები, რომლებიც „უპირატესად გამოწყობილი არიან რუსულ სამხედრო ფორმაში წითელი საყელოებით". ღვთისმსახურება დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში არც თავადებს, არც ქალბატონებს ერთი წუთითაც კი არ შეუსვენიათ, არ დამსხდარან, აღნიშნავს მარი ბროსე. 
დღის 2 საათისთვის მთავარმა საპატიო სტუმრების პატივსაცემად წვეულება მოაწყო თავისი სასახლის დარბაზში, ხოლო ხალხისთვის სუფრა სასახლის ბაღებში გაიშალა. „ჩემს ძალებს აღემატება იმის აღწერა, _ იხსენებს მარი ბროსე, _ რამდენი ხარი და ძროხა დაიკლა, რამდენი ქათამი და წიწილა მოიტანეს სუფრაზე ათასნაირი საწებლებით, რამდენი დოქი ღვინო დალიეს სუფრის წევრებმა, რომლებიც კარგად მოემზადნენ აღდგომის დღესასწაულისთვის მის წინ მკაცრი მარხვის დაცვით, რაც შვიდი კვირა გრძელდებოდა. სამაგიეროდ რა სიხარული იყო, რა შეძახილები, როგორი სიმღერები, როგორი ფერხულები და ცეკვები! სააღდგომო სადილი ხუთი საათი გაგრძელდა. პატარა სირჩებით დაიწყეს, შემდეგ მოჰყვა ჩვეულებრივი ჭიქები, შემდეგ — თასები, საოცარი ჯიხვის ყანწები და, ბოლოს _ ჰერკულესის თასის მსგავსი ლარნაკები. ზრდილობიანი სადღეგრძელოები, რომლებსაც ათასგვარი ყაიდით წარმოთქვამენ, პატივისცემას და ურთიერთობას მოითხოვს, რაზეც უარის თქმა ძნელია, თასი თასს უხმობს, ყანწისთვის შენც ყანწით უნდა გადაიხადო. ძველ რუსებს ჰქონდათ თასი, რომელსაც „ბრატინა” ერქვა. ეს სახელწოდება მეტად კარგადაა შერჩეული! მეგრელებს აქვთ სხვა, არანაკლებ გრაციოზული სუფრის წესი; ორი, სამი, ოთხი მეგობარი ფეხზე დგება, ერთმანეთს ხელებს გადააჭდობენ და ღვინის თანაბარ რაოდენობას ერთად, ერთდროულად სვამენ. ამ ერთობლივი ღვინის სმით გახურებული მეგობრები ერთმანეთს კოცნიან და ძმობის იგივე ცერემონიის შესასრულებლად სხვებთან მიდიან…" 
მარი ბროსე გვატყობინებს, რომ დღესასწაული სამი დღე გაგრძელდა. „რა მრავალხმიანობა, რა დაუღალავი ყელები, _ აღფრთოვანებულია პარიზელი მეცნიერი, — როგორი უცნაური და ჰარმონიული ხმები ამოდის ღვინით გამთბარი ამ მკერდებიდან და ახშობს ბანკეტის ხმაურს!.. არც დარბაზში, არც ბაღებში მე არ შემიმჩნევია კაცი, რომელსაც ღვინისგან გონება წართმეოდა. არადა, ღმერთმა ხომ იცის, რა ნექტარია ეს „ოჯალეში", განსაკუთრებით როდესაც ის ახალგაზრდაა და სხვა ჯიშებიც ურევია! მთავარმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა და ბრძანა, ჩვენთვის თვრამეტი წლის ღვინო მოეტანათ. ჯერ კიდევ მწკლარტე იყო, მაგრამ მდიდარი, მე მას მხოლოდ ბორდოს ყველაზე სახელგანთქმულ ღვინოებს შევადარებდი".
მარი ბროსემ დავით დადიანისგან აუცილებელი განმარტებები მიიღო და მან შესაბამისი განკარგულებანიც გასცა, რათა მოგზაურს მისი სამფლობელოს ყველა საინტერესო ადგილის დათვალიერების საშუალება ჰქონოდა. მთავარმა სტუმარს ერთი მცოდნე ახალგაზრდა კაცი მიუჩინა, რომელსაც მისთვის მეგზურობაც უნდა გაეწია და პროდუქტებით, ბინითა თუ ცხენებით უზრუნველეყო. ექსკურსიის განმავლობაში მთავარმა მარი ბროსეს დაუთმო ღონიერი, შესანიშნავი „ბაჩა", ერთგული და დაუღალავი აღმართებში და მთიან გზებზე თოხარიკით სიარულისას. ამას გარდა, თავადმა ისურვა, რომ სტუმარს მთლიანად მის ხარჯზე ემოგზაურა.
სამეგრელოს შემდეგ მარი ბროსე სამურზაყანოს, აფხაზეთს ეწვია. „არც ერთ მცხოვრებს, — წერს მოგზაური, — არ ემეტებოდა ჩვენთვის პროდუქტები ვერცხლის სანაცვლოდაც კი. სენიორი შინ არ იყო, ხოლო მისი ცოლი მიღებაზე უარს გვეუბნებოდა. რა უნდა გვექნა? მოლაპარაკების წყალობით ამ ქალისგან ცოტაოდენ დათმობას მივაღწიე. ასე რომ, გამომიყვეს მოწნული ქოხი, სადაც ტახტზე ხალიჩის ნაცვლად დამიგეს დიდი დათვის ტყავი, რუხი და რბილი. ჩვენი საკვები მორჩენილი ცივი ღომი, წითელი ლობიო და ყველის ნარჩენები იყო, აგრეთვე ერთი მოხარშული კვერცხი და რამდენიმე ნაჭერი შავი პური… ყოველივე ამას ასრულებდა ერთი დოქი საეჭვო ფერისა და მომჟავო გემოს მქონე ერთობ მაგარი აფხაზური ღვინო". 
ქალაქ გორში თავადაზნაურთა ასამბლეამ მარი ბროსეს პატივსაცემად საზეიმო ბანკეტი გამართა. „ეს დღე, — შენიშნავს ფრანგი ქართველოლოგი, — არ წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან". სადილს 66 თავადი, აზნაური და რუსი ჩინოვნიკი ესწრებოდა. შეკრებილთა სახელით მარი ბროსეს სადღეგრძელო თავადმა გიორგი ერისთავმა წარმოთქვა:
„ბატონო ბროსეტ! მას შემდეგ, რაც ივერიელებმა შეიტყვეს თქვენი დიდი შრომების შესახებ, რომლებიც ეძღვნება ჩვენი ენის შესწავლას, ჩვენი ქვეყნის არქეოლოგიისა და ისტორიის შესწავლას, ჩვენი დიდი სურვილი გახდა გვეხილეთ თქვენ ჩვენი სამშობლოს მიწაზე, რათა გამოგვეხატა ჩვენი მადლიერება! აღსრულდა ჩვენი გულითადი სურვილი! ჩვენ გხედავთ ჩვენს შორის! ბატონო ბროსეტ! ეს სავსე თასი თქვენდამი ჩვენი უღრმესი პატივისცემის ნიშანია. დაე, მოიტანოს მან თქვენამდე ჩვენი თანამემამულეების საერთო ხმა! ხსოვნა თქვენს შესახებ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გადაეცემა და ისინი პატივისცემით წარმოთქვამენ თქვენს სახელს! ბატონებო! შევსვათ ბატონ ბროსეტის სადღეგრძელო, რომელსაც უყვარს რუსთაველის, პეტრიწისა და ხონელის ენა და რომელიც ჩვენს ენას აცნობს განათლებულ ხალხებს, მხარეებსა და ქვეყნებს".
ფეხზე მდგომი მარი ბროსე დაელოდა სადღეგძელოს ჩამთავრებას, თავის დახრით მადლობა გადაუხადა თავადსა და სუფრის ყველა წევრს და ჩამოწოლილ სიჩუმეში ქართულად ალაპარაკდა:
„ბატონო თავადებო, აზნაურებო და მთელი გორის კეთილშობილო საზოგადოებავ! სულითა და გულით მადლობას გიხდით იმ კეთილშობილებისა და პატივისცემისთვის, ჩემ მიმართ რომ გამოიჩინეთ. უხერხულადაც კი ვგრძნობ თავს, რომ ამ მიღებით ასეთი პატივი მომაგეთ. ვფიქრობ, აქ ჩამოსვლის აზრამდე მიმიყვანა მეცნიერებისკენ სწრაფვამ და თქვენი სამშობლოსადმი სიყვარულმა, ვინაიდან ღმერთმა ისურვა ავერჩიე მე, უღირსი, რათა ქართული ლიტერატურისადმი ინტერესი გამეღვიძებინა, რისთვისაც ჩემი შესაძლებლობის შესაბამისად ვიღწვი… არ დაივიწყოთ, თავადებო და აზნაურებო, რომ ამჟამად, მეფისა და დედოფლის მსგავსად, მსოფლიოში მეცნიერება და ხელოვნება ბატონობენ. ეცადეთ თქვენც გაანათლოთ თქვენი ახალგაზრდები ცოდნითა და ხელოსნობით. დაეხმარეთ საკუთარ თავს და ღმერთი კეთილმოწყალებას არ მოგაკლებთ. მეც შემოგიერთდებით — გულითაც და შრომებითაც".
მარი ბროსეს გარდაცვალების ცნობამ საქართველოში დიდი გულისტკივილი გამოიწვია. თბილისში, ქუთაისში, გორში, ახალციხესა და საქართველოს სხვა ადგილებში სამოქალაქო პანაშვიდები გადაიხადეს.
1880 წლის 2 სექტემბერს გაზეთმა „დროებამ" იონა მეუნარგიას ხელმოწერით ნეკროლოგი გამოაქვეყნა: „…ამ კაცის წყალობით ჩვენი სახელი და ხსოვნა ჩვენ შესახებ ევროპაში მარადის დამკვიდრდა… ადრე, ჩვენი ისტორიული არსებობის კვალობაზე, განათლებული ევროპა, ასე თუ ისე, გვიცნობდა. მან იცოდა, რომ კავკასიაში ცხოვრობს მამაცი ხალხი ივერიელები, რომლებიც მედგრად უდგანან აზიის ხალხებს და ებრძვიან მათ, განსაკუთრებით — სპარსელებსა და თურქებს.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ბედმა რუსეთთან დაგვაკავშირა, ჩვენი ქვეყნის ევროპაში ხსენება მთლიანად გაქრა. ბროსემ მსოფლიოს პირველმა აცნობა ჩვენი ისტორიის არსებობის, ჩვენი ბედისა და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. აი, რით დაიმსახურა სახელოვანმა ბროსემ ყოველი ქართველის მარადისი მადლობა და ხსოვნის პატივისცემა… ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოუღლელი მშრომელი, მითოლოგიური ბრიარეის მსგავსად — 50 თავითა და ასი ხელით — იბრძოდა საქართველოს ისტორიის გამოსაკვლევად და მისი ლიტერატურის შესასწავლად".
სიონის ტაძარში გამართულ პანაშვიდზე არქიმანდრიტმა გრიგოლ დადიანმა სიტყვა წარმოთქვა. მან მეცნიერის სიცოცხლე შეადარა სიცოცხლეს „სამი მისიონერისა, რომლებიც მშობლიურ მიწას ტოვებენ და სამყაროს დასალიერისკენ მიეშურებიან, რათა ღვთის მოძღვრება იქადაგონ. ასევე მანაც, ისტორიული ჭეშმარიტების მოციქულმა, დატოვა საფრანგეთი, თავისი სამშობლო, მაგრამ არა ჭეშმარიტების საქადაგებლად, რაც უფალმა დაგვიტოვა, არამედ იმისთვის, რათა ეპოვა ჭეშმარიტება, რომელიც ისტორიისა და დროის მიერ არის დაფარული. ამ შორეულ ქვეყანაში მისმა გულმა ორმაგი კმაყოფილება მიიღო: ჯერ ერთი — იმის გამო, რომ ევროპას მისთვის უცნობი ხალხი გააცნო და, მეორეც, იმიტომ, რომ ამ ხალხის წარსულის ცოდნამ ძველი დროის მსოფლიო ისტორია შეავსო".
ქართველი საზოგადო მოღვაწე ქრისტეფორე მამაცაშვილი 1880 წლის 19 სექტემბერს გაზეთ „დროებაში" წერდა: „ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა — ძეგლი დავუდგათ მარი ბროსეს; მაგრამ ვინაიდან ჩვენი სიღარიბე ამის საშუალებას არ გვაძლევს, ეს ჩვენ ანდერძად უნდა დავუტოვოთ ჩვენს შთამომავლობას, რომელიც, იქნებ, ჩვენზე უფრო მდიდარი და ბედნიერიც იყოს”.
1902 წელს, მარი ბროსეს დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძემ თბილისის ქალაქის თვითმმართველობას ერთ-ერთი ქუჩისთვის მარი ბროსეს სახელის მინიჭების თხოვნით მიმართა. და, მართლაც, ყოფილ წყალსაქაჩის ქუჩას ბროსეს სახელი ეწოდა.
1994 წელს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, სკვერში ჯუნა მიქატაძის მიერ შექმნილი მარი ბროსეს ბრინჯაოს ძეგლი აღიმართა.

მარი ბროსე და მისი წვლილი ქართველოლოგიის განვითარებაში

XIX საუკუნის 20-იანი წლების ევროპაში იწყება ქართული ლიტერატურის მეცნიერული შესწავლა, რაც უკავშირდებოდა ინტერესს აზიისადმი. 1822 წლს პარიზში ჩამოყალიბდა „პარიზის სააზიო საზოგადოება“, რომელმაც დაიწყო ყოველთვიური ჟურნალის –„სააზიო ჟურნალი“ – გამოქვეყნება, რომელშიც ხშირია სტატიები საქართველოს შესახებ.
1825 წელს ამ საზოგადოების წევრად აირჩევენ მარი ფლისტე ბროსეს, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ქართველოლოგიის მეცნიერული კვლევის დაწყება, ევროპასა და რუსეთში.
მარი ბროსე ქართული ენითა და ლიტერატურით დაინტერესდა ბოლხოვიტინოვის წიგნის წაკითხვის შემდეგ. მნიშვნელოვანი და არსებითი მის ქართვლელოლოგიურ მოღვაწეობაში ის იყო, რომ მან კონტაქტი დაამყარა თეიმურაზ ბაგრატიონთან,რომელიც 1837 წლიდან პირად ნაცნობობაში გადაიზარდა, ისინი მეგობრები გახდნენ. 1837 წელს მარი ბროსე პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად, სამეფო აკადემიის წევრად არჩევის გამო. აქ დაიწყო ქართველოლოგიის, როგორცდამოუკიდებელი ჰუმანიტარული მეცნიერების დარგის ისტორია.
მარი ბროსეს, თანდათანობით, გვერდში ამოუდგნენ ქართველი სწავლულები. იქ ჩამოყალიბდა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და ქართული ენის მკვლევართა ჯგუფი.
1918 წლიდან მეცნიერული კვლევის ცენტრი თბილისში გადმოიტანეს, სადაც ქართველოლოგიამ განვითარების თანამედროვე დონეს მიაღწია.
მარი ბროსეს პირველის სტატია „სააზიო ჟურნალში“ დაიბეჭდა. სახელად „ქართული ლიტერატურის თანამედროვე მდგომარეობა“, რომელიც წაკითხულ იქნა სააზიო საზოგადოების გენერალურ სხდომაზე 1828 წელს.
მარი ბროსეს მეცნიერული კვლევის ობიექტი ძველი ქართული საერო ლიტერატურა იყო. აღსანიშნავია, რომ იგი არის „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ევროპელი მკვლევარი.
მარი ბროსე „ვეფხისტყაოსნის“ გარდა იკვლევს კლასიკური პერიოდის სხვა ძეგლებსაც : „აბდულმესიანს“, „თამარიანს“, „ვისრამიანს“, „ამირან-დარეჯანიანს“… მან საფუძველი ჩაუყარა ქართული ლიტერატურას – ევროპული ლიტერატურის კონტექსტში გახილვას. პარალელი გაავლო „ამირან-დარეჯანიანის“ რაინდობასა და ევროპულ რაინდულ ინსტიტუტებს შორის.
მარი ბროსემ შეისწავლა აღორძინების ხანის ქართული საერო მწერლობაც. მან პირველმა მიაქცია ყურადღება დ. გურამიშვილის შემოქმედების მრავალ მხარეს: ფილოსოფიურს, რელიგიურს, ზნეობრივს და ა.შ. ასევე მარი ბროსეს ქართულიდან ფრანგულად ნათარგმნი აქვს ი. ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანი?!“ (ეს არ გამოქვეყნებულა და დაცულია მისსავე არქივში)
მ.ბროსეს ხელმძღვანელობით დაწყებულმა ქართველოლოგიურმა საქმიანობამ გამოიწვია ქართული ლიტერატურის შესწავლის აღმავლობა. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთსა და ევროპაში. მარი ბროსეს თანარედაქტორობით გამოიცა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ითარგმნა გერმანულად და გამოქვეყნდა ბერლინში.
მარი ბროსემ პირველმა მისცა მაგალითი ევროპელ მკვლევრებს და მისი მიღწევები ძალიან დაეხმარა ქართულ ლიტერატურასა და, ზოგადად, ქართველოლოგიის განვითარებას.


25.05.2019
ალექსანდრე დიუმა და საქართველო


რუსეთის იმპერიაში თავისი მრავალთვიანი მოგზაურობა ალექსანდრე დიუმამ პეტერბურგიდან დაიწყო, სადაც იგი 1858 წლის 22 ივნისს ჩავიდა. "სამი მუშკეტერის" ავტორს მოგზაურობაში თან პარიზელი მხატვარი ჟან-პიერ მუანე ახლდა. მოსკოვში მას, როგორც თარჯიმანი, შეუერთდა მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც დიუმა მოიხსენიებს მხოლოდ გვარით — კალინო.
 დიუმამ იმოგზაურა კოსტრომაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, სარატოვში, ასტრახანში, ყიზლარში, დერბენტში, და ბაქოს გავლით თბილისში ჩამოვიდა. მისმა ჩანაწერებმა, რომლებმაც შეადგინა წიგნი "კავკასია", მსოფლიო მკითხველს საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, ქართველების ყოფა-ცხოვრება და ზნე-ჩვეულებანი პირველად ყველაზე საფუძვლიანად გააცნო.
  თბილისის აღმოჩენა
 დიუმამ სამუდამოდ აღბეჭდა შესანიშნავი თბილისის სახე. "როდესაც თბილისში მივდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორიც არის ნუხი ან ბაქო, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდისტები შეადგენენ, ქართველი მანდილოსნები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდებს შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ.
 …ამჟამად თბილისში 60 ათასიდან 75 ათასამდე კაცი ცხოვრობს; მისი ქუჩების სიგანე 60 ფუტია: აქ არის შესანიშნავი შენობები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები და, ბოლოს, თეატრი და ეკლესიები, რომლებიც, თავადი გაგარინის წყალობით, ხელოვნების საუცხოო ნიმუშებად იქცნენ.
…ქარვასლა საინტერესო სანახავია. მის ჭიშკარში აქლემებით, ცხენებითა და სახედრებით შედის და გამოდის აღმოსავლეთის ყველა ერის წარმომადგენელი: თურქები, სომხები, სპარსელები, არაბები, ინდოელები, ჩინელები, ყალმუხები, თურქმენები, თათრები, ჩერქეზები, ქართველები, მეგრელები, ციმბირელები და, ღმერთმა იცის, კიდევ ვინ! თითოეული მათგანი გამორჩეულია, აქვს თავისი კოსტიუმი, თავისი იარაღი, თავისი ხასიათი, თავისი გამომეტყველება და, განსაკუთრებით, ქუდი — საგანი, რომელიც მოდის ცვლილებებს ყველაზე ნაკლებად ემორჩილება".
 დიუმა აღნიშნავს, რომ თბილისში აღმოსავლეთის ხალხთა ყველა სავაჭრო წარმომადგენელი ერთ კლასს, ერთ თემს შეადგენს სავაჭრო სახლში. სასტუმროში ცხოვრებისთვის ისინი არაფერს იხდიან, მაგრამ ქარვასლის პატრონები მათ საქონლის რეალიზაციიდან ერთ პროცენტს ახდევინებენ.

 ბაზრისკენ მოემართება რამდენიმე სავაჭრო ქუჩა, რომელთაგან თითოეულს თავისი სპეციალიზაცია აქვს. "…მე მათ დავარქმევდი ოქრომჭედლების, დაბაღების, მეიარაღეთა, მებოსტნეების, მეთუნუქეების, თერძების, მეწაღეების, ნაბდის ოსტატთა ქუჩებს, _ წერს დიუმა. ტფილისური ველური ვაჭრობის თავისებურება — ასე ვუწოდებ თათრების, სომხების, სპარსელების, ქართველების ვაჭრობას — ის არის, რომ მეწაღე ფეხსაცმელს არ კერავს, ის, ვინც ფეხსაცმელს კერავს, წუღებს არ ამზადებს, მეწაღე არც ფაფახებს კერავს, ხოლო ხაბაზი მხოლოდ ერთი სახეობის პურს აცხობს. თანაც, მეწაღე, რომელიც ქართულ წაღებს ამზადებს, ჩერქეზულს არ კერავს. თითოეული ხალხის სამოსის თითოეულ ნაწილს თითქმის თავისი მრეწველობა აქვს. ამრიგად, თუ გსურთ ხმალი შეუკვეთოთ, ჯერ უნდა იშოვოთ მისი პირი, შეუკვეთოთ ტარი და ქარქაში, თანაც მისთვის ტყავი ან ტარსიკონი იყიდოთ და, ბოლოს, გასაკეთებელია სახელურის ვერცხლით მოზარნიშება. და ეს ყველაფერი ცალ-ცალკე, სხვადასხვა მოვაჭრეებისგან უნდა შეიძინოთ, რისთვისაც ერთი მაღაზიიდან  მეორეში სიარულია საჭირო.
 აღმოსავლეთმა გადაჭრა ვაჭრობის დიდი პრობლემა — შუამავლობის აკრძალვა. ეს, უეჭველია, გაცილებით უფრო იაფი ჯდება, მაგრამ ასეთი ეკონომია მხოლოდ იმ ქვეყანაში არსებობს, სადაც დროს არავითარი ფასი არ გააჩნია. ამერიკელი, თავისი მოუთმენლობის გამო, ტფილისში ერთი კვირის ბოლომდეც ვერ გაძლებდა.
 ყველა ფარდულის გარე მხარე ღიაა, ვაჭრები გამვლელთა თვალწინ მუშაობენ. ოსტატები, რომლებიც რაიმე ხელობის საიდუმლოებას ფლობენ, აღმოსავლეთში ძალიან უბედურები იქნებოდნენ. არაფერია იმაზე უფრო თავშესაქცევი, ვიდრე ამ ქუჩებში ხეტიალი: უცხოელს ეს არ მობეზრდება. მე იქ თითქმის ყოველდღე დავდიოდი".

 საფრანგეთის კონსულმა, ბარონმა ფინომ დიუმა ქართულ თეატრში მიიწვია: "…ჩვენ აქ იტალიური დასი გვყავს, "ლომბარდიელებს" თამაშობენ და იქ თქვენ ჩვენს მაყურებელთა დარბაზს ნახავთ". "ნუთუ თქვენ ისეთი პროვინციალი გახდით, რომ ლაპარაკობთ ჩვენი დარბაზი ტფილისში?.." — ჰკითხა დიუმამ. მას უნახავს თეატრალური დარბაზები საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისში, რუსეთში. "მხოლოდ ტფილისში დარბაზის ნახვაღა დამრჩა". დიუმა დათანხმდა სპექტაკლზე წასულიყო. ოპერის შესრულებით დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა, თეატრის შესახებ კი დაწერა: "…სინდისის ქენჯნის გარეშე ვიტყვი, რომ ტფილისის თეატრის დარბაზი ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე დარბაზია, რომელიც კი ჩემს სიცოცხლეში მინახავს. თანაც შესანიშნავ დარბაზს მშვენიერი ქალები კიდევ უფრო ალამაზებენ, და ამ თვალსაზრისით, ისევე, როგორც არქიტექტურისა და სხვა მოქარგულობათა თვალსაზრისითაც, ტფილისის დარბაზს, ღვთისწყალობით, სანატრელი აღარაფერი აქვს".
 დიუმამ აღფრთოვანებული სტრიქონები მიუძღვნა თბილისურ აბანოებს: "…რატომაა, რომ გრძნობათა მორევის ისეთ ქალაქს, როგორიც პარიზია, არ გააჩნია ასეთივე აბანოები? რატომ არც ერთი საქმოსანი არ გამოიწერს თბილისიდან თუნდაც ორიოდე მექისეს? ეს, რასაკვირველია, სასარგებლოც იქნებოდა და სარფიანიც….ექვსი კვირის განმავლობაში, რომელიც თბილისში გავატარე, ყოველ მესამე დღეს სპარსულ აბანოში დავდიოდი".
  უნაკლო ხალხი
  დიუმა: "ქართველ ხალხს უყვარს იმის გაცემა, რისი მიღებაც სხვებს უყვართ.
— რა აზრისა ხართ ქართველებზე?— შევეკითხე ბატონ ფინოს, ჩვენს კონსულს ტფილისში, რომელიც იქ უკვე სამი წელია ცხოვრობს.
— ეს უნაკლო ხალხია, ყველა საუკეთესო თვისებით, — მიპასუხა მან.
 როგორია ასეთი სიტყვების მოსმენა ფრანგისგან, რომელიც, როგორც ეს ყველგან და ყოველთვის ხდება, ყოველივე უცხოურს ლანძღავს და საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აყენებს, როგორც ჩვენ ყველა?!
 თავისი სიმამაცით განთქმულმა ერთმა რუსმა, გვარად შერემეტიევმა, მითხრა:  'ისინი ბრძოლაში უნდა ნახო: როდესაც ისინი თავისი წყეული ზურნის ხმას გაიგონებენ, რომელიც თოჯინების თეატრისთვისაც კი უვარგისია, უკვე ხალხი კი არა, ტიტანები ხდებიან, რომელთაც ცის დაპყრობაც კი შეუძლიათ".
"ისინი სუფრასთან უნდა ნახო, — მეუბნებოდა ერთი ღირსეული გერმანელი, რომელიც სიამაყით იხსენებდა ხოლმე, როგორ სვამდა შუა დღეზე ჰაიდელბერგის დუქანში თორმეტ კათხალუდს; _ ისინი თხუთმეტ, თვრამეტ, ოც ბოთლ ღვინოს ისე ყლაპავენ, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო. ფინოც სიმართლეს ლაპარაკობდა, რუსიც სიმართლეს ლაპარაკობდა, გერმანელიც სიმართლეს ლაპარაკობდა…"
 დიუმამ ქართველები დაათრო
ერთ მშვენიერ დღეს ჟურნალ "ცისკრის" თითქმის მთელი რედაქცია მიადგა დიუმას და იგი სადილად მიიწვია. მწერალი დათანხმდა. მისთვის დიდი სუფრა გაშალეს, რომელსაც ოციოდე კაცი უჯდა, სპეციალურად სტუმრისთვის თბილისში განთქმული ქეიფის მოყვარული რამდენიმე პიროვნებაც მოიწვიეს. სასადილოში ღვინით სავსე უზარმაზარი ჩაფი იდგა, რომელიც, დიუმას შეფასებით, შესაძლოა, 100-მდე ლიტრსაც კი იტევდა. ეს ჭურჭელი უნდა დაეცალათ. დიუმა წერს: "ქართული სადილი ეს ისეთი მასპინძლობაა, სადაც თითქმის არაფრით გამორჩეული მსმელიც კი ხუთ-ექვს ბოთლ ღვინოს სვამს, ზოგჯერ კი თორმეტსაც ან თხუთმეტსაც თითოეული… თანამეინახის დათრობა საქართველოში ღირსების საქმეა".
"…რამდენი ბოთლი დავცალე მუსიკოსებისა და პოეტის ზუზუნის ფონზე, არ ვიცი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს საპატიო ციფრი იქნებოდა, ვინაიდან სადილის დამთავრების შემდეგ წამოიჭრა ჩემთვის მოწმობის მოცემის საკითხი, რომელიც ჩემს უნარს დაადასტურებდა  - არა სულიერს, არამედ ფიზიკურს. წინადადება მიღებულ იქნა: აიღეს ფურცელი და თითოეულმა თავისი აზრი გამოხატა, შემდეგ მას ხელიც მოაწერეს. სახლის პატრონმა პირველმა დაწერა: "ბატონი ალექსანდრე დიუმა ჩვენს რედაქციაში იყო, სადაც მის პატივსაცემად გამართულ სადილზე უფრო მეტი ღვინო დალია, ვიდრე ქართველებმა. 1858, 29 ნოემბერი (ძვ. სტილი), ივანე კერესელიძე, ქართულ ჟურნალ  "ცისკრის" რედაქტორი". შემდეგ კალამი აიღო ნიკოლოზ ჭავჭავაძემ: "მე ვესწრებოდი და გახლავართ მოწმე, რომ ბატონმა დიუმამ უფრო მეტი ღვინო შესვა, ვიდრე ქართველებმა".
 ფრანგმა მწერალმა ეს აღიარება სრულიად სერიოზულად მიიღო და მომხდარში იუმორის ელემენტები არ დაუნახავს.
 დიუმა თავის წიგნში "კავკასია" აღნიშნავს, რომ საქართველოში "აყენებენ ღვინოს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ყიზლარისას და მას შეუძლია მეტოქეობა გაუწიოს ფრანგულს, თუ ადგილობრივები მათ კარგად გამოყვანას და, განსაკუთრებით, შენახვას ისწავლიან. ღვინოს თხის ან კამეჩის ტიკებში ინახავენ, რაც მას აძლევს გემოს, რომელსაც, როგორცმითხრეს, სპეციალისტები დიდად აფასებენ, თუმცა მე ამაზრზენად მიმაჩნია. იმ ღვინოს კი, რომელსაც ტიკებში არ ასხამენ, მიწაში ჩაფლულ დიდ ქვევრებში ინახავენ, როგორც არაბები ინახავენ ხორბალს ორმოებში. ამბობენ, რომ ერთ-ერთი რუსი დრაგუნის ქვეშ მიწა ჩაიქცა და იგი ქვევრში აღმოჩნდა, სადაც დაიხრჩო კიდეც, როგორც კლარენსი მალვაზიის კასრში" (კლარენსი ინგლისის მეფის ედუარდ IV უმცროსი ძმა იყო, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს და მეფემ ძმას შესთავაზა —  თავად აერჩია სიკვდილის სახეობა: სახრჩობელა, გილიოტინა თუ დახვრეტა… კლარენსმა ტკბილ იტალიურ ღვინო მალვაზიაში დახრჩობა ითხოვა)
 „…დააბრალეთ ქართულ ქაღალდს“
 დიუმა დადიოდა აბანოში, ყოველდღიურად  ქარვასლაში იყო, დაეხეტებოდა მიდამოებში, სვამდა ქართულ ღვინოს, ზოგჯერ ერთი დღის განმავლობაში სამი-ოთხი სუფრის გამოცვლაც კი უწევდა. მაგრამ "სამი მუშკეტერის" ავტორი არ ივიწყებდა, რომ იგი მწერალია და ყოველდღიურად მუშაობდა, პუშკინს, ლერმონტოვს, ნეკრასოვს ფრანგულად თარგმნიდა. თბილისში მან ორი ნოველა შექმნა. დიუმა წერს: "მე თბილისში ჩემს საყვარელ ქაღალდს ვეძებდი, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. და თუ ნოველები არ მოგეწონათ, ეს ჩემი ბრალი არ არის. ქართველები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე მე. მათ ქაღალდი არ სჭირდებათ საუცხოო სიტყვების გადმოსაცემად. მე ჩემი ქაღალდი ვერ მოვნახე და ეს ქაღალდი — ტკივილიანი ქაღალდია. და თუ ყველაფერი ისე არ არის, ყველაფერი ქართულ ქაღალდს დააბრალეთ და არა ფრანგ მწერალს". 
"საამური ტფილისი!  - წერს დიუმა თბილისთან გამოთხოვებისას,  - მე გონებით მას გულითადი ბოდიში გავუგზავნე  - რა კარგად ვმუშაობდი იქ!"
 როგორ უნდა გამოიცნო ქართველი
 დიუმა: "თუ ვინც გიყურებს, ნათელი სახე და სწორი ცხვირი აქვს, თვალები, წარბები და თმები  - შავი, კბილები  - თეთრი, თუ მას მოკლე ბეწვიანი წვეტიანი ქუდი ახურავს, იგი ქართველია. რაც უნდა თქვას, წმინდა წყლის სიმართლეა. თუ იგია მბობს, რომ ცხენები არ ჰყავს, გაბრაზება არ ღირს… მაგრამ თუ ეს მაყურებელი რუსია, ის აუცილებლად ცრუობს  - მას სურს ორჯერ მეტი გადაგახდევინოს, მას ცხენები ჰყავს ან მათი შოვნა შეუძლია. ეს ჩემთვის სალაპარაკოდ იოლი არ არის, მაგრამ რადგან ეს ჭეშმარიტებაა, იგი უნდა გამჟღავნდეს კიდეც…"
 მშვენიერი მეგრელი ქალები
"სამი მუშკეტერის" ავტორი აღფრთოვანებულია დასავლეთ საქართველოს ქალებით: "მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან, — ჩვენ გვინდოდა გვეთქვა: ქართველ ქალებზე უფრო ლამაზები, მაგრამ აქ დროულად გაგვახსენდა, რომ სამეგრელო, იმერეთი და გურია ყოველთვის საქართველოს ნაწილები იყო… მეგრელი ქალები, განსაკუთრებით, ქერათმიანები შავი თვალებით და შავგვრემანები ცისფერი თვალებით  - დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან".
 „რა სიღატაკეა!“
 დიუმა აღნიშნავს, რომ ქართველები მფლანგველები არიან და "არაპრაქტიკულობის გამო სწრაფად კოტრდებიან: ყველა ქართველი ღარიბია, ან ახლოსაა ამასთან". "რა საშინელი სიღარიბეა აქ!  - წამოიძახებს ფრანგი მწერალი.  - ღმერთო, შემინდე! რა სიღატაკეა! ეს სიღარიბე იქამდე მიდის, რომ, ბევრის აზრით, ყველაზე სათნო ქალის ზნეობა, რომელიც მედეადან მოდის, ახლა ოქროს მონეტის დანახვას ვერ გაუძლებდა".
  ეროვნული ღირსება
 ფრანგმა მწერალმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ ნარკვევის ერთ-ერთ გმირად აქცია ქართული… ცხვირი.
დიუმა წერს: "…ჩამოთვლილი ღირსებების გარდა, ქართველებს აქვთ კიდევ ერთი, რის შესახებაც ჩვენ არ გვისაუბრია, ახლა კი, თუ მათ ეს არ ეწყინებათ, ვიტყვით —  მათ აქვთ ცხვირები, როგორიც არც ერთ ქვეყანაში არავისა აქვს. მარლინსკიმ რაღაც ოდის მაგვარი დაწერა ქართულ ცხვირზე. ჩვენ აქ ამ სიტყვებს მოვიტანთ, ვინაიდან იმედი გვაქვს, რომ ჩვენს სათქმელს ეს უკეთესად გამოხატავს: "თუ გსურთ დატკბეთ ცხვირებით, მთელი მათი სიგრძე-სიგანით, მათი სილამაზის მთელი აღქმით, ვინმე კოლეგიის ასესორს მოჰკიდეთ ხელი და საქართველოში გაემგზავრეთ. გაფრთხილებთ, თქვენს თავმოყვარეობას მძიმე დარტყმა ელის, თუ თქვენ ევროპიდან, გადაგვარებული ხალხის ქვეყნიდან დააპირებთ საქართველოში ცხვირის ჩაყვანას მათ გასაკვირვებლად… პირველსავე მოედანზე დარწმუნდებით, რომ ყველა რომაული და გერმანული ცხვირი, ქართულთან შეხვედრისას, სირცხვილით თავადვე წაიყრის მიწას. აი, სად არის ცხვირები! წარმოსადეგი, მაღალი, ბორბალივით…"
 ქართულ ცხვირთან დაკავშირებული ისტორია ალექსანდრე პუშკინმა თავის დღიურში ჯერ კიდევ 1815 წელს ჩაწერა. დენის დავიდოვი გრაფ ლეონტი ბენიგსენთან მიდის და ეუბნება: "თავადმა ბაგრატიონმა გამომგზავნა ვაცნობო თქვენს აღმატებულებას, რომ მტერი უკვე ცხვირწინაა.." "რომელი ცხვირის წინ, დენის ვასილის ძევ? _ პასუხობს გენერალი, _ თუ თქვენი ცხვირის წინაა, მაშასადამე, ის უკვე ძალიან ახლოსაა, ხოლო თუ თავად ბაგრატიონის ცხვირის წინ,  - ჩვენ კიდევ სადილობასაც მოვასწრებთ…"

 სამეგრელოს ტალახი
"…ჩვენ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდით სურამის თოვლისა და სამეგრელოს ტალახის შესახებდა, ჩემდა საუბედუროდ, მათ გასაცნობად გავემგზავრეთ". დიუმა მუქ ფერებში აღწერს ფოთს, სადაც ოდესღაც არგონავტებმა ჩაუშვეს ღუზა. "არ ვიცი, იაზონის დროს მარსის მოედანი როგორი იყო, მაგრამ ახლა — ესაა ჭაობი, მოლივლივე ტალახი, რომელშიც სამუდამოდ ჩაძირვა გემუქრება, თუ თუნდაც ნახევარი საათის განმავლობაში ერთ ადგილზე დარჩები".
 ფოთის მოუვლელობასა და კეთილმოუწყობლობას დიუმა სრული ირონიით აღწერს: "დოლის ბრაგუნი გაისმა. ვიღაცა საცოდავი განცხადებას ყვიროდა, ვერ ვიტყვი, რომ ყოველ გზაჯვარედინზე  - ფოთში არც ერთი არ არის, ვერ ვიტყვი, აგრეთვე, რომ ყოველი ქუჩის კუთხეში, ქუჩებიც არაა, ყვიროდა ყოველი სახლის წინ. სახლი კი თხუთმეტამდე თუ იქნება. ამიტომაც შემოვლა ხანმოკლე იყო. დოლს უბრაგუნებდა და განცხადებას კითხულობდა, რასაც დოლის ხმაზე გამოსული მცხოვრებლები მეტად გულგრილად უსმენდნენ… სანამ იგი ტალახში შეუჩერებლივ დადიოდა, კიდევ არა უშავდა… მაგრამ საკმარისი იყო მოქადაგე გაჩერებულიყო, რომ იგი თანდათან ტალახში ჩაძირვას იწყებდა; საბოლოოდ მთლიანადაც ჩაიძირებოდა და დაიხრჩობოდა, რომ არა დოლი, რომელიც მას ამაში ხელს უშლიდა".
 გოდება ნოტებით
 შემთხვევის წყალობით დიუმა ფოთში დაკრძალვის მომსწრე აღმოჩნდა: "მოულოდნელად მდინარის მხრიდან უცნაური ხმები მომესმა, რაც არ ჰგავდა არც მწუხარების გამოხატვას და არც სასოწარკვეთილ ყვირილს. ეს, ალბათ, რაღაც ყმუილის მაგვარი იყო, ნოტებით ჩაწერილი. მე და მუანე ჭიშკრისკენ გავიქეცით და მეგრული დაკრძალვა დავინახეთ… მღვდელმა რამდენიმე ლოცვა წაიკითხა, რაც დაკრძალვის დროს სრულდება, შემდეგ კი ქვრივმა კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყო მოთქმა.
…რამაც ყველაზე მეტად გაგვაოცა ამ ქვრივში, რომელსაც შავი ტანსაცმელი ეცვა და რომელიც სახეს ფრჩხილებით იკაწრავდა, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფნი აკავებდნენ, — ეს მისი გოლიათური აღნაგობა იყო… იგი კუბოს კიდევ რამდენიმე ნაბიჯში გაჰყვა, შეჩერდა, და გამცილებელთა ხელებზე გადაესვენა.."
 დიუმა აღნიშნავს, რომ საქართველოში დაკრძალვა სპეციალურად დადგმულ სპექტაკლს ჰგავს: "…როდესაც უკანასკნელი დადიანი გარდაიცვალა, მიცვალებულის ყოველი ნათესავი და მეგობარი ეკლესიაში უნდა შესულიყო ისე, რომ ორივე მხრიდან სხვა ხალხს ხელით სჭეროდა, თითქოს დაღლილობისგან მუხლები ეკვეთებოდა, მას თავგანწირვით უნდა ეყვირა და გულზე მუშტები ერტყა, ტანზე პერანგი შემოეხია. ერთი სიტყვით, მთელი სპექტაკლი თამაშდებოდა. ამ დროს საინტერესო სცენებიც ხდებოდა. მაგალითად, მიცვალებულის მეზობელი, აფხაზეთის მთავარი მიხეილ შერვაშიძე, როგორც ნათესავი, თავს მოვალედ თვლიდა ეს მწუხარება გაეზიარებინა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც. მასაც ორი ადამიანი იჭერდა აქეთ-იქიდან და მან ასეთ შემთხვევაში ტრადიციული წესი შეასრულა:  ყვიროდა, ტიროდა, კვნესოდა. უეცრად ეკლესიის მახლობლად ყვირილი გაისმა, უფრო გულითადი, მაგრამ სხვაგვარი: აღმოჩნდა, რომ მთავრის ხალხი მოვიდა იმ ცხენებით, რომლებიც მეგრელებისგან ჰყავდათ მოპარული. მეგრელებმა იცნეს და უკან დაბრუნება მოითხოვეს…ამჯერად ყვირილი სრულიად ბუნებრივი გამოვიდა.
  სიძვირე
 დიუმა თავის წიგნში წარმოდგენას გვაძლევს ფასებზე, დანახარჯებზე და ამას, ალბათ, მომავალი მოგზაურების საყურადღებოდ აკეთებს. თავად დიუმა კი ფულისადმი მეტად გულგრილია და ადვილად მხარჯავი. იგი ყურადღებას აქცევს საქონლისს იძვირეს და მომსახურების მაღალფასებს. ფრანგი მოგზაური აღნიშნავს, რომ შლაპა თბილისში ოთხჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე პარიზში, ქართველი დალაქი კი კლიენტისგან ექვსჯერ მეტს იღებს, ვიდრე ფრანგი: თანაც მან გაკრეჭვაც არ იცის. როცა დიუმამ სარკეში ჩაიხედა, გამწარებულმა წამოიყვირა: "ჩემი გაკრეჭილი თმები ჯაგრისს დაემსგავსა, მაგრამ არა იმ ჯაგრისს, რითიც ტანსაცმელს წმენდენ, არამედ რითიც იატაკს ხეხავენ!  მე მუანეს და კალინოს დავუძახე, რომ დამტკბარიყვნენ ჩემი ახალი იერით. როდესაც მათ შემომხედეს, ხარხარი აუტყდათ. "განძი ვიშოვნეთ, —  თქვა მუანემ,  - თუ ფული არ გვეყოფა, კონსტანტინოპოლში თქვენ ჩამოგატარებთ, როგორც სელაპს, რომელიც კასპიის ზღვაში დავიჭირეთ".
 ქალაქ ფოთში დიუმა შეჩერდა სასტუმროში, რომელიც ხის ფარდულს წარმოადგენდა.  ნომერში იდგა "სალაშქრო საწოლი, თუჯის ღუმელი, დაფეხვილი მაგიდა და ხის ორი ტაბურეტი… სახლი ხიმინჯებზე იდგა, რის გამოც იატაკიდან მიწამდე დიდი ცარიელი სივრცე იყო, ხოლო თავად იატაკი ცხაურებიან ფიცარნაგს წარმოადგენდა. სწორედ ამ ცარიელ სივრცეში გროვდებოდა ყველა იქაური ღორი, ისინი, მგონი, ქორწილს იხდიდნენ… მემესმოდა მათი ღრუტუნი, ჭყვიტინი, მოულოდნელი და არათანაბარი მოძრაობები, რაც დროდადრო მხოლოდ იმისთვის ჩერდებოდა, რომ შემდეგ გაცილებით უფრო მძაფრად განახლებულიყო…" და ოთახი ასეთ სასტუმროში, როგორც დიუმა წერს, "ღირდა დღეში ორი რუბლი  - ოთხი ფრანკით უფრო ძვირი, ვიდრე პარიზის ოტელ "ლუვრის" ოთახი.

  მუსიე დიუმა
 ფოთში, საფრანგეთიდან თბომავლის მოლოდინში, დიუმამ ვინმე გორელი ვასილი გაიცნო. ისინი დამეგობრდნენ და მწერალმა მას საფრანგეთში წასვლა შესთავაზა. ვასილი სიხარულით დათანხმდა. ისინი გემბანზე ავიდნენ, მაგრამ ხომალდმა დაძვრა ვერ მოასწრო, რომ მას მოადგა დიდი ნავი ჯარისკაცებით, ოფიცრის მეთაურობით. მან ვასილი გემიდან ჩამოსვა, რადგან მას უცხოეთში წასასვლელად პასპორტი არ ჰქონდა. "საწყალი ვასილი მისმავე მეგობარმა დააბეზღა, რომელსაც მისი შეშურდა".
 დიუმამ ვასილს წერილი გაატანა პოლკოვნიკ რომანოვთან, რაც მას პასპორტის მიღებაში უნდა დახმარებოდა. ამას გარდა "სამი მუშკეტერის" ავტორმა ვასილს გადასცა შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: "რეკომენდაციას ვაძლევ ქართველ ვასილს, რომელმაც ჩემთან სამსახური ფოთში დაიწყო, მაგრამ იძულებული გახდ ადარჩენილიყო პასპორტის უქონლობის გამო, ყველას წინაშე, ვისაც იგი მიმართავს, განსაკუთრებით საფრანგეთის ხომალდების მეთაურებსა და საკონსულოების მდივნებს. რაც შეეხება ხარჯებს ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ვექსელი გადმოაგზავნოთ ჩემს სახელზე, მე კი ვცხოვრობ პარიზში, ამსტერდამის ქუჩაზე, სახლი #77. ფოთი. 1 (13) თებერვალი, ალექსანდრე დიუმა".
 საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებული დიუმა გემიდან ნავსადგურში ქართული ეროვნული ტანსაცმლით _ ფაფახით, ჩოხითა და ხმლით ჩამოვიდა. დიუმა "კავკასიაში" გვიყვება, როგორ მოეწონა მას საქართველოში ერთი ქართველი თავადის შარვალი და მოინდომა მისი უფრო ახლოს ნახვა. ქართველმა თავადმა შარვალი უმალვე გაიხადა და დიუმას გადასცა სიტყვებით: "გეთაყვა, ეს თქვენ — საჩუქრად".  დიუმა შეცბა: "ეს როგორ?" "ნუ მოგერიდებათ, მუსიო დიუმა, ჩემმა ცოლმა მხოლოდ გუშინ შემიკერა, დღეს პირველად ჩავიცვი". იგი ცხენზე შეჯდა და გააჭენა. მას გრძელი ტანსაცმელი ეცვა, და შიშველი ფეხები არ მოუჩანდა. შარვალი კი დიუმამ პარიზში თან წაიღო.
 …ერთ მშვენიერ დღეს დიუმა მისმა დიასახლისმა დილის ექვს საათზე გააღვიძა, რომელიც მასთან შეშინებული შევარდა: "მუსიო,  -  წაიჩურჩულა მან, — ქვევით ვიღაც კაცი დგას: ის არც ერთ ენაზე არ ლაპარაკობს, ბუტბუტებს მხოლოდ "მუსიო დიუმას" და მოითხოვს, რომ შემოვუშვათ. დიუმამ კიბეზე ჩაირბინა, რაღაც გუმანით იგრძნო, რომ ეს, ალბათ, ვასილი უნდ აყოფილიყო. და არც შემცდარა. "ეს ყოჩაღი კაცი ქუთაისიდან პარიზში მაინც ჩამოვიდა, ციებ-ცხელება შეეყარა და კონსტანტინოპოლში 27 დღე იწვა, გზაში 61 ფრანკიდა 50 სანტიმი დახარჯა — და ეს ყველაფერი ისე, რომ მან ფრანგულად ერთი სიტყვაც არ იცოდა. მხოლოდ ორი სიტყვით მოვიდა: "მუსიო დიუმა".

5 comments:

  1. ძალიან საინტერესო მასალებია ყოჩაღ

    ReplyDelete
  2. ვისიამოვნე თქვენი სტატიებით

    ReplyDelete
  3. ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

    ReplyDelete
  4. მე არასოდეს მივეცი მსგავსი ჩვენება აქამდე, მაგრამ ნებისმიერი ეჭვმიტანილისთვის, ნება მომეცით გითხრათ, რომ DR WALE არის ნამდვილი გარიგება! მისი შრომა, დრო და რჩევა ფასდაუდებელია. მხოლოდ ვისურვებდი, რომ ის უფრო მალე მეპოვა ცხოვრებაში !! დავუკავშირდი DR WALE- ს დაკარგული სიყვარულის გამო. მე საკმაოდ არეული ვიყავი და მზად ვიყავი ყველაფერი ვცადო ამ კაცის დასაბრუნებლად. DR WALE– თან პირველადი კონსულტაციის შემდეგ, მე გავაგრძელე ის სამუშაო, რომელიც მან მირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენი შერიგების შანსები ძალიან მცირე იყო, მე ვიგრძენი, რომ მაინც უნდა მეცადა და ეს ღირდა მისი მომსახურებისთვის. ის ჩემთან დარჩა ყოველ ნაბიჯზე, ნებისმიერ დროს, როდესაც მე მქონდა შეკითხვა ან შეშფოთება, მან უპასუხა ჩემს WhatsApp- ს. სამუშაო, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო საკუთარი თავის განკურნება და არა როგორც მასზე ორიენტირებული, რაც ახლა უკვე შემდგომში არის ზუსტად ის, რაც მჭირდებოდა. DR WALE WhatsApp/Viber/Telegram: +2347054019402 ან ელ.ფოსტა: drwalespellhome@gmail.com

    ReplyDelete
  5. მე დავქორწინდი ჩემს სკოლის ბიჭზე, ორივეს ერთად ორი შვილი გვყავს. ჩვენ კარგად ვცხოვრობდით მანამ, სანამ მისი დედინაცვალი არ მოვიდა ჩვენთან. ერთი კვირის შემდეგ, რაც ის წავიდა, ჩემმა ქმარმა რაღაც სასაცილო საქციელი დაიწყო ჩემს მიმართ. შოკირებული და გაკვირვებული ვიყავი, რადგან არასდროს ვიცოდი, რა დავაშავე. მითხრა, რომ წყვეტს ჩვენს ქორწინებას და ბავშვებსაც წაიყვანს. რადგან ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი არ იყო ასეთი ცუდი გულის კაცი, უბრალოდ დროულად უნდა მეძია გამოსავალი. სწორედ ასე შევხვდი DR WALE-ს, ნახა ბევრი კარგი ჩვენება მის შესახებ. ასე რომ, მე მას დავუკავშირდი, ვუთხარი ყველაფერი, რაც ჩემთან ხდებოდა. ექიმმა უოლმა მითხრა, რომ მომიმზადებდა შელოცვას და მთხოვა მიმეღო რამდენიმე ნივთი, რომელიც მე გადავიხადე მათთვის. მას შემდეგ რაც მან ჯადოქრობა მომიტანა, აღმოჩნდა, რომ ჩემი ქმარი დედინაცვალი იდგა იმ ყველაფრის უკან, რაც ჩვენს ქორწინებაში ხდებოდა. მან გააკეთა შელოცვა ძალიან ცალკე მე და ჩემი ქმარი, ჩემი ქმარი დედინაცვალი ახლა სირცხვილია. მადლობა DR WALE-ს, რომელიც საჭირო დროს მოვიდა და დამეხმარა ამ არეულობისგან. DR WALE არის კარგი ადამიანი მისი სიტყვები. თქვენც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას და ის დაგიბრუნებთ ბედნიერებას. WhatsApp/Viber +2347054019402 ან drwalespellhome@gmail.com

    ReplyDelete