საბავშვო ლიტერატურა

წიგნები, რომლებსაც თქვენი შვილი ვერ მოწყდება – სია გათვლილია 3–15 წლამდე


რომელ ასაკში რომელი წიგნები უნდა წაიკითხოს ბავშვმა - სია ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით
წიგნები და ბავშვის ასაკი
10255385_854477577913593_1871618731_n


წიგნთან ურთიერთობა 3 წლიდან ზემოთ
ეს ასაკი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ დროს ის ძალიან აქტიურია. უყალიბდება აზროვნება, მისთვის აღმოჩენაა ლიტერატურა. სწორი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ზღაპარი და მითი წაუკითხოთ, სადაც იკვეთება განსხვავება კეთილ და ბოროტ პერსონაჟებს შორის. ამ ასაკის ბავშვები ძალიან ემოციურნი არიან: განიცდიან და ზოგჯერ ტირიან რაიმე ამბავზე (მაგ: ბოროტი დედინაცვლის ქცევაზე). აქ საშიში არაფერია. პირიქით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენმა პატარამ კარგად გაიგო წაკითხული. ამ პერიოდში გაცნობიერებული, ან თქვენ მიერ მოყოლილი ამბავი ბავშვს მთელი ცხოვრება ამახსოვრდება და საყვარელ პერსონაჟებს ქვეცნობიერად ბაძავს. წაკითხვის შემდეგ, თუ იგივე ზღაპრის მულტფილმს აჩვენებთ, ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ წიგნში მთავარ გმირზე გაცილებით მეტი წერია (წიგნის უპირატესობის დემონსტრირება). კარგი ზღაპარი ბავშვს ცხოვრებას ასწავლის, უვითარებს ფანტაზიასა და  წარმოსახვის უნარს.
ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთარი ემოციების გადმოცემა ხატვის საშუალებით, ამიტომ  კითხვის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ ერთად დახატოთ და ნახატებში გადმოსცეთ წიგნიდან მიღებული შთაბეჭდილებები.  კითხვის პროცესი უფრო საინტერესოა, თუ ბავშვს კითხვებს დაუსვამთ წაკითხულის გარშემო, მაგალითად, გააკეთებდა თუ არა იგივეს, რაც ზღაპრის გმირმა? შეგიძლიათ, მოიფიქროთ თამაში ,,გამოიცანი გმირი” –  გაითამაშეთ ეპიზოდები ზღაპრებიდან და ეცადეთ, ბავშვმა გამოიცნოს, რომელ გმირს ანსახიერებთ.
სკოლამდელ ასაკში კითხვის ხანგრძლივობა 10 წუთიდან იწყება და ნელ-ნელა იზრდება 30 წუთამდე. არავითარ შემთხვევაში არ გახადოთ კითხვის პროცესი მოსაწყენი.
6 წლიდან  
განსაკუთრებული ყურადღება მართებს პირველკლასელი ბავშვის მშობელს. ფსიქოლოგების რჩევით, დასაშვებია  წინასწარ ასწავლოთ ასოების ცნობა/და არა წერა/, სათამაშო კუბიკებით ააწყობინოთ მარტივი სიტყვები. თუ ბავშვს წერისკენ მისწრაფება აქვს, ნუ დაუშლით.
ეს უკვე მოზარდის ასაკია. თუ აქამდე მშობელი უკითხავდა, ახლა უკვე თავად უნდა დაიწყოს კითხვა. თუ ამ ასაკში შეუყვარდა ბავშვს წიგნი და ეზიარა მის სიტკბოებას, ბოლომდე ეყვარება. მშობელი უნდა დაეხმაროს მას წიგნის შერჩევაში. ეცადეთ, ყველა დღესასწაულზე, ყველა წარმატების აღსანიშნავად, ბავშვს საჩუქრად წიგნი უყიდოთ, რაც მის წარმოსახვაში უდავოდ ასოცირდება კარგ ცხოვრებისეულ მომენტებთან.
როცა ყველა ასოს ისწავლის, ჯობს თავად წაიკითხოს. ასე ბევრად კარგად დაამახსოვრდება ტექსტი და კითხვის პროცესი უფრო საინტერესო ხდება. ძალიან სასარგებლოა წიგნის წაკითხვის შემდეგ ტექსტის განხილვა-შეფასება. რაც შეიძლება მეტი მსჯელობა წიგნებზე! ამ ასაკში შეიძლება წაიკითხოს სათანადო შრიფტით დაწერილი საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსთა ნაწარმოებები.
დაბოლოს, წიგნის კითხვა კულტურული ჩვევაა და მას გამომუშავება სჭირდება. არასდროს აიძულოთ ბავშვი, წაიკითხოს. არ დაემუქროთ, არც სხვა ბავშვს  შეადაროთ, რადგან ეს მის მიმართ სიძულვილს გამოიწვევს. უმჯობესია, დაარწმუნოთ ამ წიგნის ,,ჯადოსნური სამყაროს” პრივილეგიაში. მიეცით ბავშვს თქვენი ბავშვობისდროინდელი საყვარელი წიგნი, ელაპარაკეთ ცოდნისა და განათლების მნიშვნელობაზე. ბავშვს მგრძნობიარე ფსიქიკა აქვს და მასზე ყველა წვრილმანი მოქმედებს. როგორც ფსიქოლოგები გვირჩევენ, – ბავშვს კითხვა თამაშ-თამაშით უნდა შევაყვაროთ.
ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, ოჯახი, სადაც ბავშვი იზრდება. თუ ოჯახში ბებია–ბაბუა და მშობლები კითხულობენ, არის საოჯახო ბიბლიოთეკა, ბავშვი აუცილებლად გამოიჩენს ინტერესს ამ წიგნის სამყაროს  მიმართ.
მარტივი რჩევები მშობლებს:
  • თუ ბავშვი გონებაგაფანტულია და კონცენტრაცია უჭირს, ჯობს ხმამაღლა იკითხოს. თუ კითხვის დროს დაიღლება, აუცილებლად დაასვენეთ.
  • ბავშვი ხშირად წაიყვანეთ  ბიბლიოთეკასა და წიგნის მაღაზიებში, ეს ტრადიციად აქციეთ და  შეუქმენით  სასიამოვნო მოლოდინის განცდა.
  • მოექეცით ბავშვს, როგორც ზრდასრულს. დაეხმარეთ წიგნის არჩევაში, მაგრამ პატივი ეცით მის აზრსაც, გაითვალისწინეთ მისი ასაკი და მისწრაფებები.
  • ესაუბრეთ წაკითხულ წიგნზე.
  • თუ ბავშვს არ აქვს ჩამოყალიბებული სმენის კულტურა, წაუკითხეთ რამდენიმე ბავშვს ერთად. ეცადეთ, მათ გაამართონ ერთმანეთთან მსჯელობა.
  •  წაუკითხეთ ძილის წინ /არდადეგებზე ნებისმიერ დროს/. საღამოს წაკითხულს, მისი ქვეცნობიერი ძილში კიდევ ერთხელ ,,გაამეორებინებს” , მისი კრეატივი კი დაიხვეწება.
  • ეცადეთ, წაუკითხოთ ემოციურად, ეს ძაბავს ყურადღებას (ერთფეროვანი, მონოტონური კითხვით ბავშვს წიგნით ვერ დააინტერესებთ.
  • ეცადეთ, ბავშვმა თავად შექმნას თავისი ბიბლიოთეკა.
  • წაკითხვამდე დააინტერესეთ წიგნის შინაარსით. ერთად გამოჭერით  მუყაოსგან წიგნის გმირები, ამ ფიგურებით შეიძლება  ,,თოჯინების თეატრის“ მოწყობაც, შესაბამისი დიალოგებით, ან წაკითვის შემდეგ წაიყვანეთ შესაბამის სპექტაკლზე. (მაგ: „ექიმი აიბოლიტის”  სპექტაკლზე)
  • არავითარ შემთხვევაში არ დასაჯოთ ბავშვი კითხვით.
  •  წიგნის სიყვარულთან ერთად, ასწავლეთ წიგნის მოვლა–მოფრთხილება.
გვახსოვდეს: ადამიანის ესთეტიკური, მხატვრული აღზრდის ძირითადი საკვები მხოლოდ წიგნია, რაც მომავალში უკვე მის ზოგად განვითარებაზე აისახება.
3 წლიდან 11 წლამდე გათვლილი წიგნები: 
3
  
4
10 არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც თქვენს შვილს კითხვას შეაყვარებს





„ფორტუნას“ მიერ შერჩეული საბავშვო ლიტერატურა სპეციალურად განკუთვნილია 14-დან 16 წლამდე ბავშვებისთვის.  ეს წიგნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეთავაზოთ იმ ბავშვებს, რომლებსაც კითხვა არ უყვართ.
მაშ ასე, 10 წიგნი, რომელიც თქვენს შვილებს კითხვას შეაყვარებს:






„ტომ სოიერის თავგადასავალი“  – მარკ ტვენი
დიდი მწერლის უკვდავი რომანი, რომელიც ტომ სოიერისა და მისი მეგობრების ისტორიას გვიყვება. კეთილი იუმორი, მოულოდნელი სიუჟეტური ცვლილებები, სათავგადასავლო სული და მთავარი გმირი, რომელიც საკუთარ თავში ბავშვობის საუკეთესო მხარეებს აერთიანებს. ეს ყველაფერი ადვილად იპოვის გზას ნებისმიერი ბავშვის გულამდე.















„პატარა უფლისწული“ – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
ძალიან კეთილი ზღაპარი, რომელიც ბავშვმა ადრეულ ასაკში უნდა წაიკითხოს. ის ძალიან მარტივ ენაზეა დაწერილი და პატარებს მეგობრობასა და სიყვარულს ასწავლის. ის აუცილებლად დააფიქრებს პატარებს, რა უნდა დააფასონ ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში.














„კორალინა“ – ნილ გეიმანი
წიგნის მთავარი გმირი კორალინა მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ძველ სახლში გადადის, სადაც იპოვის კარს, რომელსაც ის პარალელურ სამყაროში გადაჰყავს. ეს სამყარო ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობს. ამ უცნაურ სახლში კორალინა ახალ მეგობრებს  შეიძენს და თავგადასავლების ძიებაში ახალი გამოწვევების წინაშე დგება. პატარა მკითხველი სულმოუთქმენლად დაელოდება მოვლენების განვითარებას.



„წიგნების სერია ჰარი პოტერზე“ – ჯოან როულინგი
ამ საკულტო წიგნებმა თავი თაობებს შეაყვარა. წიგნი პატარა ჯადოქრის, ჰარი პოტერის საოცარ ისტორიებზე გვიყვება, რომელიც სიმამაცის, უხლოესი მეგობრებისა და კეთილი ადმიანების დახმარებით ბოროტ ჯადოქარს ებრძვის.



„განძთა კუნძული“ – რობერტ სტივენსონი
წიგნის სიუჟეტის მიხედვით, ყოფილი მეზღვაური საიდუმლო ვითარებში იღუპება. მთავარი გმირი ჯიმი და მისი დედა გარდაცვლილი მეზღვაურის სკივრზე კაპიტან ფლინტის კარტას პოულობენ, რომელზეც განძთა კუნძულის რუკაა გამოსახული. ჯიმი სპეციალურ ექსპედიაცისთან ერთად სიმდიდრის საძებრად მიემგზვრება და სწორედ ასე იწყება ყველაზე საინტერესო სათავგადასავლო ისტორია, რომელიც ბავშვებს უდაოდ მოეწონებათ.

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ჰერპერ ლი
წიგნის სიუჟეტი და პერსონაჟები ეფუძნება ავტორის მოგონებებს ოჯახსა და მეზობლებზე. ასევე ამბავს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის მშობლიურ ქალაქში 1936 წელს, როცა ავტორი 10 წლის იყო.


„ნარნიის ქრონიკები“ – კლაივ ლუისი
წიგნების სერია ფენტეზისა და საბავშვო ლიტერატურის ზღვარზე გადის. მასში მოთხრობილია ბავშვების მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს საუბარი შეუძლიათ, ხოლო ბოროტებას სიკეთე ებრძვის. ამ წიგნებში გვხდება ისტორიები ბიბლიურ მოტივებზეც.
„ვაფლის გული“ –  მარია ფარი
პატარა ბიჭის ტრილესა და მისი მეზობლის  ლენას ისტორია. ისინი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ და ყოველთვის აქვთ საინტერესო საქმე. ესა არის ძალიან მყუდრო, ოჯახური, კეთილი და ზღაპრული წიგნი, რომელიც ბავშვობის ყველა მოგონებას ერთად აცოცხლებს.



„ბნელი საწყისები“ – ფილიპ პულმანი
ესაა ტრილოგია, რომელიც ერთმანეთში სამ პოპულარულ რომანს აერთიანებს. აქედან ყველაზე პოპულარულია „ჩრდილოეთის ნათება“, რომელიც ამერიკაში „ოქროს კომპასისი“ სახელით გამოიცა. წიგნების სერია პატარა გოგონას ლერა ბელაკვას ჯადოსნური, მაგიური და სამეცნიერო თავგადასავლების შესახებ გვიყვება.


„ბეჭდების მბრძანებელი” – ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანი, რომლის 150 მილიონზე მეტია ასლია გაყიდული. რომანის სახელწოდებაში იგულისხმება მთავარი უარყოფითი პერსონაჟი, ბნელი მბრძანებელი სუიარონი, რომელსაც შექმნა ბეჭედი ძალაუფლების ბეჭდების დასამორჩილებლად. ნაწარმოები მოიცავს მთელ შუახმელეთს, რომელშიც მოგზაურობენ ჰობიტები, ფროდო ბეგინსი, სემუაიზ გემჯი, მერიადოკ ბრენდიბაკი და პერეგრინ ტუკი, ისევე როგორც მათი მეგობრები.
„მომო“ – მიხაელ ენდე
წიგნის სიუჟეტის მიხედვით, პატარა ქალაქში ცხოვრობს საოცარი გოგონა სახელად მომო. გოგონას აქვს უნიკალური უნარი დაეხმაროს ყველა ადამიანს, რომელიც მასთან რჩევისთვის მოდის, თუმცა ბოროტი ადამიანები ამას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. მომოს მთავარი ამოცანაა დაანახოს ხალხს, რომ მთავარი ფასეულობა სიყვარულია.
Kids reading and laughing

წუხელის ჩემმა ერთმა მეგობარმა მკითხა, 8 წლის გოგონას წასაკითხად რა მივცეო. ხანდახან ასეთ კითხვაზე ვერაფერს ვპასუხობ, ყველა ნაწარმოები უბრალოდ ამოცვივა თავიდან და არაფერი მახსენდება. გუშინ კი საოცარი მობილიზაციით ვორდის დოკუმენტი სახელდახელოდ შევადგინე და იმდენად მომეწონა, რომ გადავწვიტე, ჩემს მკითხველსაც გავუზიარებ-მეთქი.
ხშირად გამიგია, რომ დღევანდელ ბავშვებს წიგნების კითხვა აღარ უყვართ. ურთულესია, რომ ბავშვს წიგნი წააკითხო. პატარა გაჯეტომანები თავიანთ ციფრულ მოწყობილობებში არიან ჩაფლულები, თუმცა ზუსტად ეს მოწყობილება შესაძლებელია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კითხვა შევაყვაროთ. ჯობია თუ არა წიგნის ჩემი ბავშვობისეული ფორმატი, და როგორც ზოგმა იცის აღნიშვნა – წიგნთან შეხება სხვანაირად საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესიაო, არავინ იცის. საქმე ახალ თაობასთან გავქვს, რომელთა მართვა საკმაოდ რთულია იმ მეთოდებით, რითაც ჩვენ ვიმართებოდით. თვისებრივად განსხვავებულ თაობას თვისებრივად განსხვავებული მიდგომა სჭირდება – ზოგმა მშობელმა გამოსავალი იპოვა და მხატვრული ნაწარმოებს ფაილებად უტვირთავს ქინდლში, ლეპტოპის თუ პლანშეტის ეკრანზე “უხსნის” და ა.შ. ამგვარმა ქცევამ გაამართლა – სწორედაც ისე უნდა ვეკონტაქტოთ digital native-ებს, ანუ ციფრული ერის მკვიდრებს, როგორც მათ ესმით. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ, და მათ შორის მეც, ეს ნაკლებად მაქვს გაჩემისებული და ძვალ-რბილში გადაშლილი წიგნის კითხვა მაქვს გამჯდარი.
იმისთვის, რომ ბავშვმა სიამოვნებით წაიკითხოს ნაწარმოები, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ დიდად არ იზიდავს ეს საქმე, ისე უნდა შევარჩიოთ, რომ მისი სურვილები, ოცნებები და ხასიათი გავითვალისწინოთ. თუ ბავშვობაში ჯეკ ლონდონის “ზღვის მგელმა” მოგხიბლათ, და ფიქრობთ, რომ თქვენი გოგონა მას სიამოვნებით წაიკითხავს, დაფიქრდით, რა უფრო მოსწონს მას, კონკია თუ პოკაჰონტასი, თოჯინებით თამაში უფრო იზიდავს თუ ბიჭებთან ერთად თამაში, და მხოლოდ ამის შემდეგ ურჩიეთ ამ ნაწარმოების წაკითხვა. ბიჭს, რომელსაც ომობანას თამაში მოსწონს, ეხმალავება თავის მეგობრებს და ახალი წლის საჩუქრად ლაზერულ ხმალს გთხოვთ “ვარსკვლავური ომებიდან”, მაინცდამაინც ლინდგრენის “ლიონებერგელი ემილის თავგადასავალს” ნუ წააკითხებთ. ჯეკ ლონდონის სათავგადასავლო ნაწარმოებები, ასევე სტივენსონის “განძთა კუნძული”, მარკ ტვენის “ტომ სოიერი” და “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” სწორედ მას უფრო მოეწონება. არ გეგონოთ, რომ გენდერულ დისკრიმინაციის ოდნავ მაინც ვემხრობოდე, უბრალოდ მხატვრული ნაწარმოებების კითხვის შეყვარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ბავშვმა მოახდინოს თავის თავის მთავარ გმირთან ანუ პროტაგონისტთან იდენტიფიკაცია და გაავლოს პარალელები გმირისა და საკუთარ ოცნებებს, ცხოვრებას, მოსაზრებებსა და ქცევებს შორის. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის – ბავშვმა უნდა შეიყვაროს, გაითავისოს პროტაგონისტი. საბავშვო წიგნების კარგი “თვისება” ისაა, რომ მათ ყოველთვის კარგი დასასრული აქვთ. ბავშვს მოსწონს საყვარელი გმირის წარმატებები, გამარჯვება და ამბის ბედნიერი დასასრული.
რეალურად, ადაპტირებული ზღაპრები, სადაც არც ხალხური ზღაპრისთვის დამახასიათებელი სისასტიკეა, და არც ანდერსენისეული დრამატიზმი, ასევე მოკლე საბავშვო მოთხრობები კითხვის დაწყებისათვის ყველაზე კარგია, ბავშვს წააკითხეთ ხმამაღლა, შიგადაშიგ ხალისიანი კომენტარი გააკეთეთ, რომ ბავშვს ეზოში მოთამაშე თანატოლების ჟრიამულისკენ არ მიუწევდეს გული, კითხვა მოსაწყენი საქმიანობა არ ეგონოს და თქვენ კი მტანჯველი მშობელი, რომელმაც ეზოში ან ტელეფონში თამაშის ნაცვლად წიგნი დააჭერინეთ ხელში და აკითხებთ. ამის შემდეგ, შეგიძლიათ ნელნელა უფრო დიდტანიან ნაწარმოებებზე გადახვიდეთ.
ჩემი უსაყვარლესი საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენია. დღესაც სიამოვნებით კითხულობ – ლინდგრენის ხალასი, ბავშვური ენერგიით გადმოცემული ამბები ახლაც მხიბლავს. კარგი ამბავია ისიც, რომ ქართულადაც საკმაოდ კარგადაა ნათარგმნი, კარგად იკითხება, მეცნიერული თვალსაზრისით კი ვერ გეტყვით – არ შემიდარებია. თამამად შეგიძლიათ ასტრიდ ლინდგრენი წააკითხოთ ბავშვს, თუმცა მანამდე რა თქმა უნდა ზღაპრები, ჩიპოლინოს თავგადასავალი, ვინი ფუუჰი და სხვადასხვა საბავშვო მოთხრობა წაკითხული უნდა ჰქონდეს.
ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებები:
1. ბიულერბიუელი ბავშვები – განსაკუთრებით 8-10 წლის გოგონებს მოეწონებათ – მთავარი გმირი ხომ მათი ტოლია, პირველ პირში “წერს”, თავები მოკლეა. გოგონებს უბრალოდ უყვართ ეს წიგნი!
2. პეპი გრძელიწინდა – ცელქი ბავშვების საუკეთესო მეგობარი პეპი, რომელიც მშობლებთან ერთად არ ცხოვრობს. როგორ უნდათ ასეთ პატარებს, რომ მშობლებმა თავისუფლება მისცენ – ჭამონ კანფეტები გასკდომამდე, მთელი დღე ითამაშონ, არ ჭამონ საჭმელი, არ დაიბანონ ხელ-პირი
3. ჩვენც სალტკროკელები ვართ – ყველასთვის საყვარელი ზაფხულის არდადეგები ქალაქგარეთ. გახსოვთ პელე როგორ ითვლის დღეებს? სავარცხელს თითო ღერს ატეხავს და 19 ივლისს დაღონდება, რომ ზაფხულის ნახევარი გასულა.
4. ყაჩაღის ასული რონია – თავგადასავლების მოყვარული გოგონებისა და ბიჭების საუკეთესო საკითხავი – რონიასთან თავის გაიგივება და მისნაირი თავგადასავლები ვის არ უნდა!
5. ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი – ემილის სასაცილო თავგადასავლებზე სიამოვნებით იხითხითებენ გოგონები და ბიჭები.
6. სახურავის ბინადარი კარლსონი – არა მგონია, არსებობდეს ბავშვი, რომელსაც ასეთ მეგობარზე არ ეოცნებოს. თან მურაბიანი კოვზის გალოკვაც არ მოესურვოს კითხვის დროს. შეამოწმეთ წიგნის ფურცლები – ხომ არ გატკბილიანდა მურაბის სიროფით?
რობერტ ლუის სტივენსონის “განძთა კუნძულის” და “შავი ისრის” სუნთქვაშემკვრელი თავგადასავლები არა მხოლოდ დააინტერესებთ პატარა მკითხველებს, არამედ კანფეტის ჭამასაც კი დაავიწყებთ. 10 წლის ბავშვს შესაძლებელია ეს ნაწარმოები მივცეთ, ოღონდ მანამდე არაერთი რამ უნდა ჰქონდეს წაკითხული.
ასევეა ჟიულ ვერნი. ოღონდ მაინცდამაინც “კაპიტან გრანტის შვილებით” ნუ დააწყებინებთ ბავშვს მის გაცნობას – ბუნების აღწერების ნაწილსაც გადაახტება და ვერნსაც ვერ დააფასებს. “80 დღე დედამიწის გარშემო”, “საიდუმლო კუნძული” და “80 000 კილომეტრი წყალქვეშ” წააკითხეთ და მალევე კაპიტანი ნემო, მისტერ ფოგი და პასპარტუ მათი საყვარელი პერსონაჟები გახდებიან.
ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერი” ყველა დროის საუკეთესო სათავგადასავლო ნაწარმოებია, მაგრამ ბავშვს სჯობია ჯერ “გრაფი მონტე კრისტოს” სუნთვაშემკვრელი და საინტერესო თავგადასავალი გააცნოთ, ხოლო შემდეგ მისცეთ “სამი მუშკეტერი”, რომელსაც უკვე “ოცი წლის შემდეგ” და “10 წლის შემდეგ” მოჰყვება.
“თეთრი თათმანი”, “ოცეოლა – სემიონელების ბელადი”, “უთავო მხედარი”, “თეთრი ბელადი” – ამერიკელი მწერლის თომას მაინ რიდის ამ სათავგადასავლო ნაწარმოებებს ბავშვები დიდი ინტერესით კითხულობენ. ძირითადად ბიჭებს, ასევე ნაოსნობით გატაცებულ გოგონებს მოსწონს “პატარა ზღვის მგელი” და “ოკეანეში დაკარგულები”.
დანიელ დეფოს “რობინზონის თავგადასავალიც” დიდი პოპულარობით უნდა სარგებლობდეს პატარა ფანტაზიორების წრეებში.
მარკ ტვენის “ტომ სოიერი”, ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” ტრადიციულად ძირითადად ბიჭებს უფრო მოსწონდათ. ეს არ ნიშნავს რომ გოგონები სიამოვნებით არ კითხულობდნენ, უბრალოდ ბიჭები უფრო ახდენდნენ პერსონაჟებთან თავის გაიგივებას, როგორც გოგონები პეპი გრძელიწინდასა და რონისათან. სწორედ ამიტომ, მარკ ტვენის ნაწარმოებებიდან გოგონებს ჯერ “უფლისწული და მათხოვარი” შეიძლება წააკითხოთ, და შემდეგ გეიცნონ ცელქი ტომი და ჰეკლბერი ფინი.
გოგონებს ძალიან მოეწონებათ ბიჩერ-სტოუს “ბიძია თომას ქოხი”, ბიჭებსაც ასევე. 🙂
ო’ჰენრის ნოველებსაც სიამოვნებით წაიკითხავს პატარა მკითხველი მას შემდეგ, რაც მარკ ტვენს, სტივესონს, ლინდგრენს და სხვა ზემოთ ჩამოთვლილ მწერლების ნაწარმოებებს გაეცნობა.
11-12 წლის ბავშვები უკვე უფრო სერიოზული ნაწარმოებებისათვის არიან მზად – შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეირი”, მარგარეტ მიტჩელის “ქარწაღებულები”, ერიხ მარია რემარკის “სამი მეგობარი”, “ტრიუმფალური თაღი”, სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში კლდის პირას”, არტურ კონან დოილის “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”, დრაიზერის “ჯეინ გერდჰარტი”, დიკენსის “დავით კოპერფილდი”, რაიდერ ჰაგარდის “მონტესუმას ასული” და “სოლომონ მეფის თავგადასავალი” შექსპირის კომედიები და მრავალი სხვა.
ქართველი მწერლებიდან პატარა მკითხველს ვაჟა ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობს” და სხვა მოთხრობებს, აკაკი წერეთლის “ჩემს თავგადასავალს” და სხვა მოთხრობებს, ილია ჭავჭავაძის “გლახის ნაამბობს”, მიხეილ ჯავახიშვილის “არსენა მარაბდელს”, ნიკო ლომოურის მოთხრობებს ვურჩევდი.
განსაკუთრებით ორ მწერალს გამოვყოფდი – ნოდარ დუმბაძესა და არჩილ სულაკაურს. სულაკაური უშუალოდ ბავშვებისათვის წერდა, და საოცრად ხალასად გადაჰყავს ბავშვები ზღაპრულ სამყაროში. მისი ნაწარმოებები ბედნიერი დასასრულით მთავრდება – სწორედ ესაა მნიშვნელოვანი ბავშვისათვის. სულაკაურის “ცისფერი ირემი”, “ასფურცელა” და “სალამურას თავგადასავალი ძალიან მოეწონებათ პატარა მკითხველებს.
ნოდარ დუმბაძე კი ჩემი აზრით მსოფლიოში ყველაზე კეთილი მწერალია – თითოეული ნაწარმოების ყოველი გვერდიდან საოცარი სითბო და სიკეთე მოედინება. ალბათ ოქროს გული ჰქონდა. პატარა მკითხველებს მოეწონებათ “მე ვხედავ მზეს”, “მე ბებიკო, ილიკო და ილარიონი”, “ნუ გეშინია დედა”.
გახსოვდეთ – ბავშვის უყვარს ტკბილეული და ბედნიერი დასასრული. ნუ გაუტეხავთ გულს, მას უნდა სჯეროდეს ზღაპრების და კეთილი დასასრულების.

2 comments:

  1. რა სასიამოვნოდ წასაკითხი მასალაა

    ReplyDelete
  2. ძალიან საინტერესო მასალაა.გილოცავ ლალი

    ReplyDelete